"ჩემი ცხოვრება გახუნებულ პეიზაჟებზე გადაჭიმული უფინიშო მარათონია" ძველი ჩანაწერებიდან
მემ ამერია სათვალავი ამ თვეში უკვე, თუ მერამდენედ ვიღებ ხელში კალამს, რომ რამე, მოგწეროთ, გითხრათ, მოგაწვდინოთ ჩემი ხმა, თუმც კი დასაწყისშივე მეუფლება შეგრძნება, განცდა, რომ ეს წერილიც თვითმფრინავის ფორმას მიიღებს, ყველა თქვენდამი ვერმოწერილ წერილთა მსგავსად...
მემ ერთი სიტყვით სულ მარტო ვარ, იმდენად მარტო ვეჭვობ რომ მალე საკუთარი ჩრდილიც დამტოვებს, დავხეტიალობ აბზაც-აბზაც, უმისამართოდ, და აღარ ვეძებ იმას რასაც აქამდე მთელი ცხოვრება(თუკი ამ ყველაფერს ცხოვრება ერქვა), ვეძებდი მთელი მონდომებით, იმედით, რწმენით... რადგან მარტივად ყველაფერმა დაკარგა აზრი, რადგან დამიშრა ხელის გულზე ყველა მდინარე, (არათუ დაშრა, კალაპოტიც აღარ ჩანს არსად) და ვერ მაკვირვებს ეს ამბავი მით უფრო როცა, გასამართლებლად საკუთარი არსებობისა, ვეღარ ვპოულობ ვერცერთ მიზეზს და ვხვდები დროა, დროა თვალები ავიხვიო ისევ თავადვე... სასაცილოც კი მეჩვენება ფიქრი იმაზე, როგორ მოვიქცე, რა ვიღონო, რა გზას დავადგე, როცა ყოველდღე ცხადზე ცხადად ვხვდები, ვრწმუნდები, იმ კროსვორდს რომ ჰგავს აბსურდული ჩემი ცხოვრება, სადაც სწორ პასუხს სიმრავლე არ ჰყოფნის უჯრების... მემ დავიღალე, და-ვი-ღა-ლე, მე აქ ვჩერდები, (ხმელი ხის მორწყვას მოვანდომე იმაზე მეტი დრო ვიდრე სხვებმა აშენებას ცათამბჯენების), რადგანაც ვგრძნობ რომ ყველაფერი ახლა იწყება, თავიდან რათა დავამტკიცო ჩემი ცხოვრებით აბსურდულობის თეორიის ჭეშმარიტება. (ანუ თანდათან ვემსგავსები მე იმ თაგუნას, რომელსაც გიჟი მეცნიერის მედიკამენტთა დაგემოვნება უმოწყალო ბედმა არგუნა, და არცთუ ისე მშვენიერ დღეს დაუდგა ის დრო, როდესაც მისმა უნებლიე გარდაცვალებამ ეზოში კუჭი აუშალა მეზობლის ფისოს...)
მემ აღარ მრჩება არცერთი გზა ლოდინის გარდა, აქ ლოდინია ლოდინისვე ალტერნატივა, მემ რა ხანია გაუვიდა ლოდინსაც ვადა, ჩემი სასუნთქი ჰაერიც კი ისე მცირდება, მემ შეგრძნება მაქვს ისეთი რომ ვეღარ ვერევი, სულში არსებულ ციებ-ცხელებ-ცხელებ-ციებას...
მემ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
60. ყოველ ჯერზე რომ ახალს აღმოაჩენ, ისეთი ლექსია! ყოველ ჯერზე რომ ახალს აღმოაჩენ, ისეთი ლექსია!
59. ყველგან, სადაც გიწერია - მემ - მძიმეა საჭირო.
მომეწონა. :) ყველგან, სადაც გიწერია - მემ - მძიმეა საჭირო.
მომეწონა. :)
58. ხმელი ხის მორწყვას მოვანდომე იმაზე მეტი დრო ვიდრე სხვებმა აშენებას ცათამბჯენების. +++ ხმელი ხის მორწყვას მოვანდომე იმაზე მეტი დრო ვიდრე სხვებმა აშენებას ცათამბჯენების. +++
57. ბრავოოოოოო :) ბრავოოოოოო :)
56. მადლობა მუხა. მადლობა მუხა.
55. დაბადების დღეს გილოცავთ! ყველა სიკეთეს გისურვებ! დაბადების დღეს გილოცავთ! ყველა სიკეთეს გისურვებ!
54. გმადლობთ მეგობრებო : ) განსაკუთრებული მადლობა ბაჩოს, გამიხარდა მისი პირველი კომენტარი ჩემს გვერდზე <3 გმადლობთ მეგობრებო : ) განსაკუთრებული მადლობა ბაჩოს, გამიხარდა მისი პირველი კომენტარი ჩემს გვერდზე <3
53. იმ კროსვორდს რომ ჰგავს აბსურდული ჩემი ცხოვრება, სადაც სწორ პასუხს სიმრავლე არ ჰყოფნის უჯრების... ++
ვახ რა კარგი ლექსია ეს <3 იმ კროსვორდს რომ ჰგავს აბსურდული ჩემი ცხოვრება, სადაც სწორ პასუხს სიმრავლე არ ჰყოფნის უჯრების... ++
ვახ რა კარგი ლექსია ეს <3
52. საგოლ მერაბ, მაგარია.... უმაგრესი!!! საგოლ მერაბ, მაგარია.... უმაგრესი!!!
51. მადლობა დევით და გამიხარდა რომ მოგეწონა. მადლობა დევით და გამიხარდა რომ მოგეწონა.
50. ავტორ! გენაცვალე ამის დაწერისთვის )) ავტორ! გენაცვალე ამის დაწერისთვის ))
49. ნეტავ თუ იცი, როგორ მიყვარხარ... ნეტავ თუ იცი, როგორ მიყვარხარ...
48. ფისოიანი ლექსები უყვარს ლილუს..
ფისოიანი ლექსები უყვარს ლილუს..
47. მოკლედ ციცინოს გარდა ყველამ წაიკითხა ეს ლექსი : )) მოკლედ ციცინოს გარდა ყველამ წაიკითხა ეს ლექსი : ))
46. ავტორის ხელწერა მკაფიოდ ჩანს<3 მომეწონა! ავტორის ხელწერა მკაფიოდ ჩანს<3 მომეწონა!
45. მოვბრუნდი :)
მაგარია ეს.
მოვბრუნდი :)
მაგარია ეს.
44. სევდიანი, პესიმისტური, განწყობისეული, თუმცა მოეწონა, სევდიანი, პესიმისტური, განწყობისეული, თუმცა მოეწონა,
42. გმადლობთ მეგობრებო : ) გმადლობთ მეგობრებო : )
41. 5!
მემ ერთი სიტყვით სულ მარტო ვარ, იმდენად მარტო ვეჭვობ რომ მალე საკუთარი ჩრდილიც დამტოვებს, დავხეტიალობ აბზაც-აბზაც, უმისამართოდ, და აღარ ვეძებ იმას რასაც აქამდე მთელი ცხოვრება(თუკი ამ ყველაფერს ცხოვრება ერქვა),
5!
მემ ერთი სიტყვით სულ მარტო ვარ, იმდენად მარტო ვეჭვობ რომ მალე საკუთარი ჩრდილიც დამტოვებს, დავხეტიალობ აბზაც-აბზაც, უმისამართოდ, და აღარ ვეძებ იმას რასაც აქამდე მთელი ცხოვრება(თუკი ამ ყველაფერს ცხოვრება ერქვა),
40. ჰო, მაშინ ნინამ დათას შეკვეთა შეასრულა ჩემს ნაცვლად (ანუ მე სლოკინის თემას ავცდი) :)))
ჰოდა, ამ ლექსს რაც შეეხება, მომწონს და თითქოს მეცნობა კიდეც...
