 | ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია 7 ივნისი, 2014 |
სამი საათია ღამის, უკვე, თუმცა ჯერაც არ აპირებს ძილს დედა–ქალაქი. სადღაც, სახლში ჩხუბობს ვიღაც ქარაქუცა, ფხიზლობს ჩემს წინ როა, ძველი აფთიაქი.
საწყალ "გაჩერებას", ამ დროს რომ ეძინა, ახლა მესაათედ ყოფნაც შეუთავსეს. ნანო–აპარატი მცველდ მიუჩინეს, თორემ ამ დროს ბალანსს, ვინ ოხერი ავსებს?!.
ამ ღამითაც, ერთხელ, როგორც მინიმუმი, "სასწრაფოს" მანქანის ხმა არღვევს სიჩუმეს, განგაშის საბაბი – ყოფითი ნერვოზი, ან გულის შეტევა – როგორც მაქსიმუმი...
მოკლედ, არაფერი არ იცვლება თითქოს, მთვარეც ადგილზეა, ცაზე, როგორც წესი, ერთი შესამჩნევი რაღაც რომ არ იყოს, ჩემში შენ ჩასახლდი, ღამე და ეს ლექსი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ფინალი კარგია! ფინალი კარგია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|