Я нахожусь в тюрьме, ты дома, Алеко в небесном царстве. Ты жив, я - полуживой, Алеко мертв. Ты кушаешь то что захочешь, я то что дадут, Алеко не ест. Ты одеваешься по своему вкусу, я ношу тюремную робу, Алеко одежда не нужна. У тебя есть работа и свои деньги, я безработный и у меня чужие деньги, у Алеко ни того ни другого. У тебя есть прошлое, настоящее и будущее.У меня только прошлое и будущее. У Алеко только прошлое. У тебя есть возможность, у меня потенциал, у Алеко ничего. Ты дышишь, я кашляю, Алеко больше не дышит. Ты пьешь вино, я не пью вино, на Алеко наливают . Ты умрешь, я умру, Алеко больше не умрет.
წერილი-მანუჩარ მეგრელიშვილი
„მე ციხეში ვარ, შენ სახლში, ალეკო იმქვეყნად. შენ ცოცხალი ხარ, მე - ნახევრად, ალეკო მკვდარია. შენ ჭამ იმას, რაც გინდა, მე - რაც მაქვს, ალეკო არ ჭამს. შენ იცვამ შენი გემოვნებით, მე მაცვია რაც მოაქვთ, ალეკოს არ სჭირდება. შენ გაქვს საქმე და შენი ფული, მე ვარ უსაქმური და მაქვს სხვისი ფული, ალეკოს არც ერთი და არც მეორე. შენ გაქვს აწმყო, წარსული და მომავალი, მე მაქვს წარსული და მომავალი, ალეკოს მხოლოდ წარსული. შენ გაქვს შესაძლებლობა, მე პოტენციური, ალეკოს საერთოდ არა. შენ სუნთქავ, მე ვახველებ, ალეკო აღარ სუნთქავს. შენ სვამ ღვინოს, მე ვერ ვსვამ ღვინოს, ალეკოს ასხამენ. შენ მოკვდები, მე მოვკვდები, ალეკო აღარ მოკვდება“.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. რომელ შუა სიტყვას? სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა ამის თავფურცელზე ნახვა, იმდენად უბრალო თარგმანია. არანაირი ძალისხმევა არ დამჭირვებია სათარგმნად და ამიტომ ვთვლი ასე. რომელ შუა სიტყვას? სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა ამის თავფურცელზე ნახვა, იმდენად უბრალო თარგმანია. არანაირი ძალისხმევა არ დამჭირვებია სათარგმნად და ამიტომ ვთვლი ასე.
24. პაწია "აპეჩატკაა" -შუა სიტყვას ბოლოში აკლია "а". პაწია "აპეჩატკაა" -შუა სიტყვას ბოლოში აკლია "а".
23. ძალიან მაგარია +5 ძალიან მაგარია +5
22. მადლობა და მოკითხვები ყველას! გმადლობთ, რომ წაიკითხეთ და აზრი გამოთქვით! მადლობა და მოკითხვები ყველას! გმადლობთ, რომ წაიკითხეთ და აზრი გამოთქვით!
21. მოკლედ ამ გაუგებრობას კომპლიმენტად მივიღებ, თარგმანი თუ ორიგინალივით ჟღერს, როგორც ქვემოთ აღინიშნა :) :) თუმცა ეს პირველი და უკანასკნელი მცდელობაა, ქართულიდან უცხო ენაზე თარგმნისა, გპირდებით. :) წინა ცხოვრებაში რომ მთარგმნელი ვიყავი, ჰოლდერლინს, მაიაკოვსკის, ჰესეს, ჰაინეს, დიურენმატს რომ ვთარგმნიდი, ეტყობა რაღაცები გადმომყვა ამ ცხოვრებაშიც :) მოკლედ ამ გაუგებრობას კომპლიმენტად მივიღებ, თარგმანი თუ ორიგინალივით ჟღერს, როგორც ქვემოთ აღინიშნა :) :) თუმცა ეს პირველი და უკანასკნელი მცდელობაა, ქართულიდან უცხო ენაზე თარგმნისა, გპირდებით. :) წინა ცხოვრებაში რომ მთარგმნელი ვიყავი, ჰოლდერლინს, მაიაკოვსკის, ჰესეს, ჰაინეს, დიურენმატს რომ ვთარგმნიდი, ეტყობა რაღაცები გადმომყვა ამ ცხოვრებაშიც :)
20. თავიდან მეც ამერია და ვერ გავიგე რომელი იყო ორიგინალი და რომელი თარგმანი. რუსულად იმდენად კარგად და ბუნერივად ჟღერს ... ალბათ ამის გამოც შეიქმნა ეს გაუგებრობა :) თავიდან მეც ამერია და ვერ გავიგე რომელი იყო ორიგინალი და რომელი თარგმანი. რუსულად იმდენად კარგად და ბუნერივად ჟღერს ... ალბათ ამის გამოც შეიქმნა ეს გაუგებრობა :)
19. უიჰ :))))))))))) ჟანრში ”თარგმანი” ხომ, როგორც წესი, სხვა ენებიდან ქართულად გადმოთარგმნილი ნაწარმოები იდება... ჰოდა, აქ რომ შემოვედი, ვიფიქრე ამას რაღად უნდოდა გადმოქართულება, როცა ისედაც არსებობდა-მეთქი... ”აქედან იქით” გადათარგმნა აღარ მიფიქრია :))))) მოგოკითხე, არმენ! უიჰ :))))))))))) ჟანრში ”თარგმანი” ხომ, როგორც წესი, სხვა ენებიდან ქართულად გადმოთარგმნილი ნაწარმოები იდება... ჰოდა, აქ რომ შემოვედი, ვიფიქრე ამას რაღად უნდოდა გადმოქართულება, როცა ისედაც არსებობდა-მეთქი... ”აქედან იქით” გადათარგმნა აღარ მიფიქრია :))))) მოგოკითხე, არმენ!
18. როგორც მივხვდი რუსულად თარგმნეთ . ძალიან კარგია. მე პირადად, თარგმანი (რუსული ვარიანტი) უფრო მომეწონა. ++
როგორც მივხვდი რუსულად თარგმნეთ . ძალიან კარგია. მე პირადად, თარგმანი (რუსული ვარიანტი) უფრო მომეწონა. ++
17. არმენ, ხუმრობ, ადამიანო? :))))))))) შარშან ეს ტექსტი (ქართულენოვანი) შენს 100 სიტყვასთან ერთად არ გავიდა სამეულში?
არმენ, ხუმრობ, ადამიანო? :))))))))) შარშან ეს ტექსტი (ქართულენოვანი) შენს 100 სიტყვასთან ერთად არ გავიდა სამეულში?
16. მეც ამ საიტიდან ავიღე სათარგმნად :) კატუშჯან, ცავ ტანემ, ხომ კარგად ხარ? :) :) მეც ამ საიტიდან ავიღე სათარგმნად :) კატუშჯან, ცავ ტანემ, ხომ კარგად ხარ? :) :)
15. სმიტი მართალია და თავი რატომ შეიწუხე, რუსულის ცოდნა "გაამარიაჟე" ? http://www.netgazeti.ge/GE/105/culture/20229/ სმიტი მართალია და თავი რატომ შეიწუხე, რუსულის ცოდნა "გაამარიაჟე" ? http://www.netgazeti.ge/GE/105/culture/20229/
14. სმიტ, არის ამის თარგმანი? ვინ თარგმნა? არ ვიცოდი, თორემ მამიდაშვილს ალბათ ,,მზა პროდუქტს" გავუგზავნიდი. თუმცა საკუთარი ხელით მოწეულ მოსავალს მაინც სხვა გემო აქვს. :) არა-და ამბობენ მოპარულიც ძალიან გემრიელიაო და კი აღარ მახსოვს ზუსტად. ადრეული ბავშვობის მერე აღარ გამისინჯავს ნაქურდალი :) :) სმიტ, არის ამის თარგმანი? ვინ თარგმნა? არ ვიცოდი, თორემ მამიდაშვილს ალბათ ,,მზა პროდუქტს" გავუგზავნიდი. თუმცა საკუთარი ხელით მოწეულ მოსავალს მაინც სხვა გემო აქვს. :) არა-და ამბობენ მოპარულიც ძალიან გემრიელიაო და კი აღარ მახსოვს ზუსტად. ადრეული ბავშვობის მერე აღარ გამისინჯავს ნაქურდალი :) :)
13. შენ მოკვდები, მე მოვკვდები, ალეკო აღარ მოკვდება :/ შენ მოკვდები, მე მოვკვდები, ალეკო აღარ მოკვდება :/
12. ვგულისხმობ, ზუსტად ასე ვგულისხმობ, ზუსტად ასე
11. ცოტა ვერ გავიგე
ეს ხომ უკვე იყო თარგმნილი? ცოტა ვერ გავიგე
ეს ხომ უკვე იყო თარგმნილი?
10. ავტორი: არმენ არუთინოვი ჟანრი: თარგმანი ჩემი შეფასება: 5 ავტორი: არმენ არუთინოვი ჟანრი: თარგმანი ჩემი შეფასება: 5
9. შენ მოკვდები, მე მოვკვდები, ალეკო აღარ მოკვდება“.
მოკითხვა არმენ!+++ შენ მოკვდები, მე მოვკვდები, ალეკო აღარ მოკვდება“.
მოკითხვა არმენ!+++
8. არა, მაშინ სიმპატია გამიჩნდა და მერე დროთა განმავლობაში გავერკვიე ჩემს გრძნობებში და მივხვდი რომ მიყვარდა. არა, მაშინ სიმპატია გამიჩნდა და მერე დროთა განმავლობაში გავერკვიე ჩემს გრძნობებში და მივხვდი რომ მიყვარდა.
7. ასი სიტყვის გამარჯვებული რომ გახდა მაშინ? :) ასი სიტყვის გამარჯვებული რომ გახდა მაშინ? :)
5. როდის შეგიყვარდათ მერაბ ? :)
როდის შეგიყვარდათ მერაბ ? :)
4. მაგრა მიყვარს ეს ნაწერი მოკითხვა არმენს! მაგრა მიყვარს ეს ნაწერი მოკითხვა არმენს!
3. საერთოდაც "დავაშეარე" და დღიურში წავიღე ორიგინალი.
საერთოდაც "დავაშეარე" და დღიურში წავიღე ორიგინალი.
2. რუსული ევრსია ძალიან მაგარია... სხვანაირად გწვავენ სიტყვები. ეს ალბათ ყველას უნდა წააკითხო ციხეში რომ არ მოხვდეს, რადგან საშინელებაა იქ მოხვედრა და დამახინჯებული ფსიქიკით გამოდიან გარეთ...
მე ციხეში ვარ, შენ სახლში ალეკო ცათა სასუფეველში. тюремную робу - პატიმრის უნიფორმა, У тебя есть работа > შენ გაქვს სამსახური, я безработный > მე უმუშევარი, у меня потенциал,> მე პოტენციალი
მესმის კონტექტსტური თარგმანია. და საერთოდ ჩემთვის ჩამოვწერე ახლა ეს პატარა ლექსიკონი და არც ვიცი რატომ,ყურადღება არ მიაქციო. კარგია რომ დადე... რუსული ევრსია ძალიან მაგარია... სხვანაირად გწვავენ სიტყვები. ეს ალბათ ყველას უნდა წააკითხო ციხეში რომ არ მოხვდეს, რადგან საშინელებაა იქ მოხვედრა და დამახინჯებული ფსიქიკით გამოდიან გარეთ...
მე ციხეში ვარ, შენ სახლში ალეკო ცათა სასუფეველში. тюремную робу - პატიმრის უნიფორმა, У тебя есть работа > შენ გაქვს სამსახური, я безработный > მე უმუშევარი, у меня потенциал,> მე პოტენციალი
მესმის კონტექტსტური თარგმანია. და საერთოდ ჩემთვის ჩამოვწერე ახლა ეს პატარა ლექსიკონი და არც ვიცი რატომ,ყურადღება არ მიაქციო. კარგია რომ დადე...
1. ადრე მამიდაშვილს, რომელმაც ციხეში 6 წელი გაატარა, ვუყვებოდი ამ მინიატურის შესახებ. დღეს სკაიპში მომწერა და მთხოვა ამ მინიმატურის თარგმნა. სპონტანურად გადავწყვიტე ამ თარგმანის აქ გამოქვეყნებაც. იყოს, რას მიშლის, მით უმეტეს, რომ არაფერზე გააჩნია პრეტენზია ჩემი მცირედი შრომის ნაყოფს. თარგმნის პროცესი კი, გამოგიტყდებით, მესიამოვნა ძალიან. მივიწყებული, მაგრამ ოდესღაც საყვარელი საქმიანობით თუნდაც მცირე ხნით დაკავება დღესაც სიამოვნების მომგვრელია. ადრე მამიდაშვილს, რომელმაც ციხეში 6 წელი გაატარა, ვუყვებოდი ამ მინიატურის შესახებ. დღეს სკაიპში მომწერა და მთხოვა ამ მინიმატურის თარგმნა. სპონტანურად გადავწყვიტე ამ თარგმანის აქ გამოქვეყნებაც. იყოს, რას მიშლის, მით უმეტეს, რომ არაფერზე გააჩნია პრეტენზია ჩემი მცირედი შრომის ნაყოფს. თარგმნის პროცესი კი, გამოგიტყდებით, მესიამოვნა ძალიან. მივიწყებული, მაგრამ ოდესღაც საყვარელი საქმიანობით თუნდაც მცირე ხნით დაკავება დღესაც სიამოვნების მომგვრელია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|