ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოც. დაუცველი
ჟანრი: პროზა
6 ივნისი, 2014


მიმართვა მათ ვისაც ჯერ კიდევ თბილა

მორიგი დილა გათენდა. ადამიანების თავებით შემდგარი თაიგულების მოლოდინში ხართ, ახალ-ახალი თავები გჭირდებათ, თაიგული რომ უფრო ლამაზი და მრავალფეროვანი იყოს. ყველაფერი სათქვენოდ გინდათ, თქვენზე ორიენტირებული ვეებერთელა მანქანა შექმენით, რომელსაც საუკუნეების მანძილზე სისხლით, თავებით და უკვე ტყუილით კვებავთ. ტყუილია თქვენი სმოკინგიდან წამოსული ღიმილი, წინასწარ გაწერილი და შედეგზე ორიენტირებულია თქვენი ბავშვური ცქმუტვა და სილაღე, ყველაფერი ის რასაც ყოველ დღე გვაჭმევთ ტყუილი და დიდი მძღნერია! ღმერთიც კი წაგვართვით, ბეთლემის ნაცვლად ქრისტე დაბურულ შუშიან მანქანაში შვით...
შეხედეთ თქვენ თავს!
შეხედეთ! ვინ ხართ თქვენ?
სახელების და გვარების ხსენებაზე რომ მყისვე ცქმუტავთ და გიჟებივით აქეთ იქეთ დარბიხართ? ფულის პრივილეგიების და პირადი კომფორტის გამო თითოეულ თქვენ არაადამიანურ საქციელს ღვინის წრუპვით და ქონიანი ტუჩების ცმაცუნით ამართლებთ-ისევ თქვენნაირებთან? ვეღარ ხვდებით, რომ მანქანა რომელიც თქვენ შექმენით უკვე წლებია თქვენ დეგრადაციას ემსახურება? სად აკვეხებთ და რად აქციეთ ბედნიერება, „სილაღე“, სიყვარული და ერთგულება?
და დღეს როცა მიტოვებული ქარხნების არმატურები ბლუზის დაკვრას შეწყვეტენ, ჩვენ მზად ვართ დავიძრათ გეტოებიდან! დავიძრათ და გაგასამართლოთ! არა თქვენ მიერ დაწერილი ისევ თქვენ სასიკეთოთ შექმნილი კანონებით არამედ იმით რისიც თქვენ ყველაზე მეტად გეშინიათ! ეს რეალობაა! თქვენი რეალობა! თქვენ ჩვეულებრივი მკვლელები, უსისხლო და ამ დიდი საზიზღარი სისტემის ჭანჭიკები ხართ, რომლებსაც სულ მალე ახალებით ჩაანაცვლებენ. თქვენ მოგისვრიან! და რათქმაუნდა დაგერხევათ! თქვენ ხო საჭროებებზე ორიენტირებული პირუტყვები ხართ! თქვენ ხომ მეტრო სადგურებში მოწანწალე მათხოვრების სფიჩრაითერები ხართ! თქვენ ხომ ისინი ხართ ვის გამოც ადამიანები კვდებიან, სახლები ინგრევა და ტყეები იჩეხება! თქვენმა სისტემამ არ გაამართლა! ცვლილებების დრო!
გეშინოდეთ და იცოდეთ. ჩვენ დიდი ხანია გზაში ვართ!
თქვენი დღეები დათვლილია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები