 | ავტორი: ბუდულა_22 ჟანრი: საბავშვო 11 ივნისი, 2014 |
ერთ ქალს შვიდი შვილი ჰყავდა: იისფერი ია ლურჯთვალა ლალი ცისფერთვალა ცისნამი მწვანე კაბიანი მარიტა ყვითელ მაისურიანი ოთიკო ნარინჯისფერი ნიკა წითელ ახალუხიანი ცოტნე. ოთხი გოგონა და სამი ვაჟი.
დილით, როცა შვილებს ასაუზმებდა, ამ თანმიმდევრობით დასვამდა მაგიდის ერთ მხარეს და თვითონ მეორე მხრიდან მიუჯდებოდა ხოლმე . ლამაზი შვილების შემხედვარე ბედნიერი იყო ქალი და სულ ლოცულობდა მათი ჯანმრთელობისთვის. მერე ნასადილევს, ულამაზესები, როგორც მერცხლები, გაიფანტებოდნენ ხოლმე ეზოსა და ბაღში და როცა სადილის დრო მოაწევდა, ისევ ისე ლამაზად დასკუპდებოდნენ მაგიდის ირგვლივ.
ერთ დილას ,როცა დედა სახლიდან შორს იყო, მათ ეზოში ბოროტი და უშვილო კუდიანი დედაბერი შემოვიდა . დედაბერს წითელახალუხიანი ბიჭი მოეწონა. იფიქრა, მოვაჯადოვებ და სახლში წავიყვანო. ბიჭს წითელი ვაშლი მისცა და უთხრა,ჩაეკბიჩა.
ბიჭმა სიხარულით ჩაკბიჩა ვაშლი და უცებ მოჯადოებული, ცაში აიჭრა, ღრუბლებთან. კუდიანი დედაბერი გაბრაზდა და ახლა ნარინჯისფერ ნიკას მიაწოდა ვაშლი. მასაც იგივე დაემართა და ღრუბლებს შეუერთდა. კუდიან დედაბერს სიბრაზისგან კისერი მოეღრიცა და ეზოდან უკანმოუხედავად გაიპარა. ბავშვებმა მისი ძმების გაუჩინარება რომ შენიშნეს, შეეშინდათ და საძებნად წასვლა გადაწყვიტეს. ლურჯთვალა ლალიმ , ჩაკბეჩილი ვაშლი ნახა ეზოში და ყველას შეაჭამა. ხუთივე ცაში აიჭრა . თავიდანვე ერთმანეთს ძებნა დაუწყეს, მერე კი როცა იპოვეს, ხელი ჩასჭიდეს და ერთმანეთისთვის აღარც გაუშვიათ...
როცა დედა დაბრუნდა, შვილები ვეღარსად ნახა და გულამოსკვნილმა ტირილი დაიწყო.
შვილებმა დაინახეს ციდან დედის ცრემლები და ხელჩაკიდებულებმა ზემოდან გადმოხედეს დედას, თან ციმციმი დაიწყეს, რომ დედას როგორმე დაენახა.
დღემდე ასეა. როცა დედას შვილები მოენატრება, ამდენი ცრემლებით წვიმა მოდის. წვიმის ფონზე მისი ულამაზესი შვილები ხელჩაკიდებულნი ზემოდან ციმციმებენ და დედას სიყვარულს უმტკიცებენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ახლახან ჩააბარეს ჩემმა მოსწავლეებმა ფიზიკა და ლამის ყოველდღე ვუმეორებდი Каждый охотник желает знать, где сидит фазан :) მე მაინც სიმართლის თქმას ვამჯობინებდი ბავშვისთვის გარდატეხის მაჩვენებლის თუ ტალღის სიგრძის მიხედვით :) ახლახან ჩააბარეს ჩემმა მოსწავლეებმა ფიზიკა და ლამის ყოველდღე ვუმეორებდი Каждый охотник желает знать, где сидит фазан :) მე მაინც სიმართლის თქმას ვამჯობინებდი ბავშვისთვის გარდატეხის მაჩვენებლის თუ ტალღის სიგრძის მიხედვით :)
9. ძალიან ლამაზია++ ძალიან ლამაზია++
8. ჩემი შვილი ჩემი ცხოვრებაა ,ჩემი სამყაროა და ყველაფერს ვაკეთებ,რომ ცხოვრება მრავალფეროვანი გაუხადო.ძალინ ვუწყობ ხელს.ვასწავლი,ვამღერებ,ვაცეკვებ,ვმუშაობ მასთან !ვერ ავიტანდი უმისობას,ისევე ,როგორც დედის გარეშეც არ შემიძლია:D:D:D;მართალი ხარ! ჩემი შვილი ჩემი ცხოვრებაა ,ჩემი სამყაროა და ყველაფერს ვაკეთებ,რომ ცხოვრება მრავალფეროვანი გაუხადო.ძალინ ვუწყობ ხელს.ვასწავლი,ვამღერებ,ვაცეკვებ,ვმუშაობ მასთან !ვერ ავიტანდი უმისობას,ისევე ,როგორც დედის გარეშეც არ შემიძლია:D:D:D;მართალი ხარ!
7. რა ლამაზი ისტორიააა, არ ვიცოდი. თუმცა სევდიანია. ბავშვები ვერ იტანენ, როცა დედა და შვილები ერთად არ ცხოვრობენ. ისე ვერც დიდები ვიტანთ მგონი ამას :(((((((((((((((
რა ლამაზი ისტორიააა, არ ვიცოდი. თუმცა სევდიანია. ბავშვები ვერ იტანენ, როცა დედა და შვილები ერთად არ ცხოვრობენ. ისე ვერც დიდები ვიტანთ მგონი ამას :(((((((((((((((
6. ნინიას უყვარს დელფინზე ფილმები და ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით ,ისინი ბავშვები იყვნენ და ქალღმერთმა ცისარტყელა გაუფინა მასთან მისასვლელად.თამაშ-თამაშ მიდიოდნენ პატარები და უცებ ჩავარდნენ ზღვაში.მშობლებმა ტირილი დაიწყეს,თუმცა ქალღმერთმა ისინი შეიბრალა,მოეწონა მათი თამაში და დელფინებად აქცია:) სევდიანი და ლამაზია რათქმაუნდა ნინიას უყვარს დელფინზე ფილმები და ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით ,ისინი ბავშვები იყვნენ და ქალღმერთმა ცისარტყელა გაუფინა მასთან მისასვლელად.თამაშ-თამაშ მიდიოდნენ პატარები და უცებ ჩავარდნენ ზღვაში.მშობლებმა ტირილი დაიწყეს,თუმცა ქალღმერთმა ისინი შეიბრალა,მოეწონა მათი თამაში და დელფინებად აქცია:) სევდიანი და ლამაზია რათქმაუნდა
5. მადლობა არტე.:) სევდიანია მგონი: მადლობა არტე.:) სევდიანია მგონი:
4. ბუდულ :)საკალელია:::::::::::::::::::************++++++ ბუდულ :)საკალელია:::::::::::::::::::************++++++
2. ჰო, სუკუბუს. ლამაზია ცისარტყელა ჰო, სუკუბუს. ლამაზია ცისარტყელა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|