ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ნაწილი 1 პილიგრიმის ნაამბობი ორნი იყვნენ. მაღალი მეტისმეტად გამხდარი და ულამაზო პირისახისა იყო. დაბალი კი, იმისთანა გამხდარი იყო, კარგად რომ დაგეკეცა, ქალის ხელჩანთაშიც მშვენივრად მოიკალათებდა, მაგრამ სახე მიუგავდა ანგელოზს, ოღონდ დაცემულს. არა, ძალიანაც ლამაზი ჰქონდა, თუმცა თვალები ისთე ამღვრეოდა, ჩვენთან, სოფელში რომ იცის მდინარემ, დელგმა წვიმის დროს. რკინიგზის სადგურზე უთავბოლოდ იხეტიალეს ერთხანს. მერე მაღალმა დაბალს რაღაც გადაულაპარაკა და ჟილეტის უძირო ჯიბიდან წითელი ბრტყელტუჩა ამოაძვრინა. დაბალმა გამოართვა და დაფიქრებული გამომეტყველებით გაემართა ფუნთუშების გამყიდველი ცოლ-ქმრის მიმართულებით. ცოტა ხანი გაუბედავად იტრიალა ცოლ-ქმრის შორიახლოს, მერე როგორღაც გაბედა და მივიდა. კაცმა გამოართვა ბრტყელტუჩა. დიდ ხანს ატრიალა. ყოველმხრივ შეამოწმა საგულდაგულოდ. მერე ხმადაბლა რაღაც ჩაუცოლქმრულა ქალს. დედაკაცმა უკმაყოფილო გრიმასა გააკეთა, მაგრამ მაინც წამოდგა ზლაზვნით. ორი ერთეული ფუნთუშა ცელოიდის თხელ პარკში განათავსა და მოწყალებასავით გაუწოდა ბიჭს. დაბალს სულ არ სწყენია ქალის ასეთი ჟესტი, ხარბად წაგლიჯა ხელიდან ფუნთუშები და კმაყოფილებისგან სულ ხტუნვა-ხტუნვით დაბრუნდა მაღალთან. ხარბად შესანსლეს. ეტყობოდა რომ არ ეყოთ, ისეთი ტრაგედია გამოისახეს სახეზე. მაღალმა ვიღაც გამვლელს თხოვა ერთი ერთეული ღერი და ცოტა ჩამოერეცხათ მწუხარე გამომეტყველება, სიგარეტის გაბოლებისას. მატარებელი ჩამოდგა. აწრიალდნენ. აშკარა იყო, სადღაც მიემგზავრებოდნენ და ბილეთის ფული არ ჰქონდათ. მაღალი ერთ-ერთი ვაგონის გამცილებელთან მივიდა. მცირე საუბრის შემდეგ მაჯიდან საათი მოიხსნა და გადასცა. ვაგონში სიხალვათე იყო. სულ ხუთი ან თოთხმეტი ადამიანი თუ იქნებოდა. ერთ-ერთი კუპე რაღაც ნიშნით ამჯობინეს დანარჩენებს და იქ გაჩერდნენ. მეორე სართულზე ვიღაცას ეძინა. სახე არ უჩანდა, მაგრამ არც მაღალს და მითუმეტეს არც დაბალს, წამითაც არ გაჩენია ინტერესი, თუ როგორ გამოიყურებოდა მათი მძინარე თანამგზავრი. ვერ დაიძინეს - შიმშილი არ ასვენებდათ. მაღალს მწვადის ჭამა ერჩია, დაბალს - ხინკლის. ბოლოს ოჯახურზე შეთანხმდნენ, ოღონდ ოცნებაში წარმოდგენილ სუფრასთან. მძინარე თანამგზავრს როგორც აღმოჩნდა არცთუ მთლად ღრმად ეძინა. გადმობრუნდა და დაინტერესდა, ორლარიანი რომ მიეცა, შეურაცხყოფილად ხომ არ იგრძნობდა თავს მოწყენილი მაღალი ან სხეულმისუსტებული დაბალი. შეურაცხყოფაო?- მთლად გაკვირვებად იქცნენ. რა არის შეურაცხმყოფელი იმაში, რომ ორი ლარით უფრო მდიდარმა, მაძღარმა მოყვასმა ხელი გაუმართოს ორი ლარით უფრო ღარიბ, შიმშილისგან მიფარჩაკებულ მოყვასებსო?! ლავაში იყიდეს და სიგარეტი ათი ერთეული ღერი. გაძღნენ. სიგარეტი ნესტიანი გამოდგა და გამყიდველს აგინებდნენ ერთხანს. მერე ესეც მობეზრდათ. თანამგზავრი გაახსენდათ ბოლოს. გაიცნეს. სადაურობაც დაადგინეს და საქმიანობაც. როგორც აღმოჩნდა, მათი კეთილისმყოფელი მატარებლებში ვაჭრობდა საღეჭი რეზინებით. ახლაც, უბრალოდ დაღლილ სხეულს ასვენებდა, თორემ მთელი ღამე უნდა ევლო ვაგონიდან ვაგონში, ბათუმამდე. მოეწონათ ბიჭი. ასე, თოთხმეტი ან თვრამეტი წლის იქნებოდა. თვალებში მხიარული ჭინკები დაურბოდნენ. ცოტა ხანს რაღაც ითათბირეს და თანამგზავრს მხურვალედ შესთავაზეს - ერთად ხომ არ ვისაქმიანოთ ის, რასაც სულ მარტოდმარტო საქმიანობ, შე საბრალოო. სულ არ უფიქრია ბევრი, ისე დათანხმდა უცხო. უცნაურად კეთილი იყო და სხვაგვარად ალბათ ვერ შეეძლო. ბიჭს ირაკლი ერქვა. ამათაც. სამივე გაამხიარულა ამ დამთხვევამ. ჩათვალეს, რომ იღბლის ხელი ერია ამ დამთხვევაში. კაპიტალი მხოლოდ ახალ ირაკლის გააჩნდა - ერთი კოლოფი საღეჭი რეზინი. მთელი ღამე ვაჭრობდნენ. ბოლოს შვიდი ლარი დაითვალეს. სამტრედიაში ძეხვი, პური და ერთი კოლოფი სიგარეტი შეიძინეს. მეორედ გაძღნენ. მეორედ შეჰფიცეს ძმობაც. ახალ ირაკლის ახალი იდეაც აღმოაჩნდა - ბათუმში დავრჩეთ და ხოფას ბაზრობაზე მტვირთავად ვიმუშავოთო. არცერთ ირაკლის არ ჰქონია რამე ამის საწინააღმდეგო. ბინა იყო მოსაძებნი. ახალ ირაკლის აქაც ჰქონდა გეგმა - კალიევის ქუჩაზე ვიშოვით იაფად ჩვენთვის მისაღებ ბინასო. დაიქანცნენ ძებნაში. ბოლოს ერთი გოგონა გამოელაპარაკა მაღალს - მე წამომყევით და გაჩვენებთ კარგ ბინას იაფად, გზაც იქეთ მიდევს სწორედაც რომო. გზად მაღალმა გოგოს ჰკითხა - მართალია, რომ ბათუმელ გოგონებს თბილისელ ბიჭებზე გეკეტებათო? სრული სიმართლეაო - გოგომ - მაგრამ ბათუმელ ბიჭებსაც ეკეტებათ თბილისელ ბიჭებზე, ოღონდ სხვანაირადო... ოოო-ო - მაღალმა. რა იყო, ხომ არ შეგეშინდაო -გოგომ - მე ძალიან მიყვარს თბილისლები, აი, მაგალითად შენ რომ გიყურებ მომწონხარ ძალიანო... რიგრიგობით მოტყნეს... ოღონდ ეგ საღამოს, მანამდე კი ბინა იშოვეს, დღეში ცხრა ლარი უნდა გადაეხადათ, სამ კაცზე. ხაზეიკამ საინები და კოვზებიც უნდა გადმოგცეთო. ახალმა ირაკლიმ არ იცოდა რა იყო საინი და სამი თეფშიც თხოვა. კარგა ხანს იჭიხვინეს ამაზე. ღამით, მეტსახელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. მაღალმა ქილერა დაირქვა, დაბალმა - სკილეტა. ახალმა ირაკლიმ ლიმონა დაინათლა - ,,თეთრი ბაირაღების” პერსონაჟი ნაყვარება ძალიან. დაწოლისას გაოგნებამ აავსო ოთახი - ლიმონას საცვალი არ ეცვა. ეს რა არის, ბიჭო, არა გრცხვენია, უტრუსიკოდ როგორ დადიხარ ამხელა კაციო? - მკაცრი ხმით შეეკითხა ქილერა. ჰო, მართლა, რა არის ეს ბიჭო, არა გრცხვენია, უტრუსიკოდ როგორ დადიხარ ამხელა კაციო? - ქილერაზე უფრო გაუკვირდა სკილეტას. ლიმონამ სირცხვილი გულმოდგინედ აღიბეჭდა სახეზე და ჩაჰკიდა თავი. აი,აი,აი-ო - ამოიგმინა ქილერამ. ნწ, ნწ, ნწ-ო - სკილეტამ. არც დაბალს და არც მაღალს არ გახსენებია, რომ უკანასკნელი ფულით ლიმონა მათ გაუმასპინძლდა და საცა სამართალია, მათვე უნდა ეყიდათ მისთვის პერანგის ამხანაგი, ოღონდ ეგ სამომავლოდ, ეხლა კი ჯერ ცოტა ადრე იქნება, მათი დატუქსვა ამა უყურადღებობისათვის. ხოფას ბაზრობაზე რამდენი ტაჭკაცაა იმდენი მეტაჭკე მუშაობს სწორედ, მაგრამ დღე არ გავა ისე, ერთმა მათგანმა მაინც რომ არ გააცდინოს ,,სამსახური”. კარგად მოეხსენებოდა თურმე ეს ლიმონას. სულ არ ახვეწნინა ბაზრის ადმინისტრაციამ თავისუფალი კაჭკის თხოვებაზე. ბათუმური თებერვალი იდგა და საწვიმარი არცერთს ეცვა, ისე მუშაობდნენ თოვლჭყაპში ერთი კვირა. საღამოს მოვიდოდნენ, საჭმელს ცახცახით ჭამდნენ და მაშინვე წვებოდნენ გასათბობად. მერე დიდხანს დახტოდნენ საწოლიდან საწოლზე. დილით კი სველ სამოსს ისევ ცახცახით იცვამდნენ და გარბოდნენ ,,სამსახურში”. მეშვიდე საღამო იდგა მათი თანამშრომლობის დაწყებიდან. მთელი დღის ნამუშევრებმა მაღაზიაში გამოიარეს სანოვაგის შესაძენად. ლიმონას სიგიჟის სურვილმა წამოუარა და ხის ყუთზე შეხტა - შემომხედეთ, ხალხნო, მე ხარაგაულელი კლოუნი ვარ, ვერ მიცანითო? მაღალმა და დაბალმა ძლივს ჩამოაგდეს ყუთიდან. მთელი გზა იბღვირებოდა მაღალი. სახლში მისვლისთანავე კი კბილებში გამოსცრა - რა თქვი, ბიჭო, წეღან შენ, მაღაზიაშიო? დროზე, შე ნაბიჭვარო, ამოღერღე, რა თქვი წეღან შენ, მაღაზიაშიო - დაბალმა ჩაისისინა. მმმე რა ვთქვი ეგეთი?! - საშინლად დაიბნა ლიმონა. კლოუნი ხარ, შე ჩემა? ჰოო, ეგა? - სახე ისევ გადაუნათდა ლიმონას. რა გაცინებს, შე ყლეო, ყველა კლოუნის დედა მოვტყან მე! - მაღალმა. დავი! - დაბალმა. სამარცხვინო ხარ, შენ გვერდით არ გაივლება! - მაღალმა. ფუჰ, შენი! - დაბალმა. ხმა ამოიღე, ბიჭო! - მაღალმა. არ იღებდა ხმას ლიმონა და არც აპირებდა. რამდენი და გყავს, ლიმონ! - მაღალმა. სამი! - ძლივს ამოღერღა ლიმონამ. გათხოვილია ყველა? - მაღალმა. ერთია გაუთხოვარი. ლამაზია? - მაღალმა. დუმილი... ჰა, კაი მოსატყნავია-მეთქი, ბიჭო? რა? რა და შენ რომელს მოტყნავ, ბიჭო, შენი დებიდან, დროზე თქვი, თორემ ღორივით გამოგჭრი ყელს, შე ახვარო! გაუთხოვარ დასთან ამჯობინა სქესობრივი კავშირი. აქ კიდევ მოხდა რაღაცაები, მაგრამ ავტორს უკვე ძლიერად ეშინია თქვენი სამართლიანი გულისწყრომის. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ბოთლიდან შარდის მოსმის შემდეგ ლიმონას ისეთი ზიდება დაემართა, რომ ყველაფრის შიში გაუქრა და კივილი მორთო. გადმოხტა საწოლიდან, იატაკს თავი დაუშინა, სახე ფრჩხილებით დაიკაწრა და აბღავლდა... შეშინდა მაღალი. დაბალსაც გააჟრჟოლა. კაი, ლიმონ, დამშვიდდი, ჩვენი ძმა ხარ, ბიჭო... ამაო იყო ყოველგვარი შეგონება, ლიმონას საამქვეყნიო პირი აღარ უჩანდა. მაინც მოვიდა აზრზე, ორ საათში. გაიღიმა. ხომ არ შეგაშინეთ ბიჭებოო. რა უცნაური ხუმრობები გცოდნიათ თქვე ჩემაო. ზავი შედგა. დილით ლიმონა რატომღაც ძალიან ადრე წავიდა სამსახურში - თქვენ იწექით და მე წავიმუშავებ, იქნებ დღეს ცოტა მეტი გამოგვივიდეს ფულიო. სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოიყვანა პოლიციამ მაღალ-დაბალი. არაფერი უთქვამთ, უბრალოდ ორი საათით გააჩერეს განყოფილებაში და ისევ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. სასწრაფოდ გაიქცნენ ხოფას ბაზრობისკენ, ლიმონას დედის მოსატყნავად. და მერეც დიდხანს იგინებოდნენ, ულიმონო ბაზარში. თქვენი პადელნიკი დღეს იყო აქ, ორ კლიენტს მოემსახურა და წავიდა - უთხრა მაღალს ერთმა მეტაჭკემ - უტრუსიკოდ წავედიო, ასე დაგიბარათ!
ნაწილი 2 მაღალის ნაამბობი
გამიცანით, მე ,,მაღალი” ვარ, მოთხრობიდან ,,ბიჭი მატარებლიდან”. მე მიყვარს ის, რომ მე არ მიყვარს ის, რაც სხვებს, ჩვეულებრივ, უყვართ ხოლმე. ყველაზე მეტჯერ წავიკითხავ ამ ნაწერს და ყველაზე ნაკლებად მეყვარება მათ შორის, ვინც ოდესმე გაეცნობა. არ ვეთანხმები, რომ დედამიწა მრგვალია - არა იმიტომ, რომ ხშირად ვფიქრობ ამაზე და რაიმე აღმოვაჩინე, არა, უბრალოდ ყურადღებას ვიქცევ, როცა მსგავს რამეს ვამბობ და თანაც უზომოდ მომწონს იდიოტის როლში ყოფნა, რადგან ეს ყველაზე კარგად გამომდის. ჩემი ასაკის ახალგაზრდა ხშირად ბჭობს-ხოლმე თავის მომავალზე, მშობლებთან ერთად, მე კი პროფესიონალი ობოლი ვარ და ორი ცოცხალი მშობლიდან ერთი ,,საცხა” ცხოვრობს და მეორე - საერთოდ სასტიკ უარსაა ჩემს მშობლობაზე. ნაბიჭვარია მამაჩემი. მთელი ცხოვრება ჩემი მამაა და ერთხელაც არ უღიარებია ეს. არც არავინ ვაძალებთ დნმ-ის ანალიზს(რადგან ისედაც ცხადია ყველაფერი) და არც თვითონ გაჩენია მსგავსი სურვილი. არადა, უკვე ოცი წლის ვარ. ეს ნამდვილადაა ის ასაკი, როცა უნდა იცოდე, მამა გყავს თუ არა. ასეთ მამას კი ნამდვილად ჯობს მკვდარი. მამაჩემის არსებობა იმითაცაა უსიამოვნო, რომ მამის სიყვარული სულ მთლად უცხო ხილია ჩემთვის და სადღაც, წელიწადში ერთხელ მისი გახსენება, პაწაწინა ხიჭვის შერჭობის შეგრძნებას მიჩენს - ძალიან რომ მაწუხებს და ვერც ვხედავ, რათა ამოვიღო და ტკივილისგან გავთავისუფლდე. მე არ მჭირდება მამა - ასე უფრო იოლია ჩემთვის ცხოვრება, თუმცა ,,ხიჭვს” პოვნა და ამოძრობა სჭირდება. მე ვიცი მისი მისამართი და თუ არასდროს გამომიყენებია, ეს იმის ბრალია, რომ მასაც ასევე კარგად მოეხსენება ჩემი ადგილსამყოფელი. ოცი წლის ისე გავხდი, ერთხელაც არ ვუნახივარ ჩემს ბიოლოგიურ მშობელს. არადა, რა ბედნიერი სახე აქვს ქორწილის სურათზე... მოდი და ამის მერე გაუმტყუნე მდედრ ობობას, თუ რატომ ჭამს განაყოფიერების შემდგომ მამრს! ერთხელ მაინც წამძლია სურვილმა თუ ცნობისმოყვარეობამ და მოვინახულე. ლანჩხუთის ერთ-ერთ პაწაწინა რესტორან-კაფე-სახინკლეში ვზივარ ძმაკაცთან ერთად და წინადღით ჩემს მიერ ტოტალიზატორში მონაგები ფულით ვქეიფობთ. ტრადიციული სადღეგრძელოების მოყვარული გახლავართ ორივენი და რაღა თქმა უნდა რაღაც დროის შემდეგ მშობლების სადღეგრძელოსაც მივადექით. აქ კი, ყოველთვის იქმნებოდა უხერხულობა ჩემს მიმართ, რადგან დედას კი დამილოცავდნენ ხოლმე ომახიანად, მაგრამ მამაჩემის წარსულებში მოხსენიებაც ისეთივე სისულელედ ჟღერდა, როგორადაც ცოცხლებში და იმ დღეს, ლანჩხუთში, თორმეტი პენსიონერის სახელობის ქუჩაზე მდებარე რესტორან-კაფე-სახინკლეში, ცხოვრებაში პირველად, ძალიან მომინდა, ცხოვრებაში პირველად მენახა მამაჩემი. ვინც მე მიცნობს, იცის, რომ ყველა სურვილს დაუყოვნებლივ ვისრულებ. ასე მოხდა იმ დღესაც. ჩავჯექი პირველივე შემხვედრ ტაქსიში და ძმაკაცთან ერთად გავემართე უცნობი მამის გასაცნობად. სოფელ აქრაგესაქმებაში იოლად მივაგენით მამაჩემის სახლს - ეზოში ჯიხური უდგასო, აგვიხსნა გზად პირველივე შემხვედრმა სოფლის მკვიდრმა. დაძახებაზე ქალმა გამოიხედა (როგორც შემდგომში გაირკვა, მამაჩემის მესამე ცოლმა) და თავის წარდგენაც ვერ მოვასწარი, ისე დაგვერია - გადეეთრიეთ ეზოდან, თქვე ლოთებო, თქვე აცვენილებო, აქანაი არ ვნახო თქვენი ფეხი და ა.შ. საერთოდ ვერ გავიგეთ, რას გვერჩოდა, მაგრამ ხელში იმხელა ჯოხი ეჭირა, რომ ახსნა-განმარტების მოთხოვნის სურვილი უმალ გაგვიქრო და ჭიშკარი ისე სწრაფად მივაჯახუნე, ამოძუებული კუდი კინაღამ შიგ ჩავაყოლე. ნახევარ საათს მაინც ვიტრიალეთ ეზოს სიახლოვეს. ამ ხნის განმავლობაში არც ქალს მოუცვლია ფეხი ,,პოსტიდან” და გულდაგულ აკვირდებოდა ჩვენს საეჭვო სუნსულს. ბოლოს მოთმინების ძაფი ერთი ხელის აქნევით გავწყვიტე და მამაჩემის კარის მეზობელს შევძახე, რადგან უკვე ვიცოდი, მას საერთო ბიზნესი ჰქონდა ჩემს ბიოლოგიურ მშობელთან და ჯიხურში რომ განვუცხადე - ერთი კოლოფი სიგარეტი მინდა შენი მეზობელი ოთარიას ნახვასთან ერთად-მეთქი, უმალვე შუბლზე იტკიცა ხელი გაოცებულმა კაცმა - თავიდანვე როგორ ვერ მივხვდი - შენ ოთარიას ბაღანაი იქნები, უეჭველად, ხომ-ო? გახლავარ-მეთქი და სწორედაც რომ მაგ თემაზე სალაპარაკოდ ვარ მოსული, უკეთუ მისი უდიდებულესობა ოთარი ინებებს თავისი ნებით ჩემთან საუბარს - და ესეც დავაყოლე - წინააღმდეგ შემთხვევაში ძალის გამოყენებას ექნება ჩვენის მხრიდან ადგილი და არა მგონია, ეს ვინმეს მოეწონოს ნამეტნავად-მეთქი. ამ მინუტში განახვებ მამაშენს ბიძია-ო. მერე თავის შვილს მანქანა გამოაყვანინა და შიგ ჩაგვსხა - პაწე ხანი ბიძაშენის ოჯახში გადაგიყვანთ, სანამ მამაშენს შევამზადებთ შენთან სასაუბროდ-ო - განმიმარტა. მამაჩემის ,,შემზადებას” დიდი ხანი დასჭირდა. მანამდე კი ბიცოლა და ბიძაშვილი გავიცანი ჩემი. ბიცოლაჩემი სულ ცრემლების ღაპაღუპით შემეგება - ჩემი ქმარი ყოველთვის მეუბნებოდა - ჩემი პატარა ძმისშვილი როცა გაიზრდება, აუცილებლად მოგვაკითხავს და პასუხს მოგვთხოვს ჩვენი უსინდისობისთვის-ო - და აჰა, დამდგარა სწორედ ეგ დღეო. ბიძაჩემი დედაქალაქს გახლდათ წასული და ბიცოლაჩემს ნამეტნავად წყდებოდა გული ამის გამო - რა ცუდია, რომ ვერ გნახავსო - ვითომ მანამდე ვინმე უშლიდა ბიძაჩემს ბიძაჩემობას. საათზე მეტი იყო გასული, როცა შემატყობინეს - მამაჩემი ,,შემზადებულა”. აქამდის რომ ვაჟკაცურად მეჭირა თავი, ახლა გული ისე ამიბაგაბუგდა, ლამის გაქცევაც გადავწყვიტე, მაგრამ როგორღაც მაინც გავიმამაცურე თავი და ვეცადე მღელვარებაც დამემალა. არ ვიცი, ეს როგორ გამომივიდა, მაგრამ მამაჩემს ნამდვილად არ გამოსვლია. ოთახში შესვლისას გაშლილ სუფრასთან მდგარი მაღალი, ხმელი, მელოტი კაცი დავინახე, რომელსაც ყოვლად წამხდარი ჰქონდა ნირი. მისი სახის დანახვაზე უმალ მივხვდი, თუ როგორი იქნებოდა ჩემი გარეგნობა, როცა ორმოცდათს გადავაბიჯებდი. ხელი ჩამოვართვი და დავსხედით ექსპრომტად შეთხზულ პურ-მარილთან, რომელსაც ნამდვილად აღარ საჭიროებდა ჩემი ჯერ კიდევ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი გონება. ვათვალიერებდი ჩემს წინ მჯდომ კაცს და ვგრძნობდი აქ მოსვლის უაზრობას. ამ კაცისთვის მე ზედმეტი ვიყავი, ისევე როგორც ის - ჩემთვის. - მე შენი ყოფილი ცოლის შვილი ვარ - ისევ მე დავიწყე - ალბათ ხვდები, რატომაც მოვედი აქ. თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად. - პირველ რიგში მე მაინტერესებს რატომ დაშორდი დედაჩემს? (მშვენივრად ვიცოდი მიზეზი). მამაჩემის ვერსია კი ასეთი იყო: საღამო ხანს, როცა ცოლ-ქმარი, როგორც წესი, საწოლში წევს და თუ ჯერ კიდევ არ სძინავთ, სამომავლო გეგმებსაც განიხილავენ ერთად - დედაჩემს უთქვამს, რომ ბულგარეთში უნდოდა წასვლა რამოდენიმე დღით, რისიც კატეგორიული წინააღმდეგი წასულა ჩემი მამიკო და ამას იმხელა ჩხუბი მოუყოლებიათ, ქე დანგრეულა ოჯახი. სინამდვილეში კი ეს ამბავი სხვაგვარად მოხდა: როცა ჩემი მშობლები დაქორწინდნენ, ცოტა ხანში გაირკვა, რომ მამა ცვედანი იყო. არა, ძაანაც მექალთანე გახლდათ ოჯახის შექმნამდე, მაგრამ ერთ საბედისწერო ქალთან ნაშოვნ ვენერიულ დაავადებას ემსხვერპლა მისი მამაკაცობა. სამი წელი უმკურნალა ბებომ(დედის მხრიდან) სიძეს და აღუდგა სექსუალური ძალ-ღონე, მაგრამ ექიმმა უთხრა, ბავშვის შეძენის ალბათობა ორმოცდაათი ორმოცდაათზეა პროცენტულადო. მე იმ იღბლიან ორმოცდაათ პროცენტში ავღმოჩნდი და ჰოი, საკვირველებავ, ჩავისახე. ამას მოჰყვა მამაჩემის ძალიან სასტიკი რეაქცია - ყველამ იცის, რომ მე შვილი არ მეყოლება და რას იფიქრებს ხალხი, ეგ ბავშვი რომ გავაჩინოთო. სასტიკ რეაქციას კიდევ უფრო სასტიკი განაჩენიც მოაყოლა - მოვიშოროთ ბავშვი და განვაგრძოთ ცხოვრება ტკბილად და ბედნიერადო. დედა ამას არ დაეთანხმა. ასე გაიყარნენ... სასამართლოზე, როგორც გაირკვა, მამამ დაქირავებული მოწმეებიც მოიყვანა, რათა ,,ეღიარებინათ”, თუ როგორ დადიოდნენ დედაჩემთან, მრუშობისა მიზნით. წააგო სასამართლო, მე კი მაინც უმამოდ დავრჩი...
- ტყუილია შენი მონაყოლი, ვიცი. აღარ მაინტერესებს გაგრძელება. უბრალოდ, მსურს შენი პირიდან მოვისმინო - მე შენი შვილი ვარ, თუ არა? -არა, შენ არ ხარ ჩემი შვილი. -შენი და დედას გაყრიდან ხუთ თვეში რომ დავიბადე, ეგ არაფერს ნიშნავს? -არა, რადგან მე მანამდეც ვიცოდი, რომ დედაშენი ჩემგან არ იყო ფეხმძიმედ. -და ეს ხალხი(შენი ცოლი და მეზობლები) რომ გვამსგავსებს გარეგნულად, ესეც არაფერს ნიშნავს შენთვის? -რა არის, იცი?- სადღაც, მილიონში ერთხელ ხდება ხოლმე ისეთი შემთხვევა, როცა სრულიად არანათესაური კავშირის მქონე ხალხიც ემსგავსება ერთმანეთს... -და როცა ასეთი ,,დამთხვევა” მაშინ ხდება, როცა ეს ,,უცხო” ადამიანი დედაშენის მეუღლე იყო, შენს დაბადებამდე ხუთი თვით ადრე... ეს სულ შემთხვევითობაა? გრძელ პაუზას თავის მძიმე დაქნევა მოაყოლა მხოლოდ. აქ მე დავკარგე ყოველგვარი სურვილი საუბრისა. კონიაკის სირჩა უსიტყვიდ ჩავიპირქვავე გვამში და მამას ბეჭზე მოვუთათუნე ხელი - ჩვენ ისევ შევხვდებით, ბატონო ოთარ, დნმ-ის ანალიზს გავიკეთებთ, რათა თქვენ ეგ ეჭვი გაგიქარწყლოთ დამთხვევაზე. აი მერე კი მიფრთხილდი, განანებ ჩემს არამამობას! გამოცილებისას ჩემმა დედინაცვალმა უამრავი ბოდიში მომიხადა, წეღანდელი ჩხუბის გამო - ვინცხა ბაცნები მეგონეთ, მთვრალები იყავით და რომ ვერ გიცანით შემეშინდაო. და ალკოჰოლი სხვათაშორის მავნეაო ორგანიზმისთვის - წამიქადაგა ბოლოს. .................................................................... ისე კი მამაჩემს მეორე ცოლისგან ბიჭი ეყოლა, ჩემი სახელი დაარქვა იმასაც და აღარ უუარია მამობა. ან ვინ დაუჯერებდა. მესამე ცოლთან კი შვილი აღარ ყოლია - ალბათ ბოლოსდაბოლოს გაუმართლა და იპოვა ქალი, რომელიც არ ,,ღალატობდა’’. მეორე ცოლის მოყვანამდე კი, დედას მოაკითხა, ორი ბოთლი შამპანიურით ხელში, შევრიგდეთ და ერთად გავზარდოთ ჩვენი პატარაო. ღია წერილი მამას
მამა, დამაგვიანდა მოსვლა. უფრო სწორად, საერთოდ გადავიფიქრე. მიზეზი ის არის, რომ არ მჭირდები. არა, საერთოდ არ მაქვს იმის ილუზია, რომ დნმ-ის პასუხის წაკითხვისას, გულათრთოლებული გადამეხვევი და მანამდე ვერგაწეული მამობის ანაზღაურებას შეუდგები... შენ რომ ამის გამკეთებელი ყოფილიყავი, ჩვენი შეხვედრის დღესვე გააკეთებდი - მე ხომ შეგატყვე, დნმ-ის ანალიზი აღარ გჭირდებოდა, ისედაც გამოგესახა მამობის აღიარება შენს მოტყნულ გრიმასებზე. მა, არგაკეთებული დნმ-ის ანალიზი გაშორებს შემდეგი შეკითხვებისგან: სად იყავი, როცა აღმოვაჩინე, რომ ეზოში მოთამაშე ბავშვებიდან მარტო მე არ მყავდა მამა? სად იყავი, როცა მიჭირდა იმის ახსნა, რატომ მქონდა დედის გვარი? (გემახსოვრება ალბათ, სასამართლოსგან მოსჯილ ალიმენტის გადახდაზე ისე წუწუნებდი, გულარეულმა დედაჩემმა თავის გვარზე გადამიყვანა და შენც შვებით ამოისუნთქე). სად იყავი, როცა ინსტიტუტს იმის გამო მივანებე თავი, რომ დღეში ოცდაათ თეთრს მაძლევდა მამინაცვალი და იმასაც მაყვედრიდა - ათი თეთრით უფრო იაფად იმგზავრებ, თუ დილით ავტობუსს დაელოდები და მარშუტკით არ წახვალ-ო? და მერე ინსტიტუტამდე სირბილით რომ მივდიოდი, რათა თვეში ერთხელ ნაყინი მაინც მეყიდა იმ გოგოსთვის, რომელიც მომწონდა ფილოლოგიის ფაკულტეტიდან... და მერე, როდესაც უკვე ამომივიდა ყელში ეს ყოველდღიური სირბილი, ინსტიტუტის მაგივრად ,,ნაკოლის ასაგდებად” დავსუნსულებდი კორპუსიდან კორპუსში... და მერე, როცა ერთხელ ,,დავიწვით ფაქტზე”, მთელი სადარბაზო გვცემდა ორ კაცს... და მერე სახლში დაბრუნების ნაცვლად, რკინიგზის სადგურზე წავედი, ბრტყელტუჩა ფუნთუშებში გადავცვალე, საათი - მატარებლის ორ ბილეთში და ვაგონში გაცნობილ, ამქვეყნად ყველაზე კეთილ ბიჭს, ლიმონას, ბოთლიდან შარდის დალევას და საკუთარ დებს შორის არჩევანის გაკეთებას ვაიძულებდი... ან მაშინ სად იყავი, როცა მამინაცვალი უმოწყალოდ მიწევდა შრომით ექსპლუატაციას... და ხანდისხან, სულ მთლად უმიზეზოდ განრისხებული ტრაკში მოტყნით მემუქრებოდა ჩემი ,,ბოზური” საქციელის გამო... და ეს ბოზური საქციელი ის იყო, რომ მთელი დღე ვენახში მუშაობის შემდეგ, საღამოს, ფეხბურთის სათამაშოდ წავედი და კამეჩის დაბმა დამავიწყდა... ან ჩუმად შეგროვებული ფულით ნაყიდ სანთელთან გათენებისას ჩამეძინა ,,დოსტოევსკიზე" _ მე ხომ წიგნის კითხვა ,,ნაბიჭვრულ საქციელად" მეთვლებოდა... რატომ არ გაიძულა ჩემი მამობა ბიძაჩემმა, თუკი ხვდებოდა, რომ ოდესმე გავიზრდებოდი და პასუხს მოგთხოვდით, თქვენს უსინდისო საქციელზე? ან რატომ არ ვიცი არცერთი ბიძის და მამიდის სახელი დღემდე? ან რატომ მგონია, რომ ჩემ შვილს არასდროს ვეყვარები, რადგან მამები ,,როგორც წესი” არ უყვართ ხოლმე?! არ ხარ შენ ის კაცი, ამდენ კითხვას რომ უპასუხო. ან რა უნდა მიპასუხო ისეთი, პატიების სურვილი რომ აღმეძრას. ამიტომ არ მოვედი დნმ-ის ანალიზის გასაკეთებლად, რომელსაც უთუოდ დადებითი პასუხი მოყვებოდა და იმ პასუხის წაკითხვისთანავე, ბებიაჩემს, ჩემთვის უცნობ, მითიურ ბებიას, ეხლა რომ საფლავში მშვიდად განისვენებს და სიცოცხლის ბოლომდე ვერ გადაწყვიტა ერთით მეტი შვილისშვილი ჰყავდა თუ არა... შენ რომ დედად გერგება, აი იმას მოგიტყნავდი... მამიკო!
ნაწილი 3 დაბალის ნაამბობი
დედაჩემი და ბებიაჩემი იაღოველები არიან. პრინციპში ეგ სულ არ მანაღვლებს! უწყინარი ხალხია ეს იაღოვლები - დადიან თავისთვის და ბოდიალობენ რაღაცას. მე კი იმით მომწონს მათი რელიგიურობა, რომ ეგრევე შემინდობენ-ხოლმე რაც უნდა დავაშავო. ჩემი და ინსტიტუტში სწავლობს, ყავს საქმრო და თავისი ცხოვრება აქვს. ბიძაჩემი ძველი ბიჭია, მამა კი საერთოდ არ მახსოვს, ადრეული ბავშვობისას გარდამეცვალა... ჰო, ვიცი, თავის წარდგენა დამავიწყდა - მე ირაკლი მქვია, ვიზრდები სანახევროდ ქუჩაში და ვარ ,,დაბალი” - პერსონაჟი მოთხრობისა ,,ბიჭი მატარებლიდან”. ჩვენთან, უბანში ერთი სირი ცხოვრობდა, აი დედიკოს ბიჭებს რომ ეძახიან, ისეთი. ორი წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად ჩვენს კორპუსში, მგონი სადღაც სოფლიდან. ვეჩნად ან წიგნი ეჭირა ხელში, ან ფეხბურთს თამაშობდა. ცოტა ზროსლი იყო ჩემთან შედარებით, მაგრამ არასდროს დამინახავს, უბანში ჩემ დიდ ძმებთან ერთად დამდგარიყოს, ან რამე ისეთი გაეკეთებინოს, კაცს რომ შეეფერება. საერთოდ, დარწმუნებული ვარ ქურდი მარტო ტელევიზორში თუ ეყოლება ნანახი! ბავშვობიდან ვერ ვიტანდი ეგეთ ტიპებს. ამხელა კაცი იყო და სიგარეტზე ისე გაგეგზავნებოდა, ვაფშე არ უტყდებოდა, ტო! იმასაც იკა ერქვა, ჩემსავით, მაგრამ უბანში ვიკა შევარქვით, ოღონდ თვითონ დღემდე არ იცის ეგ - მაინც ცოდოა მასტი. ერთი ჩვენი ძმა დაიჭირეს, ოლეგა. მანქანიდან მაგნიტაფონი გაწია და ეგრევე დაატყნა ძაღლობამ ფაქტზე. ვდგავართ უბანში სასტავი და ვბაზრობთ, რა ვიჩალიჩოთ, რომ ფული შევუგზავნოთ. ეს სირი ვიკა ჩვენ გვერდით დგას და თვალებით გვჭამს. საერთოდ, ეს ერთი კვირაა რაღაც საეჭვოდ აგვეკიდა, არ ვიცი რა უნდა მაგ ჩემისას. ეხლა კი ვაფშე დაგვშოკა - მე მაქვს ნაკოლი, ბიჭებო და მაგარ კუშს მოვხსნით, თუ წამომყვებითო. შენც ძაან გულით შეგეცი და შენს აგდებულ ნაკოლსაცო - უთხრა ერთმა ჩემმა ზროსლმა ძმამ, მაგრამ ბოლოს მაინც დაგვაინტერესა, რა იცოდა ეგეთი და ტიპმა ისე გაგვიშიფრა ბაითის გატანის გეგმა, რომ მართლა დაგვშოკა ბოზისშვილი ვიყო. ის ბაითიც გავიტანეთ და იმის მერე სხვაც ბევრი - იკას ნაკოლებით. ერთი დადებითი ქონდა მაგ ტიპს - მაგარი ფრთხილი იყო და პაჩტი უნაკლოდ პლანავდა საქმეებს. ჩვენი ბრატუხა გახდა, მაგრამ მაინც ქონდა რაღაცნაირი სირული ზამარჟკები. მაგალითად საერთოდ ვერ გაიგებდი რას ბაზრობდა, ისეთი იდიოტური ქართულით მეტყველებდა. სუფთა კოტე იყო რა - ,,ჩვენი სიყვარულის მხსნელი, ჩვენი ხანუმა” და რამე... ერთ დღეს მუხიანში წავედით ბინის გასატანად. სამნი ვიყავით - მე, იკა და კუპატა. კუპატა ატასაზე დავტოვეთ და ჩვენ შევედით ბაითში. ოქრო და ფული ვერ ვნახეთ. ნერვები ამეშალა და პლაზმურს დავავლე ხელი, იკამ რაღაც ბარახლოვკა დახვეტა და გამოვაჯვით ბაითიდან. მერვეზე ვიყავით და მეექვსე სართულზე რომ ჩავდიოდით რაღაც ყლეობა გაგვეჩითა - ვიღაც სტარიკი ქალი მაგარ ნაშას აცილებდა და სართულის პლაშადკაზე დადგნენ ჭორაობის გასაგრძელებლად. ბიჭოო, ხომ აღარ იქნა მაგათი დაშორება. ვდგავართ მეშვიდე და მეექვსე სართულს შორის და ვუსმენთ ამ ყლექალების ბაზარს. ბოზიშვილი ვიყო ისე დავიღალე, ერთი სული მაქვს, როდის გადავაგდებ ტელევიზორს, მაგრამ ხმაურს ვერიდები. მოთხრობის პირველი ნაწილიდან კი იცით, რა დაბალი და სუსტი ვარ ფიზიკურად - ბოლოს მაინც ვეღარ გავქაჩე და გამივარდა ხელიდან. აუ, ქალებმა ვაფშე გამოიღეს, ტო, თითი, ისეთი კივილი ატეხეს, დაინგრა იქაურობა. ეგრევე მოვპლეტეთ. იკას ის მოხუცი ქალი დაეჯაჯგურა, მაგრამ ერთი ისეთი გაიწია, კედელზე მიახეთქა ბებერი და გაიქცა. მე მოაჯირს გადავახტი და აზრზე არა ვარ, იმ ნაშას რა ძალა ქონდა ეგეთი - ჰაერში რომ ჩამავლო და უკან ამომქაჩა, ვერეფრით გავაშვებინე ხელი. აუუ, დამესია მთელი პადიეზდი - მკლავენ რა! იკა, მიშველე, არ დამტოვო - დავიბღავლე მთელი ძალით და ავტირდი (ვინ იყო ასეთ ამბავში მომბრუნებელი - მასეთ დროს გაქცევა არც გრეხია და არც ღალატი. მეც არ მოვბრუნდებოდი ბოზის შვილი ვიყო, იკას კიარა - არავის გამო. ან რაღას მიშველიდა - იმასაც გასროკავდნენ ჩემთან ერთად). ყველაზე უცნაური რამ მოხდა, ჩემთვის სასწაულს რომ უდრიდა - იკა დაბრუნდა... უბრალოდ, ნელა ამოვიდა კიბეებზე, მეექვსე სართულის პლაშადკაზე გაჩერდა და კედელს მიეყუდა. შემეცოდა. წადი, ბიჭო, დაახვიე სანამ დროა - ვუყვირე მე, მაგრამ გათეთრებულ სახეზე ხელები აიფარა და მოემზადა პირველი დარტყმებისთვის. მე რატომღაც მხოლოდ ქალები მცემდნენ, იკას - კაცები. ვერ გავუძელი ამდენ ცემას და - ასთმიანი ვარ, ხალხო, ნუ მირტყამთ ამდენს, არ შეიძლება ჩემთვის, შეიძლება მოვკვდე - შევაბრალე თავი ქალებს. მაშინ მოხდა მეორე საოცრება - ქალებმა თავი დამანებეს და იკასთან გადაინაცვლეს საცემრად. მარტო ორი დარჩა ჩემს სადარაჯოდ. ბოლოს ეზოში ჩაგვათრიეს. ვიღაცამ ძაღლობაში დარეკა და იმათ მისვლამდე სკამეიკაზე დაგვაბეს. ცოტა ხანში ვიღაც ძაღლი გაიჩითა ფეხით. რა ხდება ხალხო, რა ამბავიაო - იკითხა. საქმის კურსში რომ ჩააყენეს, ტიპმა დუბინკა დააძრო და იმდენი ურტყა იკას, რომ მართლა არ მეგონა, ცოცხალი თუ გადარჩებოდა. ჩემთვის საერთოდ არ უხლია ხელი. არ უნდა იცოდეთ, ბიჭო, სად უნდა მოიპაროთ, თქვენი დედები მოვტყანო - ღრიალებდა მთელი ხმით და არაადამიანურად ურტყამდა ჩემ პადელნიკს. ამ პადიეზდში ცხოვრობდა, თურმე, და მაგ პონტში გაეძრო აქ. რომ გაიგო დარეკილია პატრულში უკვე და სადაცაა მოვლენ ამათ წასაყვანადო, მაშინ მესამე სასწაულიც მოხდა - ძაღლმა თავისი ხელით აგვხსნა სკამეიკიდან და გაგვიშვა - ეყოფათ ამათ უკვე, აღარ არის საჭირო პოლიციაო. აქ მე ღმერთი ვიწამე. ხელგადახვეული წამოვედით. ორმოცდაათი მეტრიც არ გაგვივლია, ვიღაც ჩემი პაკალენია ტიპი გამოგვეკიდა, მე წიხლი ამომარტყა, იკას სახეში შეაფურთხა და ალბათ კიდე არ გაჩერდებოდა, იმ ძაღლს რომ არ მიეჯვა მისთვის. ახმეტელზე, ავტობუსების პროფილაქტიკაში ჩავძვერით გზიდან და დიდხანს დავრჩით იქ - იკას სიარული უბრალოდ არ შეეძლო. აქ მე ცხოვრებაში პირველად ვაკოცე კაცს. ააა, თქვენ რა იფიქრეთ?! _ შენნაირი კაცი არასდროს მინახავს, ძმა ხარ-მეთქი, ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე. დაიბღავლა. ვერ გავიგე რა ჭირდა - ლოყა შიგნიდან გამხეთქიაო. გარედან არაფერი ეტყობოდა. რატომ დაბრუნდი, შეჩემა, ხომ იცოდი რომ ვეღარ დამეხმარებოდი გაქცევაში-მეთქი შენ რომ გცემდა იმ ხალხის ნახევარი მაინც ხომ გადმოვინაწილე ჩემთან და მაგით გიშველეო (ცხოვრებაში ყველაზე ძალიან შემრცხვა _ მე ხომ ,,ჩემი ნახევარიც" იკასთან გავუშვი...) მაგარი ძმა ხარ-მეთქი იდი ნა ხუიო აქამდე არ გიცნობდი თურმე-მეთქი ფალოსი ხარო გუშინ რომ გეთქვა ეგ სიტყვა, სახეს აგახევდი შე მართლა ფალოსო-მეთქი აქ ორივეს გაგვეცინა მაგრად. ახლა თვითონ გადამეხვია და მაკოცა იკა, არ მინდა სახლში დაბრუნებაო რატომ, შე ჩემა-მეთქი ყლეზე მკიდია ჩემი ოჯახიო ერთი კინკილა ჟარგონიც არ გამეგონა მისგან აქამდე და ეხლა რომ ვუსმენდი, მაგრად არ უხდებოდა. ისევ მისი იდიოტური ქართულის მოსმენა მერჩივნა იკა შენ ყველაზე ყველაზე უცნაური და ამაღლებული ტიპი ხარ-მეთქი აუ ნუ შემჭამე შენი სენტიმენტებითო - დაუბრუნდა საუბრის ძველ სტილს ისევ ეხლა რას აპირებ აბა რა ვქნათ მეთქი შენ წადი სახლში მე გავუყვები გზას საითაც ფეხები წამიყვანს იქეთო შენ შიგ ხომ არ გაქვს შეჩემა, შენი მიმტოვებლის დედას შევეცი ჩემდათავად-მეთქი ოჯახს რას უშვები, ასე უსიტყვოდ ხომ არ მიატოვებო ეგ მე შენზე მაგრად მკიდია-მეთქი რატომღაც რუსთაველზე გავედით. ვიტრიალეთ კაი ხანს, უპონტოდ. მერე ერთ მათხოვარს გამოველაპარაკე - ბიჭო, შენ ის არა ხარ, ამას წინათ ფილმში რომ გაჩვენეს-მეთქი? კი, ძმაოო. ბიჭო, პაბეგში ვართ, ძმურად, ხელი შეგვიწყვე, ცოტა ხანს დაგვტოვე შენთან და მერე დავახვევთ სადმე, ამ დედამოტყნული თბილისიდან-მეთქი. ბაზარი არაა, ბრატ, მაგრამ ბაითი და აწყობილი ცხოვრება რომ მქონდეს, აქ კიარ ვიმათხოვრებდი - ინტერნეტ-კაფეში ვრჩები ყოველ ღამეო. ჩვენი დარჩენის პონტი არ არის მაქ-მეთქი? ეგ რა პრობლემაა, ხუთი ლარი გავჩითოთ, რომ ერთი კომპიუტერი ვიქირავოთ და დანარჩენს მე მოვაგვარებო. ასე დავიწყეთ მათხოვრობა. მე ყველაზე კარგად ვაკეთებდი ფულს. იკა კი გაჯიუტდა - მაგას ვერ ვიზამ და რაც გინდა ის დამავალეო. სიგარეტის თხოვნაც უტყდებოდა ქუჩაში. ცოტა კი გამიტყდა მისგან ასეთი საქციელი, მაგრამ დავალებული ვიყავი კაცისგან და ხმას რა პონტში ამოვიღებდი. ოთხი ლარი და სამოცდახუთი თეთრი ვიშოვე იმ საღამოს. ინტერნეტ-კლუბში ჩვენმა ახალმა პადელნიკმა გაგვიწია რეკომენდაცია და დაგვტოვეს ამ თანხაში. იქ ერთი ახმახი მათხოვარიც ათევდა ღამეს და გათენებამდე პორნოს უყურებდა. მაგარი სირიკო როჟა იყო, მაგრამ ვერაფერი ვუთხარი - ჩემი თავისხელა კუნთები ესხდა მკლავებზე. მეორე საღამოს ათ ლარამდე გვქონდა, მაგრამ შემოგვეხარჯა და სამ ლარზე ცოტა მეტი დაგვრჩა. ახალმა პადელნიკმა - მე მოსვენება მინდა და თქვენ ცალკე კომპიუტერთან დაჯექითო. ცოტას კიდევ წავიმათხოვრებ და მერე შევიდეთ ინტერნეტ-კაფეში-მეთქი - ვუთხარი იკას. ვერაფერი მოვიმათხოვრე მერე. ვიდექით კლუბის წინ და ვიგინებოდი, ჩვენს ყლეურ საქციელზე. ამ დროს ის ახმახი გაიჩითა - ბრატსი, მეც მაკლდება ფული, მოდი, დავამატოთ და ერთ კომპიუტერთან გავათენოთ სამივემო. ლარი და ოცდაათი თეთრი დავამატებინე და შევედით კაფეში. ახმახს ვეჩნად პორნოს ყურება უნდოდა, იკა ვეჩნად ,,ვის უნდა ოცი ათასის” თამაშობდა - ათი ათასს ვერ გადაცდა ვერცერთხელ და მაგრად დაზამასკდა. ბოლოს დაუძაბეს ერთმანეთს. საქმეში დაცვა ჩაერია. ახმახს გააჯმევინეს კაფედან, მაგრამ კარებთან დადგა და მთელი ხმით ღრიალებდა ჩემი ლარი და ოცდაათი დამიბრუნეთ, თქვე ახვრებო, თორემ ყელებს გამოგჭრით, გარეთ რომ გამოხვალთო. მაგრად გვეშინოდა, მაგრამ დედამოტყნულმა ოპერატორმა არაფრის დიდებით არ დაგვიბრუნა ფული და საიდან მივცემდით? ერთი საათი რომ გავიდა, შეწყდა მისი ხმა. კიდევ დიდხანს ვიცდიდით, გვეშინოდა სადმე არ ყოფილიყო ჩასაფრებული. ბოლოს გავბედეთ და სირბილით გამოვვარდით კაფედან. რუსთაველის მეტროსთან რომ მივირბინეთ, მერე მაკდონალდსისკენ ავუხვიეთ და სიბნელეში დავიმალეთ. მიწაზე დაგვეძინა ერთმანეთზე მიხუტებულებს. დილით სიცივემ გაგვაღვიძა. ისევ რუსთაველზე დავბრუნდით. ჩვენი ახალი ,,პადელნიკი” იქ დაგვხვდა. რა არის, შეჩემა, პადერჟკა რატომ არ მოგვეცი წუხელ-მეთქი. თქვენ თვითონ ხართ გამოყლევებულები, იმასთან ერთად რომ შეკარით ფული და ჩემგან რა გინდათ, თავს ხომ არ მოვაკვლევინებდიო? თქვენ მიდიხართ აქედან მალე და მე მომიტყნავდა მერე კარგის ტრაკს, მარტოს რომ ჩამიგდებდა ხელშიო. კაი, ბრატ, ეხლა ცოტა ფული გავაკეთოთ და საღამოს დავახვევთ აქედან-მეთქი. აუ თუ ძმა ხარ, ჩემი პრობლემებიც მეყოფა, რაც გინდათ ის გიქნიათო. ვიღაც ახლდა კიდევ. ბიჭებო, მე მოგეხმარებით, საღამომდე რასაც ვიშოვი, ვაფშე თქვენი იყოსო. მაგრად გაგვისწორდა მისი ნათქვამი. შუადღისას ხინკლის სახლთან შევიკრიბეთ. ფული მაგარი ცოტა აღმოგვაჩნდა. ამ ახალმა ტიპმა თქვა, მე ვიცი რა უნდა ვქნაო - იქ რომ ციგნის ბავშვი ზის ხომ ხედავთო? ვხედავდით. დედამისი ორმოცდაათ მეტრში მათხოვრობს აქედან და ეგ აქ დააყენა მეტი მოგებისთვისო. მერე-მეთქი? ეხლა ნახე რა ვუქნა მაგ ნაბიჭვარ ბავშვსო. მივიდა და ხუთთეთრიანი გაუწოდა. ბავშვმა ხელი შეუშვირა ხურდას, მაგრამ ამ ტიპმა - კოლოფი გამომიწოდე, ხურდა ჩაგიგდოო. ბავშვმა როგორც კი გამოუწოდა, ეცა ეს, ხელიდან გამოგლიჯა კოლოფი, უბეში ჩაიცალა, მერე ის დაპირებული ხუთთეთრიანი ჩააგდო შიგ, ბავშვს ფეხებთან დაუგდო და ჩვენსკენ დააპირა გამოქცევა, მაგრამ მაგრად არ გაუმართლა - როგორც კი შემოტრიალდა, ეგრევე პირველივე გამვლელს დაეჯახა და წაიქცა. ფეხზე წამოდგომაც ვერ მოასწრო, ისე დაესხა თავს იმ ბავშვის დედა და თვალებში ჩააფრინდა ფრჩხილებით. პახოდუ იმ ქალს თავისმა პადელნიკმა ქალებმაც დაუატმასკეს და რომ ააგდეს ჰაერში ეს ტიპი, დაბლა დაშვებას ალბათ კაი ხანს არ აღირსებდნენ, ძაღლობა რომ არ გაჩითულიყო. სანამ ჩვენ პირდაღებული ვუყურებდით ამ ამბავს, მანამდე ყველა აიყვანეს. არასდროს დამავიწყდება, იმ ტიპმა რომ სისხლჩამდგარი თვალებით გამოგვხედა, მანქანაში ჩატენვამდე... იკამ მითხრა, წამო ბათუმში დავახვიოთ ამაღამვეო. შიგ ხომ არა გაქვს, რა მინდა ბათუმში-მეთქი ეე შენ იცი ბათუმი რა ქალაქიაო ყლეზე მკიდია - იქ რა უნდა გავაკეთოთ-მეთქი თორემ აქ სამსახურიდან წასვლაზე განცხადების დაწერა გჭირდებაო კაი რა ნუ ატრაკებ-მეთქი ბიჭო, წამო ბათუმში. იქ ვიმუშაოთ, ბინა ვიქირაოთ, მერე საზღვაო აკადემიაში ჩავაბაროთ და ცხოვრებას ავაწყობთ, აბა როდემდე უნდა ვიმათხოვროთ ასეო მაგარი მეოცნებე იყო ეს ჩემისა, მაგრამ მე ის მიყვარდა მასში, რომ ასეთ დროსაც კი სწავლაზე და ლამაზ რაღაცაებზე ფიქრობდა. ბიჭო, იქ ვინ მოგვცემს სამსახურს, ან ჩემს დასაქმებას ვინ მოინდომებს, კაცი ოცდათხუთმეტი კილო ვარ-მეთქი მე ვიმუშავებ და შენ რაღაცას მოიფიქრებ ამასობაშიო აუ ნუ ანძრევ ეხლა შენ, დაატიე ტრაკი, სადაც ხარ იქ-მეთქი მე მივდივარ ეხლავე და შენ სახლში დაბრუნდი, ასე აჯობებსო ვერ დავტოვებდი. ვაგზალზე გავედით. მაგრად გვშიოდა. წუწუნით გული შევუჭამე. უცებ პლოცკო დააძრო ჯიბიდან. რა ყლედ გინდა ეგ შეჩემა-მეთქი იმ ქალს და კაცს ხომ ხედავ, ბულკებს რომ ყიდიანო მერე-მეთქი? მიდი იმ კაცთან და უთხარი გაგვიცვალოს ეს პლოცკო ორ ცალ ბულკშიო. ცოტა კი მიტყდებოდა მაგრამ ბოლოს მაინც დავაჩეინჯე პლოცკო. მატარებელი რომ ჩამოდგა, ვიფიქრე, პრავადნიკთან მივალ და დავკერავ უფასოდ წაყვანაზე-მეთქი, მაგრამ იკამ გამაჩერა აზრი არ აქვსო. თვითონ გამოელაპარაკა და მაჯის საათი შეთავაზა წაყვანის პონტში. იმ განდონმაც ეგრევე აგვიშვა ვაგონში. ხალხი მაგარი ცოტა იყო - რვა კაცი იქნებოდა ალბათ. იკა ცარიელ კუპეს ეძებდა. - მოიცა რა, არ გკიდია-მეთქი? - ვუთხარი და ჩამოვჯექი ერთერთი კუპის დაბალ კოიკაზე. იქ კიდევ ვიღაც იწვა, მაგრამ მაგრად მეკიდა. გვშიოდა მაგრად და საჭმელზე დავიწყეთ ლაპარაკი. ის ვიღაც გადმობრუნდა და ბიჭებო ორ ლარს მოგცემთ, თუ არ გეწყინებათ და შეჭამეთ მაგით რამეო. ჭამის მერე კარგად გავიცანით ის ტიპი. მატარებელში ვაჭრობდა თურმე კევებით. მე ვუთხარი თუ დაგვიპადელნიკებ ბრატ, ჩვენც ვიჩალიჩებთ მაგაზე, მარტო ჩალიჩს არ გირჩევნია-მეთქი? ბაზარი არააო. იმ ღამეს შვიდი ლარის დიროლი გავაპრადალეთ. მერე სამტრედიაში ვიკიშკავეთ კალბასი და შოთი. ამ ახალმა პადელნიკმა თქვა - ბათუმში ჩავიდეთ, იქ მეტაჭკეებს ვიცნობ და ტაჭკაზე დავიწყოთ მუშაობაო. ბაზარი არააო - დავეთანხმეთ ორივე. პირველ რიგში ბინის ძებნას შევუდექით ბათუმში ჩასვლისთანავე. მთელი კალიევის ქუჩა შემოვიარეთ და ვერ ავაგდეთ ბაითი. ბოლოს ვიღაცა გოგო გაგვეჩითა და იმან გვითხრა, მე წამომყევით და გაჩვენებთ კაი ბინასო. გზაში იკამ იმდენი ებაზრა, ბაითში მისვლამდე დაკერა გოგო და საღამოს, უკვე ნაქირავებ ბინაში მოტყნა. მანამდე მთელი დღე ვუბურღე ტვინი, შენს მერე მე და ამ კაცსაც მოგვატყვნევინე ეგ ქალი-მეთქი. მაგრად უტყდებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც დავითანხმე - თუ გოგოს არ გაუტყდება, რაც გინდათ ის გიქნიათო. ჩემი ჯერი რომ მოვიდა, შევედი ბინაში და ლოგინში ჩაწოლილი გოგოს დანახვაზე მაგარი უხერხულად ვიგრძენი თავი. შემრცხვა. გოგოსი არა, იკასი შემრცხვა. ბოლობოლო საქმე ქალს ეხებოდა და ერთი ტყნაურის გამო არ ღირდა იმ ძმობის სიწმინდეზე გადაბიჯება, რაც მე და იკას ჩამოგვიყალიბდა. ძმები ერთ ქალს არ ტყნავენ, გავიფიქრე მე და გოგოს ბოდიში მოვუხადე - იზვინი, დაიკო, შემთხვევით შემოვედი-მეთქი. ათი წუთი გავჩერდი მეორე ოთახში და მერე გავედი გარეთ, ბიჭებთან. ბოლოს ახალმა ირაკლიმ მოტყნა გოგო და გავუშვით. ჰო, დამავიწყდა მეთქვა - ჩვენს ახალ პადელნიკსაც იკა ერქვა და ღამით, კლიჩკები მოვიგონეთ. ძველმა იკამ - მე ქილერა დამიძახეთ და შენ ისეთი სუსტი ხარ, სკილეტა ზედგამოჭრილი კლიჩკააო შენთვის - მე მითხრა. ბაზარი არაა-მეთქი - დავეთანხმე და შენ რა განდა რომ დაირქვა?- ახლა მეორეს მივუბრუნდი. ბიჭო, თეთრ ბაირაღებში რომ ლიმონაა, ის მევასება მაგრად და იმენნა მაგარი გამისწორდება, მეც თუ ლიმონას დამიძახებთო... ხოფას ბაზრობაზე ტაჭკა უპრობლემოდ გავჩითეთ. თბილისში თუ ქილერას მათხოვრობა არ შეეძლო, აქ მე ვერ ვქაჩავდი ტაჭკის თრევას და ფაქტიურად ტყუილად დავტასაობდი ბაზარში. ერთი კვირა უპრობლემოდ ვიმუშავეთ. ეს ლიმონა ცოტა დაყლევებული კი იყო, მაგრამ არაფერს აშავებდა და რავი, ცუდად არ ვეწყობოდით. ბოლო დღეს მაგარი დაუბერა მაღაზიაში. კლოუნი ვარო, შემომხედეთ და იცინეთ ხალხნოო, ესენი ჩემი თანაშემწეები არიანო(ჩვენზე თქვა,ტო!) და სხვა მისთ. მოშნად გამიტყდა და ქილერას გადავხედე, მაგრამ მაგრად შემაშინა მისმა გამომეტყველებამ - აქვე გატყნავს ლიმონას ცემაში-მეთქი, გავიფიქრე. სახლში რომ მივედით, ლიმონას მაგრად მივაჯვით. მერე არ ვიცი რა მოხდა, რა დაემართა ქილერას... დავიკიდოთ ეს ტიპი, მაგარი ყლეა-მეთქი რომ ვუთხარი, ერთი საშინლად გაიღიმა, მიუტრიალდა ლიმონას და იმ წუთს ყველაზე მოულოდნელი შეკითხვა დაუსვა - რამდენი და გყავს, შენ, ლიმონ?..
დღემდე ვერ გავარკვიე რა მოხდა ქილერას ცნობიერებაში. ან მე რას მეკითხებით? - მე ხომ ერთი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი ვარ ამ ნაწარმოებისა...
ნაწილი4 ლიმონას ნაამბობი
გამარჯობა, ხალხო, თქვენი! მე ლიმონა ვარ - ბიჭი მატარებლიდან. ნაწარმოების სათაურის მიხედვით ალბათ მიხვდით, რომ ავტორს მთავარ პერსონაჟად სწორედ მე ვყავდი ჩაფიქრებული და მხოლოდ მისი უნიათობის გამოისობით აღმოვჩნდი ქილერას პორტრეტის ფონი. იმდენად უსუსური მწერალია, წარმოდგენა არ აქვს, როგორ ამალაპარაკოს ხარაგაულის დიალექტზე და ამიტომაც ვსაუბრობ ასე არაბუნებრივად - ლიმონას ვგავარ ახლა მე? სოფელ ბედნიაგაში გავატარე მთელი ბავშვობა. მყავს შვიდი და-ძმა და დედა. მამა რუსეთში წავიდა ხუთი წლის წინ და ერთი წლის მერე ყოველგვარი კვალი დაიკარგა მისი. ოჯახში უზომო გასაჭირი არ გვაქვს-მეთქი რომ გითხრათ, მატყუარა გამოვალ. მრავლად ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ხორცის საკეპ მანქანაში გატარებული ჭყინტი სიმინდისგან გამომცხვარი მჭადი და მოხარშული, მკვახე მსხალი გვიჭამია. მე თხუთმეტი წლის ვარ. წელს, როცა ტყემალი უკვე სიმწიფეში შედიოდა, გადავწყვიტე მეც გამომეღო ხელი და ოჯახს აქეთ თუ ვერ მივეხმარებოდი, ჩემი თავი მაინც მერჩინა და ერთით ნაკლები საზრუნავი დამეტოვებინა საბრალო დედაჩემისთვის. ერთი კვირა ვაგროვებდი ტყემალს ტყეში. ბოლოს არაყი გამოვხადე და მისი გაყიდვისგან დაგროვილი მცირე კაპიტალით პაწია ბიზნესის წამოწყება გადავწყვიტე. სამი კვირა ვეძებდი კომერციულ ფართს თბილისში და ბოლოს ვაკის პარკის სიახლოვეს აღმოვაჩინე, ჩემთვის მისაღებ ფასში, ერთი პაწაწინა, ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობისთვის, ჩემი გათვლით, ყველაზე უპრიანი ადგილი. ფართი იმდენად პატარა იყო, ცოტა მომსხო გაბარიტების მქონე თაგვი ვარასგზით შეძლებდა კუდის მოქნევას, მაგრამ მაინც შესანიშნავად განვათავსე ვაგზალზე შეძენილი საქონელი, ოღონდ ჩემი ადგილი აღარ დარჩა და ნებისმიერ ამინდში გარეთ ვიდექი, კლიენტის მოლოდინში. ვერაფერი გავუგე ამ ვაკელებს. მაღალხარისხიან პროდუქტს რომ მოვიტანდი, ფასზე წუწუნებდნენ - ჩვენ ვაკელები კი ვართ, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, საბურთალოელებს ბევრად ჩამოვრჩებით სიმდიდრით და სადა გვაქვს ახლა იმის თავი, აი ეს შესანიშნავი ბანანი და მანგო შევიძინოთო?! მეორე ჯერზე ცოტა იაფი პროდუქტით შევავსე მაღაზია, მაგრამ ამაზე სულ გადაირივნენ ჩემი ნაცნობ-უცნობი მყიდველები - რა არის ეს, რა სამარცხვინო მაღაზია გაგიხსნია, ბიჭო, აქ როგორ უნდა მოგემართოს ხელი?! - მეუბნებოდა ამას ბატონი შალვა, ან ქალბატონი ნაირა და თან გადასაყრელად გადარჩეულ ბროცკს ალაგებდა ცელოფნის პარკში - კილოს ოც თეთრად ხომ გაგვატანო? - ასე შემომელია არყის გაყიდვით ნაშოვნი მთელი ფული. ამას დაემატა კიდევ ერთი უბედურებაც. როცა მაღაზია გავხსენი შუაგული ზაფხული იყო და ისეთი სიცხე იდგა, რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის ყველა ბაყაყი გამომწვარი ბარძაყების გამო უფრო ყიყინებდა მდინარიდან, ვიდრე ჩვეულების. მწვანილი მოტანიდან ერთ საათში აღარაფრად ვარგოდა. ბოლოს გადავწყვიტე საპირფარეშოში ონკანი ღია დამეტოვებინა, რათა მის ქვეშ განთავსებულ მწვანილს უფრო დიდხანს შეენარჩუნებინა სიცოცხლე. მეთოდმა კი გაამართლა, მაგრამ თვის ბოლოს, ორას სამოცდათერთმეტი ლარი და ორმოცდათორმეტი თეთრი რომ მომივიდა წყლის გადასახადი, საბოლოოდ დაიმსხვრა ჩემი კომერციული ოცნებები. ჩემი ბიზნესი ისე აღიგავა პირისაგან მიწისა, რომ ერთი საცვალი რა არის, იმის ყიდვაც ვერ მოვახერხე საკუთარი თავისთვის. ბოლოს ჩემს ავლა-დიდებას ნოლი მაღაზია, ნოლი საცვალი, ერთი ხელი ტანისამოსი(რომელიც მუდამ ზედ მეცვა) და ოცდათექვსმეტი ლარი შეადგენდა. სოფელში დაბრუნების მრცხვენოდა. ბევრი ფიქრის შემდგომ, მთელი ფულით საღეჭი რეზინები შევიძინე და მატარებელში დავიწყე ვაჭრობა. ბიზნესის ამ სახეობას ორი დადებითი მხარე ჰქონდა: ერთი ის, რომ საღეჭი რეზინი მალფუჭებადი საქონელი არ იყო და ამ მხრივ ზარალი არ მემუქრებოდა, მეორეც - ბინის ქირაობის საჭიროება არ მედგა. თბილისიდან რომ გავყვებოდი მატარებელს, გორამდე უკვე ყველა ვაგონი შემოვლილი მქონდა და ყველა კევი გაყიდული. ამის შემდგომ ნებისმიერ ცარიელ კუპეში ვიძინებდი ბათუმამდე, რადგან ეს ჯერ კიდევ იმ პერიოდში ხდებოდა, როცა კანონდამცველები გარემოვაჭრეებს დღევანდელივით არ დევნიდნენ. ბათუმში ქუჩაში ვვაჭრობდი მთელი დღე, დაღამებისას უკან მოვყვებოდი მატარებელს და სამტრედიაში ვწყვეტდი ვაჭრობას, დაძინების მიზნით... თებერვალი იდგა, როცა მაღალი და დაბალი გავიცანი. მახსოვს, იმ დღეს ძალიან ცოტა მგზავრი იყო მატარებელში. უკანასკნელ ვაგონს რომ ჩამოვუარე, აქ სულ თერთმეტი კაცი დამხვდა, რომელთაგან მხოლოდ ორმა ისურვა კარიესთან ბრძოლა. გაღიზიანებული წამოვწექი ერთ-ერთი თავისუფალი კუპის მაღალ კოიკაზე. კედლისკენ ვიბრუნე პირი და ვცადე თვალი მომეტყუებინა. სანამ დაძინებას მოვასწრებდი, ორი ახალგაზრდა შემომიერთდა კუპეში. იმდენი ხანი საუბრობდნენ სხვადასხვა საჭმელზე, რომ სიბრალული აღმეძრა და შევთავაზე - ბიჭებო, მხოლოდ ორი ლარით დახმარების საშუალება მაქვს და თუ არ მიწყენთ, მოგცემთ-მეთქი. არ სწყენიათ. როცა დანაყრდნენ, უფრო ახლოს გავეცანით ერთმანეთს. მე ჩემი ამბავი მოვუყევი მოკლედ, მათ - თავიანთი. ცოტა ხანში პარტნიორობა შემომთავაზეს - ერთად ვივაჭროთო. ნეტა ჩემთვის რას ვშოულობ, რომ ეხლა თქვენც არ აგიკიდოთ-მეთქი - გავიფიქრე ჩემთვის, მაგრამ მაინც დავეთანხმე ცალყბად. დაბალი ძალიან არ მომწონდა - დედა რომ მარიგებდა, თბილისში ავარდნილ ბიჭებს არ ენდოო, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა სწორედ, მაგრამ მაღალმა ისე მიმიზიდა, რომ ცოტა ხანში გულწრფელად მომინდა ამ კომპანიის წევრი გავმხდარიყავი. მხოლოდ ერთი რამ მაკვირვებდა - ამ ორ, ერთმანეთისგან ზღვა და ხმელეთივით განსხვავებულ ადამიანს, როგორ გამოენახა საერთო?! ამასობაში ჩემი გონება გამალებით მუშაობდა. ცხადი იყო, მატარებელში ვაჭრობით სამი ადამიანი თავს ვერ ვირჩენდით. იღბლად, გამახსენდა, რომ ჩემი უფროსი ძმა ოდესღაც ბათუმში მტვირთავად მუშაობდა. მაღალის აგებულება კარგად შევათვალიერე და ჩავთვალე, რომ შეძლებდა ფიზიკურ შრომას (დაბალზე მსგავსი რამის გაფიქრება წარმოუდგენელი იყო). ვიცოდი, ჩემი ძმის სახელს რომ ვახსენებდი, ხოფას ბაზრის ადმინისტრაცია ერთი ტაჭკის თხოვებას ნამდვილად არ დამამადლიდა. ბათუმში დიდხანს ვეძებდით ბინას. ბოლოს ერთი ღვთისნიერი გოგო გამოგველაპარაკა და დახმარებაც გაგვიწია პოვნაში. გზად მაღალმა არ ვიცი, რა ელაპარაკა იმ გოგოს(ოდნავ წინ მიდიოდნენ), მაგრამ დაბალმა საიდუმლოდ გამანდო ცოტა ხანში - ბიჭო, ირაკლა მაგ გოგოს უეჭველად მოტყნავს დღეს და მერე ჩვენც არ გავმაზოთ ეგ პონტიო. გული ამიჩქარდა. არასდროს ვყოფილვარ ქალთან მანამდის. ცოტა კი მეხამუშებოდა სამი კაცისგან ერთ ქალთან ,,რაღაცის ქმნა", მაგრამ ცდუნება იმდენად დიდი იყო, მაინც ვერ მოვერიე და მე დავიწყე წუთების თვლა, გოგოსთან დაწოლამდე. საღამოს მაღალი იმ გოგოსთან შეხვედრაზე წავიდა. ორ საათში მობრუნდნენ ერთად და შევიდნენ ბინაში. ჩვენ გარეთ ვიცდიდით. მაღალის მერე დაბალმა დაამყარა სქესობრივი კავშირი და როცა ჩემი ჯერიც მოვიდა, სულ ცოტა დამაკლდა გულის წასვლამდე. მღელვარებისგან მუხლები ამიკანკალდა და წელში მოხრილი შევედი ბინაში. საწოლ ოთახამდე კიდევ ერთი, სასადილო ოთახი უნდა გამევლო. ის იყო, ხელი წავავლე კარის სახელურს, რომ ყველაზე დიდი საშინელება მომაგონდა და გავშეშდი. შემიძლია დავიფიცო, რომ ცხოვრებაში არ განმიცდია მსგავსი სირცხვილი და ტკივილი - მე საცვალი არ მეცვა. არ შემეძლო გოგოსთან შესვლა... აქ მე ცხოვრებაში პირველად ვიტირე... გარეთ რომ გამოვბრუნდი, ისეთი ცელქი ღიმილი გადავიშალე სახეზე, თითქოს, კიდეც ვიყავი იმ გოგოსთან და კიდეც აღვასრულე ჩემი მამაკაცური მოვალეობა, მაგრამ დაბალმა სახეზე შემომხედა და რანაირი ნამტირალევი თვალები გაქვს, შეჩემა, შენ მოტყანი ის გოგო, თუ აქეთ გიხმარაო. დავაი რა-მეთქი, ვუთხარი და ამით ამოვწურეთ ეს თემა. ხოფას ბაზრობაზე ყველაფერი გეგმისამებრ წარიმართა. ტაჭკაც ვითხოვეთ და მაღალიც მარჯვე გამოდგა მუშაობაში. ერთი ეგ იყო, რომ გადაუღებლად წვიმდა ყველა დღე და ჩვენ ერთი ხელი ტანისამოსის მეტი არ გვებადა. ამიტომ იძულებული ვიყავით, ყოველ დილით, სველ ტანსაცმელში გამოვწყობილიყავით, რაც თბილი ლოგინიდან წამოდგომის შემდეგ, წარმოუდგენელი საშინელება იყო. ბაზრობაზე კი ერთი კეთილი აჭარელი ბიჭი გავიცანით, საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია ქონდა და სწორედ მასთან ვაფარებდით თავს წვიმისგან, კლიენტის მოოდინში. თან ტელევიზორიც ედგა მაღაზიაში და ცოტა გულს ვაყოლებდით უსაქმურობის ჟამს. დამავიწყდა მეთქვა - სამივეს ირაკლი გვერქვა დაბადებიდან და ამიტომ მეტსახელები მოვიგონეთ. მაღალმა, ჩემის აზრით, მისი პიროვნებისთვის ცოტა შეუფერებელი - ქილერა დაირქვა, დაბალისთვის კი, მართლაც ზედგამოჭრილი იყო - სკილეტა. მე ბევრი ვიფიქრე ჩემს მეტსახელზე - მინდოდა, რაც შეიძლება საშიში გამომსვლოდა. მხოლოდ ლიმონა მომაგონდა ,,თეთრი ბაირაღებიდან” და ბიჭებს შევაპარე - ლიმონას თუ დამიძახებთ, მაგრად გამიხარდება-მეთქი. ბაზარი არააო - მითხრეს და მე ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი თავი ,,მაგარ ტიპად”. გარევაჭრობა კლოუნიადაა. მყიდველიც მასხარის როლშია და გამყიდველიც. გარემოვაჭრეს საქონელი მცირე აქვს, როგორც წესი და ამის კომპენსირებას მასხარაობით ახდენს. რაც უფრო ბასრი იქნება მისი ხუმრობა, მით უფრო მეტი ექნება შანსი, რომ პოტენციურმა მყიდველმა სწორედ მასთან შეიძინოს საქონელი და არა მის გვერდით მოვაჭრე სხვა უამრავი კონკურენტისგან. გაცინებული მყიდველი შენია - ფუნთუშაა, რომელსაც ნება-ნება, გამოზოგილად მიირთმევ. გზადაგზა ქიშმიშიან ლუკმებსაც უფრო დაგემოვნებით, დიდხანს ღეჭავ... გაცინებულ კლიენტს, დახლზე განავალიც რომ გედოს, ოქროს ჟელატინად შეასაღებ, მაინც... მოვაჭრე იცინის, რადგან სიცილია სწორედ ის დახლი, რომლითაც კლიენტს იზიდავს და არა ის, რომელთანაც დგას... გარემოვაჭრე იცინის მაშინაც, როცა შია, მაშინაც, როცა სახლში ავადმყოფი შვილი ელოდება, რომლისთვისაც მკურნალობის ვინ ჩივის და მომვლელის აყვანის საშუალებაც არ აქვს... გარემოვაჭრე მაშინაც იცინის, როცა ღამის გასათევად მხოლოდ მატარებელი აქვს და იქ გაცნობილ უცხოებთან ერთად, უცხო ქალაქში, მისი სხეულისთვის უცხო სამუშაოს ასრულებს... მე პროფესიონალი გარემოვაჭრე ვარ, უფრო სწორად, პროფესიონალი მოცინარი და მე ვმასხარაობ მაშინაც კი, როცა არ ვვაჭრობ - ეს ჩემი შეძენილი ჩვევაა... იმ დღეს, მაღაზიაში, როცა ასე ისტორიულად შევხტი ყუთზე და შევძახე - შემომხედეთ, ხალხნო, მე ხარაგაულელი კლოუნი ვარ-მეთქი, არც ვმაიმუნობდი და არც სიგიჟეს წამოუვლია. უბრალოდ, მაღაზიის გამყიდველში ყოფილი გარემოვაჭრე ვიცანი და ყუთზე შემოხტომით მის მიმართ კოლეგიალობა გამოვხატე. მხოლოდ ის მიხვდა ჩემი საქციელის არსს, თვალი ჩამიკრა და მარჯვენა ხელის ცერა თითი სხვებისგან მალულად დამანახა - გიცანი, შე ჩემნაიროო, იმის ნიშნად. ქილერას რა ეწყინა, წარმოდგენა არ მაქვს, ფაქტია, რომ ჯოჯოხეთი მომიწყო ღამით, ამ უწყინარი საქციელის გამო... დღეს, როცა ვიგონებ იმ გიჟურ ერთ კვირას, ჩემი ცხოვრებისას, მხოლოდ ერთადერთი შეცოდება მახსენდება ჩემი, ბიჭების მიმართ. პირველ დღეს, როცა ბინა ვიქირავეთ და ,,ქალიც ვიხმარეთ”, იმ გოგოს წასვლის შემდეგ, პირველი მე შევედი ბინაში და საწოლ ოთახში, სწორედ იქ, სადაც გოგო იწვა, იატაკზე ოქროს საყურე ვიპოვე. დიდი არაფერი იყო, ას ლარს არ აჭარბებდა მისი ღირებულება და არც დავუმალავდი მისი პოვნის ამბავს ბიჭებს, მოულოდნელად ერთ ცუღლუტ აზრს რომ არ გაევლო გონებაში ჩემთვის. უბრალოდ, ისეთი ,,მაგრები” იყვნენ მაღალ-დაბალი და მათ გვერდით იმდენად მდაბლად ვგრძნობდი თავს, სურვილი გამიჩნდა, რაღაც სხვა კუთხით მაინც გამომეჩინა უპირატესობა, მათთან შედარებით. საყურე ჩუმად გავყიდე და აღებულ ფულს ნაწილ-ნაწილ ვაჩენდი ყოველდღე. როცა ტაჭკების ბირჟაზე უსაქმურად ვიდექით კლიენტის მოლოდინში, მე სეირნობას ვიწყებდი ბაზარში და ნახევარი საათის შემდეგ ათი-თორმეტი ლარით ხელში ვბრუნდებოდი ბიჭებთან - იქეთ, ბაზრის მეორე მხარეს მაგარი კლიენტი ავაგდე და შეხედეთ, რამდენი ფული გავაკეთე-მეთქი და მე გულში ზეიმი მქონდა, მათი სასიამოვნოდ გაოცებული სახეების დანახვისას... ეს იყო და ეს. სხვა არასდროს არაფერი დამიშავებია ბიჭებთან, მაგრამ ალბათ რომელიმემ შეამჩნია ჩემი სიცრუე და ამიტომ დამსაჯეს ასე მწარედ. ქილერ, მინდა იცოდე, რომ მე კრისა არ ვარ და არცერთ თეთრს არ დავხარჯავდი უთქვენოდ. უბრალოდ, მინდოდა მფარველის როლი მომერგო და ამით ამოვსულიყავი თქვენს სიმაღლემდე - ეს ჩემს პატივმოყვარეობას ესალბუნებოდა... მართალია, უკადრისი იყო ხერხი, რომლითაც დავაპირე თქვენთან გათანაბრება, მაგრამ თქვენი სასჯელი მაინც მეტისმეტად მკაცრი იყო, ჩემს დანაშაულთან შედარებით. ქილერას ვერ ვცნობდი. ეს უწყინარი ადამიანი მთლად გარდაიქმნა და მაშინ პირველად მივხვდი, თუ რატომ დაირქვა მან ეს მეტსახელი. გააფთრება, ალბათ, შეუფერებელი სიტყვაა მისი მაშინდელი მდგომარეობის გადმოსაცემად, რადგან არამგონია დედამიწაზე, სადმე ისეთი ულმობელი აფთარი დააბიჯებდეს, როგორიც იყო ქილერა იმ დღეს. - რა ხარ ბიჭო შენ?- მითხრა ბინაში მისვლიდან რამოდენიმე წუთში, როცა მე შპროტს მივირთმევდი თავისივე კოლოფიდან. არ ჩავთვალე ხმის გაცემა საჭიროდ. - რა ხარ-მეთქი, ბიჭო, გაიმეორე! - დამიღრიალა მთელი ხმით, კოლოფი ხელიდან გამომგლიჯა და ცხვირპირზე მომაჭყლიტა მთელი ძალ-ღონით. ჰაერი არ მყოფნიდა და ქილერას სახეში გავარტყი, მოშორების მიზნით. გავარტყი და ისეთი მუშტი მითავაზა, სასადილოდან საწოლ ოთახამდე მიწაზე ფეხდაუკარებლად განვვლე მანძილი და იქ დავენარცხე იატაკს. მეშინოდა წამოდგომის. არც ავმდგარვარ. ქილერა ოთახში შემოვიდა, ტანსაცმლის საკიდი ხელში აიღო, მისი წვეტიანი ბუნიკი გულზე მომაჭირა და შეშლილის სიმშვიდით მკითხა - რამდენი და გყავს შენ ლიმონ? - სწორედ წინა საღამოს ველაპარაკე ჩემს ოჯახზე და მშვენივრად იცოდა, რომ ორი გათხოვილი და ერთი გაუთხოვარი და მყავდა. ხმის ამოღება მინდოდა, მაგრამ მაგისიც მეშინოდა. - თქვი, ბიჭო, რამდენი და გყავს-მეთქი?! - ბუნიკი სულ უფრო მეჭირებოდა და წარმოუდგენელ ტკივილს მაყენებდა. - სამი! -ამოვილუღლუღე მე და მომლოდინე თვალებით მივაჩერდი სახეში, რომელსაც პრინციპში აღარც ეთქმოდა სახე. - შენ რომელს მოტყნავ, ჰა? - წარმოუდგენელ საშინელებას მეკითხებოდა, თუმცა სანამ არ მაიძულა ხმამაღლა გამეკეთებინა არჩევანი ჩემს ღვიძლ დებს შორის, მანამ არ მომაშორა ის საზიზღარი ბუნიკი გულიდან. მე შუათანა, გაუთხოვარი და დავასახელე... ამის შემდეგ ტანსაცმლის საკიდი თავის ადგილას დააბრუნა და თითქოს თავიც დამანება, საერთოდ აღარ მაქცევდა ყურადღებას. სკილეტას გადავხედე ნაწყენი თვალებით, რატომ არ მომეშველე ბიჭო-მეთქი მინდოდა მეგრძნობინებინა, მაგრამ ისიც არანაკლებ შეძრწუნებული იჯდა. შარდი მომაწვა. კარები ჩაკეტილი იყო, გასაღები კი ქილერას ედო ჯიბეში და ვერ გავუბედე თხოვნა, რომ მოეცა. არადა შეკავებაც არ შემეძლო და იქვე მდგარ სპრაიტის ბოთლში მოვშარდე... - რას აკეთებ, ლიმონ? - მომესმა ქილერას ხმა და აქ მე განავალიც მომაწვა. - ვფსამ! - ვუთხარი და მოვემზადე ახალი საშინელებისთვის. - დალიე! - რა?! - რაც გაიგე. უბრალოდ, ეგ ბოთლი მოიყუდე პირზე ეხლა და დალიე! - რას ამბობ ქილერ, არ შემიძლია ქილერ, მოვკვდები ქილერ, გული ამერევა, გეხვეწები ქილერ რა, დამანებე თავი ქილერ, რასაც მეტყვი ყველაფერს შეგისრულებ ქილერ... - დალიე, თორემ დედას და სამივე დას მოგიტყნავ! - ნელ-ნელა შემართა პურის დანა და წამოდგომა დაიწყო. მივხვდი, რომ თუ მთელ ბოთლს ვერ დავლევდი, უნდა მეცადა მაინც, თორემ სულს ამომხდიდა ქილერაში გაღვიძებული დემონი. პირველივე ყლუპზე ისეთი ზიდება ამიტყდა, ქილერაც და მისი დემონიც ფეხებზე დავიკიდე, ბოთლი მოვისროლე და იატაკს დავუშინე ცხვირ-პირი... არ ვიცი, ხმაურის შეეშინდა თუ რა იყო, მაგრამ უცებ გამოფხიზლდა და მოულოდნელად ჩემთვის ნაცნობი, სულმთლად ძველებურად კეთილი ბიჭი შემრჩა ხელში წეღანდელი ურჩხულის ნაცვლად. - ლიმონ, მაპატიე რა! - მითხრა და დაიჩოქა ჩემს გვერდით. მთელი სახე დამიკოცნა. ფეხებიც. ცრემლები ღვარად დასდიოდა... ლიმონ მაპატიე რა! - ჩურჩულებდა მთელი ღამე, სანამ არ ჩამეძინა. დილით, როგორც ყოველთვის, მე დავასწარი ადგომა მათ. თქვენ იწექით ბიჭებო, ცოტა ხანს კიდევ და მე წავალ ბაზარში, იქნებ ერთი კლიენტი მაინც გამოვიჭირო დილაადრიან-მეთქი. - ჰა, ბიჭო, არ გაბოზდე და არ გაგვსროკო წუხანდელისთვისო - მითხრა სკილეტამ, მაგრამ ქილერამ უთხრა - დაანებე თავი, ეგ მაგას არ იკადრებსო. არადა ვაპირებდი ,,კადრებას” და მხოლოდ ამ სიტყვის გამო გადავიფიქრე - მაინც არ მემეტებოდა ქილერა. ოცდაათი ლარი მქონდა კიდევ დარჩენილი საყურის გაყიდვაში აღებული ფულიდან. ბაზარში ორ კლიენტს მოვემსახურე, ექვსი ლარი გავაკეთე და რადგან ჯერ კიდევ არ მოსულიყვნენ ბიჭები, ჩუმად გამოვიპარე. წასვლამდე ერთ-ერთ მეტაჭკეს დავუბარე - ბიჭები რომ მოვლენ, გადაეცი ჩემგან - მაინც ისე გამიშვით ბათუმიდან, რომ ერთი ტრუსიკის ყიდვაც ვერ მოიფიქრეთ, თქვე სირებოო! ჯიბეში ზუსტად ოცდათექვსმეტი ლარი მედო, როგორც იქ, თბილისში, როცა კევებით ვაჭრობის იდეა მომივიდა. ამჯერად სათამაშო კარტები ვიყიდე მთელი ფულით და ავედი თბილისის მატარებელში... - რაო, რა მკითხეთ? შენ თუ არ გაბოზებულხარ, მაშინ რატომ აიყვანა დილით პოლიციამო მაღალ-დაბალიო? - წარმოდგენა არ მაქვს, დედას გეფიცებით............! ნაწილი 5 გამცილებლის ნაამბობი
ჰო, მახსოვს ეგენი. სანამ ჩემთან მოვიდოდნენ, მანამ დაბალმა უთხრა, მივალ და დავკერავ, უფასოდ წაგვიყვანოს ბათუმში, მაგ განდონმაო. მომინდა დამემტკიცებინა, რომ განდონი არ ვიყავი და ჩემით შემეთავაზებინა დახმარება, მაგრამ პრავადნიკთა და ყვითელი ავტობუსების კონტროლიორთა საერთო კოდექსი მომაგონდა და გაჩუმება ვამჯობინე. მერე მაღალი მოვიდა ჩემთან და მაჯის საათი შემომთავაზა - ბიძია, ფული არ მაქვს და ამ საათის საფასურად ბათუმამდე ვერ წაგვიყვან ორ კაცსო? არა, მამის სულს გეფიცებით, მართლა გულით მინდოდა არ გამომერთმია საათი, მაგრამ პრავადნიკთა და ყვითელი ავტობუსების კონტროლიორთა საერთო კოდექსი მკაცრად გვავალდებულებს, რომ მდიდარს უნდა წავართვათ და ღარიბს ვაფშე დედა ვუტიროთ... პრინციპში, ჩვენ არც გვიწევს მდიდრებთან ურთიერთობა...
ხოფას ბაზრობაზე რომ მაღაზია ქონდა, აი იმ აჭარელის ნაამბობი
აგართვით სალამიი! ჭოვ, ვოფშემც მე აქზე მაგრათ სლუჩაინათ მოვხთი - წინა თავში რომ ლიმონას არ ვეხსენებიე, ჩემ ფეხებს მომაგნებდით ხოფას ბაზრობაზე! არანდარადა, რა გლახა დროს მოით - დისკოის მოცეკვავე გადის ტელევიზორში. არა, ექსჯერ კი მაქ ნანახი აი კინო, მარა მევასება მაგრათ და ვესხრიკები საცხა დევნახავ და! აი ჯიმი მაგარი ცოდვა ბიჭია, არანდარადა რა ნიჭის პატრ... რაი? კი, ჭოვ, პრობლემა არაა, მაგასაც მოგიყობით: მოკლეთ, მე შვახეველი ვარ. ბაბას მის დროზე ფარაი ბევრი ქონდა, მარა მერე საყვარელთან მუუსწრო იმისმა ქმარმა და ფილთაი ზოფა ნამსხმანში. ნენეი დარჩა ქრივად. კიდომ კაი გუუმართლა ნენეს და ჩემ მეტი ბოღვი არ ყოლია, თვარა რა გვეშველებოდა, მე არ ვიცი. პაწაი რომ მევზარდე, ნენემ მითხრა, ჩაქვში რომ ნაკვეთი გვაქ, იმას გავყიდი და უმაღლესში მეეწყვეო. ენეევ, სიკტილივით მეზარებოდა უმაღლესში სწავლა, მარა ვიფიქრე, ნენეს ვარი რაფრა ვკადრო-მეთქი და ჩავაბარე ეკონომიურზე, ბათუმში. მაგრად გლახა ლექტორები შემხთა - ოთხი წელი ლაპარიკობდენ, ლაპარიკობდენ და მე ერთი სიტყვაც ვერ გევგე იმგენის ლაპარიკიდან. სწავლა რომ დავამთავრე, ვიფიქრე, რა წავა ახლა სოფელში-მეთქი და ნენეს წერილი მივწერე ,,ნენევ, მე მაქზე დამბრუნებელი და ყარტოფაის მომვლელი არ ვარ და თუ გინდა კისერში დამკალ...” პაწაი ხანი რომ გევდა, ნენემაც მომწერა წერილი ,,ბაღვო, შენ ბლაყვი ხომ არ ხარ, რაფრა იფიქრე, ჩემ ბოღვსს იმიზა ვასწავლიდი, მერე აქანაი თოხის ხათქუნში გეეფშიკა ფეხები?! ლერმონტოვზე რომ ბინა გვაქ, იგი დააგირავე ბანკში და რაცხა ბიზნესი დეიწყე ხოფაზე, ეკონომისტი ქი ხარ ნენე და მაი არ შეგეშლება შენ...” ჭოვ, ჯიმი, არ დაგჯაბნონ მაგინმა, მიდი გლიჯე სიფათში... აა, ხო, ჭოვ, მაგ ამბავსაც მოგიყობით, რა იქნა და! მაი ამბავი ასე იყო: ერთი დღეია, ვდგანვარ აქზე და გევხედე ვინცხა ბაღნები მევდეენ. ვუყურებ, ქურდები არ არიენ, ვუყურებ გლახას აფერს არ შობიენ - მუშაობენ კაჭკაზე და დგანარიენ წვიმაში. შემეცოდვა მაგრათ. მეთქი, ჭოვ, რამ დაგაბეჩათ, შემოით აქზე, მაღაზიაში, წვიმას მაინც შეეყუდრებით, სანამ ვინცხა კლიენტი გამეივლის-მეთქი. ერთი კვირა არ გუდუუღია წვიმას და მაგენი აქზე მყავდა მოკედლილი. არა, აფერს არ აშავებდენ, მარტო ტელევიზორს უყურებდენ და ხელი აფერზე წაცდენიათ, ქვეყნის შვილი ვიყო, მარა პლაში არცერთს არ ქონდა და კანკალობდენ და კანკალობდენ, დევიწვი იმგენის საცოდაობით. მეთქი რა გლახა დროზე დავალომბარდე ბაითი, თვარა ჩემთან წევყვანდი ამ ბაღნებს-მეთქი. ყველაი ხოშიანი ბიჭები იყვენ, მარა მე მაღალზე შემივარდა გული რაცხა. ჭოვ, მაი მაღალი რაცხა სხვაფერი ბოღვი იყო. იმფერი ნაკითხი ბოღვი კაჭკაზე კიარა, უმაღლესში არ მინახავს. მაგან ერთხელ გორგილაძის ლექსი წეიკითხაა - მე რომ აჭარელი ვარ, მეც გამოვქლიავდი ჭოოვ! სა არ მიქეიფია - ზურაბ ცინცქილაძის წაკითხულიც მომისმენია სუფრასთან, მარა ამისთანა წაკითხული ,,ჰოიდა ნანა” მაინც არსად შემხვედრია - მეთქი, ჭოვ, რა იქნა, მევლუდაი ხარ?! თლა ლექსები ეხაჭუნებოდა იმის ბაშკაში. მე ვუთხარ, რაფერი ბედნიერებაა ქართველობა-მეთქი. იმან მითხრა -რაი? საქართველოს სიფათი ყველაზე მეტად იმაში იყურება, რომ ჩვენში ყველაზე გავრცელებული ლექსი ,,მუ...ელმა თქვა ვიტი ვიტი”-აო. ახლა ლაპარიკი ქონდა იმისთანა, უმაღლესში რომ ლაპარიკობდენ ლექტორები და მე ვეფერს ვიგებდი - ჭოვ, შენ ვინ ხარ ამფერი-მეთქი, გრიგოლ ხანცთელი კიარა და გრიგოლ რობაქიძე ხარ-მეთქი? გული ქონდა რაცხა თლა სასტაული. ერთ დღეს შეყვარებულთან მივდიოდი პაემანზე და საღამოს მაღაზიას რო ვკლიტავდიი, მაღალმა მითხრა - ჭოვ, ჯემალავ, ჰად მიხვალო. მეთქი ჰად უნდა წევდე, სახში მივალ-მეთქი. ჯემალავ, მთელი დღეა გიყურებ და შენ იმფერი აცუნცრუკებული ხარ, არ გაბეჩდე და ქალთან არ მიხვიდოდეო. დამაინტერესა, რეიზა მეუბნებოდა. რა იყო ჭოვ, შენ ხაშხაში ხომ არ გიჭამია წუხელის, რეიზა არ უნდა წევდე ქალთან-მეთქი?! ჯემალავ, ფული რამდენი გაქო? ახლა ჭკვაზე არ ამწიო, რა გინდა დროზე მითხარი, მეჩქარება-მეთქი (ფულის სესხებას მთხოვს-მეთქი გევფიქრე). წამოი, შე ბლაყვო, ჩემთანო. წიმიყვანა ბაზარში და იქზე ერთი იმფერი ბოტასები მაყიდია ას ოც ლარად, რო პრიამა დააჯდა ჩემ სპორტულებს. სარკეში ჩევხედავ-მეთქი, გამყიდველს ვუთხარ, მარა მაღალმა მითხრა, ჯემალავ არ გინდა სარკეში ჩახედვა, დახატული ხარ, ქვეყნის შვილი ვიყოო. ახლა წაი და მაი ძველი, წვეტიანი ტუფლები მუსორნიაში გადაყარე, შე ბლაყვოო. არა, რაცხა სასტაული გული ქონდა, სასტაული! მერაბა კაშიაზე მეკეტება მაგრათ. არა, მართლა მადელებს, მაგის სიმღერებს რომ ვუსმენ... ერთ დღეს მევდა მაღალი, გამოაგდო დისკი ცენტრიდან და ა, შე ბლაყვო, ამას მოუსმინეო და რაცხა მეტალოპლასმასს გავდა სახელი(აღარ მახსოვს ახლა), ე, იმ ჯგუფის სიმღერა ჩამირთო. მეთქი ჭოოვ, შენ ჭკვაზე აფრაკად ხარ-მეთქი? ერთხელ გევფიქრე, მეც გავაკვირვებ რაცხაით-მეთქი. კალკულატორზე დავწერე 12345679 და გუუმრავლე 72-ზე. მთელ ეკრანზე რომ 88888888 დეეწერა, მაშინ უნდა გენახათ მაგისი გაშტერებული სახე. მეთქი ხომ ჩამივარდი ახლა ხელში-მეთქი და ახლა 45-ზე გუუმრავლე. ეკრანზე რომ 55555555 დეეწერა, თლა გაბეჩდა მაგის დანახვაზე. კიდო გინდა-მეთქი? კიო - მითხრა და 54-ზეც რომ გუუმრავლე და 66666666 დეინახა, სიცილი უუტყდა, ჯემალავ თლა ბლაყვი რაფერ ხარ, ამდენჯერ რომ მანახე მაი რაცხა, რაფრა გეგონა, ვერ მივხთებოდი რომ მაი რიცხვები ცხრაზე იყოფოდა ყველაიო?! მაგან მინუტში ამოხსნა და მე ოთხი წელი მაგის მეტი არაფერი დიმიმახსოვრებია უმაღლესიდან... ჯიმი, მაგენი რაცხას გიპირებენ და ფრთხილათ იყავი შე... ა ჭოვ, პაწაი მაცალეთ სულის მოთქმა და მაგასაც მოგიყობით, რა იქნა და! ხო, ერთი რაცხა მაკვირებდა ძაან. რომ ვუყურებდიი, მაღალს ყველაზე მეტი მუშაობა უწევდა, მარა ლიმონაი აკეთებდა ყველაზე მეტ ფულს მაინც. საცხა დეიკარგებოდა მაი ხარაგაულელი და მერე მევდოდა ბევრი ფარაით ხელში. ზნაჩიტ ვინცხას იცნობდა ბაზარში და იგი უჩალიჩებდა რაცხა საქმეებს, თვარა ფარაი ჰად ყრია გზებზე, ყველადღე რომ მეიძიო?! ამ მაღაზიის გვერდზე რომ ზაბეგალოვკაა, ვეჩნად ე, იქზე ჭამდენ საჭმელს. ერთი კვირა გულიაშის მეტი ვაფშე არაფერი უჭამიენ, ჭოვ! არ ვიცი, ასე რეიზა იყვენ შეყვარებული მაგ საჭმელზე, მარა ყველადღე რომ შევდოდენ, ერთ პორცია გულიაშს შუუკვეთავდენ და მერე სამ პატარა სეინზე ინაწილებდენ და ისე ჭამდენ. სამ კაცს რაფრა ყოფნიდა ერთი პორცია საჭმელი, მაი მე არ ვიცი. ერთ დღეს კაჭკა ვერ ითხუეს, მახსოვს. ჭოვ, ჩამუუშვეს ჩიჩვირი, მარა რომელი ჩამუუშვეს. რაი ვჭამოთ ამაღამო, წუწუნებდა იი ხარაგაულელი - გევგონე და მე ვუთხარ - ბიჭებო ნუ გეშინიათ, მე გასესხებთ ფულს და დიმიბრუნეთ ხვალ-ზეგე-მეთქი. მარა ერთი მეკაჭკე იყო აქზე (ვოვია ერქვა) და იმან უთხრა მაღალს - დღეს ჩემთან წამოი მოსახმარებლად და ყველა კლიენტზე ერთი ლარი შენი იყოსო. ვოვიას რაცხა სხვაფერი კაჭკა ქონდა. პოლი სპლაშნოი კიარ იყო სხვებივით - არა, მაგას უგოლნიკები ქონდა მისვარკებული, თითო მტკაველაის მოცილებით და ამ მაღალმა რომ ზეთ გევდაა, მუშაობის დროს ეტყობა აღარ დეიხედა დაბლა და ფეხი ისე ჩუუვარდა შით, რომ მთელი ბაზარი ვეწიწებოდით ზეთ და ძლივს გამოვაშპეთ კაჭკიდან მაგის ფეხი...იგი დღეი მაინც იმუშავა, თან ვოვიე სულ ხმამაღლა უყვიროდა - პაწაი მუუჩქარე მუშაობას ჭოვო. მე ვიფიქრე, არ ტკენია წახან ფეხი-მეთქი, მარა მერე მისაფსმელად რომ შევეი ოფში ტვალეტში, იქზე დევნახე რომე მაგარი მაგრათ ტიროდა... სხვაი რა ვიცი, რაი მოგიყვეთ. ხო, ბოლო დღეს ხარაგაულელი მარტო მევდა და პაწე ხანში წევდა ისევლე. მერე ვინცხა ძაღლებიც მევდენ და რაცხაებს მეკითხებოდენ მაგენზე, მარა მე ვუთხარ, თქვენ წაით ბანდიტები დეიჭირეთ, მაგისთანა მოყვას ბაღნებთან რაი გინდებიენ ჭოვ-მეთქი. ძაღლები რომ წევდენ, პაწა ხანში გამოჩნდნენ მაღალი და დაბალი. მაგრათ გუუკვირდენ, სა წევდა იი ხარაგაულელიო და რაცხა უზდელათ დუუწყეს ხსენება. ბოლოს მაგენიც წევდენ და იმის მერე აფერი გამიგია არცერთზე. ხო, მერე ვინცხა მაგარი გოგოც იყო მოსული და ბიჭების ამბავი იკითხა, მარა შევატყე მარტო მაღალის ანბავი ეინტერესებოდა და რომ ვუთხარ რას ჩამაცივდი, ცავ, მე დამბული კიარ მყავდა, რა ვიცი ჰად წევდა-მეთქი, მაგრათ ეტკინა გული და შეტრიალდა და წევდა. დედუუ, რა მაგრობა ტრაკი ქონდა უკნიდან რო შევხედეე... ჯიმიი, ჰაარ მოკიდო გიტარას ხელი, დატოოკილია ჭოოოოვ!!!
ხაზეიკის ნაამბობი
მე ხულოიდან ვარ წამოსული. ბაბაი რო მოკტაა, მოვკიდე ჩემ ორ პატარა ძმას ხელი და წამევედი ბათუმში საცხოვრებლად. აქზე პაწას ვმუშაობ, პაწაი შემოსავალი ბინის გაქირავებით მაქ და რა ვიცი, ვცხოვრობ ნელათ. ჩემი ერთი ძმაი პოლიციაში მუშაობს, მეორე გემზეა - ახლა საცხა ბრაზილიაშია მაგის გემი მგონია - ალაჰმა დეიფაროს და ჩამეიყვანოს უკან მშვიდობით! ..................................................... მაგენი არ ჩანდნენ კაი ბაღნები. არა, თავიდანვე არ მომეწონა სამივე(განსაკუთრებით დაბალი), მარა ჩემმა ძმის შვილმა მეხვეწა ბევრი - კაი ბიჭები არიან და შუუშვი ბინაშიო და მაინც დევეთანხმე ბოლოს. ერთი კვირის მერე რაცხა ხმაური მომესმა მაგენის ოთახიდან. მივიპარე, კარებს ყური მივადე და დედუუ, მე იქზე ლაპარიკი გევგონეე - მაღალი იმფერ სიტყვებს ეუბნებოდა რომელცხას, რო გული გიდიმიტრიალდა. ვიფიქრე, ამაღამ დავრეკავ ჩემ ძმასთან პოლიციაში-მეთქი, მარა დეპოზიტი მქონდა გათაებული და გარეთ გასლისაც შემეშინდა. დილაი რომ გათენდაა, გევქეცი, ჩავრიცხე ანგარიში და ეგრევე დუურეკე ჩემ ძმას - ძმავ, ვინცხა ბაცნები არიენ ჩემ ბინაში და მგონია რაცხა დააშავეს წუხელის, შეიძლება კაციც მოკლეს იქზე-მეთქი... არა, მართლა გლახა ბაღნები იყვენ. ჩემ ბლაყვ ძმის შვილს რომ არ ეხვეწნა, მაგენს სახში შემუუშობდი მე?! ისე გეიპარენ, ბოლო დღის ქირაიც კი არ გუდუუხდიენ. ჩემ ძმის შვილს დოვურეკე და გავლანძღე - აი ვინები შემაშვებიე სახში-მეთქი. ახლა ბიძაშენს დავაჭირვიე მაგენი და კაი ბინას მიცემს სამივეს-მეთქი...
პოლიციის თანამშრომლის ნაამბობი
ჩემმა დამ რომ დამირეკა, მაშინვე მივხვდი, რომ აზვიადებდა, მაგრამ მაინც ოპერატიულად გამოვცხადდი შემთხვევის ადგილზე. მაღალ-დაბალი როგორც კი გამოვიდნენ, მაშინვე შევედი მათი ბინის მოსათვალიერებლად, ჩემი დის მოცემული გასაღების ასლით, თუმცა იქ საეჭვო ვერაფერი აღმოვაჩინე და მალევე წამოვედი. ვიფიქრე, არ გაიქცნენ ეს შობელძაღლები-მეთქი და გზაშივე ავიყვანე, სამარშრუტო ტაქსში ჩაჯდომისას. განყოფილებაში ორ საათს მყავდნენ, დაახლოებით. დაკითხვისას ძალიან დალაგებულ პასუხებს მცემდა მაღალი. ასე მითხრა, წუხელ ბოთლში ცოტა სპრაიტი იყო დარჩენილი და იმის დასაკუთრებისთვის ვჩხუბობდითო. თანამშრომლები გავუშვი ხოფას ბაზრობაზე, მესამეს მოსაყვანად. მინდოდა მისი ჩვენებაც მომესმინა შესადარებლად, მაგრამ ის ბიჭი წასული დახვდათ უკვე. იქ ყველას დადებითად დაუხასიათებია ეს სამეული და უკვე განთავისუფლებას ვაპირებდი, როცა ჩემი ძმის შვილი მოვიდა განყოფილებაში და ხვეწნა-მუდარა დამიწყო, გაუშვი ეგ ბიჭებიო. რა პრობლემაა, ისედაც ვაპირებდი-მეთქი, მომადგა ენაზე, მაგრამ მერე პოლიციელთა ქცევის კოდექსის პირველი მუხლი მომაგონდა(უკეთუ არა გაიღოს ქრთამი, არა დაინდო, არცა უცხო, არცა ნაცნობი, არცა ნათესავი, და თუ იდეალური პოლიციელი ხარ, არცა ოჯახის წევრი შენი) და ძმის შვილს ცბიერად გავუღიმე - როცა დედაშენი სამსახურში იქნება, მამაშენის იაგუარს მათხოვებ-ხოლმე-მეთქი? - ჩემი ძმა გემზე მუშაობს და მაინც უქმადაა მისი მანქანა გარაჟში გაჩერებული... ისე ეგ მაღალი ცოტა ენაგრძელი კი იყო - გავიგონე, გასვლისას დაბალს როგორ გადაულაპარაკა - ეს პოლიციელები ცოტა უცნაური ხალხი არისო - ვითომ ძალიან კი წყინთ, ყველა ,,ძაღლს” რომ ეძახითო და ამის ფონზეო, ადგნენ და AUA მიაწერეს თავიანთი მანქანის სანომრე ნიშნებსო... ჩემი ძმის შვილი იაგუარის თხოვებას არ დამპირებოდა, მაგ მაღალს ვაჩვენებდი, როგორ უნდა პოლიციელზე კაიფი, ბლიად!
ნაწილი 6 ბათუმელი გოგოს ნაამბობი
მოგესალმებით, მე ,,ბათუმელი გოგო” ვარ. ბიჭებს რომ ბინა აჩვენა, აი ის. მამაჩემი გემის კაპიტანია და წელიწადში ერთხელ თუ ვნახავ, დიდი ბედნიერებაა. საოცრადაა შეყვარებული დიდ ნიაზ დიასამიძეზე და აპირებდა ჩემთვისაც ნიაზი დაერქმია, სანამ ჯერ კიდევ მუცელში ვიჯექი. არ უშვებდა თურმე იმის ალბათობას, რომ შესაძლოა გოგოდ მოვვლენოდი ქვეყნიერებას და ჩემს დაბადებამდეც კი, წინასწარ სვამდა ,,თავისი პატარა ნიაზის” სადღეგრძელოს. როცა ყურებჩამოყრილმა მახარობელმა მიუსამძიმრა - გოგო შეგეძინა ბატონოო - მამამ თურმე გადახედა თავის გამხიარულებულ ძმაკაცებს და მოულოდნელად თვითონაც გაეღიმა - რადგან ნიაზი არ გაჩნდა, მაშინ ნიას დავარქმევ ჩემს გოგონასო... დედას ბავშვობიდანვე კერვა ასდიოდა თურმე ხელზე და ახლაც სამკერვალო ატელიეში მუშაობს. ქუჩაში ყოველთვის ვიპყრობ ყურადღებას, რადგან ჩემი პარამეტრები მთლად იდეალური არა, მაგრამ 89/60/87-ია და ხშირადაც ვხდები სრულიად უცხო მამაკაცთა ქათინაურების ,,მსხვერპლი”. ხშირად ვმდგარვარ სარკესთან და დიდხანს მითვალიერებია ჩემი შიშველი სხეული. 2.5 ზომა, მოყავისფერო კერტებით შემკულ მკერდს დიდხანს ვეფერები, ტუჩებს ვბუსხავ და ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორი იქნება გარეგნულად ის პრინცი(მაღალი, დაკუნთული, ძლიერების განსახიერება... მოვა, მომატყვევნებს, დამიფარავს?..), რომელსაც ამდენი წელია ამაოდ ველოდები. მასტურბაციას ბავშვობიდანვე მივეჩვიე და თითქმის არასდროს დამიძინია, ორგაზმის გარეშე, მაგრამ ჯერ არცერთი მამაკაცი შემხებია - მე მართლა ერთგული ვარ ,,ჩემი პრინცის.” როცა ვმასტურბირებ, მხოლოდ მისი სახე და ალერსი მაქვს იმ დროს წარმოდგენილი... როცა სამი ირაკლი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ თბილისელები იყვნენ, რადგან ძალიან ,,მშიერი” გამომეტყველება ჰქონდათ(როგორც თბილისელთა დიდ უმრავლესობას), იყვნენ საოცრად დაბნეულები და უმწეოები(როგორც თბილისელთა დიდი უმრავლესობა) და საუბრისას თავი ისე ეჭირათ, თითქოს საურთიერთოდ ეზარებოდი(როგორც ყველა ჭეშმარიტ თბილისელს)... ერთმანეთისგან კონტრასტულად განსხვავდებოდნენ(დაბალი, მაღალი და პუტკუნა) და ამან ისე გამამხიარულა, რომ გადავწყვიტე თვითონ გამოვლაპარაკებოდი ამ უცნაურ, სასაცილო ტრიოს. - ბიჭებო, ბინას ეძებთ-მეთქი? - დიახ, სწორედაც რომ-ო. - მე გაჩვენებთ კარგ ბინას, იაფად, თუ წამომყვებით-მეთქი - გამახსენდა, მამიდაჩემი აქირავებდა ბინას. - რას ქვია არ წამოგყვებით?-ო. გზად მაღალმა საუბარი გამიბა. აღარ მახსოვს რაზე ვილაპარაკეთ მანამდე, მაგრამ მოულოდნელად უცნაური კითხვა დამისვა: - მართალია, რომ ბათუმელ გოგონებს თბილისელ ბიჭებზე გეკეტებათო? - აუჰ, ამან არშიყობა დამიწყო უკვე-მეთქი, გავიფიქრე და ცოტა ბრაზიანად ვუპასუხე: - მართალია, მართალი, მაგრამ ბათუმელ ბიჭებსაც ეკეტებათ სიბრაზისგან, როცა თბილისელი ბიჭი აქაურ გოგოს ეჩალიჩება-მეთქი - ჩემის აზრით შევაშინე, მაგრამ უარესი რამ მითხრა: - ჩვენში იციან თქმა, რომ თბილისიდან ბიჭმა კაბა-კოსტუმი რომ გააგზავნოს ბათუმში, იმის რაზმერი გოგო ჩამოუვა იქედან-ო... - რას ლაპარაკობ-მეთქი. - სიმართლეს-ო. საშინლად გავბრაზდი და ვინანე, საერთოდ რომ გამოველაპარაკე ამ ხალხს, მაგრამ რადგან სიტყვა მქონდა მიცემული, მაინც მივიყვანე მამიდასთან და რეკომენდაციაც გავუწიე, რომ შეეშვა ბინაში. წამოსვლისას, მაღალმა მოულოდნელად, მეტისმეტად დარწმუნებულად მითხრა - შვიდ საათზე ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან გელოდები-ო. რა სისულელეა-მეთქი, გავიფიქრე - ზუსტად ვიცოდი, რომ ასე ექსპრომტად, ერთი საათის წინ გაცნობილ ბიჭთან არასოდეს წავიდოდი შეხვედრაზე. მაინც წავედი. მანამდის დიდხანს ვიდექი სარკესთან და სხეულის ყველა დეტალი შევისწავლე. საცვალიც კი რამოდენიმეჯერ გამოვიცვალე და ჩემის აზრით ყველაზე სექსუალური შევარჩიე. რა სულელი ვარ - ჯერ საერთოდ არ ვაპირებდი შეხვედრაზე წასვლას და ახლა საცვლების რჩევა ისე დავიწყე, თითქოს დღესვე ლოგინში ჩაგორებას ვაპირებ იმ ბიჭთან-მეთქი. ჩავუგორდი ლოგინშიც. ოღონდ ეგ მოგვიანებით იყო. მანამდე კი, ბევრი რჩევის მერე, ძლივს ამოვირჩიე კაბა, რომელიც ხაზს უსვამდა ჩემი ფეხების სიგრძეს და ზედა, რომელიც ზომიერად, მაგრამ გამომწვევად აჩენდა მკერდის სისავსეს. ჩემი ჩაცმულობა არ იყო ვულგარულად გამომწვევი, მაგრამ ვიცოდი, ამ ფორმაში ნებისმიერ მამაკაცს დავიმონებდი. მეც სწორედ ეგ მინდოდა, რადგან შურისძიებას ვაპირებდი ბათუმელი გოგოების ,,იმნაირ” კონტექსტში ხსენებისთვის. როცა დავინახე, მივხვდი, რომ დიდი ხნის მოსული იყო დათქმულ ადგილზე. აჰა, ხომ იწვნიე, თავხედო - გავიფიქრე - ბევრი ხომ არ გალოდინე-მეთქი - ვკითხე ყასიდად. - ჰოო, შენი პუნქტუალობის მაჩვენებელი ნოლიაო და მეორედ აღარ დაგელოდები არცერთი წუთით ზედმეტსო - ისე მითხრა, თითქოს დაბეჯითებით იცოდა, მთელი ცხოვრება მასთან პაემნებში უნდა გამეტარებინა. - მეორე შეხვედრა აღარ იქნება-მეთქი. - თუ ჩემთან შეხვედრა ასეთი უსიამოვნოა, შეგიძლია ეხლაც დაბრუნდე უკან-ო. - შეურაცხყოფის მწარე აბი უხმოდ გადავყლაპე. მერე დიდხანს ვიჯექით ზღვასთან და ვისროდით ქვებს. ჩემდა დიდად გასაოცრად, მე ვჯობნიდი შორს სროლაში. დავცინე ამაზე, მაგრამ მთელი სხეული მტკივაო, მითხრა, თუმცა ვერ გავიგე რატომ სტკიოდა მთელი სხეული. - რატომ დაამცირე წეღან, ბათუმელი გოგოები-მეთქი. - არ დამიმცირებია(რა სისულელეა) მეც ბათუმელი ბიჭი ვარ-ო. - ბათუმელი თუ ხარ, თბილისელი როგორღა ხარ-მეთქი. - თბილისელიც ვარ, კიდევ ქართლელიც და გურულიც-ო. - ეგ როგორ-მეთქი? - ჩემი ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს-ო. ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რომ პოეზიაზე უზომოდ იყო შეყვარებული, როგორც მე. გავარკვიეთ, მე ყველაზე მეტად ანა მიყვარდა, მას - ტერენტი, მაშინ, როცა მე ყველაზე მეტად სწორედ ტერენტი არ მიყვარდა და მას - ანა. ,,,რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი, მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე” - თავისთვის ჩაიჩურჩულა და ქვის, კიდევ ერთი, მტკივნეული სროლა განახორციელა ზღვისკენ. საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ნიშნიანიძე, გორგილაძე და მუხრანი ორივეს გვიყვარდა. არა, ის არ იყო ჩემს წარმოდგენაში შექმნილი ოცნების მამაკაცი(სუსტი ბიჭი იყო, სევდიანი სახით...), მაგრამ შემდეგ მივხვდი, როგორი გარეგნობა ექნებოდა ,,ჩემს პრინცს”, წესიერად ოცნება რომ შემძლებოდა ადრე. ეს პაემანი იმითაც იყი უჩვეულო, რომ მე სარესტორნედ ვიყავი გამოწყობილი, ეს ბიჭი კი საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას ჩემს ჩაცმულობას და ზღვის ნაპირას მყინავდა, ამ გაგანია თებერვალში. შემცივდა, წავიდეთ-მეთქი - შევჩივლე. კარგი, ჩემთან წავიდეთო - მითხრა. მივხვდი, რომ ფული არ ჰქონდა და თავისი (მამიდაჩემის) სახლის გარდა, არსად შეეძლო ჩემი წაყვანა... - რას ლაპარაკობ, იქ ხომ კიდევ ორი ბიჭია შენს გარდა და უხერხულია-მეთქი. - ისინი არ დაგვხვდებიან სახლში - გაიღიმა და მე ვიგრძენი, როგორ ეტკინა ღიმილი. თავი დავარწმუნე, რომ მხოლოდ ბინის კარებამდე მოივაცილებდი და მერე მამიდაჩემთან შევივლიდი სტუმრად, მაგრამ ადგილზე მისვლისას სულ სხვაგვარად მოვიქეცი და მე (როგორც უკანასკნელი კახპა), პირველივე შეხვედრისას, სრულიად უცხო ბიჭს ბინაში შევყევი. სახლში მართლა არავინ დაგვხვდა. რა უყავი იმ ბიჭებს, ჩემ გამო გაყარე სახლიდან-მეთქი? არაუშავს, მოუხდებათ ცოტა ბათუმის სიცივეო. მე უფრო დამცირებულად ვიგრძენი თავი და ვერ გავიგე, რა ძალა ჰქონდა ამ ბიჭს ისეთი, რომ ასე ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ვასრულებდი მის ნება-სურვილს. მამაკაცი მართლა არასდროს შემხებია მანამდე და პირველივე კოცნისას ისე გამაჟრჟოლა, სულ მცირედი დამაკლდა გულის წასვლამდე. ძალიან მოუხეშავად კი მკოცნიდა და როგორც ვატყობდი, ეს მოქმედებაც დიდ ტკივილს ჰგვრიდა. მისი სახე ხელებში მოვიმწყვდიე და ვაპირებდი მეჩვენებინა ჩემი ვნების მძვინვარება, მაგრამ ისეთი შეჰყვირა, წუთით ყოველგვარმა ვნებამ უკან დაიხია და მზრუნველობამ დაიკავა მისი ადგილი. რა გჭირს-მეთქი. ლოყა შიგნიდან მაქვს გახეთქილი და ძალიან მაწუხებს-ო - მთლად მობოდიშებად ექცა თვალები. ჩემი საბრალო ბიწი-მეთქი - მოვუჩლიქე ენა და მთელი სახე ნაზად დავუკოცნე. როცა წელს ზემოთ გავშიშვლდით, მაშინ მართლა შევძრწუნდი, რადგან ტანზე ერთი ადგილიც ვერ ვუპოვე ისეთი, ლურჯი რომ არ ყოფილიყო. ვინ გცემა ასე დაუნდობლად, შე საბრალო-მეთქი. შენთან რომ მოვდიოდი, ბათუმელ ბიჭებს გადავეყარე და არ მაპატიეს ადგილობრივ გოგოსთან ფლირტი-ო. - გაგვეცინა, ოღონდ მე არ მტკენია გაცინება, მისგან განსხვავებით. ჩვენს წინ მდგარ უზარმაზარ სარკეში დავინახე, აზღუდის გახდისას როგორ ჩაეღვარა პეშვში ჩემი მკერდის სისავსე. სურვილი ამიდუღდა. მთელი ძალით დავეჯაჯგურე და ძლივს შემოვიხადე კაბა. კისერზე ხელები შემოვხვვიე, მის სხეულს მივაჭყლიტე ძუძუები და ხანგძლივი კოცნით შევუგუბე სული. მერე საწოლზე მივესვენე. ჩემ გვერდით, იატაკზე დაიჩოქა და მკერდზე დამეწაფა. დიდხანს მეფერებოდა კერტებზე ენით. იმდენად დიდხანს, სანამ ორგაზმის დამანგრეველმა კონვულსიებმა არ წაშალა ჩემი ცნობიერება. მოხრილი ფეხებით, გულაღმა ვიწექი და ვიგრძენი, სისველემ როგორ გაჟღინთა ჯერ ტრუსი, მერე ფეხებს შორის გაიკვალა გზა, უკან, ხერხემალს გამოუყვა და მერამდენიღაცა მალიდან საწოლზე დაიწყო წვეთა. იკამ ბოლოს შეწყვიტა ჩემს ძუძუებთან ალერსი, დაბლა ჩაუყვა კოცნით, ზედ ჭიპთან დამადო თავი და გაირინდა. ბედნიერება წრიულ ტალღებად დაიძრა, მთელი სხეულის ათვისების შემდგომ ფეხის ფრჩხილებიდან გამოხეთქა და მთელს სამყაროს მოეფინა... მერე წამოდგა იკა. შარვლის გამობერილ უბეზე შევავლე თვალი და გამიკვირდა, ამდენ ხანს რატომ აგვიანებდა, გადამწყვეტ მოქმედებაზე გადასვლას - ჩემი პრელუდია ხომ დიდი ხნის დაბერებული იყო უკვე. ვიფიქრე - ალბათ არასოდეს ყოფილა ქალთან-მეთქი და გამიხარდა, რომ ორთავე ,,პირველი” ვიყავით ერთმანეთისთვის. როცა ოთახიდან გადიოდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ პრეზერვატივი უნდა მოეტანა. როცა დაბრუნდება, თუ კიდევ ასე უნიათოდ გაირჯება, მე თვითონ გადავალ შეტევაზე-მეთქი, გდავწყვიტე. გამახსენდა, უფულოდ რომ იყო იკა - საყურე მოვიხსენი და საწოლის გვერდით ,,დამივარდა.” ცოტა ხანში დაბალმა ირაკლიმ შემომიღო კარი. სირცხვილისგან ლამის გონი დავკარგე - კიდევ კარგი ის მაინც მოვიფიქრე, რომ სასწარფოდ გადავიფარე ზეწარი. ამან თუ ახლა რაიმე დამიპირა, კივილით დავანგრევ აქაურობას-მეთქი - გავიფიქრე, მაგრამ ,,იზვინი დაიკო,” თუ რაღაც მსგავსი წაილუღლუღა და მაშინვე გაბრუნდა უკან. სწრაფად ჩავიცვი და განრისხებული დაველოდე მაღალს დაბრუნებას. არ ვიცი, რას ვიზამდი მისი შემოსვლისას, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს - ის მაინც აღარ შემოსულა ოთახში. საშინლად დამცირებული წამოვედი იქედან. ცრემლები მახრჩობდა. სამი დღე არ გამოვსულვარ ჩემი ოთახიდან. ვერაფრით ამეხსნა, რატომ მომექცა ასე, ეს მგრძნობიარე ბიჭი. ყველაზე მეტად კი ის მაწუხებდა, რომ უკვე გაცნობიერებული მქონდა - მე ის მიყვარდა და ეს არ იყო ის გატაცება, რაც ხშირად მქონია მის გაცნობამდე. ის მართლა იყო ჩემი ოცნების მამაკაცი. მხოლოდ მეექვსე დღეს მივხვდი, რომ მაშინ მას ქალი კიარა, დედა სჭირდებოდა... და მე შემძრა ამ აღმოჩენამ. დედაჩემს მთელი საღამო ვუსვამდი სხვადასხვა ეშმაკურ კითხვას და გავარკვიე, არამც თუ წინააღმდეგი, არამედ უზომოდ გახარებული დარჩებოდა, თუ მისი მხოლოდშობილი ქალიშვილი გათხოვების მერეც ამ სახლში იცხოვრებდა, მეუღლესთან ერთად. გადავწყვიტე, მეორე დღესვე მომენახულებინა იკა და გულახდილად დავლაპარაკებოდი ბევრ რამეზე, მაგრამ დილით მამიდაჩემმა დამირეკა და სამივე დავაჭერინე ბიძაშენსო - მითხრა. სასწრაფოდ გავიქეცი ბიძასთან, პოლიციაში. გამოუშვი ეგ ბიჭები და მთელი ცხოვრება შენი მოვალე ვიქნები-მეთქი. მამაშენის იაგუარს თუ მათხოვებ-ხოლმე-ო? - გამეხუმრა. რა პრობლემაა, ოღონდ ეგენი გამოუშვი ჩქარა, ჩქარა, ჩქარა-მეთქი. როცა გამოდიოდნენ, დავიმალე. ვუყურებდი მათ მხიარულ, ცოტა გაკვირვებულ სახეებს, სანამ არ მიეფარნენ თვალს და მე არ ვიცოდი მაშინ, რომ უკანასკნელად ვხედავდი იკას... იმ ღამეს ბინაში აღარ დაბრუნებულან. მეორე დილით მამიდამ დამირეკა და კიდევ ერთხელ გამომლანძღა იმის გამო, რომ ბიჭებს ბოლო დღის ქირა არ გადაეხადათ თურმე. მისგანვე შევიტყვე, რომ ხოფას ბაზრობაზე მუშაობდნენ და იქ მივაკითხე, მაგრამ იკა უკვე წასული დამხვდა...……
ნაწილი 7 მამინაცვლის ნაამბობი მაგაზე დედამოტყნული ბავშვი მთელ საქართველოში არ დადის. როგორც ჩემი ყლისგან გუდასტვირი არ დადგება, ისე არ გამოვა მაგისგან კაცი. თუ სადმე ნახოთ, ახლოს არ გაიკაროთ, სახლში არ შემოუშვათ... რაო? რას აშავებს ეგეთსო? - იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... იმას... ჰო, და კიდევ ხანდახან კამეჩის დაბმაც კი ავიწყდებოდა, ისე გარბოდა ფეხბურთის სათამაშოდ... და კიდევ (ბოლოს დავწვი), რომ გათენებამდე თურმე წიგნებს კითხულობდა ეგ თესლი ეგა...
მამის ნაამბობი
რამდენჯერ უნდა გითხრათ რომ ეგ ჩემი შვილი არ არის. სულ არ მაღელვებს, სად დადის და რას აკეთებს. ნოუ კომენტ!
ნაწილი8 (ბოლო მოქმედება) (პარტერი სულგანაბული ელოდება მოქმედების განვითარებას. სცენა ბოლომდე ჩამნელებულია. მხოლოდ ჩრდილები ჩანან და მათი ხმები ისმის. სცენა პირობითად წარმოადგენს მაღალის სულს)
დაბალის ხმა: აუ რა სიბნელეა ტო, დაგვენძრა!
მაღალის ხმა: ჰო, მაგრად ბნელა, სკილეტ, დიდი ხანია უკვე.
დაბალის ხმა: ბიჭო, რამე არა გაქვს სინათლის პონტში? - დააძრე რა!
მაღალის ხმა: ჩვენ ჩვენი სანთლები დიდი ხნის წინ დავკარგეთ, სკილეტ!
დაბალის ხმა: რა სანთელი დავკარგე, სად მქონდა, ვაფშე, შეჩემა?!
მაღალის ხმა: მე ჩემი სანთელი სოფელში დამრჩა, ბებიასთან, როცა იქედან ბათუმში წამიყვანა დედამ. ( თავისთვის აგრძელებს ბუტბუტით) როცა ჯერ კიდევ ბებიაჩემს ვეწექი გვერდით, თითზე ვიხვევდი ყოველ ღამე ძვირფას კულულებს, თამაშ-თამაშით თეთრი თმიდან ზღაპრად ვიწერდი მაცხოვრის ხატთან დაჩოქილი და მოჩურჩულე, ძაძით მოსილი, თავდახრილი მოხუცის ლოცვას: ,,მოწყალე ღმერთო, მეუფეო, დიდება შენდა! დაიფარე და გაამრავლე ჩემი ბადიში! შენი ერთგული იობივით, დაე, აშენდეს, როგორც მეთევზეს, - არ მოაკლო თევზი ბადეში, ხოლო როგორც თევზს, - ნუ ჩაუგდებ ხელში მეთევზეს. დაბალის ხმა: აუ, შენ სულ ეგეთ დროს ნუ იცი ხოლმე გამოყლევება რა. ზაჟიკალკა მაინც გეგდება ჯიბეში, გაჩითე რამე, თორემ მოვიმტვრიე კისერი ამ დედამოტყნულ სიბნელეში.
მაღალის ხმა: ჩვენ მაშინ დაგვემსხვრა ბავშვობა, როცა სანთლის ოქროსფერი, თბილი ნათების ნაცვლად სანთებელას მოცისფრო, გამჭვირვალე ალით გადავწყვიტეთ ცხოვრების გზების განათება (თავისთვის აგრძელებს ბუტბუტით)
წამოიზარდა ვაშლის ნერგი ჩემი დარგული, მისი ჩრდილის ქვეშ ჩამოჯდომა ისე მახარებს, როგორც მის ნაყოფს მომასწარი, ისე მარგუნე სიბერის ჯილდოდ - გამხდარიყოს ხე ფესვმაგარი, სუფთა სინდისით გაელიოს წუთისოფელი.”
დაბალის ხმა: აუ, ამან სულ ჩაბერა. მიშველეთ ვინმემ, არავინ ხართ აქ? გამიყვანეთ ამ ოხერი ადგილიდან!
ლიმონას ხმა: რომელი ხარ მანდ?!
დაბალის ხმა: მე, ვარ, სკილეტა! ლიმონ შეენ, ბრატ?
ლიმონას ხმა: მე ვარ, ჰო, ქილერასთან საბაზროდ მოვედი.
მაღალის ხმა: გელოდი, ლიმონ, ამიტომაც ვტრიალებ ამდენ ხანს ამ წყვდიადში.
ლიმონას ხმა: ქილერ, მე გავიზარდე და აღარ მეშინია შენი!
მაღალის ხმა: სამაგიეროდ მეც გავიზარდე ლიმონ, და მე მეშინია შენი!
ლიმონას ხმა: აბაროტის ასაღებად მოვედი, ქილერ!
მაღალის ხმა: შენ მე ერთხელ უკვე ამიღე აბაროტი, როცა მეკაჭკეს დაუბარე ჩვენთან - უტრუსიკოდ გამიშვითო...
ლიმონას ხმა: ეგ მე ვიხუმრე!
მაღალის ხმა: მაგან მე მომკლა!
დაბალის ხმა: ეე, აქ მგონი კიდევ არიან ვიღაცაები. მოიცათ! ვინები ხართ, ჩუმად რომ გვისატკავებთ, ჰა?
ნიას ხმა: ნუ გეშინიათ, ბიჭებო, მარტო ვარ. ვერაფერს ვხედავ ამ სიბნელეში და იმიტომ მოვდივარ ასე ფრთხილად
მაღალის ხმა: ნია, შენ მართლა არ გელოდი, რას აკეთებ აქ?
ნიას ხმა: შენთან მოვედი, იმის საკითხავად - რატომ უარმყავი მე?
მაღალის ხმა: არც არასდროს მიღიარებიხარ, ნია, მერე რომ უარმეყავი!
ლიმონას ხმა: მოიცათ რა, (უსტვენს), თქვენს ფლირტაობას ვუსმინო ახლა? შენთან საბაზროდ მოვედი ქილერ და წესიერი პასუხი გამეცი შეკითხვებზე. მაღალის ხმა: ქუესთიონ ნუმბერ უან.
ლიმონას ხმა: რაა?
ქილერას ხმა: ჰე ბიჭო, გისმენ, რა გაინტერესებს? ჩემი აიქიუს დონე რომ შეწვდეს, ისეთი რამ მკითხე, ოღონდ!
ლიმონას ხმა: აიქიუ და ქვისთინი არ ვიცი მე, _ შენ ის მითხარი იმ დღეს რას მერჩოდი?!
მაღალის ხმა: რომელ დღეს, ჩემო შურისმაძიებელო?
ლიმონას ხმა: რომელ დღეს და ეეე, იმ დღეს, ბათუმში, ჩვენს ნაქირავებ ბინაში...
მაღალის ხმა: კონკრეტულად შენ არაფერს გერჩოდი, ლიმონ! იმ დღეს საკუთარ თავს ვებრძოდი, უბრალოდ შენი სხეული გამოვიყენე სამაგისოდ...
დაბალის ხმა: მისმინე ბრატ, ამდენი ხანია გისმენთ და არ ჩავჭრილვარ თქვენს საუბარში. ეხლა შენი ქეთო-კოტე ბაზარი მაგარი ყლეზე მკიდია, ქილერ - კაცი კონკრეტულ შეკითხვას რომ გისვამს, კონკრეტული პასუხი გაეცი, გაიგე?!
მაღალის ხმა: სირი ხარ, შენ, სკილეტ! ამდენი ხანია ჩემთან ურთიერთობ და მოსმენის კულტურაც ვერ გადაიღე...
დაბალის ხმა: (ღრიალით) ვინ არის სირი, მოდი აქ შენი... (ისმის გინების, ფეხების ბრაგაბრუგის, ნიას შეკივლების ხმა. ბოლოს აშველებენ როგორღაც)
მაღალის ხმა: (ბუტბუტით) დაამთავრებდა მოწიწებით ლოცვას ბებია, შეასრულებდა ძილისპირულ ბოლო რიტუალს,- შემიცურებდა თმებში თითებს ნაოჭებიანს, შუბლზე მკოცნიდა, მისწორებდა ხელით სასთუმალს, დაიძინეო, მეტყოდა და სანთელს აქრობდა.
ლიმონას ხმა: ქილერ, მე პასუხს ველოდები და უნდა წავიდე. ნუ გეშინია, მითხარი, მაინც გადავიფიქრე უკვე შენი დასჯა!
მაღალის ხმა: მთელი ეს დრო, ყველა დაძინების წინ მსჯიდი შენ ლიმონ!
სკილეტას ხმა: ეგ არ არის პასუხი ქილერ!
მაღალის ხმა: შენ ვაფშე მართლა ჩუ, რა, ბიჭო!
დაბალის ხმა: (ღრიალით) ვის აჩუმებ შენ, ბიჭო, მოდი აქ, შენი... (ამჯერად უფრო მარდად აშველებენ მოჩხუბრებს)
მაღალის ხმა: (ბუტბუტით) წლები გავიდა. ბებიამაც სული დალია და ვაშლის ჩრდილში მიწის ბორცვთან თავი დავხარე. მისი დაკრძალვის მეორე დღეს დილაადრიან მხრებში გაშლილი ჩვენი ვაშლი დამხვდა გამხმარი, როგორც ნაგაზი მიყინული მწყემსის საფლავზე.
ნიას ხმა: რა სევდიანი და ლამაზი ლექსია, იკა, შენ დაწერე სიხარულო?
მაღალის ხმა: არა, არმენ არუთინოვის ლექსია, ძვირფ!
ნიას ხმა: ეგ ვინ არის? პირველად მესმის!
მაღალის ხმა: ჩვენი მხიარული ავტორის მეგობარია ერთი...
დაბალის ხმა: პოეზია კარგია, ამაღლებულია, სამეფო ხილია... ოღონდ ეგ მხოლოდ სუფრაზე, ხოლო აქ, ჩვენს ირგვლივ, არსებობენ შეკითხვები, რომელნიც ჯერ კიდევ საწყალობლად ელიან უპასუხისმგებლოდ მიმალულ თავიანთ ,,რაზმერ” პასუხებს...
მაღალის ხმა: უკან მიმაქვს შენს შესახებ წეღან ნათქვამი სიტყვები, სკილეტ!
სკილეტას ხმა: რა სიტყვები?
მაღალის ხმა: მთლად ისე ცუდადაც არ ყოფილა საქმე, მე რომ მეგონა - დაგტყობია ცოტათი ჩემთან ურთიერთობის კვალი...
დაბალის ხმა: რაც გიცნობ, აეგრე სირულად ბაზრობ სულ და აზრზე არ ვარ რა მინდა, რატომ დავდივარ შენთან ერთად.
მაღალის ხმა: იქეთამც გქონია გზა, სკილეტ!
დაბალის ხმა: წავალ, აბა რა, პროსტო მეც მაგრად მაინტერესებს ლიმონას რას უპასუხებ და მერე ეგრევე დავახვევ აქედან!
მაღალის ხმა: ლიმონას ერთ ზღაპარს მოვუყვები ჩემი ბავშვობისას: იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. გურიის ერთერთ ულამაზეს სოფელში ცხოვრობდა ერთი პატარა ბიჭუნა. მას ბებია და ბაბუა ზრდიდა და ვერავინ დაარწმუნებდა იმაში, რომ ბაბუაზე მოხერხებული და ბებიაზე განათლებული ადამიანი, კიდევ არსებობდა სადმე.
დაბალის ხმა: მერე?
მაღალის გაბრაზებული ხმა: ეხლა მაცდი, თუ გაგისროლო კულისებში? (გაგულისებული ხმით აგრძელებს ბუტბუტს) სხვა ნერგი დავრგე, მივამაგრე ტოტზე სანთელი, მეც შევავედრე ჯერ ფესვები, მერე ნაყოფი უფალს და ლოცვა შესმენილი ფეხით გავთელე, - უძღებ შვილივით ვიწანწალე, ვიავადმყოფე, მაგრამ ღვთის კალთას აღარასდროს დავბრუნებივარ.
ლიმონას ხმა: გისმენ, განაგრძე, ქილერ!
მაღალის ხმა: ბაბუა ყველაზე მაგარი მეთევზე იყო, ყველაზე მაგარ შურდულებსაც აკეთებდა და კაკანათების აწყობაც ყველაზე მაგრად ეხერხებოდა. საღამოს კი, ძილის წინ, ცნობისმოყვარე ბიჭს მსოფლიოში ყველაზე განათლებული ბებია, ძალიან დიდხანს უკითხავდა ნოდარ დუმბაძის ,,ლექსებით სავსე ხურჯინს” და ქართული ხალხური ზღაპრების სრულ კრებულს... ზუსტად ,,დარტანიანის” ასაკში მოუსწრო საშინელმა ცნობამ, რომ ქალაქში მიყავდათ საცხოვრებლად, უცნობ დედიკოსთან. შეძრწუნდა ბიჭი - არ მინდა დედასთან, შენ ხარ ჩემი დედაო - ეუბნებოდა ბებიას, რომელიც თავსაფრის კუთხით იწმენდდა ცრემლებს მალულად და გამოგონილი სიცილით ეუბნებოდა - ნუ გეშინია ბებია, მე და აბდალაი ბაბუაშენი მაინც არ მოგაკლებთ ყურადღებასო. ქალაქმაც მალე შეაყვარა თავი. პირველივე დღეს, სახლში სიგარეტის ათეულობით ცარიელი კოლოფი იპოვა. რად გინდა დე, ეს? - შეეკითხა დედას. ეს შვილო შენ შეგიგროვე, მერე გელას ვეტყვი და რობოტს გაგიკეთებს, თან თვალები რომ ენთება ისეთსო. ბიჭმა არ იცოდა ვინ იყო გელა და ამიტომ ყველა მამაკაცის დანახვისას პირველ რიგში იმას კითხულობდა, ის გელა იყო თუ არა. საღამოს ერთი სავარაუდო გელა სახლშიც ესტუმრათ. ბიჭმა როგორც მერე გაარკვია, ეს მთლად ,,გელა” არა, მაგრამ გელაზე უკეთესი ვინმე გამოდგა, რადგან მეორე დღეს იმ კაცმა ნამდვილი სათამაშო, მოძრავი რობოტი აჩუქა, თან იარაღს რომ ისროდა და უცხო ენაზეც რაღაცას იმუქრებოდა, ისეთი... ასე დამეგობრდნენ. იმდენად დამეგობრდნენ, რომ ღამღამობითაც აღარ მიდიოდა ,,თავის სახლში” და ბიჭთან რჩებოდა მისი უფროსი მეგობარი. ორი წლის მერე თბილისში გადავიდნენ საცხოვრებლად. სწორედ აქ გაჩნდა პირველი ბზარი მათ ურთიერთობაში. თუ მთელს სასწავლო წელს უმაღლესი შეფასებებით დახურავდა, ბიჭისთვის კომპიუტერის ყიდვას იყო დაპირებული კაცი და როცა მართლაც შეასრულა, კომპიუტერი არა, მაგრამ პიანინო ხომ გიყიდეთო - ცოლის ხუშტურით ნაყიდი პიანინო კომპიუტერად მიასაღა ბიჭს. ძალიან ეტკინა გული, მაგრამ მაინც გაიმხნევა თავი და სამი თვე უაზროდ აჭერდა თითს სხვადასხვა კლავიშს, აქაოდა ეს პიანინო ჩემი ჰონორარია და ხომ უნდა გამოვიყენო რაღაცაშიო. ბოლოს მობეზრდა და ისევ ,,ჟიულ ვერნის” ჩაყვა წყალქვეშ. მეორე სასწავლო წელს, როცა ერთადერთ საგანში გამოყოლილი ოთხიანის გამო ისევ უსაჩუქროდ დარჩა, მართალია საყვედური ისევ არ დასცდენია ბიჭს, მაგრამ ეგ იყო და ეგ, იმის მერე ყველა სასკოლო საგანი ჭირივით ეჯავრებოდა, გარდა ლიტერატურისა. ამის შემდეგ ბევრჯერ გამოიცვალა საცხოვრებელი. ხან მამინაცვლის სოფელში ცხოვრობდა, ხან - ისევ თბილისში და რაც დრო გადიოდა, სულ უფრო უფუჭდებოდა ურთიერთობა საკუთარ ოჯახთან. განსაკუთრებით მას მერე, რაც პატარა დაიკო შეეძინა და მამინაცვალი ყოველ საღამოს ერთადერთ ,,ბაუნტს” მოიყოლებდა სამსახურიდან დაბრუნებისას და არასდროს მოსვლია აზრად, ორის ყიდვა. ბიჭი მაშინ მხოლოდ თორმეტი წლის იყო...
ნიას ხმა: რა სევდიანი ზღაპარია, იკა!
დაბალის ხმა: სევდიანი კიარა სირული ამბავია. ვერ დაუხვრიტა მუხლები, იმ სირმა, თავის მამინაცვალს?!
მაღალის ხმა: სირული ამბავია, კი, გეთანხმები სკილეტ, ოღონდ მე ადრე ძაან დერსკი მეგონა და ხშირად ვტიროდი-ხოლმე, როცა მომაგონდებოდა...
დაბალის ხმა: შენ რაღა გატირებდა, შეჩემა?! (სავარაუდოდ, დარბაზს მოუბრუნდება) მაგარი შიგა აქვს ამ ჩემისას, ე!
მაღალის ხმა: სკილეტ, იცი თქვენ რატომ ვერ იგებთ ჩემი ტირილის მიზეზს? - მე გეტყვი: არ ვიცი, თუ შეამჩნიეთ, მაგრამ აქ ყველა პერსონაჟს, ერთი რამ გვაერთიანებს - უმამობა... და ყველა ჩვენთაგანის პირადი ისტორიის თავისებურება ამ ფაქტიდან გამომდინარეობს, მაგრამ მამინაცვალი, თქვენს შორის, მხოლოდ მე მყავდა...
ნიას ხმა: მაგაში ვერ დაგეთანხმები, იკა, მე მყავს მამა, ცოცხალია და ახლა სადღაც, ბრაზილიასთან არის გაჩერებული მისი გემი.
მაღალის ხმა: შენს ცოცხალ მამას, სკილეტას გარდაცვლილი მამა სჯობს ბევრად, ნია. შენ მამა თან გყავს, თან რეალურად არ გყავს და თან მუდამ იმის შიშში ხარ, რომ ეს არარსებული მამიკო სამუდამოდ დაგეკარგება, მის გემს რომ რაიმე შეემთხვეს...
დაბალის ხმა: ეე, წავედი მე წავედი, ვერაფერი გავიგე ამ გამოყლევებულის ბაზარიდან. ნია, საიდან შემოხვედი, მასწავლე, რომ დროზე გავაჯვა ამ მოთხრობიდან და ამის შემდეგ პროზაში ფეხის შემომდგმელის დედას შევეცი, ჩემდათავად.
ნიას ხმა: აი იმ ბოლოს წინა გვერდს ხომ ხედავ, სკილეტ, იქედან გადააბიჯებ და თავისუფალი ხარ მოთხრობიდან!
დაბალის ხმა: წავედი მე ქილერ!
მაღალის ხმა: მიდი, დაახვიე!
დაბალის ხმა: პატრონიმც მოგსტყვნია, ძმაო! (გადის და გზადაგზა ბურტყუნებს) სანთელი დავკარგეო... ბებიამ ვაშლი დარგოო... უმამობა გვაკავშირებსო... ეხლა ყლე არ არის ეგა?! (ბოლოს მისი ხმა კულისებს მიღმა იკარგება)
ლიმონას ხმა: ქილერ, უკანასკნელად გეკითხები და ადამიანურად ამიხსენი, რას მერჩოდი იმ დაწყევლილ ღამეს?
მაღალის ხმა: გეტყვი, ლიმონ, აპა რას ვიზამ, ამდენი ხანია მაგის თქმის მეტს არაფერს ვაკეთებ, შე კაცო! ოღონდ ცოტაც გაძელი, კარგად მომისმინე და ვეცდები აგიხსნა ჩემი მაშინდელი ქცევის მოტივი: ერთხელ, როცა ქართლში, ჩემი მამინაცვლის სოფელში ვენახს, ხახვის პატარა პლანტაციას, ვაშლის ბაღს, ათ ღორს, ორმოცდაორ ინდაურს და ერთ კამეჩს ძირითადად მარტო მე ვუვლიდი, ერთ საშინლად ბნელ საღამოს, კიარადა შუაღამისას, დასაძინებლად სახლის მეორე სართულზე ავედი. ის-ის იყო, ლოგინში შევძვერი, რომ დაბლიდან მამინაცვლის ხმა მომესმა - ჩამოდი დაბლა, დროზეო. ვწევარ უკვე-მეთქი. ადექი, დროზე, აუცილებელი საქმე მაქვსო. მაგრად მეზარებოდა ადგომა, მაგრამ მაინც ჩავედი დაბლა. ოთახში შესვლისას მეტად უცნაური სურათი დამხვდა: დედაჩემი სიცილით მეუბნებოდა, წადი უკანო, მამინაცვალი კი - მოდი აქო. მისვლა ვამჯობინე. მამინაცვალი ტახტზე იყო მიწოლილი და ფეხები წინ მდგომ სკამზე შემოეწყო, რომელზეც ასევე სიგარეტი იდო საფერფლესთან ერთად. მომაწოდე სიგარეტიო - მითხრა. მივაწოდე და რატომ დამიძახე-მეთქი - ვკითხე. ეგ მინდოდა მხოლოდ, ახლა წადი და დაწექიო... ლიმონ, ხომ წარმოგიდგენია, როგორი სახე მექნებოდა ზუსტად იმ მომენტში?
ლიმონას ხმა: (მორიდებულად) ჰოო, ვხვდები!
მაღალის ხმა: არა, ლიმონ, ეგრე არ გამოვა! თვალები დახუჭე და კარგად წარმოიდგინე, როგორი გამომეტყველება მექნებოდა მაშინ!
ლიმონას ხმა: ეე, რაღა დავხუჭო, ისედაც ისეთი სიბნელეა, თვალთან თითს ვერ მიიტანს კაცი.
მაღალის ხმა: კარგად წარმოიდგინე ლიმონ?
ლიმონას ხმა: იდეალურად.
მაღალის ხმა: დავუშვათ, რომ ეგეთი გამომეტყველების ადამიანი, პირობითად, არის ფუნთუშა.
ლიმონას ხმა: ეგ რა არის, ე?!
მაღალის ხმა: ბულკი, შეჩემა!
ლიმონას ხმა: გასაგებია. უნდა წარმოვიდგინო, რომ მოტყნულსახიანი ადამიანი ბულკია. მერე?
მაღალის ხმა: ლიმონ, ბულკს რომ ჭამენ, ეს უფრო ბულკის ბრალია და არა იმის, ვინც ჭამს - ის რომ ასეთი ფუმფულა, სურნელოვანი არ იყოს და ქვისგან იყოს გამოთლილი, მაშინ არავინ დააკარებდა პირს. ჰოდა, იმ ღამეს, თავიდან რომ გაგიტრაკე - რა კლოუნობა აგიტყდა მაღაზიაში-მეთქი, ხომ გახსოვს?
ლიმონას ხმა: მაგას რა დამავიწყებს.
მაღალის ხმა: ჰოდა, როცა გაგიტრაკე, ისეთი შეშინებული, სახემოტყნული, ბულკური იერი დაგედო, რომ მე შენ, უბრალოდ, გჭამე... ლიმონას ხმა: რაა?!
მაღალის ხმა: თავიდან, კონსერვის კოლოფი რომ მოგაჭყლიტე, მინდოდა შენი სახიდან სასწრაფოდ წამეშალა ეგ მოტყნული იერი, ჩემ თავს რომ მაგონებდა, მაგრამ ბულკის პირველივე ლუკმა ქიშმიშიანი შემხვდა და ისეთი გემრიელი იყავი, სანამ არ გაგათავე, ვეღარ გავჩერდი ლიმონ!
ლიმონას ხმა: (პაუზის შემდგომ) წავედი მე ქილერ!
მაღალის ხმა: კარგად მეყოლე, ჩემნაირო!
ნიას ხმა: (ჩურჩულით) იკა, მე დავრჩები შენთან, სამუდამოდ, მე შენი ვარ, მიყვარხარ, ჩვენ ერთად შევძლებთ შენი იარების მოშუშებას...
მაღალის ხმა: პაშლა ტი... ჩემო დაიკო! დროზე, დაეწიე, სანამ შორს წასულა ლიმონა, თორემ მარტოს გაგიჭირდება ამ სიბნელეში გზის გაგნება!
ნიას ხმა: კარგად მეყოლე, ფსიქომაზოხისტო! (ისმის ქუსლების პაკაპუკი. დარბაზი ხვდება, რომ ნია გავიდა. კულისებს იქედან კი მოისმის მისი შეკივლება) ლიმონ, ხელებს ნუ მიფათურებ ძუძუებზე, ლომონ შე დამპალოოოოო!
მაღალის ხმა: (ბურტყუნით) მოხდა ის, რისიც ეშინოდა მოხუც ბებიას: გზადაგზა ვკრიფე ტკივილები ყველას სამყოფი, არც უფალი და არც ფესვები გამხსენებია და როგორც ღვთისგან შერისხული ხე უნაყოფო, ჩემი დარგული (არმოვლილი) ვაშლის ხეც გახმა.
მივიწყებული პერსონაჟის ხმა: (ღრიალით) ჰაა, მაინც ხო ჩამივარდი ხელში, ახვარო, მოენძრიე აქ, კისერი უნდა გამოგჭრა!
მაღალის ხმა: (ყვირილით) სკილეეეეტ, ლიმოოოონ, ნიაააა, დამელოდეთ, მეც მოვდივააააააარ! (ისმის ჩქარი ნაბიჯების ხმა)
მივიწყებული პერსონაჟის ხმა: მოიცა, სად გარბიხარ, სად გარბიხარ-მეთქი, დროზე, ჩემი ლარი და ოცდაათი მოჯვი, შე თესლო! (ფარდა)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
68. უფ დავასეულე )) აქაური კომენტარების წყალობით გავაკეთე თითქმის მეცნიერული აღმოჩენა
1) ან კითხვა არ იცით 2) ან კითხუკობთ ალაგ-ალაგ და მერე ზეპირად წერთ კომენტარებს. 3) ანდაც ყველაფერი ერთად. 4) ზედაპირული გააზრების პრობლემაა აქ
მოკლედ შოკში ვარ. ნაწარმოებისგან სასაიამოვნო შოკში ხოლო კომენტარებისგან...ჰმმ კომენტარებისგან უბრალოდ შოკში :D
______________
ნიასთან დაწოლის ამბავი ძალიან საინტერესო იყო, უკვე მეორე ნაწილში გავამახვილე ყურადღება და უზუსტობას დავაბრალე.
ფინალი არის შოკისმომგვრელი, გასაოცარი, ულამაზესი, იცით რა? როდესაც ავტორი ამდენად ნამდვილია ნაწერში ყველა პროზის დედა ვატირე მართლა, ხელოვნება ესაა სწორედ, თქვა, მოყვე, როდესაც მართლა გაქვს სათქმელი და მოსაყოლი, ბევრი კომენტატიროს გადაპრანჭულმა აბსურდმა გამაღიზიანა, ბევრი მათგანისთვის საკითხავი ლიტერატურა არ იყო ეს. განსაკუთრებით გეხებათ ეს, იმათ ვინც ამტკიცებთ რომ ეს ლიტერატურა არა არის, მოკლედ გამოგეპასუხებით ამაზე, დაიძინეთ და დაისვენეთ! ________
ნაწარმოები სევდისა და იუმორის იდეალური ბალანსისგან შედგება, ეს არის კაცობრიობის დაცინვა, სამყაროს აბსურდულობისა, უაზრობის, სიმახინჯის.... გასაოცარია, ასეთი ბალანსის მიღწევა ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელიც, ავტორი ამას კარგად ახერხებს, ჰო ზოგჯერ რთულია აღსაქმელად ჟარგონების კითხვა, ან სულაც დამღლელია, მაგრამ ამასაც თავისი ხიბლი აქვს, ზუსტად ის ხიბლი რაც რეალობას. მიწიერი ამბავია აქ )))) ამას ან გრძნობთ ან არა. გარდა ამისა ნაწარმოები სავსეა ჯანმრთელი პროტესტით, მოქმედი გმირები იდეალური სახეები არიან, სწორედ ისინი განასახიერებენ, რეალობას რომელშიც ჩვენ ცხოვრება გვიწევს და რომელშიც დამნაშავე სწორედ თქვენ ხართ, აქაური ავტორებიც, მკითხველებიც და საერთოდ ყველა. კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ეს ნაწარმოები, როცა გაგეღვიძებათ.
ბოლოს დიალოგი წყვდიადში ფენომენალურია, სწორედ ეგ ნაწილია უმნიშვნელოვანესი, მანდ ვაცნობიერებთ რამოდენა გზა განვლო მთავარმა გმირმა და რა დაკპსკვნები გააკეთა ცხოვრების შესახებ, თავისი მეგობრობის შესახებ, ვიგებთ იმას თუ როგორ ახარისხებს ფასეულობებს, როგორ იცავს, ან ამტყუნებს საკუთარ თავს.
"ფუბთუშას ალეგორია" ლიმონას სახე და თავისი ბავშვობის მაგალითი, ეს იყო უძლიერესი ელემენტი ნაწარმოებში. დიახ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ შეუძლიათ გატკინონ, რადგან თქვენში საკუთარ სისუსტესაც ხედავენ.
არის უჩვეულო ძმობის ისტორიაც, გარემოს პერსონაჟები ზუსტად ეზავებიან, შესაბამისად პერსონაჟების ამგვარი ფსიქოლოგიის არ მიკვირს ისე როგორც მათი ქმედებების, არამედ პირიქით, იმ მცირე ადამიანური გამოვლინებებითაც კი აღფრთოვანებული ვრჩები, იმიტომ რომ ეს ამ კონკრეტულ პირობებში მაქსიმუმია რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ ერთმანეთისთვის.
სკილეტაც, ლიმონაც და ქილერაც კარგი მაგალითები არიან იმისა თუ როგორ უნდა შეიცვალო ისე რომ დარჩე იმად რაც იყავი.
"მე მოვედი აბაროტი რომ აგიღოო" ლიმონა ეუბნება და ქილერა პასუხობს რომ ის ისედაც ყოველდღე კლავდ მას. აქ დიდი მსჯელობის საგანი ჩნდება, არის ეს საკმარისი ლიმონასათვის? თუ არა, მაშინ მეურეს მხრივ რა ვუყოთ რომ ქილერა აქამდეც იტანჯებოდა ? ანუ ამას აზრი არ ჰქონია? დილემა ძალიან სერიოზულია. ნაწარმოები ასე წმინდა ბიჭურ სტილში დაწერილი ერთ-ერთი საუკეთესოა )))
უფ დავასეულე )) აქაური კომენტარების წყალობით გავაკეთე თითქმის მეცნიერული აღმოჩენა
1) ან კითხვა არ იცით 2) ან კითხუკობთ ალაგ-ალაგ და მერე ზეპირად წერთ კომენტარებს. 3) ანდაც ყველაფერი ერთად. 4) ზედაპირული გააზრების პრობლემაა აქ
მოკლედ შოკში ვარ. ნაწარმოებისგან სასაიამოვნო შოკში ხოლო კომენტარებისგან...ჰმმ კომენტარებისგან უბრალოდ შოკში :D
______________
ნიასთან დაწოლის ამბავი ძალიან საინტერესო იყო, უკვე მეორე ნაწილში გავამახვილე ყურადღება და უზუსტობას დავაბრალე.
ფინალი არის შოკისმომგვრელი, გასაოცარი, ულამაზესი, იცით რა? როდესაც ავტორი ამდენად ნამდვილია ნაწერში ყველა პროზის დედა ვატირე მართლა, ხელოვნება ესაა სწორედ, თქვა, მოყვე, როდესაც მართლა გაქვს სათქმელი და მოსაყოლი, ბევრი კომენტატიროს გადაპრანჭულმა აბსურდმა გამაღიზიანა, ბევრი მათგანისთვის საკითხავი ლიტერატურა არ იყო ეს. განსაკუთრებით გეხებათ ეს, იმათ ვინც ამტკიცებთ რომ ეს ლიტერატურა არა არის, მოკლედ გამოგეპასუხებით ამაზე, დაიძინეთ და დაისვენეთ! ________
ნაწარმოები სევდისა და იუმორის იდეალური ბალანსისგან შედგება, ეს არის კაცობრიობის დაცინვა, სამყაროს აბსურდულობისა, უაზრობის, სიმახინჯის.... გასაოცარია, ასეთი ბალანსის მიღწევა ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელიც, ავტორი ამას კარგად ახერხებს, ჰო ზოგჯერ რთულია აღსაქმელად ჟარგონების კითხვა, ან სულაც დამღლელია, მაგრამ ამასაც თავისი ხიბლი აქვს, ზუსტად ის ხიბლი რაც რეალობას. მიწიერი ამბავია აქ )))) ამას ან გრძნობთ ან არა. გარდა ამისა ნაწარმოები სავსეა ჯანმრთელი პროტესტით, მოქმედი გმირები იდეალური სახეები არიან, სწორედ ისინი განასახიერებენ, რეალობას რომელშიც ჩვენ ცხოვრება გვიწევს და რომელშიც დამნაშავე სწორედ თქვენ ხართ, აქაური ავტორებიც, მკითხველებიც და საერთოდ ყველა. კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ეს ნაწარმოები, როცა გაგეღვიძებათ.
ბოლოს დიალოგი წყვდიადში ფენომენალურია, სწორედ ეგ ნაწილია უმნიშვნელოვანესი, მანდ ვაცნობიერებთ რამოდენა გზა განვლო მთავარმა გმირმა და რა დაკპსკვნები გააკეთა ცხოვრების შესახებ, თავისი მეგობრობის შესახებ, ვიგებთ იმას თუ როგორ ახარისხებს ფასეულობებს, როგორ იცავს, ან ამტყუნებს საკუთარ თავს.
"ფუბთუშას ალეგორია" ლიმონას სახე და თავისი ბავშვობის მაგალითი, ეს იყო უძლიერესი ელემენტი ნაწარმოებში. დიახ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ შეუძლიათ გატკინონ, რადგან თქვენში საკუთარ სისუსტესაც ხედავენ.
არის უჩვეულო ძმობის ისტორიაც, გარემოს პერსონაჟები ზუსტად ეზავებიან, შესაბამისად პერსონაჟების ამგვარი ფსიქოლოგიის არ მიკვირს ისე როგორც მათი ქმედებების, არამედ პირიქით, იმ მცირე ადამიანური გამოვლინებებითაც კი აღფრთოვანებული ვრჩები, იმიტომ რომ ეს ამ კონკრეტულ პირობებში მაქსიმუმია რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ ერთმანეთისთვის.
სკილეტაც, ლიმონაც და ქილერაც კარგი მაგალითები არიან იმისა თუ როგორ უნდა შეიცვალო ისე რომ დარჩე იმად რაც იყავი.
"მე მოვედი აბაროტი რომ აგიღოო" ლიმონა ეუბნება და ქილერა პასუხობს რომ ის ისედაც ყოველდღე კლავდ მას. აქ დიდი მსჯელობის საგანი ჩნდება, არის ეს საკმარისი ლიმონასათვის? თუ არა, მაშინ მეურეს მხრივ რა ვუყოთ რომ ქილერა აქამდეც იტანჯებოდა ? ანუ ამას აზრი არ ჰქონია? დილემა ძალიან სერიოზულია. ნაწარმოები ასე წმინდა ბიჭურ სტილში დაწერილი ერთ-ერთი საუკეთესოა )))
67. მხოლოდ რამოდენიმე აბზაცი წავიკითხე. მაპატიეთ, მაგრამ მე ამას ლიტერატურას ვერ დავარქმევ. სხვას რომ თავი გავანებოთ, ეს "ვაგონში 5 ან 14 მგზავრი იყო" ანდა "ბიჭი 14-ის ან 18 წლის იქნებოდა" რას უნდა ნიშნავდეს, რისი გამოხატვა სურდა ამით ავტორს, ამასაც ვერ ვხვდები... ანდა თუ მაინცდამაინც ასე და ამ ფორმით, უკიდურესი სიშიშვლით და პირდაპირ სურდა ავტორს სათქმელის თქმა, ზოგჯერ "იხმარეს" მაინც იხმაროს. რა არი ამდენი ტყნ და ნძრ... და ფინალის ბოლო სამი სიტყვა.. ომაიღმეერთ!! :))))) მხოლოდ რამოდენიმე აბზაცი წავიკითხე. მაპატიეთ, მაგრამ მე ამას ლიტერატურას ვერ დავარქმევ. სხვას რომ თავი გავანებოთ, ეს "ვაგონში 5 ან 14 მგზავრი იყო" ანდა "ბიჭი 14-ის ან 18 წლის იქნებოდა" რას უნდა ნიშნავდეს, რისი გამოხატვა სურდა ამით ავტორს, ამასაც ვერ ვხვდები... ანდა თუ მაინცდამაინც ასე და ამ ფორმით, უკიდურესი სიშიშვლით და პირდაპირ სურდა ავტორს სათქმელის თქმა, ზოგჯერ "იხმარეს" მაინც იხმაროს. რა არი ამდენი ტყნ და ნძრ... და ფინალის ბოლო სამი სიტყვა.. ომაიღმეერთ!! :)))))
66. ნასწავლი პროზის დედაც ჯეკ !!!! :) ნასწავლი პროზის დედაც ჯეკ !!!! :)
65. მუხა, ვენერიულ დაავადებას და მის გასაიდუმლოებას რაც შეეხება მაგაში ვერ დაგეთანხმები, მრავალი შემთხვევა გამიგია ჩემი ნაცნობების შესახებ... ანუ ზოგი არც ისე ასაიდუმლოებს. რაც შეეხება მეორე და უფრო მართებულ შენიშვნას გოგონას შესახებ, მაგაში ალბათ დაგეთანხმები. მართალია რაც მე დავწერე სრულიად შესაძლებელია, მაგრამ არანაირი საჭიროება არ დგას მისი, ამ მოთხრობაში. როცა ამას ვწერდი წინა დღეებში უელბეკის ,,პლატფორმა" წავიკითხე და ალბათ მაგან იქონია მავნე ზეგავლენა.
მადლობა, მეგობარო! მუხა, ვენერიულ დაავადებას და მის გასაიდუმლოებას რაც შეეხება მაგაში ვერ დაგეთანხმები, მრავალი შემთხვევა გამიგია ჩემი ნაცნობების შესახებ... ანუ ზოგი არც ისე ასაიდუმლოებს. რაც შეეხება მეორე და უფრო მართებულ შენიშვნას გოგონას შესახებ, მაგაში ალბათ დაგეთანხმები. მართალია რაც მე დავწერე სრულიად შესაძლებელია, მაგრამ არანაირი საჭიროება არ დგას მისი, ამ მოთხრობაში. როცა ამას ვწერდი წინა დღეებში უელბეკის ,,პლატფორმა" წავიკითხე და ალბათ მაგან იქონია მავნე ზეგავლენა.
მადლობა, მეგობარო!
64. 45 კ.-გავიმეორებდი და დავამატებ:
მომეწონა: ღია წერილი მამას, ლიმონას ნაამბობი, მამისა და შვილის სიყვარულის შესახებ გულწრფელი აღიარება, "რომ მამის სიყვარული სულ მთლად უვხო ხილია ჩემთვის", ამ ვრცელ მოთხრობაში ბევრი არის საინტერესო პასაჯები,მისაღები და მიუღებელიც, მაგ. ბათუმელი გოგოს ნაამბობიდან "მასტრუბაციას ბ ა ვ შ ვ ო ბ ი დ ა ნ მივეჩვიე და თითქმის არასოდეს დამიძინია, ორგაზმის გარეშე, მაგრამ ჯერ არცერთი მამაკაცი შემხებია". -რა არის ეს მასტრუბაციის რეკლამა თუ მდედრობითი სქესის ანატომიის, ფიზიოლოგიისა და ფსიქოლოგიის არ ცოდნა?! რა, თქმა უნდა, პროზაში არ არის აუცილებელი დაზუსტება, მაგრამ არც ასეთი მცდარი აზრია მისაღები, მითუმეტეს როდესაც გოგოს ბავშვობას დროს ეხება. ნაწილი 2.. მაღლის ნაამბობიდან:ერთ საბედისწერო ქალთან ნაშოვნი ვენერიულ დაავადებას ემსხვერპლა მისი მამაკაცობა. რას იფიქრებს ხალხი ეგ ბავშვი, რომ გავაჩინოთო". ვენერიული დაავადება და მკურნალობა ისე საიდუმლოდ ხდება, რომ ხალხი კი, არა მშობელი დედაც იშვიათად იგებს , ეს არ არის კრიტიკა და არც შენიშვნები, ჩემი სუბიექტური აზრი დავაფიქსირე , მიიღებს თუ არა ავტორი ნება მისია კეთილი სურვულიბით ! 45 კ.-გავიმეორებდი და დავამატებ:
მომეწონა: ღია წერილი მამას, ლიმონას ნაამბობი, მამისა და შვილის სიყვარულის შესახებ გულწრფელი აღიარება, "რომ მამის სიყვარული სულ მთლად უვხო ხილია ჩემთვის", ამ ვრცელ მოთხრობაში ბევრი არის საინტერესო პასაჯები,მისაღები და მიუღებელიც, მაგ. ბათუმელი გოგოს ნაამბობიდან "მასტრუბაციას ბ ა ვ შ ვ ო ბ ი დ ა ნ მივეჩვიე და თითქმის არასოდეს დამიძინია, ორგაზმის გარეშე, მაგრამ ჯერ არცერთი მამაკაცი შემხებია". -რა არის ეს მასტრუბაციის რეკლამა თუ მდედრობითი სქესის ანატომიის, ფიზიოლოგიისა და ფსიქოლოგიის არ ცოდნა?! რა, თქმა უნდა, პროზაში არ არის აუცილებელი დაზუსტება, მაგრამ არც ასეთი მცდარი აზრია მისაღები, მითუმეტეს როდესაც გოგოს ბავშვობას დროს ეხება. ნაწილი 2.. მაღლის ნაამბობიდან:ერთ საბედისწერო ქალთან ნაშოვნი ვენერიულ დაავადებას ემსხვერპლა მისი მამაკაცობა. რას იფიქრებს ხალხი ეგ ბავშვი, რომ გავაჩინოთო". ვენერიული დაავადება და მკურნალობა ისე საიდუმლოდ ხდება, რომ ხალხი კი, არა მშობელი დედაც იშვიათად იგებს , ეს არ არის კრიტიკა და არც შენიშვნები, ჩემი სუბიექტური აზრი დავაფიქსირე , მიიღებს თუ არა ავტორი ნება მისია კეთილი სურვულიბით !
63. ჰოოო, მე-60 კომენტარი ახლა წავიკითხე.,,კეჭნაობა" ნამდვილად არ ვიცი რას ნიშნავს,აი,საფლირტაოდ ნამდვილად ვერ გამოგადგები...სჯობია ტოლი მოძებნო. ისე, ,,უსიერ ტყეში" ახსენე და....მგონი ასე ამბობს იქ პერსონაჟი:,,ქალი დავიმორჩილეო" და არა...როგორც შენი მაღალ-დაბალი...მაინც მოიტანა მკითხველამდე სათქმელი,ხომ? და რამხელა სათქმელი თანაც...დააკლდა რამე?!
ისე,მეც ვერ გავიგე_ ლომოური და მისი ,,შემთხვევა"რა შუასი იყო?..ალბათ იმიტომ,რომ იქაც სხვადასხვა პერსონაჟი ჰყვება ერთსა და იმავე ამბავს_როგორ ნახეს მეტროპოლიტენის გვირაბში აქლემების ქარავანი და ამ ქარავანმა როგორ გაიყოლა ერთი ახალგაზრდა მწერალი. ... ჰოოო, მე-60 კომენტარი ახლა წავიკითხე.,,კეჭნაობა" ნამდვილად არ ვიცი რას ნიშნავს,აი,საფლირტაოდ ნამდვილად ვერ გამოგადგები...სჯობია ტოლი მოძებნო. ისე, ,,უსიერ ტყეში" ახსენე და....მგონი ასე ამბობს იქ პერსონაჟი:,,ქალი დავიმორჩილეო" და არა...როგორც შენი მაღალ-დაბალი...მაინც მოიტანა მკითხველამდე სათქმელი,ხომ? და რამხელა სათქმელი თანაც...დააკლდა რამე?!
ისე,მეც ვერ გავიგე_ ლომოური და მისი ,,შემთხვევა"რა შუასი იყო?..ალბათ იმიტომ,რომ იქაც სხვადასხვა პერსონაჟი ჰყვება ერთსა და იმავე ამბავს_როგორ ნახეს მეტროპოლიტენის გვირაბში აქლემების ქარავანი და ამ ქარავანმა როგორ გაიყოლა ერთი ახალგაზრდა მწერალი. ...
62. არაფერი ისეთი არ ყოფილა...არაფერი გჭირთ მისატევებელი; დიახ,შემოვდიოდი ჩემი მეგობრის (,,ეს საუკუნე")მეგობრის ( სანდრო გიორგობიანის) გვერდზე; არ სჭირდებოდა და ,,მაჩუქა" ეს გვერდი.იგივე ნემეზიდა გახლავართ, ქულები აღარ მეყო და ,,ევა ბრაუნით" ამიტომაც დავაკომენტარე ბოლო კომენტარები; ისე კი ნონა მქვია,შეგიძლიათ აასე მომმართოთ. არაფერი ისეთი არ ყოფილა...არაფერი გჭირთ მისატევებელი; დიახ,შემოვდიოდი ჩემი მეგობრის (,,ეს საუკუნე")მეგობრის ( სანდრო გიორგობიანის) გვერდზე; არ სჭირდებოდა და ,,მაჩუქა" ეს გვერდი.იგივე ნემეზიდა გახლავართ, ქულები აღარ მეყო და ,,ევა ბრაუნით" ამიტომაც დავაკომენტარე ბოლო კომენტარები; ისე კი ნონა მქვია,შეგიძლიათ აასე მომმართოთ.
61. გულწრფელად ვწუხვარ ევა ბრაუნ, რატომღაც მახსოვდა რომ თქვენ მამაკაცი იყავით:((((((( ოგადად არ მჩვევია მანდილოსნებთან ასეთი სტილით ლაპარაკი. ვიტოვებ იმედს რომ შეძლებთ მოტევებას!!! გულწრფელად ვწუხვარ ევა ბრაუნ, რატომღაც მახსოვდა რომ თქვენ მამაკაცი იყავით:((((((( ოგადად არ მჩვევია მანდილოსნებთან ასეთი სტილით ლაპარაკი. ვიტოვებ იმედს რომ შეძლებთ მოტევებას!!!
60. მსახიობი მართლაც ვარ (ყოფილი):D
ცუდია რომ: 1) შეცდომები მართლაც მრავლადაა, რაშიც გადაკითხვისას დავრწმუნდი. სწორედ ამიტომ არსებობენ კორექტორები (უარეს შემთხვევაში თავადაც მოვახერხებ გაშალაშინებას) და ამ მხრივ დიდად არ ვნერვიულობ. 2)მე ვწერ ისე, როგორც ვწერ პირველ თავში, დანარჩენი გმირების მეტყველების კულტურიდან გამომდინარეა. 3) დაახლოებით მსგავსი ,,აგებულება" აქვს აკუტაგავას მოთხრობას ,,უსიერ ტყეში" და მე ნუ მომაწერთ მის შექმნას. 4) პათეტიკა მართლაც არის გაპარული ალაგ-ალაგ. 5) ავტორმა შეარჩია ის თემა, რომელიც მას აწუხებს და საინტერესოდ მიაჩნია... ამაზე საუბარიც ზედმეტია. 6) ჯერ ვხვეწთ, მერე ვაქვეყნებთ აქ და შემდეგ ისევ ვხვეწთ... სხვა შემთხვევაში ლიტპორტალი მე არაფერში მჭირდება.
ლომოურის ,,შემთხვევა" სათაურით არ მახდენდება რაღაც... შესაძლოა მქონდეს კიდეც წაკითხული.
პს. ევა ბრაუნმა ალბათ არ იცის რომ დიდი ავტორები მკითხველისთვის არ წერენ. თავად მიჰყავს მკითხველი მის მიერ მითითებულ გზაზე... მე არ ვარ დიდი, ასე რომ შეგიძლია მეფლირტავო რაღა იყო და მეკეჭნავო შორიდან:)))
მსახიობი მართლაც ვარ (ყოფილი):D
ცუდია რომ: 1) შეცდომები მართლაც მრავლადაა, რაშიც გადაკითხვისას დავრწმუნდი. სწორედ ამიტომ არსებობენ კორექტორები (უარეს შემთხვევაში თავადაც მოვახერხებ გაშალაშინებას) და ამ მხრივ დიდად არ ვნერვიულობ. 2)მე ვწერ ისე, როგორც ვწერ პირველ თავში, დანარჩენი გმირების მეტყველების კულტურიდან გამომდინარეა. 3) დაახლოებით მსგავსი ,,აგებულება" აქვს აკუტაგავას მოთხრობას ,,უსიერ ტყეში" და მე ნუ მომაწერთ მის შექმნას. 4) პათეტიკა მართლაც არის გაპარული ალაგ-ალაგ. 5) ავტორმა შეარჩია ის თემა, რომელიც მას აწუხებს და საინტერესოდ მიაჩნია... ამაზე საუბარიც ზედმეტია. 6) ჯერ ვხვეწთ, მერე ვაქვეყნებთ აქ და შემდეგ ისევ ვხვეწთ... სხვა შემთხვევაში ლიტპორტალი მე არაფერში მჭირდება.
ლომოურის ,,შემთხვევა" სათაურით არ მახდენდება რაღაც... შესაძლოა მქონდეს კიდეც წაკითხული.
პს. ევა ბრაუნმა ალბათ არ იცის რომ დიდი ავტორები მკითხველისთვის არ წერენ. თავად მიჰყავს მკითხველი მის მიერ მითითებულ გზაზე... მე არ ვარ დიდი, ასე რომ შეგიძლია მეფლირტავო რაღა იყო და მეკეჭნავო შორიდან:)))
59. კატასტროფაა, რომ 1) ავტორს ვუკონტროლებთ ბილწსიტყვაობას (ზოგადად); 2) ავტორი ხდება მკითხველზე დამოკიდებული (ზოგადად);
1.)დიახ,ნამდვილად ,,კატასტროფაა" მისის სმიტ,ავტორს ცენზურა არ უნდა სჭირდებოდეს,თვითონ უნდა იყოს საკუთარი ნაწარმოების ცენზორი;
2.)როცა ავტორმა ეს დაწერა.მკითხველიც ივარაუდა...ასე რომ,მკითხველსაც უნდა სცეს პატივი... თუ არადა...შეინახოს ვორდის დოკუმენტებში; კატასტროფაა, რომ 1) ავტორს ვუკონტროლებთ ბილწსიტყვაობას (ზოგადად); 2) ავტორი ხდება მკითხველზე დამოკიდებული (ზოგადად);
1.)დიახ,ნამდვილად ,,კატასტროფაა" მისის სმიტ,ავტორს ცენზურა არ უნდა სჭირდებოდეს,თვითონ უნდა იყოს საკუთარი ნაწარმოების ცენზორი;
2.)როცა ავტორმა ეს დაწერა.მკითხველიც ივარაუდა...ასე რომ,მკითხველსაც უნდა სცეს პატივი... თუ არადა...შეინახოს ვორდის დოკუმენტებში;
58. ტაკ, ზაკონჩილა
დავიწყებ კითხვით:
ლომოურის ,,შემთხვევა" წაკითხული გაქვთ?
კარგია, რომ 1) მალევე ,,შეგვაჩვიეთ" გმირებს (მივიღეთ თუ არა, ეს სხვა თემაა); 2) წერთ ისე, როგორც მოყვებოდით პირადად; 3) საინტერესო ,,აგებულება" აქვს ნაწერს
ცუდია, რომ 1) არის ბევრი შეცდომა; 2) წერთ ისე, როგორც მოყვებოდით პირადად; 3) არის ისეთი ადგილები, რომლებიც შეიძლებოდა არ ყოფილიყო ( ,,იმნაირ სიტყვებს" არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა)
არაუშავს, რომ 1) მხოლოდ წავიკითხე და საერთოდ ვერაფერი ვიგრძენი თქვენი გმირების; 2) მეჩვენება, რომ ავტორმა შეარჩია ისეთი თემა, რომელზეც კარგად (აქ სხვა სიტყვაც შეიძლებოდა) დაწერდა; 3) საერთოდ რა შუაშია, მაგრამ დამრჩა შეგრძნება, რომ იყო პათეტიკური ნაწერი
კატასტროფაა, რომ 1) ავტორს ვუკონტროლებთ ბილწსიტყვაობას (ზოგადად); 2) ავტორი ხდება მკითხველზე დამოკიდებული (ზოგადად); 3) ჯერ ვაქვეყნებთ და მერე ვხვეწთ (ზოგადად)
დავასრულებ კითხვით:
მსახიობი ხართ?
ტაკ, ზაკონჩილა
დავიწყებ კითხვით:
ლომოურის ,,შემთხვევა" წაკითხული გაქვთ?
კარგია, რომ 1) მალევე ,,შეგვაჩვიეთ" გმირებს (მივიღეთ თუ არა, ეს სხვა თემაა); 2) წერთ ისე, როგორც მოყვებოდით პირადად; 3) საინტერესო ,,აგებულება" აქვს ნაწერს
ცუდია, რომ 1) არის ბევრი შეცდომა; 2) წერთ ისე, როგორც მოყვებოდით პირადად; 3) არის ისეთი ადგილები, რომლებიც შეიძლებოდა არ ყოფილიყო ( ,,იმნაირ სიტყვებს" არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა)
არაუშავს, რომ 1) მხოლოდ წავიკითხე და საერთოდ ვერაფერი ვიგრძენი თქვენი გმირების; 2) მეჩვენება, რომ ავტორმა შეარჩია ისეთი თემა, რომელზეც კარგად (აქ სხვა სიტყვაც შეიძლებოდა) დაწერდა; 3) საერთოდ რა შუაშია, მაგრამ დამრჩა შეგრძნება, რომ იყო პათეტიკური ნაწერი
კატასტროფაა, რომ 1) ავტორს ვუკონტროლებთ ბილწსიტყვაობას (ზოგადად); 2) ავტორი ხდება მკითხველზე დამოკიდებული (ზოგადად); 3) ჯერ ვაქვეყნებთ და მერე ვხვეწთ (ზოგადად)
დავასრულებ კითხვით:
მსახიობი ხართ?
57. ახლა გადავხედე კომენტარებს და... ავღელვებულვარ წუხელ...
აუცილებლად გავანახევრებ ბილწსიტყვაობებს როცა დავამუშავებ, თუმცა მთლად ამოღება არაფრის დიდებით არ შეიძლება.
მე სრულყოფილი მწერალი რომ არ ვარ თავად ყველაზე კარგად მომეხსენება, თუნდაც იმიტომ რომ მხოლოდ პრობლემებზე ვწერ და არასდროს მიმითითებია მათი გადაჭრის გზები... მარტივად რომ ვთქვათ, არ ვიცი და იმიტომ...
მაგრამ, ვინც ამბობს რომ ეს ლიტერატურა არ არის, ნამდვილად ცდება და ამაში საბოლოო ვერსიის გამოქვეყნებისას დარწმუნდება ალბათ. მე ცდას ნამდვილად არ დავაკლებ!
მადლობა ყველას! ახლა გადავხედე კომენტარებს და... ავღელვებულვარ წუხელ...
აუცილებლად გავანახევრებ ბილწსიტყვაობებს როცა დავამუშავებ, თუმცა მთლად ამოღება არაფრის დიდებით არ შეიძლება.
მე სრულყოფილი მწერალი რომ არ ვარ თავად ყველაზე კარგად მომეხსენება, თუნდაც იმიტომ რომ მხოლოდ პრობლემებზე ვწერ და არასდროს მიმითითებია მათი გადაჭრის გზები... მარტივად რომ ვთქვათ, არ ვიცი და იმიტომ...
მაგრამ, ვინც ამბობს რომ ეს ლიტერატურა არ არის, ნამდვილად ცდება და ამაში საბოლოო ვერსიის გამოქვეყნებისას დარწმუნდება ალბათ. მე ცდას ნამდვილად არ დავაკლებ!
მადლობა ყველას!
56. ნეფერტარ, ადამიანი რომ წითელხელიან ნაწარმოებს ხსნის რას ელოდება იქ, ნეტავ?
მოდი ერთი წუთით ,,შეჩემას" ნაცვლად ,,ჰოი შე ნაძირალავ" ჩასვი, დედის გინების ნაცვლად ,,შენ არ გაიხარე" და ა.შ. რას დაემსგავსება? რაღაც დოზით შემცირებაზე მეც ვფიქრობდი, მაგრამ სასკოლო ლიტერატურის დაწერა აზრადაც არ მქონია, როცა წერას ვიწყებდი. ასე რომ ბოდიში სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს, ფაქიზი სმენის პატრონებს... სწორედ თქვენს გასაფრთხილებლად ჰქონდა ეითწლი ხელი ამ მოთხრობას... ნეფერტარ, ადამიანი რომ წითელხელიან ნაწარმოებს ხსნის რას ელოდება იქ, ნეტავ?
მოდი ერთი წუთით ,,შეჩემას" ნაცვლად ,,ჰოი შე ნაძირალავ" ჩასვი, დედის გინების ნაცვლად ,,შენ არ გაიხარე" და ა.შ. რას დაემსგავსება? რაღაც დოზით შემცირებაზე მეც ვფიქრობდი, მაგრამ სასკოლო ლიტერატურის დაწერა აზრადაც არ მქონია, როცა წერას ვიწყებდი. ასე რომ ბოდიში სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს, ფაქიზი სმენის პატრონებს... სწორედ თქვენს გასაფრთხილებლად ჰქონდა ეითწლი ხელი ამ მოთხრობას...
55. დეისაძესთან შედარებამ გამაღიზიანა სხვათაშორის:
თუ კომენტარის ავტორს ,,საიდუმლო სირობა" წაკითხული არ აქვს და ისე მადარებს ერეკლეს, აუცილებლად უნდა მომიხადოს ბოდიში!
და თუ წაკითხული აქვს ე.ი. ის ჩვეულებრივას ეტანება ,,გულისამრევ ლიტერატურას" და რით ვეღარ გაუარა ამ გულისრევებმა, ეგეც გაგვიმხილოს ბარემ:))) დეისაძესთან შედარებამ გამაღიზიანა სხვათაშორის:
თუ კომენტარის ავტორს ,,საიდუმლო სირობა" წაკითხული არ აქვს და ისე მადარებს ერეკლეს, აუცილებლად უნდა მომიხადოს ბოდიში!
და თუ წაკითხული აქვს ე.ი. ის ჩვეულებრივას ეტანება ,,გულისამრევ ლიტერატურას" და რით ვეღარ გაუარა ამ გულისრევებმა, ეგეც გაგვიმხილოს ბარემ:)))
54. საშინლად ამპარტავანი და არაბოიექტური ხარ პილიგრიმო... შეგახსენებ რომ შენ არ ხარ დედამიწის ჭიპი.
როგორ ფიქრობ, ამ ამბიციას უმაღლესი ნიჭიერების საფუძველი აქვს?
აურზაური თავფურცელზე მოხვედრას არ გამოუწვევია, იყო ეს ადრეც იყო თავფურცელზე და არც მაშინ გაკვირვებია ვინმეს.
ეს აურზაური ბილწსიტყვაობამ გამოიწვია. - ესაა სიმართლე. ისე მელნისფერი თუ ირონიას ”დაუწევს” - და საკუთარი თავიდან დაიწყებს, - ურიგო არ იქნება.
წაიღე ეს მოთხრობა ბრძენთა სამეზობლოში და გატყავება მოითხოვე, - იქ გაიგებ ობიექტურ სიმართლეს, ნამდვილად
კარგი და მცოდნე კრიტიკოსია იქ... სწორ რჩევებსაც მიიღებ და რეკომენდაციებსაც.
მე ერთი თვის უკან უკვე გიშუამდგომლე მათთან.
საშინლად ამპარტავანი და არაბოიექტური ხარ პილიგრიმო... შეგახსენებ რომ შენ არ ხარ დედამიწის ჭიპი.
როგორ ფიქრობ, ამ ამბიციას უმაღლესი ნიჭიერების საფუძველი აქვს?
აურზაური თავფურცელზე მოხვედრას არ გამოუწვევია, იყო ეს ადრეც იყო თავფურცელზე და არც მაშინ გაკვირვებია ვინმეს.
ეს აურზაური ბილწსიტყვაობამ გამოიწვია. - ესაა სიმართლე. ისე მელნისფერი თუ ირონიას ”დაუწევს” - და საკუთარი თავიდან დაიწყებს, - ურიგო არ იქნება.
წაიღე ეს მოთხრობა ბრძენთა სამეზობლოში და გატყავება მოითხოვე, - იქ გაიგებ ობიექტურ სიმართლეს, ნამდვილად
კარგი და მცოდნე კრიტიკოსია იქ... სწორ რჩევებსაც მიიღებ და რეკომენდაციებსაც.
მე ერთი თვის უკან უკვე გიშუამდგომლე მათთან.
53. ისე ალალად რომ ვთქვა, გული დამწყდა რომ ეს აურზაური ამ მოთხრობის თავფურცელზე მოხვედრამ გამოიწვია და არა იმან, რომ ის ასეთი ,,გულისამრევად ნატურალისტურია"! ისე ალალად რომ ვთქვა, გული დამწყდა რომ ეს აურზაური ამ მოთხრობის თავფურცელზე მოხვედრამ გამოიწვია და არა იმან, რომ ის ასეთი ,,გულისამრევად ნატურალისტურია"!
52. არაფერი ვიცოდი იმის შესახებ რაც აქ ხდებოდა თურმე:))
რომელ ერთ კომენტარს ვუპასუხო ვეღარ გავიგე, თავბრუ დამეხვა)))
ილია, ჭაბუა, ჯავახიშვილი შემებრალნენ _ ჩემისთანა გულიუსამრევ ნატურალისტთან რომ ადარებენ ხოლმე:(((
ჩემთან, სოფელში ერთ მეზობელს თითქმის ყოველ წელიწადს რემონტი აქვს-ხოლმე და მაინც, თავადაც აღიარებს რომ ყველაზე ცუდ სახლში ცხოვრობს... იმიტომ რომ კედლები აქვს დამპალი და კოსმეტიკა ვერ შველის...
მადლობა ყველას!
(ამბის სინამდვილეზე კი მართლა ნუ შემედავებით _ თავად ვიცნობ ყველა პერსონაჟს) არაფერი ვიცოდი იმის შესახებ რაც აქ ხდებოდა თურმე:))
რომელ ერთ კომენტარს ვუპასუხო ვეღარ გავიგე, თავბრუ დამეხვა)))
ილია, ჭაბუა, ჯავახიშვილი შემებრალნენ _ ჩემისთანა გულიუსამრევ ნატურალისტთან რომ ადარებენ ხოლმე:(((
ჩემთან, სოფელში ერთ მეზობელს თითქმის ყოველ წელიწადს რემონტი აქვს-ხოლმე და მაინც, თავადაც აღიარებს რომ ყველაზე ცუდ სახლში ცხოვრობს... იმიტომ რომ კედლები აქვს დამპალი და კოსმეტიკა ვერ შველის...
მადლობა ყველას!
(ამბის სინამდვილეზე კი მართლა ნუ შემედავებით _ თავად ვიცნობ ყველა პერსონაჟს)
51. ნეტავ თქვენ ნაწერებს მიხედავდეთ. გიორგი, ძალიან კარგი ხარ შენ :) წარმატებები ნეტავ თქვენ ნაწერებს მიხედავდეთ. გიორგი, ძალიან კარგი ხარ შენ :) წარმატებები
50. გასაგებია, ქალბატონო ხათუნა,რომ ავტორმა რეალობა ამხილა..მაგრამ მაინცდა მაინც ,,ტყ" ,,ტყ" _ბგერების კომბინაცია და ყოველ მეორე წინადადებაში გენიტალიების სახელების წამოძახილი ნორმალურად მიგაჩნით? ამირეჯიბმა უზარაზარი რომანი დაწერა, მ.ლებანიძისთქმისა არ იყოს,მთელი ცხოვრება კითხვა-ძახილის ნიშნებით დაჩხვლიტა,იმან ჩაგვახედა რეალობაში თუ ჩაგვახედა_მაგრამ დათა თუთაშხიას ყველაზე სალანძღავი სიტყვა ,,მამაძაღლოს" არ ასცილებია. მგონი ციტა სხვაობა კია ისე ამირეჯიბსა და პილიგრიმას შორის...საჭირო რომ ყოფილიყო ,რა,ჭაბუა ვერ მოახერხებდა თუ რა?! აი,ამაზეა ლაპარაკი... გასაგებია, ქალბატონო ხათუნა,რომ ავტორმა რეალობა ამხილა..მაგრამ მაინცდა მაინც ,,ტყ" ,,ტყ" _ბგერების კომბინაცია და ყოველ მეორე წინადადებაში გენიტალიების სახელების წამოძახილი ნორმალურად მიგაჩნით? ამირეჯიბმა უზარაზარი რომანი დაწერა, მ.ლებანიძისთქმისა არ იყოს,მთელი ცხოვრება კითხვა-ძახილის ნიშნებით დაჩხვლიტა,იმან ჩაგვახედა რეალობაში თუ ჩაგვახედა_მაგრამ დათა თუთაშხიას ყველაზე სალანძღავი სიტყვა ,,მამაძაღლოს" არ ასცილებია. მგონი ციტა სხვაობა კია ისე ამირეჯიბსა და პილიგრიმას შორის...საჭირო რომ ყოფილიყო ,რა,ჭაბუა ვერ მოახერხებდა თუ რა?! აი,ამაზეა ლაპარაკი...
49. ავტორს რომ არ მოსწონს ეს ყველაფერი, იმიტომ წერს, ქალბატონო ნონა. აბა, რომელი ჭკუათმყოფელი დაუკრავს ტაშს ყველაფერ იმას, რაც ნაწარმოებში ხდება, მაგრამ ხომაა ეს რეალური? თუ ზღაპარია, გამოგონილი და შეთხზული მხოლოდ იმისთვის, რომ ვიღაცამ წაიკითხოს და გაერთოს?! ეს ჩვენი ცხოვრებაა, ბინძური, ბილწი და შემზარავი. დიდი ტკივილი აქვს მწერალს გაცოცხლებული, იმ მიზნით, რომ დაგვანახოს, როგორ ვდგავარტ უფსკრულის წინ, საიდანაც ერთი ხელის გაწვდენაზეა სიკვდილი. ფიზიკურზე მეტად- სულიერი აღსასრული. თვითონ გიორგიც გვეტყვის, ალბათ, ამის შესახებ. ეტყობა, ჯერ ჩვენი აზრი აინტერესებდა. წიგნში შეიტანს თუ არა ამ მოთხრობას, ეს მისი გადასაწყვეტია, თუმდა, ვეჭვობ, გამოაქვეყნოს. ავტორს რომ არ მოსწონს ეს ყველაფერი, იმიტომ წერს, ქალბატონო ნონა. აბა, რომელი ჭკუათმყოფელი დაუკრავს ტაშს ყველაფერ იმას, რაც ნაწარმოებში ხდება, მაგრამ ხომაა ეს რეალური? თუ ზღაპარია, გამოგონილი და შეთხზული მხოლოდ იმისთვის, რომ ვიღაცამ წაიკითხოს და გაერთოს?! ეს ჩვენი ცხოვრებაა, ბინძური, ბილწი და შემზარავი. დიდი ტკივილი აქვს მწერალს გაცოცხლებული, იმ მიზნით, რომ დაგვანახოს, როგორ ვდგავარტ უფსკრულის წინ, საიდანაც ერთი ხელის გაწვდენაზეა სიკვდილი. ფიზიკურზე მეტად- სულიერი აღსასრული. თვითონ გიორგიც გვეტყვის, ალბათ, ამის შესახებ. ეტყობა, ჯერ ჩვენი აზრი აინტერესებდა. წიგნში შეიტანს თუ არა ამ მოთხრობას, ეს მისი გადასაწყვეტია, თუმდა, ვეჭვობ, გამოაქვეყნოს.
48. "მიუხედავად დაუკრეფავში გადასვლისა და ტაბუირებული თემების მკითხველის თვალწინ ურცხვად აფრიალებისა, არანაირი აღშფოთება და სიძულვილი არ დამუფლებია მოთხრობის პერსონაჟთა მიმართ. პირიქით, მათში ჩვენ მიერ გამეტებული, მიგდებული და ბედის ანაბარად მიტოვებული შვილები ამოვიცანი"
ხათუნა...როგორ გეთანხმებით...იგივე განცდა მქონდა...:-* "მიუხედავად დაუკრეფავში გადასვლისა და ტაბუირებული თემების მკითხველის თვალწინ ურცხვად აფრიალებისა, არანაირი აღშფოთება და სიძულვილი არ დამუფლებია მოთხრობის პერსონაჟთა მიმართ. პირიქით, მათში ჩვენ მიერ გამეტებული, მიგდებული და ბედის ანაბარად მიტოვებული შვილები ამოვიცანი"
ხათუნა...როგორ გეთანხმებით...იგივე განცდა მქონდა...:-*
47. ქალბატონო ხათუნა,აქ ნაწამოების თემა,იდეა და მისი ავტორისეული გადაწყვეტა კი არავის დაუწუნებია,პირიქით,აღინიშნა,რომ ავტორი ნიჭიერია,აქვს მწერლის ალღო და მახვილი თვალი_მაგრამ ის უხამსი ჟარგონი,ბილწსიტყვაობა,ენობრივი ნორმების უგულვებელყოფა იქნა გაკრიტიკებული.მართალია,ცენზურა არ არსებობს,მაგრამ ნამდვილ მწერალს ცენზორი არც უნდა სჭირდებოდეს_ჯერ საკუთარ თავს უნდ სცეს პატივი და მერე_მკითხველს.მე ვფიქრობ, ამით მოთხრობა ერთი ორად მოიგებდა.გარდა ამისა სასტიკად არ მომეწონა ის ეპიზოდი,სადაც ლიმონას შარდს ასმევენ და საკუთარ დაზე საზიზღრობას რომ ელაპარაკებიან_ის ახსნა,რასაც ავტორი გვთავაზობს,არაა ფსიქოლოგიურად დამაჯერებელი. თუ მე ვცდები,კი ბატონო,ნებისმიერ ცნობილ და პროფესიონალ კრიტიკოსს შეაფასებინეთ.თუ იტყვიან,რომ შედევრიაო_პირველი მე დავუკრავ ტაშს.სულ არ ვიცნობ ავტორს,და არც რამე პირადი ჯიბრი მამოძრავებს. ქალბატონო ხათუნა,აქ ნაწამოების თემა,იდეა და მისი ავტორისეული გადაწყვეტა კი არავის დაუწუნებია,პირიქით,აღინიშნა,რომ ავტორი ნიჭიერია,აქვს მწერლის ალღო და მახვილი თვალი_მაგრამ ის უხამსი ჟარგონი,ბილწსიტყვაობა,ენობრივი ნორმების უგულვებელყოფა იქნა გაკრიტიკებული.მართალია,ცენზურა არ არსებობს,მაგრამ ნამდვილ მწერალს ცენზორი არც უნდა სჭირდებოდეს_ჯერ საკუთარ თავს უნდ სცეს პატივი და მერე_მკითხველს.მე ვფიქრობ, ამით მოთხრობა ერთი ორად მოიგებდა.გარდა ამისა სასტიკად არ მომეწონა ის ეპიზოდი,სადაც ლიმონას შარდს ასმევენ და საკუთარ დაზე საზიზღრობას რომ ელაპარაკებიან_ის ახსნა,რასაც ავტორი გვთავაზობს,არაა ფსიქოლოგიურად დამაჯერებელი. თუ მე ვცდები,კი ბატონო,ნებისმიერ ცნობილ და პროფესიონალ კრიტიკოსს შეაფასებინეთ.თუ იტყვიან,რომ შედევრიაო_პირველი მე დავუკრავ ტაშს.სულ არ ვიცნობ ავტორს,და არც რამე პირადი ჯიბრი მამოძრავებს.
46. მე ადრევე მოგახსენეთ, რომ მხოლოდ ტექსტის კარგად წაკითხის შემდეგ დავბრუნდებოდი ამ გვერდზე. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად სკაბრეზული თხრობისა, მიუხედავად დაუკრეფავში გადასვლისა და ტაბუირებული თემების მკითხველის თვალწინ ურცხვად აფრიალებისა, არანაირი აღშფოთება და სიძულვილი არ დამუფლებია მოთხრობის პერსონაჟთა მიმართ. პირიქით, მათში ჩვენ მიერ გამეტებული, მიგდებული და ბედის ანაბარად მიტოვებული შვილები ამოვიცანი. შემძრა ავტორის ვეებერთელა ტკივილმაც და აქედან გამომდინარე სურვილმა- წაეშალა არსებული სიმახინჯე, საკუთარი და სხვათა უმწეობა, უსასოობა, დაბნეულობა... სამყარო, რომელსაც მოთხრობაში ვეცნობით, ჩვენი რეალობის იდენტურია, მისი ტყუპისცალი. აქ ყველა მდაბალი აზრი, გრძნობა, ფიქრი იმპულსურად გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს და ამისთვის თვალის თვალში გაყრაც კი საკმარისია. ტრაგიკულია პილიგრიმის პერსონაჟთა ხვედრი. მათი თანმდევი შიში, შიმშილი, მარტოსულობა, უიმედობა ნაბიჯ-ნაბიჯ გადადის აგრესიაში, ზიზღსა და სიძულვილში. სხეულის პიედესტალზე წამოჭიმვა აშკარად ანგრევს სულს, მაგრამ ამაზე ფიქრით არავინ იტკიებს თავს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს უფუნქციოდ დარჩენილი სიტყვა ,,მშობელი'', რისი თავი და თავი ,,უფლების'' გაბატონებაა ,,მოვალეობაზე''! და ,,მგლებით'' სავსე ქუჩა (როგორც ეს მას სჩვევია) უტოპიურად აბედნიერებს მის უბეს ჩაფრენილთ თუ შეფარებულთ, რომელთაც ყველანი რაინდობას სთხოვენ ისე, რომ ერთხელაც არ უჩვენებენ ამის მაგალითს... არც ერთი წამით არ უჩნდებათ სურვილი, დალაშქრონ მათი სულის ფსკერი, ვინიცობაა, ტკივილების შლამში ჩაფლული ,,ობოლი მარგალიტის'' მოსაპოვებლად. ჩვენ მხოლოდ გარეგნული მშვენიერება გვატყვევებს, ცრუ დახვეწილობა, გაზეპირებული ფსევდო მანერები... კულტურა... ბექა ქურხულის შემოქმედება მახსენდება, ავტორის სიტყვები:,,საქართველო ყოველთვის იარსებებს- განათებული, შეღებილი, გამჭვირვალე, პოლიციის განყოფილებებით, სარფის საბაჟოებით, სასტუმროებით, ფანტანებით, ,,მოტოველოთი''... ისევ დამარცხდება და ისევ იზეიმებს, მაგრამ ეს სხვა საქართველო იქნება... ის საქართველო კი, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე- ლაღი, ნიჭიერი, რომანტიკული, გულუბრყვილო, ლამაზი, სულელი და თავგანწირული, კეთილი და თავზეხელაღებული საქართველო თავის უკანასკნელ ომში მოკვდა...''. მოთხრობაში მეტყველება ხშირად ჰიპერბოლურია. სტილი- დოკუმენტალისტური, თუმცა ვფიქრობ, გამოგონილ ამბავთან გვაქვს საქმე. ამასთანავე, გამოხატულია მუდმივი ძიების სურვილი, ირონიაც და თვითირონიაც. და რაც მთავარია, ავტორს სურს მთელი სიგრძე-სიგანით წარმოაჩინოს სულიერი კრიზისი. ეს კარგად ჩანს მოთხრობის ფინალში, როცა ერთ-ერთი პერსონაჟი თავს ღვთისგან შერისხულ უნაყოფო ხედ აღიქვამს... როცა ტკივილებს ანდამატივით იზიდავს და არც კი იცის, სადამდე ეყოფა ძალა მათ საზიდად. შეფარვითაა გაჟღერებული არდასახელებული, არგამხელილი უფლის დიდი მონატრება. სურვილი იმისა, რომ ბნელი ნათელმა უნდა შეცვალოს. აუცილებლად უნდა შეცვალოს! მხოლოდ ასე გაიკვლევს უძღები შვილი გზას ზე-ცისკენ! ასე დავინახე ეს ყველაფერი. სუბიექტურობისთვის ნუ განმსჯით. :) მე ადრევე მოგახსენეთ, რომ მხოლოდ ტექსტის კარგად წაკითხის შემდეგ დავბრუნდებოდი ამ გვერდზე. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად სკაბრეზული თხრობისა, მიუხედავად დაუკრეფავში გადასვლისა და ტაბუირებული თემების მკითხველის თვალწინ ურცხვად აფრიალებისა, არანაირი აღშფოთება და სიძულვილი არ დამუფლებია მოთხრობის პერსონაჟთა მიმართ. პირიქით, მათში ჩვენ მიერ გამეტებული, მიგდებული და ბედის ანაბარად მიტოვებული შვილები ამოვიცანი. შემძრა ავტორის ვეებერთელა ტკივილმაც და აქედან გამომდინარე სურვილმა- წაეშალა არსებული სიმახინჯე, საკუთარი და სხვათა უმწეობა, უსასოობა, დაბნეულობა... სამყარო, რომელსაც მოთხრობაში ვეცნობით, ჩვენი რეალობის იდენტურია, მისი ტყუპისცალი. აქ ყველა მდაბალი აზრი, გრძნობა, ფიქრი იმპულსურად გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს და ამისთვის თვალის თვალში გაყრაც კი საკმარისია. ტრაგიკულია პილიგრიმის პერსონაჟთა ხვედრი. მათი თანმდევი შიში, შიმშილი, მარტოსულობა, უიმედობა ნაბიჯ-ნაბიჯ გადადის აგრესიაში, ზიზღსა და სიძულვილში. სხეულის პიედესტალზე წამოჭიმვა აშკარად ანგრევს სულს, მაგრამ ამაზე ფიქრით არავინ იტკიებს თავს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს უფუნქციოდ დარჩენილი სიტყვა ,,მშობელი``, რისი თავი და თავი ,,უფლების`` გაბატონებაა ,,მოვალეობაზე``! და ,,მგლებით`` სავსე ქუჩა (როგორც ეს მას სჩვევია) უტოპიურად აბედნიერებს მის უბეს ჩაფრენილთ თუ შეფარებულთ, რომელთაც ყველანი რაინდობას სთხოვენ ისე, რომ ერთხელაც არ უჩვენებენ ამის მაგალითს... არც ერთი წამით არ უჩნდებათ სურვილი, დალაშქრონ მათი სულის ფსკერი, ვინიცობაა, ტკივილების შლამში ჩაფლული ,,ობოლი მარგალიტის`` მოსაპოვებლად. ჩვენ მხოლოდ გარეგნული მშვენიერება გვატყვევებს, ცრუ დახვეწილობა, გაზეპირებული ფსევდო მანერები... კულტურა... ბექა ქურხულის შემოქმედება მახსენდება, ავტორის სიტყვები:,,საქართველო ყოველთვის იარსებებს- განათებული, შეღებილი, გამჭვირვალე, პოლიციის განყოფილებებით, სარფის საბაჟოებით, სასტუმროებით, ფანტანებით, ,,მოტოველოთი``... ისევ დამარცხდება და ისევ იზეიმებს, მაგრამ ეს სხვა საქართველო იქნება... ის საქართველო კი, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე- ლაღი, ნიჭიერი, რომანტიკული, გულუბრყვილო, ლამაზი, სულელი და თავგანწირული, კეთილი და თავზეხელაღებული საქართველო თავის უკანასკნელ ომში მოკვდა...``. მოთხრობაში მეტყველება ხშირად ჰიპერბოლურია. სტილი- დოკუმენტალისტური, თუმცა ვფიქრობ, გამოგონილ ამბავთან გვაქვს საქმე. ამასთანავე, გამოხატულია მუდმივი ძიების სურვილი, ირონიაც და თვითირონიაც. და რაც მთავარია, ავტორს სურს მთელი სიგრძე-სიგანით წარმოაჩინოს სულიერი კრიზისი. ეს კარგად ჩანს მოთხრობის ფინალში, როცა ერთ-ერთი პერსონაჟი თავს ღვთისგან შერისხულ უნაყოფო ხედ აღიქვამს... როცა ტკივილებს ანდამატივით იზიდავს და არც კი იცის, სადამდე ეყოფა ძალა მათ საზიდად. შეფარვითაა გაჟღერებული არდასახელებული, არგამხელილი უფლის დიდი მონატრება. სურვილი იმისა, რომ ბნელი ნათელმა უნდა შეცვალოს. აუცილებლად უნდა შეცვალოს! მხოლოდ ასე გაიკვლევს უძღები შვილი გზას ზე-ცისკენ! ასე დავინახე ეს ყველაფერი. სუბიექტურობისთვის ნუ განმსჯით. :)
45. აშკარაა რომ ნიჭიერ ავტორთან გვაქვს საქმე, რომელსაც შეუძლია შექმნას ღირებული ლიტერატურული ნაწარმოები, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ეპატაჟის მიზანიც აშკარაა. ავტორი არაა შეზღუდული თავისი სათქმელი გამოხატოს ნებისმიერი ფორმით, მას ვერავინ დაუწესებს სტანდარტებს რა უნდა წეროს და როგორ. თუმცა დავეთანხმები ქვემოთ გამოთქმულ აზრს და ვიტყვი, რომ ნაწარმოების ლიტერატურული ღირებულება (ზოგადად) უფრო დიდი იქნება თუ მასში არ იქნება სკანდალური გამოხტომები, რაც ბილწსიტყვაობით ვლინდება. ბილწსიტყვაობა მკითხველისთვის გადაგდებული სატყუარაა ამ შემთხვავაში, რომლითაც ის მიიზიდება, მაგრამ ილახება საზოგადოებაში დამკვიდრებული მორალურ-ზნეობრივი ნორმები, რაც არ ღირს ამად. არ მგონია მსგავსი ხერხით ავტორმა ნაწარმოების პრობლემის მოგვარების გზას მიაგნოს ან დაფასება მოიპოვოს მკითხველში. ეროტიული სცენები მსუბუქი ფორმით ხშირ შემთხვევაში უხდება ლიტერატურას, მაგრამ ჭარბად დამაბინძურებელია. ამ შემთხვევაში ამ უკანასკნელს აქვს ადგილი. ამიტომ რჩევის სახით ვეტყვი ავტორს-ნუ დატოვებს ასე და გაასუფთავოს ნაწერი, ვფიქრობ უკეთესად წარმოჩინდება ამით მისი შესაძლებლობები. აშკარაა რომ ნიჭიერ ავტორთან გვაქვს საქმე, რომელსაც შეუძლია შექმნას ღირებული ლიტერატურული ნაწარმოები, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ეპატაჟის მიზანიც აშკარაა. ავტორი არაა შეზღუდული თავისი სათქმელი გამოხატოს ნებისმიერი ფორმით, მას ვერავინ დაუწესებს სტანდარტებს რა უნდა წეროს და როგორ. თუმცა დავეთანხმები ქვემოთ გამოთქმულ აზრს და ვიტყვი, რომ ნაწარმოების ლიტერატურული ღირებულება (ზოგადად) უფრო დიდი იქნება თუ მასში არ იქნება სკანდალური გამოხტომები, რაც ბილწსიტყვაობით ვლინდება. ბილწსიტყვაობა მკითხველისთვის გადაგდებული სატყუარაა ამ შემთხვავაში, რომლითაც ის მიიზიდება, მაგრამ ილახება საზოგადოებაში დამკვიდრებული მორალურ-ზნეობრივი ნორმები, რაც არ ღირს ამად. არ მგონია მსგავსი ხერხით ავტორმა ნაწარმოების პრობლემის მოგვარების გზას მიაგნოს ან დაფასება მოიპოვოს მკითხველში. ეროტიული სცენები მსუბუქი ფორმით ხშირ შემთხვევაში უხდება ლიტერატურას, მაგრამ ჭარბად დამაბინძურებელია. ამ შემთხვევაში ამ უკანასკნელს აქვს ადგილი. ამიტომ რჩევის სახით ვეტყვი ავტორს-ნუ დატოვებს ასე და გაასუფთავოს ნაწერი, ვფიქრობ უკეთესად წარმოჩინდება ამით მისი შესაძლებლობები.
44. არ საჭიროებს ბევრ და დიდ სჯა-ბაასს ის საკითხი, რომ ლიტერატურულად ღირებული ნამუშევრის შექმნის სურვილი, უნარი და შესაძლებლობა თუ გვაქვს გონებრივი - მოვერიდებით არაფრისმომცემ ბილწისტყვაობას ("მანიფესტი"-ს მსგავს გროტესკულ პროტესტებს არ ვგულისხმობ, თუმცა, მისი ავტორი მხოლოდ ამ ლექსით არ დარჩენილა პოეზიაში, უფრო სწორად, ამ ლექსით-საერთოდ არ დარჩრენილა. ისევე როგორც, გიო საჯაიას ის ერთი ამოჩემებული "მეჯართე" - არაა გიოს არც პირველი და არც უკანასკნელი ლექსი და არაა ის ლექსი, რითაც ქართული ლიტერატურული წრე მას დაიმახსოვრებს.) ხათო, სიხარულო, სწორად ვურჩიოთ, აჯობებს. ჩემგან დასაცავი არაფერი სჭირს ახლა ამ ავტორს. პირიქით, ნაწერის გაუკეთესების სურვილი მათქმევინებს იმას, რაც ვთქვი. ქ-ნო ნანა, თქვენც იგივეს გეუბნებით და ვიცი, არც ერთ თქვენგანთან ამის ზედმეტი ახსნა და მტკიცება არ მჭირდება. არა მგონია, ამ გონებრივი გაქანების მქონე ავტორს ნაწერის ისე დაწმენდა და დალაგება გაუჭირდეს, როგორც საჭირო იქნება სიტუაციისა და რეალობის საუკეთესოდ გამოსახატად და ნაკლებად იყოს მდარე და უხამსი გამონათქვამი. ყველაზე მთავარი ისაა, რომ თავად ავტორმა იცის ასე რომაა და სწორედ ამის გათვალისწინებით და ამიტომ წავიდა ამ გზით კონკრეტულად ამ ნამუშევარში. ხათ, ვთვათ, მხოლოდ ერთ ამონარიდს გადავავლე თვალი და იმ ერთ ამონარიდშიც კი იმდენ უხეშ და ლიტერატურისთვის შეუფერებელ გამონათქვამს გადავაწყდი, რომ კითხვის გაგრძელება აღარ მომინდა, მართლაც; როგორ ვიფიქრო? მე ვარ ჩამორჩენილი და შეგუნებელი? მე არ მესმის ლიტერატურის? იყოს ეგრე. ვარ. და იმას ვინც ვარ, მაინც სჯერა რომ ასეთ ტექსტებს არ "დაიტოვებს" ლიტერატურა...მომკალი ახლა თუ გინდა.
ხათ, შენ რომ ეს ნორმალურ ამბად მიგაჩნდეს, ან თქვენ, ქ-ნო ნანა, ან დანარჩენებს, ვინც ავტორს ამ ფორმას უწონებს - იგივენაირი ფორმით დაწერდით თქვენც. რა? ნაკლებად ნიჭიერები ხართ?
თუ წიგნის გამოცემას აპირებს ეს ავტორი - ამ ნაწერის შეტანას არ ვურჩევდი, გულწრფელად.
წარმატებები. არ საჭიროებს ბევრ და დიდ სჯა-ბაასს ის საკითხი, რომ ლიტერატურულად ღირებული ნამუშევრის შექმნის სურვილი, უნარი და შესაძლებლობა თუ გვაქვს გონებრივი - მოვერიდებით არაფრისმომცემ ბილწისტყვაობას ("მანიფესტი"-ს მსგავს გროტესკულ პროტესტებს არ ვგულისხმობ, თუმცა, მისი ავტორი მხოლოდ ამ ლექსით არ დარჩენილა პოეზიაში, უფრო სწორად, ამ ლექსით-საერთოდ არ დარჩრენილა. ისევე როგორც, გიო საჯაიას ის ერთი ამოჩემებული "მეჯართე" - არაა გიოს არც პირველი და არც უკანასკნელი ლექსი და არაა ის ლექსი, რითაც ქართული ლიტერატურული წრე მას დაიმახსოვრებს.) ხათო, სიხარულო, სწორად ვურჩიოთ, აჯობებს. ჩემგან დასაცავი არაფერი სჭირს ახლა ამ ავტორს. პირიქით, ნაწერის გაუკეთესების სურვილი მათქმევინებს იმას, რაც ვთქვი. ქ-ნო ნანა, თქვენც იგივეს გეუბნებით და ვიცი, არც ერთ თქვენგანთან ამის ზედმეტი ახსნა და მტკიცება არ მჭირდება. არა მგონია, ამ გონებრივი გაქანების მქონე ავტორს ნაწერის ისე დაწმენდა და დალაგება გაუჭირდეს, როგორც საჭირო იქნება სიტუაციისა და რეალობის საუკეთესოდ გამოსახატად და ნაკლებად იყოს მდარე და უხამსი გამონათქვამი. ყველაზე მთავარი ისაა, რომ თავად ავტორმა იცის ასე რომაა და სწორედ ამის გათვალისწინებით და ამიტომ წავიდა ამ გზით კონკრეტულად ამ ნამუშევარში. ხათ, ვთვათ, მხოლოდ ერთ ამონარიდს გადავავლე თვალი და იმ ერთ ამონარიდშიც კი იმდენ უხეშ და ლიტერატურისთვის შეუფერებელ გამონათქვამს გადავაწყდი, რომ კითხვის გაგრძელება აღარ მომინდა, მართლაც; როგორ ვიფიქრო? მე ვარ ჩამორჩენილი და შეგუნებელი? მე არ მესმის ლიტერატურის? იყოს ეგრე. ვარ. და იმას ვინც ვარ, მაინც სჯერა რომ ასეთ ტექსტებს არ "დაიტოვებს" ლიტერატურა...მომკალი ახლა თუ გინდა.
ხათ, შენ რომ ეს ნორმალურ ამბად მიგაჩნდეს, ან თქვენ, ქ-ნო ნანა, ან დანარჩენებს, ვინც ავტორს ამ ფორმას უწონებს - იგივენაირი ფორმით დაწერდით თქვენც. რა? ნაკლებად ნიჭიერები ხართ?
თუ წიგნის გამოცემას აპირებს ეს ავტორი - ამ ნაწერის შეტანას არ ვურჩევდი, გულწრფელად.
წარმატებები.
43. დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ ცუდი მკითხველები ვართ. დარწმუნებული ვარ, კომენტართაგან ყველა ზედაპირულია, ან ტექსტის რაღაც ამონარიდის კრიტიკაა მხოლოდ. ერთი თვალის გადავლებით არ ხდება ნაწარმოების აღქმა, თუმცა რამდენჯერმე წაკითხვამაც შეიძლება ვერ ჩაგვახედოს ავტორის სამყაროში. მიუღებელი ფრაზები და გამოთქმები კი, გინდა– არ გინდა, ჩვენი რეალობის, ჩვენი ყოველდღიურობის ცოცხალი დასტურია. არა მგონია, ამაზე ვინმე შემომედაოს. რაც შეეხება გემოვნებას, მასზე არსებული სტერეოტიპი არასდროს დაიმსხვრევა, ჩვენ ხომ ვიწრო სამზერიდან ვაფასებთ ყველაფერს, რაც კი ჩვენი თვალთახედვის არეაში ხვდება. ჩემს შეხედულებას ამ ნაწერზე, გულდასმით წაკითხვის შემდეგ ვიტყვი. ავტორს წარმატებებს ვუსურვებ. დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ ცუდი მკითხველები ვართ. დარწმუნებული ვარ, კომენტართაგან ყველა ზედაპირულია, ან ტექსტის რაღაც ამონარიდის კრიტიკაა მხოლოდ. ერთი თვალის გადავლებით არ ხდება ნაწარმოების აღქმა, თუმცა რამდენჯერმე წაკითხვამაც შეიძლება ვერ ჩაგვახედოს ავტორის სამყაროში. მიუღებელი ფრაზები და გამოთქმები კი, გინდა– არ გინდა, ჩვენი რეალობის, ჩვენი ყოველდღიურობის ცოცხალი დასტურია. არა მგონია, ამაზე ვინმე შემომედაოს. რაც შეეხება გემოვნებას, მასზე არსებული სტერეოტიპი არასდროს დაიმსხვრევა, ჩვენ ხომ ვიწრო სამზერიდან ვაფასებთ ყველაფერს, რაც კი ჩვენი თვალთახედვის არეაში ხვდება. ჩემს შეხედულებას ამ ნაწერზე, გულდასმით წაკითხვის შემდეგ ვიტყვი. ავტორს წარმატებებს ვუსურვებ.
42. აი ასეთმა არამკითხე ხალხმა შემაძულა აქ შემოსვლაც და წერაც. მოგიკითხე პილიგრიმ :) აი ასეთმა არამკითხე ხალხმა შემაძულა აქ შემოსვლაც და წერაც. მოგიკითხე პილიგრიმ :)
41. მოდი დავიწყებ იქედან რომ ნაწარმოები არ წამიკითხავს, მხოლოდ თვალი გადავავლე აქაიქ, და მწერლის ენა დაახლოებით მივხვდი, სამაგიეროდ წავიკითხე ბოლო ათამდე კომენტარი და ერთი საოცრება დავაფიქსირე: 37-ე კომენტარის ავტორს რომ ნონა ეთანხმება რაღაცაში. :D :D
ახლა სერიოზულად. ავტორს შეუძლია ნაწარმოებში პერსონაჟს ათქმევინოს ნებისმიერი სიბილწე, ან დაალაპარაკოს კუთხური თუ ჟარგონული ენით, მაგრამ თუ ეს ბილწსიტყვაობა დიდი დოზითაა და ნაწარმოებს ლაითმოტივად გასდევს, მაშინ ეს ავტორის ან უნიჭობაზე მეტყველებს, რომელიც ცდილობს ეპატაჟური სვლით მიიზიდოს მკითხველი, ან ავტორის სიზარმაცის ნიშანია, რომელსაც ეზარება ბილწსიტყვაობის გარეშე შექმნას ეროტიზმი და მოკლე გზით მიდის მიზნისაკე, მაგრამ ეს გზა დროებითია და თუ ოდესმე ავტორს დიდების კვარცხლბეკზე აიყვანს, შემდეგ აუცილებლად გადაჩეხავს ხრამში.
რაც შეეხება ბავშვების წაკითხვა არ წაკითხვას, დღევანდელმა ბავშვმა ოღონდ წიგნი აიღოს ხელში ან ინტერნეტში რამეს წასაკითხად შემოვიდეს და ამ ნაწერით ახალს ნამდვილად ვერაფერს გაიგებს. სამწუხაროდ :( მოდი დავიწყებ იქედან რომ ნაწარმოები არ წამიკითხავს, მხოლოდ თვალი გადავავლე აქაიქ, და მწერლის ენა დაახლოებით მივხვდი, სამაგიეროდ წავიკითხე ბოლო ათამდე კომენტარი და ერთი საოცრება დავაფიქსირე: 37-ე კომენტარის ავტორს რომ ნონა ეთანხმება რაღაცაში. :D :D
ახლა სერიოზულად. ავტორს შეუძლია ნაწარმოებში პერსონაჟს ათქმევინოს ნებისმიერი სიბილწე, ან დაალაპარაკოს კუთხური თუ ჟარგონული ენით, მაგრამ თუ ეს ბილწსიტყვაობა დიდი დოზითაა და ნაწარმოებს ლაითმოტივად გასდევს, მაშინ ეს ავტორის ან უნიჭობაზე მეტყველებს, რომელიც ცდილობს ეპატაჟური სვლით მიიზიდოს მკითხველი, ან ავტორის სიზარმაცის ნიშანია, რომელსაც ეზარება ბილწსიტყვაობის გარეშე შექმნას ეროტიზმი და მოკლე გზით მიდის მიზნისაკე, მაგრამ ეს გზა დროებითია და თუ ოდესმე ავტორს დიდების კვარცხლბეკზე აიყვანს, შემდეგ აუცილებლად გადაჩეხავს ხრამში.
რაც შეეხება ბავშვების წაკითხვა არ წაკითხვას, დღევანდელმა ბავშვმა ოღონდ წიგნი აიღოს ხელში ან ინტერნეტში რამეს წასაკითხად შემოვიდეს და ამ ნაწერით ახალს ნამდვილად ვერაფერს გაიგებს. სამწუხაროდ :(
40. პატივცემულო ნ-ი-კ-ი! ,,დეკამერონიც" და ,,ათასერთი ღამეც" ადრეულ ბავშვობაში მაქვს წაკითხული_დაახლოებით მე-6,მე-7 კლასში.ნამდვილად არ დაუმალავთ ჩემს მშობლებს.არც მე დამიმალავს ჩემი შვილისთვის,მაგრამ რაც ეროტიკული სცენების აღწერიდან მახსოვს ესაა",,...და იმ ღამეს ისე მოასხდნენ მამაკაცები ქალებს,როგორც პართიული ულაყები მოასხდებიან ჭაკებს"(,,დეკამერონი") ხოლო ,,ათასერთ ღამეში"სექსუალური სცენები ასეა აღწერილი_,,დაწვა იმ ღამეს ქალთან და დაეუფლა მას".
თუ თქვენ სასქესო ორგანოების სახელების ხსენებას ყოველ მეორე წინადადებაში და ,,ტყ" ბგერების კომბინაციას თითქმის ყოველში- ნორმალურს უწოდებთ და კლასიკასთან აიგივებთ_მაშინ უკვე აღარ ვიცი რა ვთქვა...ეროტიკული სცენები გამსახურდიასაც აქვს აღწერილი,რობაქიძესაც,ჯავახიშვილს ხომ აქვს და აქვს,დუმბაძესაც,ფანჯიკიძესაც,ჭილაძესაც.... თითქმის ყველას_მაგრამ ეროტიკა სხვა რამეა და ყ და ტყ ბგერების წამდაწუმ განმეორება კი_ გულისამრევი ნატურალიზმი.
რა შუაშია წითელი ხელი_ეს არაა ლიტერატურა,ეს არის ეპატაჟის მცდელობა მკითხველის მისაზიდად...არა და,ამ ყველაფრისაგან რომ გაიწმინდოს ეს ნაწერი და ორთოგრაფიას,სტილისტიკას,გრამატიკის ელემენტარულ ნორმებს რომ მიექცეს ყურადღება_რა მშვენიერი მოთხრობა იქნებოდა.
პატივისცემით_ ნონა ფიფია პატივცემულო ნ-ი-კ-ი! ,,დეკამერონიც" და ,,ათასერთი ღამეც" ადრეულ ბავშვობაში მაქვს წაკითხული_დაახლოებით მე-6,მე-7 კლასში.ნამდვილად არ დაუმალავთ ჩემს მშობლებს.არც მე დამიმალავს ჩემი შვილისთვის,მაგრამ რაც ეროტიკული სცენების აღწერიდან მახსოვს ესაა",,...და იმ ღამეს ისე მოასხდნენ მამაკაცები ქალებს,როგორც პართიული ულაყები მოასხდებიან ჭაკებს"(,,დეკამერონი") ხოლო ,,ათასერთ ღამეში"სექსუალური სცენები ასეა აღწერილი_,,დაწვა იმ ღამეს ქალთან და დაეუფლა მას".
თუ თქვენ სასქესო ორგანოების სახელების ხსენებას ყოველ მეორე წინადადებაში და ,,ტყ" ბგერების კომბინაციას თითქმის ყოველში- ნორმალურს უწოდებთ და კლასიკასთან აიგივებთ_მაშინ უკვე აღარ ვიცი რა ვთქვა...ეროტიკული სცენები გამსახურდიასაც აქვს აღწერილი,რობაქიძესაც,ჯავახიშვილს ხომ აქვს და აქვს,დუმბაძესაც,ფანჯიკიძესაც,ჭილაძესაც.... თითქმის ყველას_მაგრამ ეროტიკა სხვა რამეა და ყ და ტყ ბგერების წამდაწუმ განმეორება კი_ გულისამრევი ნატურალიზმი.
რა შუაშია წითელი ხელი_ეს არაა ლიტერატურა,ეს არის ეპატაჟის მცდელობა მკითხველის მისაზიდად...არა და,ამ ყველაფრისაგან რომ გაიწმინდოს ეს ნაწერი და ორთოგრაფიას,სტილისტიკას,გრამატიკის ელემენტარულ ნორმებს რომ მიექცეს ყურადღება_რა მშვენიერი მოთხრობა იქნებოდა.
პატივისცემით_ ნონა ფიფია
39. აქ მოყვანილმა კომენტარებმა განმაწყო რომ აუცილებლად უნდა წავიკითხო ეს ნაწარმოები კომენტარებიდან გამომდინარე არ უნდა იყოს ცუდი და პირიქითაც კი
რაც შეეხება წითელ ხელს ავტორს გამოყენებული აქვს სწორად და სწორედ იმისთვისაა რომ თუ ვინმეს უნდა რომ შვილი არ შემოუშვას, ან ვინმეს არ მოსწონს უცენზურობის შემცველი ნაწერები, უბრალოდ გვერდი აუარონ
რაც შეეხება ბავშვებს, რაკი ამ გვერდს კითხულობენ, ესე იგი ინტერნეტში არიან და რაკი ინტერნეტში არიან, უამრავ ისეთ რაღაცაზე მიუწვდებათ ხელი, რასთანაც შედარებით ეს ნაწერი ალბათ კომბლეს ზღაპარია თუკი იქ არ შედის ბავშვი, რატომ შედის აქ, სადაც აწერია ნაწერი შეიცავს უ8ცენზურო ფრაზებსო?
იქნებ ისიც მითხრათ რომ სახლში არ გაქვთ ვთქვათ დეკამერონი თუ არა, ათასერთი ღამე მაინც სადმე დამალულად ინახავთ იმ წიგნებს თუ რანაირად იცავთ ბავშვებს ამისგან?
მე პირადად ვთვლი, რომ წითელი ხელი სწორად არის გამოყენებული და თუ ვინმეს არ სიამოვნებს ამის წაკითხვა, მისი უფლებები დაცულია
წარმატებები ყველას აქ მოყვანილმა კომენტარებმა განმაწყო რომ აუცილებლად უნდა წავიკითხო ეს ნაწარმოები კომენტარებიდან გამომდინარე არ უნდა იყოს ცუდი და პირიქითაც კი
რაც შეეხება წითელ ხელს ავტორს გამოყენებული აქვს სწორად და სწორედ იმისთვისაა რომ თუ ვინმეს უნდა რომ შვილი არ შემოუშვას, ან ვინმეს არ მოსწონს უცენზურობის შემცველი ნაწერები, უბრალოდ გვერდი აუარონ
რაც შეეხება ბავშვებს, რაკი ამ გვერდს კითხულობენ, ესე იგი ინტერნეტში არიან და რაკი ინტერნეტში არიან, უამრავ ისეთ რაღაცაზე მიუწვდებათ ხელი, რასთანაც შედარებით ეს ნაწერი ალბათ კომბლეს ზღაპარია თუკი იქ არ შედის ბავშვი, რატომ შედის აქ, სადაც აწერია ნაწერი შეიცავს უ8ცენზურო ფრაზებსო?
იქნებ ისიც მითხრათ რომ სახლში არ გაქვთ ვთქვათ დეკამერონი თუ არა, ათასერთი ღამე მაინც სადმე დამალულად ინახავთ იმ წიგნებს თუ რანაირად იცავთ ბავშვებს ამისგან?
მე პირადად ვთვლი, რომ წითელი ხელი სწორად არის გამოყენებული და თუ ვინმეს არ სიამოვნებს ამის წაკითხვა, მისი უფლებები დაცულია
წარმატებები ყველას
38. ვეთანხმები ნათია პაპიძეს,ნამდვილად ობიექტურად შეაფასა მოვლენა და მადლობა ამისთვის; აქვე დავამატებ_არა თუ მხოლოდ ,,ურაკპარაკისათვის" ნაცნობი პილიგრიმი,არამედ საქართველოში საკმაოდ ცნობილი და პრემირებული ავტორების ,,ავყიაობაც'' არ მიმაჩნია ლიტერატურად_არც შამუგია,არც ბურჭულაძე,არც დეისაძე ჩემთვის მწერლები არ არიან;
რომ წერთ,ცხოვრებაა ასეთი და მწერალმა სწორედ ის აღწერა,ქუჩის ბიჭები ასე ლაპარაკობენო_ვინც ამას იტყვის,ლიტერატურისა არაფერი გაეგება და ვაი ილიას საქართველოს ასეთი ძალადლიტერატორების ხელში...მარკ ტვენმა მაწანწალა ბიჭების ცხოვრება აღწერა,დიკენსმა ოლევერ ტვისტში ლონდონის ჯურღმულებში გვატარა, ,გრინვუდმაც...დიუმამ_,,ქალი კამელიებით" ,ბალზაკმა _,,კურტიზანი ქალები"...და ასე,უსასრულოდ....და ამ ჭაობიდან ისინი სუფთად ამოვიდნენ,ადამიანთა ხასიათები და ფსიქოლოგიური პორტრეტები გახსნეს და ამისთვის სულაც არ დასჭირვებით არც ბილწი სცენები და არც ბილწი სიტყვები.როცა ავტორი იმდენად უძლურია,რომ ოსტატობა არ ჰყოფნის ცხოვრების დასახატავად და ეპატაჟს მიმართავს,რომ დაბალი დონის მკითხველი ამით მიიზიდოს_ეს ლიტერატურა კი არა-ნატურალიზმია და ამან დრო მოჭამა. მაშინ,ვილაპარაკოთ ლიტერატურაში ქუჩის ბიჭებისა და პროსტიტუტკების ლექსიკით,ქურდების ჟარგონით...შემოვიღოთ ,,ქუჩის კილო,კილო შუაბაზრისა"...და ვაი,ქართულ ენას მაშინ ჩვენს ხელში; ...დაე ვწერო მე ჩემი ,,აკადემიური ქართულით"(როგორც წამომაყვედრეს)_თუ ასე მიგაჩნიათ,დიდი მადლობა,მიხარია! იმედი მაქვს ავტორი გაგებით მოეკიდება ამ შენიშვნებს და შემდეგში გაითვალისწინებს. პილიგრიმ,გავა დრო და უკეთ დაწერ.აი,მაშინ გაიხსენე ერთი უბრალო მასწავლებელი ქალი და მისი რჩევა_ ის,რაც უზნეოა,რაც ქუჩურია,რაც მდაბალია,რაც ვულგარულია_არასდროს შემორჩება ლიტერატურის ისტორიას,გადარჩება ის,რაც ღირებულია და მაღალზნეობრივი. ვეთანხმები ნათია პაპიძეს,ნამდვილად ობიექტურად შეაფასა მოვლენა და მადლობა ამისთვის; აქვე დავამატებ_არა თუ მხოლოდ ,,ურაკპარაკისათვის" ნაცნობი პილიგრიმი,არამედ საქართველოში საკმაოდ ცნობილი და პრემირებული ავტორების ,,ავყიაობაც`` არ მიმაჩნია ლიტერატურად_არც შამუგია,არც ბურჭულაძე,არც დეისაძე ჩემთვის მწერლები არ არიან;
რომ წერთ,ცხოვრებაა ასეთი და მწერალმა სწორედ ის აღწერა,ქუჩის ბიჭები ასე ლაპარაკობენო_ვინც ამას იტყვის,ლიტერატურისა არაფერი გაეგება და ვაი ილიას საქართველოს ასეთი ძალადლიტერატორების ხელში...მარკ ტვენმა მაწანწალა ბიჭების ცხოვრება აღწერა,დიკენსმა ოლევერ ტვისტში ლონდონის ჯურღმულებში გვატარა, ,გრინვუდმაც...დიუმამ_,,ქალი კამელიებით" ,ბალზაკმა _,,კურტიზანი ქალები"...და ასე,უსასრულოდ....და ამ ჭაობიდან ისინი სუფთად ამოვიდნენ,ადამიანთა ხასიათები და ფსიქოლოგიური პორტრეტები გახსნეს და ამისთვის სულაც არ დასჭირვებით არც ბილწი სცენები და არც ბილწი სიტყვები.როცა ავტორი იმდენად უძლურია,რომ ოსტატობა არ ჰყოფნის ცხოვრების დასახატავად და ეპატაჟს მიმართავს,რომ დაბალი დონის მკითხველი ამით მიიზიდოს_ეს ლიტერატურა კი არა-ნატურალიზმია და ამან დრო მოჭამა. მაშინ,ვილაპარაკოთ ლიტერატურაში ქუჩის ბიჭებისა და პროსტიტუტკების ლექსიკით,ქურდების ჟარგონით...შემოვიღოთ ,,ქუჩის კილო,კილო შუაბაზრისა"...და ვაი,ქართულ ენას მაშინ ჩვენს ხელში; ...დაე ვწერო მე ჩემი ,,აკადემიური ქართულით"(როგორც წამომაყვედრეს)_თუ ასე მიგაჩნიათ,დიდი მადლობა,მიხარია! იმედი მაქვს ავტორი გაგებით მოეკიდება ამ შენიშვნებს და შემდეგში გაითვალისწინებს. პილიგრიმ,გავა დრო და უკეთ დაწერ.აი,მაშინ გაიხსენე ერთი უბრალო მასწავლებელი ქალი და მისი რჩევა_ ის,რაც უზნეოა,რაც ქუჩურია,რაც მდაბალია,რაც ვულგარულია_არასდროს შემორჩება ლიტერატურის ისტორიას,გადარჩება ის,რაც ღირებულია და მაღალზნეობრივი.
37. ეს ლიტერატურა არ არის. კონკრეტულად ამ ნამუშევარზე ვამბობ.
თუმცა, იგრძნობა რომ ავტორს წერა შეუძლია.
თავად ავტორისგან მაინტერესებს, ათი წლის შემდეგ - რად და როგორ დაინახავს ამ ნაწერს. რამდენად იქნება წასაკითხი?
ვფიქრობ, იგრძნობა აქ იმის პოტენციალი, რომ არ შექმნას ამ გვერდის ავტორმა მხოლოდ ისეთი ნამუშევრები, რომლემიც იაფფასიან ეპატაჟს უფრო დაემსგავსება, ვიდრე ლიტერატურული ღირებულების მქონე ნამუშევარს.
იმ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ - ტექსტი გაუმართავი რომაა და რომ იზარმაცა ამ მხრივ ავტორმა. ეს ლიტერატურა არ არის. კონკრეტულად ამ ნამუშევარზე ვამბობ.
თუმცა, იგრძნობა რომ ავტორს წერა შეუძლია.
თავად ავტორისგან მაინტერესებს, ათი წლის შემდეგ - რად და როგორ დაინახავს ამ ნაწერს. რამდენად იქნება წასაკითხი?
ვფიქრობ, იგრძნობა აქ იმის პოტენციალი, რომ არ შექმნას ამ გვერდის ავტორმა მხოლოდ ისეთი ნამუშევრები, რომლემიც იაფფასიან ეპატაჟს უფრო დაემსგავსება, ვიდრე ლიტერატურული ღირებულების მქონე ნამუშევარს.
იმ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ - ტექსტი გაუმართავი რომაა და რომ იზარმაცა ამ მხრივ ავტორმა.
36. :)) კი, თხაც ადამიანივით კიკინებს...' როცა მის განცდებს ადამიანურად შეხედავენ...
მე არსად, არასდროს არ მითქვამს, რომ ჩემი ნაწერები დიდ რამეს წარმოადგენენ, თუმცა ზოგიერთ, პრეტენზიულ ავტორებთან შედარებით , ალბათ წარმოადგენენ კიდეც...:)
იმედია აღარ გამომეხმაურებით, ნამდვილად არ მიყვარს პოლემიკა...:) ჩემს აზრს კი, ყველგან და ყოველთვის დავაფიქსირებ... :)) კი, თხაც ადამიანივით კიკინებს...` როცა მის განცდებს ადამიანურად შეხედავენ...
მე არსად, არასდროს არ მითქვამს, რომ ჩემი ნაწერები დიდ რამეს წარმოადგენენ, თუმცა ზოგიერთ, პრეტენზიულ ავტორებთან შედარებით , ალბათ წარმოადგენენ კიდეც...:)
იმედია აღარ გამომეხმაურებით, ნამდვილად არ მიყვარს პოლემიკა...:) ჩემს აზრს კი, ყველგან და ყოველთვის დავაფიქსირებ...
35. ოოო,ჭა,მაპატიეთ,ვერ შეგამჩნიეთ და ამიტომ შემოვბრუნდი ახლა_ეს მე ვწერ აკადემიური ქართულით და ხელოვნურად, არა? რას იზამ,ვისაც რა შეუძლია იმას აკეთებს_მე ადამიანებზე ვწერ და ადამიანური ქართულით,ზოგის ნაწერიდან კი ადამიანი და თხა ერთნაირად კიკინებს,ერთნაირად განიცდის,ერთნაირად გრძნობს...და ამას ,,დიდ პროზას" ეძახიან. ამაზე უარესი პილიგრამს ნამდვილად არაფერი გაუკეთებია,თუმცა ვულგარულად კი დაწერა , თხა კი _აკადემურად კიკინებდა....=D
მშვიდობით,იმედია აღარ მოგვიწევს პოლემიკა. ოოო,ჭა,მაპატიეთ,ვერ შეგამჩნიეთ და ამიტომ შემოვბრუნდი ახლა_ეს მე ვწერ აკადემიური ქართულით და ხელოვნურად, არა? რას იზამ,ვისაც რა შეუძლია იმას აკეთებს_მე ადამიანებზე ვწერ და ადამიანური ქართულით,ზოგის ნაწერიდან კი ადამიანი და თხა ერთნაირად კიკინებს,ერთნაირად განიცდის,ერთნაირად გრძნობს...და ამას ,,დიდ პროზას" ეძახიან. ამაზე უარესი პილიგრამს ნამდვილად არაფერი გაუკეთებია,თუმცა ვულგარულად კი დაწერა , თხა კი _აკადემურად კიკინებდა....=D
მშვიდობით,იმედია აღარ მოგვიწევს პოლემიკა.
34.
თავფურცელი პანაცეა არ არის, რომ ვინმეს უწამლოს. :)))
თავფურცელი პანაცეა არ არის, რომ ვინმეს უწამლოს. :)))
33. "ბუდულა_თქვენგან მიკვირს,პედაგოგი ქალბატონი ბრძანდებით....ამას რომ იწონებთ :("
არა ქალბატონო ნემეზიდა, ნამდვილად არ ვიწონებ და გიორგის ყოველთვის მხოლოდ ამ ბილწსიტყვაობას ვუწუნებდი.
მაგრამ ,ნაწარმოები რეალურ ცხოვრებას ასახავს და ამას ვერ გავექცევით. მასზე უკეთ ეს არავინ იცის:(
"ბუდულა_თქვენგან მიკვირს,პედაგოგი ქალბატონი ბრძანდებით....ამას რომ იწონებთ :("
არა ქალბატონო ნემეზიდა, ნამდვილად არ ვიწონებ და გიორგის ყოველთვის მხოლოდ ამ ბილწსიტყვაობას ვუწუნებდი.
მაგრამ ,ნაწარმოები რეალურ ცხოვრებას ასახავს და ამას ვერ გავექცევით. მასზე უკეთ ეს არავინ იცის:(
32. თავფურცელს ყველა კითხულობს,ბავშვიც და დიდიც,ეს საიტის სახეა...
ლუტეცია_არა მგონია დიდებისთვისაც სასიამოვნო იყოს ასეთი უმსგავსობის წაკითხვა.
ბუდულა_თქვენგან მიკვირს,პედაგოგი ქალბატონი ბრძანდებით....ამას რომ იწონებთ :(
თეო_ახალგაზრდა გოგო ხარ,მგონი არც შენთვის უნდა იყოს ამის წაკითხვა მისაღები...
ნეფერტარ_შედარებით ობიექტურად მსჯელობთ (და არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში,საერთოდ...)
და ბოლოს,ავტორო პილიგრიმ_ არ ვიცი ვინა ხართ,არც თქვენი ასაკი ვიცი,არც ვინაობა...უბრალოდ,ამ ნაწერმა თქვენი სახე იცით როგორ დამანახა? ძალიან ნიჭიერი ხართ,ეს გეტყობათ,გაქვთ მწერლის ალღო და მახვილი თვალი,აქ რასაც წერთ,აქტუალური თემაა,ცხოვრებისეული...მაგრამ ის ფორმა,რა ფორმითაც ამას გამოხატავთ_სიმახინჯეა; მე გირჩევთ_შეეშვით ამ ეპატაჟურ_სკანდალურ რაღაცეებს და ნორმალურად წერეთ,ნუ შეგშურდებათ ბილწსიტყვაობითა და ,,საბას" პრემიით გაზულუქებულთა ,,პოპულარობა"...დარწმუნებული ვარ,დადგება დრო,და როცა ეს ყველაფერი გაიცხრილება,ეს რასაც ახლა წერთ,თქვენს მწერლურ ბიოგრაფიას შავ ლაქად დააჩნდება და შეგრცხვებათ..ვინ იცის,იქნებ მეორე ამირეჯიბი ან ჭილაძე იმალება თქვენში?! და თუ რამეს მიაღწიეთ ოდესმე,იცოდეთ,ამ ნაწერისა შეგრცხვებათ.
აბა, კარგად იყავით. იქ,სადაც ეს ნაწერი დიდებული ჰგონიათ,ჩემი ადგილი არ არის. წარმატებები სუყველას. თავფურცელს ყველა კითხულობს,ბავშვიც და დიდიც,ეს საიტის სახეა...
ლუტეცია_არა მგონია დიდებისთვისაც სასიამოვნო იყოს ასეთი უმსგავსობის წაკითხვა.
ბუდულა_თქვენგან მიკვირს,პედაგოგი ქალბატონი ბრძანდებით....ამას რომ იწონებთ :(
თეო_ახალგაზრდა გოგო ხარ,მგონი არც შენთვის უნდა იყოს ამის წაკითხვა მისაღები...
ნეფერტარ_შედარებით ობიექტურად მსჯელობთ (და არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში,საერთოდ...)
და ბოლოს,ავტორო პილიგრიმ_ არ ვიცი ვინა ხართ,არც თქვენი ასაკი ვიცი,არც ვინაობა...უბრალოდ,ამ ნაწერმა თქვენი სახე იცით როგორ დამანახა? ძალიან ნიჭიერი ხართ,ეს გეტყობათ,გაქვთ მწერლის ალღო და მახვილი თვალი,აქ რასაც წერთ,აქტუალური თემაა,ცხოვრებისეული...მაგრამ ის ფორმა,რა ფორმითაც ამას გამოხატავთ_სიმახინჯეა; მე გირჩევთ_შეეშვით ამ ეპატაჟურ_სკანდალურ რაღაცეებს და ნორმალურად წერეთ,ნუ შეგშურდებათ ბილწსიტყვაობითა და ,,საბას" პრემიით გაზულუქებულთა ,,პოპულარობა"...დარწმუნებული ვარ,დადგება დრო,და როცა ეს ყველაფერი გაიცხრილება,ეს რასაც ახლა წერთ,თქვენს მწერლურ ბიოგრაფიას შავ ლაქად დააჩნდება და შეგრცხვებათ..ვინ იცის,იქნებ მეორე ამირეჯიბი ან ჭილაძე იმალება თქვენში?! და თუ რამეს მიაღწიეთ ოდესმე,იცოდეთ,ამ ნაწერისა შეგრცხვებათ.
აბა, კარგად იყავით. იქ,სადაც ეს ნაწერი დიდებული ჰგონიათ,ჩემი ადგილი არ არის. წარმატებები სუყველას.
31. მაშინ აქვე ვთქვათ: საიტზე მეორედაა თავფურცელზე გასული ოთარ რურუას "ფარცქვალა" არც ოთარის მიმართ და არც ფარცქვალას მიმართ პრეტენზია არ მაქვს...უბრალოდ მეორედაა და..უხერხულია.
თორემ , პილიგრიმის ამბავი , შეიძლება ითქვას, განსხვავებულია.უბრალოდ , ადამიანმა ახლა ერთად მოუყარა თავი და თან ქულებით არაა გასული. მგონი, ჟიურის წევრების ქულებითაა, თუ არ მეშლება. კიდევ მესამე და ყველაზე მეტად უხერხული: ამ პოსტის ავტორი რჩეული ავტორია და ხომ ვერ მეტყვით, მისი რომელი ნაწერია მთავარზე????როგორც ვიცით, ავტორი "რჩეული ავტორი " მხოლოდ მაშინაა, თუ მისი ნაწერია მთავარზე... ასე რომ, პატივცემულო ადმინისტრაციავ, პროგრამაში უზუსტობებია : (თუ ეს ყველაფერი ჩემი "ჰაკერი" შვილის ბრალი არაა::DDD)
მაშინ აქვე ვთქვათ: საიტზე მეორედაა თავფურცელზე გასული ოთარ რურუას "ფარცქვალა" არც ოთარის მიმართ და არც ფარცქვალას მიმართ პრეტენზია არ მაქვს...უბრალოდ მეორედაა და..უხერხულია.
თორემ , პილიგრიმის ამბავი , შეიძლება ითქვას, განსხვავებულია.უბრალოდ , ადამიანმა ახლა ერთად მოუყარა თავი და თან ქულებით არაა გასული. მგონი, ჟიურის წევრების ქულებითაა, თუ არ მეშლება. კიდევ მესამე და ყველაზე მეტად უხერხული: ამ პოსტის ავტორი რჩეული ავტორია და ხომ ვერ მეტყვით, მისი რომელი ნაწერია მთავარზე????როგორც ვიცით, ავტორი "რჩეული ავტორი " მხოლოდ მაშინაა, თუ მისი ნაწერია მთავარზე... ასე რომ, პატივცემულო ადმინისტრაციავ, პროგრამაში უზუსტობებია : (თუ ეს ყველაფერი ჩემი "ჰაკერი" შვილის ბრალი არაა::DDD)
30. კი მომწონს და აუცილებლად წავაკითხებ ჩემ შვოლებსაც...:) ქუჩის ცხოვრება აქვს აღწერილი ავტორს აქ და ქუჩის ბიჭები ყვებიან ამბებს, რა გინდოდათ აბა, აკადემიური ქართულით უნდა ელაპარაკათ?... ყოფილიყო ხელოვნური და ზნეობრივი, ასე ჯობდა?... სიმართლე რომ ვთქვა, კითხვისას არც მომხვედრია თვალში ის "ბილწსიტყვაობა"...:) რომელიც კომენტარებში აღნიშნეს...და ეს ავტორის დამსახურებაა სწორედაც, იმდენად ბუნებრივად ზის ნაწერში და იმდენად მორგებულია რომ არც კი შემინიშნავს თითქმის...:) უბრალოდ ბევრი კორექტურა, თორემ როგორც ლიტერატურა ძალიანაც იმსახურებს თავფურცელს და ერთი წუთითაც არ მცხვენია ამის აღიარება...:-* კი მომწონს და აუცილებლად წავაკითხებ ჩემ შვოლებსაც...:) ქუჩის ცხოვრება აქვს აღწერილი ავტორს აქ და ქუჩის ბიჭები ყვებიან ამბებს, რა გინდოდათ აბა, აკადემიური ქართულით უნდა ელაპარაკათ?... ყოფილიყო ხელოვნური და ზნეობრივი, ასე ჯობდა?... სიმართლე რომ ვთქვა, კითხვისას არც მომხვედრია თვალში ის "ბილწსიტყვაობა"...:) რომელიც კომენტარებში აღნიშნეს...და ეს ავტორის დამსახურებაა სწორედაც, იმდენად ბუნებრივად ზის ნაწერში და იმდენად მორგებულია რომ არც კი შემინიშნავს თითქმის...:) უბრალოდ ბევრი კორექტურა, თორემ როგორც ლიტერატურა ძალიანაც იმსახურებს თავფურცელს და ერთი წუთითაც არ მცხვენია ამის აღიარება...:-*
29. ჰო მართლა ეს ნაწერი ადრე ცალკ-ცალკე იდებოდა, და სწორედ ამ ნაწერის ერთი თავით "მაღლის ნაამბობით" გახდა რჩეული ავტორი და ლიტერატორი პოლიგრიმი.
მე არ მგონია სამართლიანი, რომ ერთი და იგივე ნაწარმოებით ორჯერ გავიდეს ვინმე თავფურცელზე, ისევე როგორც ორჯერ არ უნდა დაისაჯოს ვინმე ერთი და იგივე დანაშაულისთვის.
ნაწერს და ავტორს არაფერს ვერჩი, - თავად იცის ეს. ისიც იცის რომ ეს კომენტარი სამართლიანია.
ჰო მართლა ეს ნაწერი ადრე ცალკ-ცალკე იდებოდა, და სწორედ ამ ნაწერის ერთი თავით "მაღლის ნაამბობით" გახდა რჩეული ავტორი და ლიტერატორი პოლიგრიმი.
მე არ მგონია სამართლიანი, რომ ერთი და იგივე ნაწარმოებით ორჯერ გავიდეს ვინმე თავფურცელზე, ისევე როგორც ორჯერ არ უნდა დაისაჯოს ვინმე ერთი და იგივე დანაშაულისთვის.
ნაწერს და ავტორს არაფერს ვერჩი, - თავად იცის ეს. ისიც იცის რომ ეს კომენტარი სამართლიანია.
28. აუცილებელია ბავშვებმა წაიკითხონ? ავტორმა სადმე აღნიშნა, რომ ეს საბავშვო ლიტერატურაა? არ მესმის ეს "თქვენს შვილებს წააკითხეთ თუ კაია" პათოსი. საბავშვო ლიტერატურა უამრავი არსებობს და ის წავაკითხოთ ბავშვებს, ეს ზრდასრულებმა წავიკითხოთ, ან არ, როგორც გვენებოს. :) აუცილებელია ბავშვებმა წაიკითხონ? ავტორმა სადმე აღნიშნა, რომ ეს საბავშვო ლიტერატურაა? არ მესმის ეს "თქვენს შვილებს წააკითხეთ თუ კაია" პათოსი. საბავშვო ლიტერატურა უამრავი არსებობს და ის წავაკითხოთ ბავშვებს, ეს ზრდასრულებმა წავიკითხოთ, ან არ, როგორც გვენებოს. :)
27. ნაწარმოები რომ აქტუალურ თემაზეა და ავტორის ნიჭიც ჩანსა,ეს პირველ კომენტარშიც აღვნიშნე,მაგრამ უფრო ევფონიურად არ შეიძლებოდა ამის თქმა? ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი? როცა ეს ნაწარმოები დაიდო,ხომ არ გამიპროტესტებია,მაგრამ როცა მკითხველი საიტზე შემოდის პირველ რიგში თავფურცელი ჩანს. რაც გინდათ წერეთ,რაც გინდათ იკითხეთ_ჩემთვის პირადად ეს მიუღებელია,აი ეს აღვნიშნე მე. და ...მიკვირს იმ ადამიანებისა,ვისაც ეს მოსწონს.თქვენს შვილებს წააკითხეთ თუ მოგწონთ, ,,ვეფხისტყაოსანი" მაინც არაა მოდაში; სულ კარგად ბრძანდებოდეთ.ჩემი სათქმელი ვთქვი. პასუხზე ნუ შეწუხდებით.
ნაწარმოები რომ აქტუალურ თემაზეა და ავტორის ნიჭიც ჩანსა,ეს პირველ კომენტარშიც აღვნიშნე,მაგრამ უფრო ევფონიურად არ შეიძლებოდა ამის თქმა? ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი? როცა ეს ნაწარმოები დაიდო,ხომ არ გამიპროტესტებია,მაგრამ როცა მკითხველი საიტზე შემოდის პირველ რიგში თავფურცელი ჩანს. რაც გინდათ წერეთ,რაც გინდათ იკითხეთ_ჩემთვის პირადად ეს მიუღებელია,აი ეს აღვნიშნე მე. და ...მიკვირს იმ ადამიანებისა,ვისაც ეს მოსწონს.თქვენს შვილებს წააკითხეთ თუ მოგწონთ, ,,ვეფხისტყაოსანი" მაინც არაა მოდაში; სულ კარგად ბრძანდებოდეთ.ჩემი სათქმელი ვთქვი. პასუხზე ნუ შეწუხდებით.
26. მე მხოლოდ "მაღლის ნაამბობი" მომეწონა ამ ნაწარმოებში. ადრე ცალკ-ცაკლე თავებად იდებოდა ეს მოთხრობა და ყველაზე მაღალი რეიტინგი ზუსტად "მაღლის ნაამბობს" ჰქონდა - 88 ქულა.
IMHO - ფინალი მთლიანად შესაცვლელია, არმენის ლექსი ძალიან კარგია, - მაგრამ აქ საერთოდ ზედმეტია. ამდენ გინებიან ნაწერს, მაღალი პოეზია ვერ მოვუხდინე. არ წავიდა "დიდი ლიმონას" პონტი აქ... :) იქნებ იმიტომ რომ "იქ " უშვერი სიტყვები მინიმალურია და აქცენტი ფსიქოტიპებზე გაცილებით მეტია.
მე მხოლოდ "მაღლის ნაამბობი" მომეწონა ამ ნაწარმოებში. ადრე ცალკ-ცაკლე თავებად იდებოდა ეს მოთხრობა და ყველაზე მაღალი რეიტინგი ზუსტად "მაღლის ნაამბობს" ჰქონდა - 88 ქულა.
IMHO - ფინალი მთლიანად შესაცვლელია, არმენის ლექსი ძალიან კარგია, - მაგრამ აქ საერთოდ ზედმეტია. ამდენ გინებიან ნაწერს, მაღალი პოეზია ვერ მოვუხდინე. არ წავიდა "დიდი ლიმონას" პონტი აქ... :) იქნებ იმიტომ რომ "იქ " უშვერი სიტყვები მინიმალურია და აქცენტი ფსიქოტიპებზე გაცილებით მეტია.
25. პილიგრიმის "ბიჭი მატარებლიდან" კარგი რომაა, ამაზე არავინ დაობს, ხალხო! მე იმდენად კარგად მახსოვს, როცა გიორგი ამას წერდა, შემიძლია ვთქვა, რომ მონაწილეობაც კი მაქვს მიღებული, რაღაც ფორმით, მის შექმნაში(იმედია, გიორგი ამას არ უარყოფს.)
წარმატებები მას ! პილიგრიმის "ბიჭი მატარებლიდან" კარგი რომაა, ამაზე არავინ დაობს, ხალხო! მე იმდენად კარგად მახსოვს, როცა გიორგი ამას წერდა, შემიძლია ვთქვა, რომ მონაწილეობაც კი მაქვს მიღებული, რაღაც ფორმით, მის შექმნაში(იმედია, გიორგი ამას არ უარყოფს.)
წარმატებები მას !
24. ეს ურაკპარაკი ბრწყინვალე ნიმუშია დემოკრატიის. :)
საბჭოთა ეპოქაში და კარგა 2000 წლამდე ამ ბედნიერებას - საჯაროდ გეწერათ თქვენი ლექსები მოთხრობები, კარგები, ცუდები საზოზღრები თუ საშინელებები - წარმოუდგენელი იყო. ეგრევე გაგამწესებდნენ უშიშროების სპეციზოლატორში. მამაჩემმა მითხრა, რომ ხაბეიშვილს საკმაოდ კარგი ლექსები და მოთხრობები ჰქონდა, მაგრამ 20 წლის შემდეგაც ვერ ბედავდა მის გამოქვეყნებას და "უჯრის პატიმრებს" ეძახდა.
აქ საშუალება გაქვთ წეროთ რაზეც გინდათ და როგორც გინდათ. დააფასეთ ის, რაც გაქვთ. აქ ორი კაცი მაინც კითხულობს თქვენს ნაწერებს. გიხაროდეთ ყველა კომენტარი, კარგი თუ ცუდი, რადგან დრო დახარჯეს და წაიკითხეს თქვენი ნაწერი.
ეს ურაკპარაკი ბრწყინვალე ნიმუშია დემოკრატიის. :)
საბჭოთა ეპოქაში და კარგა 2000 წლამდე ამ ბედნიერებას - საჯაროდ გეწერათ თქვენი ლექსები მოთხრობები, კარგები, ცუდები საზოზღრები თუ საშინელებები - წარმოუდგენელი იყო. ეგრევე გაგამწესებდნენ უშიშროების სპეციზოლატორში. მამაჩემმა მითხრა, რომ ხაბეიშვილს საკმაოდ კარგი ლექსები და მოთხრობები ჰქონდა, მაგრამ 20 წლის შემდეგაც ვერ ბედავდა მის გამოქვეყნებას და "უჯრის პატიმრებს" ეძახდა.
აქ საშუალება გაქვთ წეროთ რაზეც გინდათ და როგორც გინდათ. დააფასეთ ის, რაც გაქვთ. აქ ორი კაცი მაინც კითხულობს თქვენს ნაწერებს. გიხაროდეთ ყველა კომენტარი, კარგი თუ ცუდი, რადგან დრო დახარჯეს და წაიკითხეს თქვენი ნაწერი.
23. ამ პროზას უხეში ბილწსიტყვაობის გარა, უამრავი დადებითი მახრე აქვს, ასე რომ მხოლოდ ცუდს ნუ დაინახავთ, კარგს ჩაეჭიდეთ. პატივისცემით.......... ამ პროზას უხეში ბილწსიტყვაობის გარა, უამრავი დადებითი მახრე აქვს, ასე რომ მხოლოდ ცუდს ნუ დაინახავთ, კარგს ჩაეჭიდეთ. პატივისცემით..........
22. ასეთი ვრცელი პროზა ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე,....ეს არის მწარე რეალობა და არ სჭირდება ამ პროზას სიტყვების შელამაზება. როგორც არის ისე უნდა იყოს ზუსტად...., ეს არის უდიდესი ტკივილის მატარებელი პროზა, იმ ადამიანების შესახებ, რომელთაც უმამობა აერთიანებთ. ცხოვრების სისასტიკე. როგორი დაუნდობელია და თითოეულ მათგანს როგორ დასცინის ბედი, იმისდა მიუხედავად პერსონაჟი განათლებულია თუ არა. ძლიერია თუ არა. მოხერხებულია თუ არა,პატიოსანია თუ არა, ცხოვრება ყველას თანაბრად ტკენს. ეს ტკივილი არასრულყოფილი ოჯახიდან მოდის და სულში იბუდებს მთელი ცხოვრების მანძილზე.,,,, ეს პროზა არის არასრულფასოვან ოჯახს შეწირული შვილების ცხოვრების შესახებ. მე ძალიან მომეწონა, ასეთი შიშველი და შეულამაზებელი რეალობის ასე კარგად მოტანა მკითხველამდე, ოთხი მთავარი პესონაჟი, ოთხი მამის გარშე გაზრდილი, ოთხი ერთი და იგივე ტკივილი, ოთხი ბედისმაძიებელი ადამიანის მწარე და სასტიკი რეალობა..............................5
ასეთი ვრცელი პროზა ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე,....ეს არის მწარე რეალობა და არ სჭირდება ამ პროზას სიტყვების შელამაზება. როგორც არის ისე უნდა იყოს ზუსტად...., ეს არის უდიდესი ტკივილის მატარებელი პროზა, იმ ადამიანების შესახებ, რომელთაც უმამობა აერთიანებთ. ცხოვრების სისასტიკე. როგორი დაუნდობელია და თითოეულ მათგანს როგორ დასცინის ბედი, იმისდა მიუხედავად პერსონაჟი განათლებულია თუ არა. ძლიერია თუ არა. მოხერხებულია თუ არა,პატიოსანია თუ არა, ცხოვრება ყველას თანაბრად ტკენს. ეს ტკივილი არასრულყოფილი ოჯახიდან მოდის და სულში იბუდებს მთელი ცხოვრების მანძილზე.,,,, ეს პროზა არის არასრულფასოვან ოჯახს შეწირული შვილების ცხოვრების შესახებ. მე ძალიან მომეწონა, ასეთი შიშველი და შეულამაზებელი რეალობის ასე კარგად მოტანა მკითხველამდე, ოთხი მთავარი პესონაჟი, ოთხი მამის გარშე გაზრდილი, ოთხი ერთი და იგივე ტკივილი, ოთხი ბედისმაძიებელი ადამიანის მწარე და სასტიკი რეალობა..............................5
21. "ავთანდილ ჯენთლმენო როგორც მივხვდი პატარა ბიჭი ხარ შენ და სხვის მაგივრად სირცხვილს, საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობა ისწავლო ჯობია, აჯობებს ასე, რომ ხედავ წიტელხელიან მოთხრობას რატომ კითხულობ????"
ახლა ნამდვილად არ გავჩუმდები, ბატონებო! ერთი საყვარელი და კარგი ბავშვი გვყავს ამ საიტზე და იმდენს ნუ იზამთ, გააქციოთ ბავშვი აქედან! თუ რამე არ მოგწონთ, მიუთითეთ ნორმალურად. წითელხელიანს რა, რაიმე ბოქლომი ადევს და არ წაიკითხავს თუ როგორაა საქმე? თქვენც ხომ წაიკითხავდით, ბატონო ჰარირამა, როცა მის ასაკში იქნებოდით?
კიდევ ვიმეორებ, უხერხულია, თოთხმეტი წლის ბავშვს მასე მიმართოთ ... შვილები და შვილიშვილები მაინც ხომ გყავთ? გაიხსენეთ ისინი!
"ავთანდილ ჯენთლმენო როგორც მივხვდი პატარა ბიჭი ხარ შენ და სხვის მაგივრად სირცხვილს, საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობა ისწავლო ჯობია, აჯობებს ასე, რომ ხედავ წიტელხელიან მოთხრობას რატომ კითხულობ????"
ახლა ნამდვილად არ გავჩუმდები, ბატონებო! ერთი საყვარელი და კარგი ბავშვი გვყავს ამ საიტზე და იმდენს ნუ იზამთ, გააქციოთ ბავშვი აქედან! თუ რამე არ მოგწონთ, მიუთითეთ ნორმალურად. წითელხელიანს რა, რაიმე ბოქლომი ადევს და არ წაიკითხავს თუ როგორაა საქმე? თქვენც ხომ წაიკითხავდით, ბატონო ჰარირამა, როცა მის ასაკში იქნებოდით?
კიდევ ვიმეორებ, უხერხულია, თოთხმეტი წლის ბავშვს მასე მიმართოთ ... შვილები და შვილიშვილები მაინც ხომ გყავთ? გაიხსენეთ ისინი!
20. რა თვითგვემაა ეს, თავფურცელით უკმაყოფილო ადამიანებისა, გულს რომ იხეთქავენ ნერვიულობით, ვერ ვხვდები. თქვენს სახეს ხომ არ შეურაცხყოფს, კი ლანძღავთ ამ ურაკპარაკს, მაგრამ რატომღაც ვერ ელევით. თითქოს თავფურცელი იყოს ის ერთადერთი ჭუჭრუტანა, საიდანაც მზის სხივი აღწევს. თუ ვინმეს რამის სწავლა უნდა, ჯერ ის წაიკითხოს რაც დაბეჭდილი და აღიარებულია, თუ ეყოფა სიცოცხლე და მერე აქეთაც შემოიხედოს. რევერანსები არ სჭირდება ამ ცხოვრებას, თვითონ არავის ინდობს და რატომ უნდა ალამაზებდეს ავტორი, თუ ამის სურვილი თვითონვე არ აქვს? ამ ავტორთან არ იგრძნობა ეპატაჟი და ამიტომაც ჩემთვის მიასაღებია. რა თვითგვემაა ეს, თავფურცელით უკმაყოფილო ადამიანებისა, გულს რომ იხეთქავენ ნერვიულობით, ვერ ვხვდები. თქვენს სახეს ხომ არ შეურაცხყოფს, კი ლანძღავთ ამ ურაკპარაკს, მაგრამ რატომღაც ვერ ელევით. თითქოს თავფურცელი იყოს ის ერთადერთი ჭუჭრუტანა, საიდანაც მზის სხივი აღწევს. თუ ვინმეს რამის სწავლა უნდა, ჯერ ის წაიკითხოს რაც დაბეჭდილი და აღიარებულია, თუ ეყოფა სიცოცხლე და მერე აქეთაც შემოიხედოს. რევერანსები არ სჭირდება ამ ცხოვრებას, თვითონ არავის ინდობს და რატომ უნდა ალამაზებდეს ავტორი, თუ ამის სურვილი თვითონვე არ აქვს? ამ ავტორთან არ იგრძნობა ეპატაჟი და ამიტომაც ჩემთვის მიასაღებია.
19. მცირე ასაკიანთა საყურადღებოდ, ხელი ადევს წითელი ამ მოთხრობას ჩატვალა ავტორმა რომ წირდება ეს ხელი ამ მოთხრობას, და ეხლა შესვლელსი ვერ დადგებოდა და პირადობებს ვერ შეამოწმებდა. ავთანდილ ჯენთლმენო როგორც მივხვდი პატარა ბიჭი ხარ შენ და სხვის მაგივრად სირცხვილს, საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობა ისწავლო ჯობია, აჯობებს ასე, რომ ხედავ წიტელხელიან მოთხრობას რატომ კითხულობ???? მცირე ასაკიანთა საყურადღებოდ, ხელი ადევს წითელი ამ მოთხრობას ჩატვალა ავტორმა რომ წირდება ეს ხელი ამ მოთხრობას, და ეხლა შესვლელსი ვერ დადგებოდა და პირადობებს ვერ შეამოწმებდა. ავთანდილ ჯენთლმენო როგორც მივხვდი პატარა ბიჭი ხარ შენ და სხვის მაგივრად სირცხვილს, საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობა ისწავლო ჯობია, აჯობებს ასე, რომ ხედავ წიტელხელიან მოთხრობას რატომ კითხულობ????
18. პირდაპირ ვიტყვი-ისეთი საშინელებაა ვეღარ გავაგრძელე კითხვა და მივანებე თავი,სირცხვილი ურაკს!!!ძალიან მაინტერესებს თქვენმა შვილებმა რომ წაიკითხონ ეს ნაწარმოები რ აზრის იქნებიან.ჩემმა მშობელმა ასეთი ნაწარმოები დაწერაო იამაყებენ?საზიზღრობაა.საშინელება.და ცნობისთვის,აქ მცირე ასაკის ხალხიც ვართ და არაა მართებული ასეთი ნაწარმოებების დადება.უბრალოდ სირცხვილია.მე მრცხვენია თქვენს მაგივრად.
მომიტევეთ პირდაპირობისთვის. პირდაპირ ვიტყვი-ისეთი საშინელებაა ვეღარ გავაგრძელე კითხვა და მივანებე თავი,სირცხვილი ურაკს!!!ძალიან მაინტერესებს თქვენმა შვილებმა რომ წაიკითხონ ეს ნაწარმოები რ აზრის იქნებიან.ჩემმა მშობელმა ასეთი ნაწარმოები დაწერაო იამაყებენ?საზიზღრობაა.საშინელება.და ცნობისთვის,აქ მცირე ასაკის ხალხიც ვართ და არაა მართებული ასეთი ნაწარმოებების დადება.უბრალოდ სირცხვილია.მე მრცხვენია თქვენს მაგივრად.
მომიტევეთ პირდაპირობისთვის.
17. ეს ტექსტი რომ დაიდო,მაშინ წავიკითხე და კომენტარი არ დავწერე.იმდენად შემაწუხა ამ გულისამრევმა ნატურალიზმმა და ქართული ენის ასე დამცირებამ...ამდენი უზნეო სიტყვა ,,ვეფხისტყაოსნიდან" დღემდე არ დაწერილა ქართულ ენაზე.მაგრამ,მე უბრალოდ გვერდი ავუარე ამ ყველაფერს_ქართული ენის ასე დამცირებასაც კი,რადგან პატივი ვეცი იმ მკითხველებს,ვინც ეს მოიწონა.არც ვაპირებდი ამაზე რამის თქმას,რომ არა...ჩემი გაოცება,როცა ეს ,,ბილწსიტყვაობის თაიგული" საიტის რედკოლეგიის რეკომენდაციით თავფურცელზე მოხვდა.ესაა ნამდვილი მარაზმი,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.ესაა ჩვენი ლიტერატურული ტრადიციების ფეხქვეშ გათელვა,ქართული მრავალსაუკუნოვანი ენის შეურაცხყოფა... ვაღირებ,ავტორი ნიჭიერი ჩანს და ძალიან საჭირო თემაზე და დღევანდელობის პრობლემაზე წერს...მაგრამ ასე?! ამგვარი სიტყვებით? არ მითხრათ ახლა,სტილიზაციის გამოა აუცილებელიო...დავით კლდიაშვილიც სტილიცაზიის გამო ალაპარაკებდა თავის პერსონაჟებს იმერულ დიალექტზე,მაგრამ ის და ეს ერთია?! ერთი შეკითხვა მექნება იმათთან,ეს ნაწერი რომ მოსწონთ_ამას თქვენს შვილებს წააკითხებდით? აქ ხომ სკოლის მოსწავლეებიც შემოდიან? უფრო მეტიც_14 წლის ავტორებიც გვყავს...არა მგონია ავთო ძიმისტარაშვილმა ეს წაიკითხოს და მოეწონოს,რატომ ვამახინჯებთ ასე ბავშვების აზროვნებას?! მე ერთ რამეში დავრწმუნდი_როცა მსგავსი ტექსტები საიტის მეტრად ითვლება,იქ მართლა არ ღირს,არ თუ რამის დადება,არამედ უბრალოდ,სტუმრის სტატუსითაც კი შემოსვლა, მეტყვით_შენ ვინა ხარ ასეთიო... მე ქართველი ვარ პირველ რიგში,მერე_ფილოლოგი,მერე_მასწავლებელი. აი,ესა ვარ ...და მე არ მინდა ამგვარი უმსგავსობები საიტის სახე იყოს. კი ბატონო,თუ სურვილი აქვს-დადოს,ყველა საქონელს ჰყავს თავისი მუშტარი_მაგრამ ამის თავფურცელზე გატანა საშინელებაა,სატირალია! ეს ჩემი აზრია,თუ თქვენ სხვაგვარად ფიქრობთ_ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ! ეს ტექსტი რომ დაიდო,მაშინ წავიკითხე და კომენტარი არ დავწერე.იმდენად შემაწუხა ამ გულისამრევმა ნატურალიზმმა და ქართული ენის ასე დამცირებამ...ამდენი უზნეო სიტყვა ,,ვეფხისტყაოსნიდან" დღემდე არ დაწერილა ქართულ ენაზე.მაგრამ,მე უბრალოდ გვერდი ავუარე ამ ყველაფერს_ქართული ენის ასე დამცირებასაც კი,რადგან პატივი ვეცი იმ მკითხველებს,ვინც ეს მოიწონა.არც ვაპირებდი ამაზე რამის თქმას,რომ არა...ჩემი გაოცება,როცა ეს ,,ბილწსიტყვაობის თაიგული" საიტის რედკოლეგიის რეკომენდაციით თავფურცელზე მოხვდა.ესაა ნამდვილი მარაზმი,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.ესაა ჩვენი ლიტერატურული ტრადიციების ფეხქვეშ გათელვა,ქართული მრავალსაუკუნოვანი ენის შეურაცხყოფა... ვაღირებ,ავტორი ნიჭიერი ჩანს და ძალიან საჭირო თემაზე და დღევანდელობის პრობლემაზე წერს...მაგრამ ასე?! ამგვარი სიტყვებით? არ მითხრათ ახლა,სტილიზაციის გამოა აუცილებელიო...დავით კლდიაშვილიც სტილიცაზიის გამო ალაპარაკებდა თავის პერსონაჟებს იმერულ დიალექტზე,მაგრამ ის და ეს ერთია?! ერთი შეკითხვა მექნება იმათთან,ეს ნაწერი რომ მოსწონთ_ამას თქვენს შვილებს წააკითხებდით? აქ ხომ სკოლის მოსწავლეებიც შემოდიან? უფრო მეტიც_14 წლის ავტორებიც გვყავს...არა მგონია ავთო ძიმისტარაშვილმა ეს წაიკითხოს და მოეწონოს,რატომ ვამახინჯებთ ასე ბავშვების აზროვნებას?! მე ერთ რამეში დავრწმუნდი_როცა მსგავსი ტექსტები საიტის მეტრად ითვლება,იქ მართლა არ ღირს,არ თუ რამის დადება,არამედ უბრალოდ,სტუმრის სტატუსითაც კი შემოსვლა, მეტყვით_შენ ვინა ხარ ასეთიო... მე ქართველი ვარ პირველ რიგში,მერე_ფილოლოგი,მერე_მასწავლებელი. აი,ესა ვარ ...და მე არ მინდა ამგვარი უმსგავსობები საიტის სახე იყოს. კი ბატონო,თუ სურვილი აქვს-დადოს,ყველა საქონელს ჰყავს თავისი მუშტარი_მაგრამ ამის თავფურცელზე გატანა საშინელებაა,სატირალია! ეს ჩემი აზრია,თუ თქვენ სხვაგვარად ფიქრობთ_ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ!
16. სიუჟეტური ქარგა მომეწონა. ჯერ ავტორი ყვება და შემდეგ პერსონაჟები საკუთარ თავზე ყვებიან. ვფიქრობ, ამ ნაწარმოებში კულმინაცია, იქ არის, სადაც მკითხველი აღმოაჩენს, რომ ნიასთან არცერთი არ წოლილა. ამის შემდეგ მკითხველის ემოცია ძირს ეშვება. ეფექტური ფინალის ეფექტი იკარგება და მკითხველი ახალს არაფერს არ იგებს. ავტორს მიაჩნია, რომ დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ქილერას მიერ ლიმონას ცემის მოტივს და გვიჩვენოს ამ ქმედების ფსიქოლოგია. მე მას პირობითად „ბულკის ფსიქოლოგიას დავარქმევდი“ ,ეს კარგია მაგრამ საფინალო ეფექტად არ გამოდგება. ნიას მონაყოლის შემდეგ სჯობდა წერტილი დასმულიყო. კიდევ ერთი: დასაწყისი დინამიურია, შემდეგ დინამიურობა კლებულობს და არის ადგილები, სადაც თხრობა მოსაწყენი ხდება. საწყისი დინამიურობა რომ შენარჩუნებულიყო, პრწყინვალე იქნებოდა. ჯამში შთაბეჭდილებას ახდენს. დამუშავების შემდეგ, თუ საწყის დინამიურობას მოერგება დანარჩენი პრწყინვალე იქნება.
სიუჟეტური ქარგა მომეწონა. ჯერ ავტორი ყვება და შემდეგ პერსონაჟები საკუთარ თავზე ყვებიან. ვფიქრობ, ამ ნაწარმოებში კულმინაცია, იქ არის, სადაც მკითხველი აღმოაჩენს, რომ ნიასთან არცერთი არ წოლილა. ამის შემდეგ მკითხველის ემოცია ძირს ეშვება. ეფექტური ფინალის ეფექტი იკარგება და მკითხველი ახალს არაფერს არ იგებს. ავტორს მიაჩნია, რომ დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ქილერას მიერ ლიმონას ცემის მოტივს და გვიჩვენოს ამ ქმედების ფსიქოლოგია. მე მას პირობითად „ბულკის ფსიქოლოგიას დავარქმევდი“ ,ეს კარგია მაგრამ საფინალო ეფექტად არ გამოდგება. ნიას მონაყოლის შემდეგ სჯობდა წერტილი დასმულიყო. კიდევ ერთი: დასაწყისი დინამიურია, შემდეგ დინამიურობა კლებულობს და არის ადგილები, სადაც თხრობა მოსაწყენი ხდება. საწყისი დინამიურობა რომ შენარჩუნებულიყო, პრწყინვალე იქნებოდა. ჯამში შთაბეჭდილებას ახდენს. დამუშავების შემდეგ, თუ საწყის დინამიურობას მოერგება დანარჩენი პრწყინვალე იქნება.
15. ყოველ შემთხვევაში იმდენად მაინც, რამდენის საშუალებასაც ვირტუალური ნაცნობობა გვაძლევს, დედოფალო:))) ყოველ შემთხვევაში იმდენად მაინც, რამდენის საშუალებასაც ვირტუალური ნაცნობობა გვაძლევს, დედოფალო:)))
14. რედაქტირება რომ სჭირდება გასაგებია. კარგი მოთხრობაა, საინტერესოდ გდმოცემული. ავტირს თითქოს დაკითხვაზე ჰყავს პერსონაჟები. ისინი ცოცხლდებიან, საუბრობენ და თავის ისტორიას ყვებიან. ყვებიან საკმაოდ მტკივნეულ თემაზე, ოჯახის, მამის როლზე. მომეწონა, წარმატებები.:) რედაქტირება რომ სჭირდება გასაგებია. კარგი მოთხრობაა, საინტერესოდ გდმოცემული. ავტირს თითქოს დაკითხვაზე ჰყავს პერსონაჟები. ისინი ცოცხლდებიან, საუბრობენ და თავის ისტორიას ყვებიან. ყვებიან საკმაოდ მტკივნეულ თემაზე, ოჯახის, მამის როლზე. მომეწონა, წარმატებები.:)
13. არმენ არუთინოვი შენი მეგობარია? არმენ არუთინოვი შენი მეგობარია?
12. მაშინაც მომეწონა. ახლაც მომწონს და დაკორექტირებული უფრო მომეწონება. ) მაშინაც მომეწონა. ახლაც მომწონს და დაკორექტირებული უფრო მომეწონება. )
11. უკვე მერამდენედ გადავიკითხე კომენტარები...
ალალად გეტყვით, ორი-სამზე მეტი თუ დამხვდებოდა ვერაფრით წარმოვიდგენდი...
თავმდაბლობას არ დავიწყებ და მეც ვიტყვი, რომ ეს მოთხრობა საუკეთესოა რაც ოდესმე დამიწერია, თუმცა მეორე მოთხრობა იყო ჩემთვის და ახლა რომ გადავიკითხე, შემძრა ხარვეზების რაოდენობამ...
უზომოდ ბედნიერი ვარ თქვენი კომენტარების შინაარსით, უზომოდ!!! ქალბატონ თანანას ვეტყვი, რომ სხვაგვარად ვერ შევძელი ამ მოთხრობის დასრულება, უბრალოდ ეს გმირები ერთად ვეღარ შევკრიბე ზნეობრივ სასამართლოზე, სხვაგვარად... ამიტომაც გადავიყვანე ბოლო თავი დრამატურგიაში...
ნეფერტარ, ნაწყვეტი ბოლო თავიდან:
ნიას ხმა: რა სევდიანი და ლამაზი ლექსია, იკა, შენ დაწერე სიხარულო?
მაღალის ხმა: არა, არმენ არუთინოვის ლექსია, ძვირფ!
ნიას ხმა: ეგ ვინ არის? პირველად მესმის!
მაღალის ხმა: ჩვენი მხიარული ავტორის მეგობარია ერთი...
მგონი ბევრი ვილაპარაკე ახლა მე და წავალ აწი, უზომოდ გახარებულიც და ცოტა სევდიანიც... მადლობა ყველას!
უკვე მერამდენედ გადავიკითხე კომენტარები...
ალალად გეტყვით, ორი-სამზე მეტი თუ დამხვდებოდა ვერაფრით წარმოვიდგენდი...
თავმდაბლობას არ დავიწყებ და მეც ვიტყვი, რომ ეს მოთხრობა საუკეთესოა რაც ოდესმე დამიწერია, თუმცა მეორე მოთხრობა იყო ჩემთვის და ახლა რომ გადავიკითხე, შემძრა ხარვეზების რაოდენობამ...
უზომოდ ბედნიერი ვარ თქვენი კომენტარების შინაარსით, უზომოდ!!! ქალბატონ თანანას ვეტყვი, რომ სხვაგვარად ვერ შევძელი ამ მოთხრობის დასრულება, უბრალოდ ეს გმირები ერთად ვეღარ შევკრიბე ზნეობრივ სასამართლოზე, სხვაგვარად... ამიტომაც გადავიყვანე ბოლო თავი დრამატურგიაში...
ნეფერტარ, ნაწყვეტი ბოლო თავიდან:
ნიას ხმა: რა სევდიანი და ლამაზი ლექსია, იკა, შენ დაწერე სიხარულო?
მაღალის ხმა: არა, არმენ არუთინოვის ლექსია, ძვირფ!
ნიას ხმა: ეგ ვინ არის? პირველად მესმის!
მაღალის ხმა: ჩვენი მხიარული ავტორის მეგობარია ერთი...
მგონი ბევრი ვილაპარაკე ახლა მე და წავალ აწი, უზომოდ გახარებულიც და ცოტა სევდიანიც... მადლობა ყველას!
10. ხელმეორედ გადაკითხვას გპირდებით, თუ მე-7 კომენტარს დაუჯერებთ.
ადრე ნაწილ-ნაწილ წავიკითხე და მომეწონა! +++++ ხელმეორედ გადაკითხვას გპირდებით, თუ მე-7 კომენტარს დაუჯერებთ.
ადრე ნაწილ-ნაწილ წავიკითხე და მომეწონა! +++++
9. ვიფიქრე, უკვე გააშალაშინა მეთქი და წასაკითხად მოვემზადე :))
იქნება დააყენო საშველი შე დალოცვილო და საბოლოო ვერსია დაბეჭდო :)) ველოდები, ხომ იცი? :))
ქალბატონ თანანას ძალიან კარგად აქვს დაჭერილი ნაწარმოების ღირსებები და თუ ნაკლოვანებებსაც აღმოფხვრავ, ჯონათანს დავესესხები-
" წიგნებისმოძულე თაობაც, სიამოვნებით წაიკითხავს." :)))
სიკეთე ყველას! ვიფიქრე, უკვე გააშალაშინა მეთქი და წასაკითხად მოვემზადე :))
იქნება დააყენო საშველი შე დალოცვილო და საბოლოო ვერსია დაბეჭდო :)) ველოდები, ხომ იცი? :))
ქალბატონ თანანას ძალიან კარგად აქვს დაჭერილი ნაწარმოების ღირსებები და თუ ნაკლოვანებებსაც აღმოფხვრავ, ჯონათანს დავესესხები-
" წიგნებისმოძულე თაობაც, სიამოვნებით წაიკითხავს." :)))
სიკეთე ყველას!
8. გიორგი, ლექსის ავტორი არმენ არუთინოვი რომაა, არ გინდა სადმე მიუთითო ? ეს აუცილებელია. გიორგი, ლექსის ავტორი არმენ არუთინოვი რომაა, არ გინდა სადმე მიუთითო ? ეს აუცილებელია.
7. ჰო...ფორუმში...რატიანთან გასარჩევ- გასატყავებლად რომ უნდა შემოიტანო, ეს ერთხელ უკვე გირჩიე ...ამით ბევრს მოიგებს შენი მოთხრობები... ჰო...ფორუმში...რატიანთან გასარჩევ- გასატყავებლად რომ უნდა შემოიტანო, ეს ერთხელ უკვე გირჩიე ...ამით ბევრს მოიგებს შენი მოთხრობები...
6. კარბად მახსოვს ეს და მომწონს რათქმაუნდა, მიუხედავად ბევრი ხარვეზისა...:) სულაც ამ მოთხრობით გაგიცანი მგონი ავტორო...:-*
მართლაც ძალიან კარგი რამე გამოვა საფუძვლიან რედაქტირებას თუ გაუკეთებ...
მაგალითისთვის ისე ...ზედაპირულად გეტყვი...:-* მამასთან დაკავშირებით, ბევრი რამაა მგონი ჩასასწორებელი...უფრო დამაჯერებელი უნდა იყოს ავტორი მანდ ...-მეორე ცოლთან რომ ბავშვი ეყოლა, სრულიად ზედმეტია ეგ ...კიდევ შამპანურით შერიგებას რომ სთხოვს...ეგაც...და კიდევ..კარგად უნდა გადახედვა...
ბევრი შეცდომაა გაპარული, მაგრამ სამაგიეროდ ისეთი ხიბლი აქვს თხრობა, რაც ჩემი აზრით ძალიან იშვიათია...:-* 5
კარბად მახსოვს ეს და მომწონს რათქმაუნდა, მიუხედავად ბევრი ხარვეზისა...:) სულაც ამ მოთხრობით გაგიცანი მგონი ავტორო...:-*
მართლაც ძალიან კარგი რამე გამოვა საფუძვლიან რედაქტირებას თუ გაუკეთებ...
მაგალითისთვის ისე ...ზედაპირულად გეტყვი...:-* მამასთან დაკავშირებით, ბევრი რამაა მგონი ჩასასწორებელი...უფრო დამაჯერებელი უნდა იყოს ავტორი მანდ ...-მეორე ცოლთან რომ ბავშვი ეყოლა, სრულიად ზედმეტია ეგ ...კიდევ შამპანურით შერიგებას რომ სთხოვს...ეგაც...და კიდევ..კარგად უნდა გადახედვა...
ბევრი შეცდომაა გაპარული, მაგრამ სამაგიეროდ ისეთი ხიბლი აქვს თხრობა, რაც ჩემი აზრით ძალიან იშვიათია...:-* 5
5. ყველა წაკითხული მაქვს და არაერთხელ, იდო აქ ეს ნაწილ ნაწილ. ყველა კარგია სერიოზულად. მიშა რატიანს უნდა აჩვენო. ბომბია. მაგრამ მე მაღლის ნაამბობი მიყვარს, - სიურეალისტურობის გამო.
კიდევ ბრავა და კიდევ 5 ქულა. ყველა წაკითხული მაქვს და არაერთხელ, იდო აქ ეს ნაწილ ნაწილ. ყველა კარგია სერიოზულად. მიშა რატიანს უნდა აჩვენო. ბომბია. მაგრამ მე მაღლის ნაამბობი მიყვარს, - სიურეალისტურობის გამო.
კიდევ ბრავა და კიდევ 5 ქულა.
4. თავიდან ბოლომდე წავიკითხე, პილიგრიმ, ჯობდა, ნაწილ-ნაწილ დაგედო, თუმცა, შესაძოა ემოციური ფონი განელებულიყო... მიუხედავად იმისა, რომ კარგა გვარიანად გასარედაქტირებელია, საოცარი განცდა დამიტოვა, სამივე ირაკლი ზუსტად დავინახე, განვიცადე მათი ცხოვრება, მეტკინა მათი დასახიჩრებული სულები, "თბილი ნათების ნაცვლად სანთებელებით განათებული ცხოვრების გზა", უმამოდ გაზრდილი ბიჭები, ნაძირალა ან პასუხისმგებლობას გაქცეული მამები, სასტიკი სამყარო, უგულო ხალხი, მარიაჟა საზოგადოება, რომელსაც სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ობოლიც, მათხოვარიც და მისი ულუკმაპურობაც... დედის მიმართ ბიჭის თანაგრძნობის პასაჟიც, უკაცოდ გაზრდის პრობლემები, მამინაცვლის უგულობაც - ძალიან დამაჯერებელი და ზუსტი იყო, თითქოს ფილმს ვუყურებდი, თითქოს ალუზიაც გაჩნდა "ერთხელ, ამერიკაში" -ამ ფილმისა, ოღონდ, ეს არ იყო მიბაძვა... კარგად გაქვს დაჭერილი გაქუჩისბიჭების და დანაშაულის ჩადენის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი... დრო, ეპოქა და ადამიანები თავისი ადამიანურ-არაადამიანური თვისებებით კარგად გაქვს ნაჩვენები!!! მხოლოდ,ცოტა გაწელილი მეჩვენა ფინალი, ჩრდილების დიალოგმა და ბოლოში თხრობის ჟანრის შეცვლამ ცოტა ამომაგდო...
შენგან მართლა კარგი მწერალი დადგება და ეს ნაწარმოები კარგი რედაქტორისა და გამომცემლის ხელში შესაძლოა, ბესთსელერადაც იქცეს!!! აქაც დაემთხვა ჩემი და ჯონათანის აზრი, სულ ერთი ფრთის მოსმით მასწრებს ჩემი ჭკვიანი და გულთმისანი "თოლია"... თავიდან ბოლომდე წავიკითხე, პილიგრიმ, ჯობდა, ნაწილ-ნაწილ დაგედო, თუმცა, შესაძოა ემოციური ფონი განელებულიყო... მიუხედავად იმისა, რომ კარგა გვარიანად გასარედაქტირებელია, საოცარი განცდა დამიტოვა, სამივე ირაკლი ზუსტად დავინახე, განვიცადე მათი ცხოვრება, მეტკინა მათი დასახიჩრებული სულები, "თბილი ნათების ნაცვლად სანთებელებით განათებული ცხოვრების გზა", უმამოდ გაზრდილი ბიჭები, ნაძირალა ან პასუხისმგებლობას გაქცეული მამები, სასტიკი სამყარო, უგულო ხალხი, მარიაჟა საზოგადოება, რომელსაც სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ობოლიც, მათხოვარიც და მისი ულუკმაპურობაც... დედის მიმართ ბიჭის თანაგრძნობის პასაჟიც, უკაცოდ გაზრდის პრობლემები, მამინაცვლის უგულობაც - ძალიან დამაჯერებელი და ზუსტი იყო, თითქოს ფილმს ვუყურებდი, თითქოს ალუზიაც გაჩნდა "ერთხელ, ამერიკაში" -ამ ფილმისა, ოღონდ, ეს არ იყო მიბაძვა... კარგად გაქვს დაჭერილი გაქუჩისბიჭების და დანაშაულის ჩადენის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი... დრო, ეპოქა და ადამიანები თავისი ადამიანურ-არაადამიანური თვისებებით კარგად გაქვს ნაჩვენები!!! მხოლოდ,ცოტა გაწელილი მეჩვენა ფინალი, ჩრდილების დიალოგმა და ბოლოში თხრობის ჟანრის შეცვლამ ცოტა ამომაგდო...
შენგან მართლა კარგი მწერალი დადგება და ეს ნაწარმოები კარგი რედაქტორისა და გამომცემლის ხელში შესაძლოა, ბესთსელერადაც იქცეს!!! აქაც დაემთხვა ჩემი და ჯონათანის აზრი, სულ ერთი ფრთის მოსმით მასწრებს ჩემი ჭკვიანი და გულთმისანი "თოლია"...
3. ერთად დადება სჯობდა დანაწერვრებას. ერთად დადება სჯობდა დანაწერვრებას.
2. ამხელა მოცულობის ტექსტის ასე, ერთიანად წამკითხველი, საეჭვოა, აქ რომ ვინმე გამოჩნდეს, გადამკითხველებიც (ანუ ჩემნაირებიც ) კი გაჭირდება :)
არადა, მართლაც მიუხედავად უამრავი ხარვეზისა, კარგი მოთხრობაა ეს და კარგი რედაქტორის ხელში შეიძლება ისეთ პოპულარულ წიგნადაც კი იქცეს, წიგნებისმოძულე თაობაც რომ სიამოვნებით წაიკითხავს.
ამხელა მოცულობის ტექსტის ასე, ერთიანად წამკითხველი, საეჭვოა, აქ რომ ვინმე გამოჩნდეს, გადამკითხველებიც (ანუ ჩემნაირებიც ) კი გაჭირდება :)
არადა, მართლაც მიუხედავად უამრავი ხარვეზისა, კარგი მოთხრობაა ეს და კარგი რედაქტორის ხელში შეიძლება ისეთ პოპულარულ წიგნადაც კი იქცეს, წიგნებისმოძულე თაობაც რომ სიამოვნებით წაიკითხავს.
1. ეს ნაწარმოები, მიუხედავად მისი უამრავი ხრავეზისა(რომელთა გასწორების საშუალება ახლა სამწუხაროდ არ მეძლევა), ყველაზე მეტად მიყვარს ჩემს მოთხრობებში. ახლა აღარავინ წაიკითხავს ამას ალბათ, მაგრამ იდოს ასე, სრულად. იქნებ შემთხვევით შემოეხეტოს ვინმე და რაიმე ღირებული რჩევა შემომაწოდოს, საბოლოო ვერსიის შემუშავების წინ:)) ეს ნაწარმოები, მიუხედავად მისი უამრავი ხრავეზისა(რომელთა გასწორების საშუალება ახლა სამწუხაროდ არ მეძლევა), ყველაზე მეტად მიყვარს ჩემს მოთხრობებში. ახლა აღარავინ წაიკითხავს ამას ალბათ, მაგრამ იდოს ასე, სრულად. იქნებ შემთხვევით შემოეხეტოს ვინმე და რაიმე ღირებული რჩევა შემომაწოდოს, საბოლოო ვერსიის შემუშავების წინ:))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|