ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან ფხაკაძე.
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2014


პოეტი ყოველთვის ლექსებით პასუხობს

ისევ ვიქადაგე სიყვარული, თუმცა მე ვინ მკითხავს ქადაგებას,
ყელზე მიმაბჯინეს დანის პირი, ძალით იბარებენ აღსარებას.

ბევრი არასოდეს მილოცია, ახლა სინანული ძარღვებს ხეთქავს,
ვიცი ნაწილ–ნაწილ ამკუწავენ, როგორც ჩამოფლეთილ ქრისტეს პერანგს.

მაგარამ მე ვერ შემცვლის ვერაფერი, არც ცა მაპატიებს გარდასახვას,
ალბათ შემადარებთ მკვდარ ტრიბულეს, ხალხზე გაბედულ და ბრძენ მასხარას.

ხალხი  არავინ, ლაყბობთ ყველაფერზე,როცა გგონიათ, რომ უფრო მეტს იძახით,
მეკი ყველა კითხვას დუმილს გადავუგდებ,თავს დახრით, მიდიხართ, კვლავ ჩემი მიბაძვით.

გონიათ? ეგონოთ რომ ბევრი ისწავლეს,
ფიქრობენ? იფიქრონ რომ მეტი იციან,
პოეტი, ყოველთვის ლექსებით პასუხობს,
ლექსები? სიტყვებზე, ათასჯერ დიდია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები