 | ავტორი: ნეფერტარი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 9 ივლისი, 2014 |
აქ ბევრს ჩივიან რომ პროზის კითხვა ეკრანზე უჭირთ. არა მარტო პროზის ალბათ...
ამიტომ ვინც ამის გამო ვერ კითხულობს, იმათთვის დავტოვებ აქ გაკვეთილს, ვისაც ჭირდება იმან გამოიყენოს,
ვინც იცის ”გადაახტეს” და არ შეიმჩნიოს. ეს გაკვეთილი შედგენილია WORD 2010 -სთვის,
მაგრამ ყველა თაობის WORD-ს ერგება.
მონიტორზე კითხვის რეჟიმისთვის ყველაზე კარგია, - ლურჯი ფონი და თეთრი ასოები (ანუ სიმბოლოები).
ურაკპარაკიდან ვორდში გატანილი ტექსტი ჩარჩოშია ჩასმული. ამიტომ ჩარჩოდან უნდა ამოიღოთ და ისე შეინახოთ.
როგორ? - მთლიანად მონიშნეთ, დააკოპირეთ და ახალ ფურცელზე ჩასმისას მაუსის მარჯვენა ღილაკზე დააჭირეთ, ჩამოშლილებში ამოარჩიეთ "Past Options " და დააჭირეთ საქაღალდეზე დახატულ A -ს.
ასე მიიღებთ ფურცელზე ტექსტს ჩარჩოს გარეშე. :)
ახლა, რაკი თქვენთვის სასურველი ტექსტი დავაკოპირეთ და ვორდის ფაილში გვაქვს უნდა დაარქვათ სახელი და ”დაასეივოთ” -
ეს ხომ იცით ? - იცით... თუ არ იცით და აქ დაწერეთ და გასწავლით. :)
ახლა გაშალეთ წასაკითხი ან სამუშაო ტექსტი და შევუდგეთ ”მორგებას”.
ვორდში ამოარჩიეთ Page Layout , მარცხნიდან მეოთხეა , როგორც კი გაიხსნება, მესამე განყოფილებაში არის სხვა ფერის /ჩემთან მოცისფროა/ კუთხეჩაკეცილი ფურცელი რომელსაც აწერია Page Color.
ჩამოშალეთ და ამოარჩიეთ მუქი ლურჯი ფერი.
ახლა თქვენ გაქვთ ლურჯ ფურცელზე შესრულებული ტექსტი შავი ასოებით /სიმბოლოებით/.
ჩვენი ამოცანაა ეს ასოები გავხადოთ თეთრი.
ეს უნდა მოხდეს შემდეგნაირად:
ვორდის ფაილის სულ ზემოთ მარცხნივ არის Home, შედით იქ, შემდეგ სექციაში Font მოძებნეთ A (დაბლა შავი ხაზი რომ აქვს გასმული ) მის გვერდით, პაწაწინა ჩამოსაშლელი სამკუთხა ღილაკია, რომელიც შრიფტის ფერებს ემსახურება, ეგ ჩამოშალეთ და ამოარჩიეთ თეთრი ფერი. როგორც კი დააჭერთ თეთრს, მაშინვე გამოჩნდება ლურჯ ფონზე თეთრი ტექსტი.
მაშინვე იგრძნობთ როგორ მოგეხსნებათ თვალებზე დაძაბულობა და გონება განთავისუფლდება ზედმეტი ტვირთისგან.
მაგრამ ეს ჯერ არ არის კომფორტიიიი... :)
დაახსომეთ ”დაასეივეთ” ეს ცვლილებები და გადავიდეთ ბრძანებაში View.
მარცხნიდან მეორე, გადაშლილი წიგნის ნახატია და აწერია Full Screen Reading.
ჩართეთ ეს ოფცია.
თქვენი ეკრანი გაიყოფა ორად და მთელ ეკრანზე გაიშლება წასაკითხი ტექსტი ლურჯ ფონზე თეთრი ასოებით /სიმბოლოებით/.
მარცხნივ და მარჯვნივ, - ფურცლების ”გადასაშლელი” ისრებია. ასევე ჩანს აუცილებელი ბრძანებები ზედა მარცხენა კუთხეში:
კომენტარის დასმა- საქაღალდეს სახით, მონიშვნა, ძებნა და ასე შემდეგ... მაგრამ მარჯვენა ზედა კუთხეში სრულიად არაჩვეულებრივი ბრძანებებია, შეხედეთ აი აქ:
View Options: ორი ფურცელი გვერდისგვერდაა და ქვეშ კიდევ მესამე აქვს მიხატული...
ჩამოშალეთ და ამოარჩიეთ, ორგვერდიანი კითხვა გინდათ, თუ ერთ გვერდიანი... თუ წერის სურვილმა შემოგიტიათ, აქვე ჩართეთ Allow Typing და გაბედნიერდით. შეგიძლიათ პირდაპირ გაზარდოთ და შეამციროთ შრიფტის ზომა... ჩაასწოროთ Track Changes - ით /ჩართეთ/ თქვენი ნაწერი და ყველაფერი მოიმოქმედოთ რაც ფურცელზე წერისას. გადახაზოთ, ახალი ჩააწეროთ, ძველი დააბრუნოთ და ასე შემდეგ.
წერეთ, იკითხეთ, დაარედაქტირეთ, დააკომენტარეთ და იმუშავეთ თვალების და გონების დაუღლელად.
თუ ყველაფერი მოგბეზრდებათ, დაახსომეთ ნაშრომი და X -ით დახურეთ.
ეგ არის და ეგ.
იქნებ ზოგიერთებმა მადლობაც არ დაიშუროთ.... (კეთილი ღიმილაკი)
პატივისცემით, მე !
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. ამ კომენტარით ვააქტიურებ ამ მოკლე ინსტრუქციას პროზაიკოსებითვის და მათი მკითხველებისთვის.
გისურვებთ წარმატებებს.
ამ კომენტარით ვააქტიურებ ამ მოკლე ინსტრუქციას პროზაიკოსებითვის და მათი მკითხველებისთვის.
გისურვებთ წარმატებებს.
29. როგორც ვატყობ ეს თემა ხანდახან კომენტარით უნდა გავააქტიურო რომ თქვენი ყურადღება მივაქციო
თ ქ ვ ე ნ თ ვ ი ს ძ ა ლ ი ა ნ ს ა ს ა რ გ ე ბ ლ ო ს ა კ ი თ ხ ს.
შემოდით ნახეთ გადაიწერეთ და გამოიყენეთ.
როგორც ვატყობ ეს თემა ხანდახან კომენტარით უნდა გავააქტიურო რომ თქვენი ყურადღება მივაქციო
თ ქ ვ ე ნ თ ვ ი ს ძ ა ლ ი ა ნ ს ა ს ა რ გ ე ბ ლ ო ს ა კ ი თ ხ ს.
შემოდით ნახეთ გადაიწერეთ და გამოიყენეთ.
28. მერე მაგის მეტი რა არის რუსულ საიტებზე, გადმოტვირთე ვორდი 2010 და დააყენე შენს კომპში.
http://microsoft-office.biz/microsoft-office-2010/microsoft-word-2010.html
მერე მაგის მეტი რა არის რუსულ საიტებზე, გადმოტვირთე ვორდი 2010 და დააყენე შენს კომპში.
http://microsoft-office.biz/microsoft-office-2010/microsoft-word-2010.html
27. Word არ მაქვს Wordpad მაქვს და გამომადგება ეს? აქ ვორდი და კაი ცხოვრება არ მოყვება კომპიუტერებს, უნდა გადაიხადო დამატებით :))) არაუშავს აქვე წავიკითხავ, თვალებმა როგორ უნდა მაჯობოს :) მადლობა, ნეფერტარ :*
Word არ მაქვს Wordpad მაქვს და გამომადგება ეს? აქ ვორდი და კაი ცხოვრება არ მოყვება კომპიუტერებს, უნდა გადაიხადო დამატებით :))) არაუშავს აქვე წავიკითხავ, თვალებმა როგორ უნდა მაჯობოს :) მადლობა, ნეფერტარ :*
26. დიდი მადლობა გაკვეთილისთვის! გამომადგა. დიდი მადლობა გაკვეთილისთვის! გამომადგა.
25. ვა ეს კარგი რამეა, იყოს ნინა ეს გაკვეთილი, სხვისი არ ვიცი და მე აუცილებლად უნდა ვცადო.და მადლობ რათქმაუნდა :) ვა ეს კარგი რამეა, იყოს ნინა ეს გაკვეთილი, სხვისი არ ვიცი და მე აუცილებლად უნდა ვცადო.და მადლობ რათქმაუნდა :)
24. მადოლბა, გამეორება ცოდნის დედააა ! კიდევ ერთხელ მადლობა :) მადოლბა, გამეორება ცოდნის დედააა ! კიდევ ერთხელ მადლობა :)
23. საინტერესოა ნამდვილად, თუმცა ჯერჯერობით არ მტკენს თვალებს, არც ასე კითხვა.:) საინტერესოა ნამდვილად, თუმცა ჯერჯერობით არ მტკენს თვალებს, არც ასე კითხვა.:)
22. მე უფო ადვილი მეთოდი ვიპოვე, მოვნიშნავ მთლიან ტექსტს და ...... იქნებ გამოადგეს ვინმეს ჩემი მეთოდიც. :) მე უფო ადვილი მეთოდი ვიპოვე, მოვნიშნავ მთლიან ტექსტს და ...... იქნებ გამოადგეს ვინმეს ჩემი მეთოდიც. :)
21. მეც შევინახავ, მაგრამ ჩემი ვორდი რუსული როა? :) მეც შევინახავ, მაგრამ ჩემი ვორდი რუსული როა? :)
20. ამ ფერების კომბინაცია მართლაც არ ღლის თვალებს. ახლახანს წავიკითხე ტექსტი. მადლობა. ამ ფერების კომბინაცია მართლაც არ ღლის თვალებს. ახლახანს წავიკითხე ტექსტი. მადლობა.
19. პიემ ში მოგწერ ნინო. პიემ ში მოგწერ ნინო.
18. Mailings- ამის შემდეგ არაფერი აღარ არის ჩემთან , 2010 წლისვორდია და სხვაგან უნდა ვეძებო ალბათ ...
მადლობა :) Mailings- ამის შემდეგ არაფერი აღარ არის ჩემთან , 2010 წლისვორდია და სხვაგან უნდა ვეძებო ალბათ ...
მადლობა :)
17. ნინო, Home სადაც არის გაყევი მარჯვნივ, მერე არის Insert შემდეგ Page Layout მერე მოყვება References მერე Mailings,
შემდგია Review და მომდევნო უკვე View (ქართულად "ხედი") აი მანდ რომ შეხვალ და გახსნი დაინახავ
გადაშლილ წიგნს (მარცხნიდან მეორეა) Full Screen Reading (ანუ "მთელ ეკრანზე კითხვა") დააჭირე და იქ ხარ სადაც საჭიროა.:)
ნინო, Home სადაც არის გაყევი მარჯვნივ, მერე არის Insert შემდეგ Page Layout მერე მოყვება References მერე Mailings,
შემდგია Review და მომდევნო უკვე View (ქართულად "ხედი") აი მანდ რომ შეხვალ და გახსნი დაინახავ
გადაშლილ წიგნს (მარცხნიდან მეორეა) Full Screen Reading (ანუ "მთელ ეკრანზე კითხვა") დააჭირე და იქ ხარ სადაც საჭიროა.:)
16. მუქი ლურჯი ფერი რომ ავირჩიე, თავისით გადამიყვანა თეთრ ასოებზე, მაგრამ ამ View-ს ვერ ვპოულობ, ეგ სად უნდა იყოს ნეფერტარ ? მუქი ლურჯი ფერი რომ ავირჩიე, თავისით გადამიყვანა თეთრ ასოებზე, მაგრამ ამ View-ს ვერ ვპოულობ, ეგ სად უნდა იყოს ნეფერტარ ?
15.
ნეკერა, ილუსტრაციის გადმოწერა მინდოდა და წამეშალა.... :((((
ნეკერა, ილუსტრაციის გადმოწერა მინდოდა და წამეშალა.... :((((
14.
ვაი, ეხლა ვნახე ილუსტრაცია, "ბედუინი" წიგნად გადაუქცევია ნეკერას...
აჰა ვინც მწერდით წიგნი - წიგნიო... უკვე ყოფილა და.... :)
აი ამას ქვია ლიტერატურული შოკი. :D
ვაი, ეხლა ვნახე ილუსტრაცია, "ბედუინი" წიგნად გადაუქცევია ნეკერას...
აჰა ვინც მწერდით წიგნი - წიგნიო... უკვე ყოფილა და.... :)
აი ამას ქვია ლიტერატურული შოკი. :D
13. 1000 მადლობა! 1000 მადლობა!
12. ყველამ გადაწერეთ და ყველამ გამოიყენეთ, მე რომ ამით არ ვსარგებლობდე ახლა ბრმა ვიქნებოდი,
დღეში არანაკლებ A4 ფორმატის არანაკლებ 300 გვერდს მაინც ვკითხულობ და ვარედაქტირებ. :)
ყველამ გადაწერეთ და ყველამ გამოიყენეთ, მე რომ ამით არ ვსარგებლობდე ახლა ბრმა ვიქნებოდი,
დღეში არანაკლებ A4 ფორმატის არანაკლებ 300 გვერდს მაინც ვკითხულობ და ვარედაქტირებ. :)
11. ყველამ გადაწერეთ და ყველამ გამოიყენეთ, მე რომ ამით არ ვსარგებლობდე ახლა ბრმა ვიქნებოდი,
დღეში არანაკლებ A4 ფორმატის არანაკლებ 300 გვერდს მაინც ვკითხულობ და ვარედაქტირებ. :)
ყველამ გადაწერეთ და ყველამ გამოიყენეთ, მე რომ ამით არ ვსარგებლობდე ახლა ბრმა ვიქნებოდი,
დღეში არანაკლებ A4 ფორმატის არანაკლებ 300 გვერდს მაინც ვკითხულობ და ვარედაქტირებ. :)
10. ამოვკოპირებ და აუცილებლად ვისარგებლებ...:-* ამოვკოპირებ და აუცილებლად ვისარგებლებ...:-*
9. უიმე, ეს გაკვეთილი უნდა დავასეივო :) და მადლიერების ნიშნად გიტოვებ ფოტოს ;) უიმე, ეს გაკვეთილი უნდა დავასეივო :) და მადლიერების ნიშნად გიტოვებ ფოტოს ;)
8. ზუსტად ახლა მაქვს თვალები ისე ჩაწითლებული რო...მადლობა ზუსტად ახლა მაქვს თვალები ისე ჩაწითლებული რო...მადლობა
7. ჰუჰ..გამომადგება. მადლობა დიდი ჰუჰ..გამომადგება. მადლობა დიდი
6. მადლობა! :) მადლობა! :)
5. რა საყვარელი ხარ ნეფერტარ :)))
გავითვალისწინებთ, მართლა ძალიან კარგი გაკვეთილია :) რა საყვარელი ხარ ნეფერტარ :)))
გავითვალისწინებთ, მართლა ძალიან კარგი გაკვეთილია :)
4. ნეფერტარ ! უღრმესი მადლობა ამ ლექციისთვის, მე ძალიან მჭირდებოდა ეს ინფორმაცია და როგორ გავიხარე ვერ წარმოიდგენ. ხვალიდან დავიწყებ ლექციის მიხედვით მუშაობას.
ფერების დაყენება არ ვიცოდი. ძალიან ყურადღებიანი და კეთილი გული გაქვთ! ნეფერტარ ! უღრმესი მადლობა ამ ლექციისთვის, მე ძალიან მჭირდებოდა ეს ინფორმაცია და როგორ გავიხარე ვერ წარმოიდგენ. ხვალიდან დავიწყებ ლექციის მიხედვით მუშაობას.
ფერების დაყენება არ ვიცოდი. ძალიან ყურადღებიანი და კეთილი გული გაქვთ!
3. სასარგებლო რჩევაა გაითვალისწინეთ:) სასარგებლო რჩევაა გაითვალისწინეთ:)
2. ეს არის გაკვეთილი ვორდის პროგრამასთან მუშაობისთვის კომპიუტერში.
ჩვეულებრივი სასწავლო გაკვეთილია.
მე ვუფრთხილდები ქართული პოეზიის და პროზის მომავალს, არ მინდა ვინმეს თვალები დაუზიანდეს.
ისარგებლეთ და გამოიყენეთ, ჯერ წაიკითხეთ და მერე დადეთ კომენტარი... თუმცა პირმშვენიერი ნათია პაპიძეს მაინც მოუსწრია კეთილი ხუმრობა :))) ეს არის გაკვეთილი ვორდის პროგრამასთან მუშაობისთვის კომპიუტერში.
ჩვეულებრივი სასწავლო გაკვეთილია.
მე ვუფრთხილდები ქართული პოეზიის და პროზის მომავალს, არ მინდა ვინმეს თვალები დაუზიანდეს.
ისარგებლეთ და გამოიყენეთ, ჯერ წაიკითხეთ და მერე დადეთ კომენტარი... თუმცა პირმშვენიერი ნათია პაპიძეს მაინც მოუსწრია კეთილი ხუმრობა :)))
1. დიდი სათაურებისაც...აშკარად. :)) დიდი სათაურებისაც...აშკარად. :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|