ჰო, მაშინ ნინამ დათას შეკვეთა შეასრულა ჩემს ნაცვლად (ანუ მე სლოკინის თემას ავცდი) :)))
ჰოდა, ამ ლექსს რაც შეეხება, მომწონს და თითქოს მეცნობა კიდეც...
39. ვეჭვობ რომ მალე საკუთარი ჩრდილიც დამტოვებს, დავხეტიალობ აბზაც-აბზაც, უმისამართოდ, და აღარ ვეძებ იმას რასაც აქამდე მთელი ცხოვრება(თუკი ამ ყველაფერს ცხოვრება ერქვა), 5 ვეჭვობ რომ მალე საკუთარი ჩრდილიც დამტოვებს, დავხეტიალობ აბზაც-აბზაც, უმისამართოდ, და აღარ ვეძებ იმას რასაც აქამდე მთელი ცხოვრება(თუკი ამ ყველაფერს ცხოვრება ერქვა), 5
38. გმადლობთ : ) ჩემი ციცინო არ გინახავთ სადმე? : ) გმადლობთ : ) ჩემი ციცინო არ გინახავთ სადმე? : )
37. ბოლო დროს სულ ვეძებ ამ საიტზე რამე კარგს და ..
ამის წაკითხვა მიღირდა :)) ბოლო დროს სულ ვეძებ ამ საიტზე რამე კარგს და ..
ამის წაკითხვა მიღირდა :))
36. კარგი ლექსი, შეფასების ყველა კრიტერიუმით, ვერსიფიკაციულად კარგად შესრულებული, შინაარსობრივად -ღრმა ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური პასაჟებით, კარგად მორგებული რიტმით... რამდენჯერმე წავიკითხე და ყოველ ჯერზე მეტი მომცა!!! კარგი ლექსი, შეფასების ყველა კრიტერიუმით, ვერსიფიკაციულად კარგად შესრულებული, შინაარსობრივად -ღრმა ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური პასაჟებით, კარგად მორგებული რიტმით... რამდენჯერმე წავიკითხე და ყოველ ჯერზე მეტი მომცა!!!
35. გმადლობთ მეგობრებო : ) ანემონჩიკ :* გმადლობთ მეგობრებო : ) ანემონჩიკ :*
34. მერაბიკო :* მერაბიკო :*
33. გრძნობით სავსე და გულწრფელია. იშვიათად მომწონს ამ თემაზე ლექსი. გრძნობით სავსე და გულწრფელია. იშვიათად მომწონს ამ თემაზე ლექსი.
32. ძალოიან ლამაზი ლექსია, მერაბ! :) 5555555555555555
ძალოიან ლამაზი ლექსია, მერაბ! :) 5555555555555555
31. რატომღაც მგონია, რომ სადღაც უკვე წაკითხული მაქვს ეს ლექსი, თუმცა ამას არა აქვს მნიშვნელობა, რადგან ახლაც სიამოვნებით წავიკითხე. ლექსის ფორმასა და სტრუქტურაზე დავა კი სასაცილოა, ჩემი აზრით. არავის აქვს უფლება, ავტორს მიუთითოს, როგორ წეროს და რომელი კანონები დაიცვას. ამაზე დიდი უკანონობა არ არსებობს :) რატომღაც მგონია, რომ სადღაც უკვე წაკითხული მაქვს ეს ლექსი, თუმცა ამას არა აქვს მნიშვნელობა, რადგან ახლაც სიამოვნებით წავიკითხე. ლექსის ფორმასა და სტრუქტურაზე დავა კი სასაცილოა, ჩემი აზრით. არავის აქვს უფლება, ავტორს მიუთითოს, როგორ წეროს და რომელი კანონები დაიცვას. ამაზე დიდი უკანონობა არ არსებობს :)
30. შესანიშნავია!!! ვისურვებდი, კალამს შეჭიდებულმა ახალბედებმა ხშირად შემოიხედონ ამ გვერდზე, გულდასმით იკითხონ ის, რასაც პოეზია ჰქვია, მაგრამ იკითხონ აზრიანად (სასურველია, საკუთარი ლექსების ,,თანდასწრებით'')... მათი პოეზიის ,,ფერიცვალება'' (უკეთესობისკენ) გარდაუვალი იქნება.
შესანიშნავია!!! ვისურვებდი, კალამს შეჭიდებულმა ახალბედებმა ხშირად შემოიხედონ ამ გვერდზე, გულდასმით იკითხონ ის, რასაც პოეზია ჰქვია, მაგრამ იკითხონ აზრიანად (სასურველია, საკუთარი ლექსების ,,თანდასწრებით``)... მათი პოეზიის ,,ფერიცვალება`` (უკეთესობისკენ) გარდაუვალი იქნება.
29. ნინას ლექსი რომ წავიკითხე მაგარი ნასვამი ვიყავი და მომინდა კომენტარად ლექსი დამეწერა, დავიწყე წერა და არ მეყო არც ფანტაზია და არც ნებისყოფა მის გასაგრძელებლად : ))) ნინას ლექსი რომ წავიკითხე მაგარი ნასვამი ვიყავი და მომინდა კომენტარად ლექსი დამეწერა, დავიწყე წერა და არ მეყო არც ფანტაზია და არც ნებისყოფა მის გასაგრძელებლად : )))
28. კომენტარი ვნახე და მერაბ, შენი სლოკინა ბეჰემოთიც ჩემი დათუნიას იდეიდან წამოვიდა, თუ უფრო ძველია? :)) ლექსისთვის მერე მოვალ.
კომენტარი ვნახე და მერაბ, შენი სლოკინა ბეჰემოთიც ჩემი დათუნიას იდეიდან წამოვიდა, თუ უფრო ძველია? :)) ლექსისთვის მერე მოვალ.
27. ეშმაკსაც. ცოტა =)
ჰო, კარგი, წავედი =)) ეშმაკსაც. ცოტა =)
ჰო, კარგი, წავედი =))
26. ორივე კი არა და მეორეც : ) ორივე კი არა და მეორეც : )
25. შექსპირს ორივე გაუხარდა : ) შექსპირს ორივე გაუხარდა : )
24. =)) სწორად მიგრძვნია
გამიხარდა =) პირველი =)) სწორად მიგრძვნია
გამიხარდა =) პირველი
23. იმიტომ რომ ძველი ლექსია სმიტ, მე რომ ეს დავწერე მეორე დღეს შექსპირმა დაწერა 66 სონეტი : )) იმიტომ რომ ძველი ლექსია სმიტ, მე რომ ეს დავწერე მეორე დღეს შექსპირმა დაწერა 66 სონეტი : ))
22. რაღაც ისეთია, მოძველებულივით =) რაღაც ისეთია, მოძველებულივით =)
21. დაცინვას არ ვართ :))) დაცინვას არ ვართ :)))
20. უპს, მომიტევე ჯონათან, ნინა გორდაძის კომენტარმა გამახსენა რომ საბავშვო ლექსის დაწერის მცდელობა ერთხელ მქონდა, მაგრამ კრახით დასრულდა : ) ნინოს ამ ლექსმა ინსპირაცია მოახდინა ჩემზე : ))) ბეჰემოთი სლოკინა
ზებრამ რომ ვერ დაიძინა, განა ღამე მოყინა?! თურმე არ აძინებდა ბეჰემოთი სლოკინა.
_ბეჰე, ჩემო მეგობარო, შეუძახა მთქნარებით, _დამაძინო იქნებ ცოტა, მიიხურე კარ(ებ)ი.
_კარს მივხურავ, ნუ მიწყრები, თუ ხარ მეგობარიო, მომიტანო იქნებ ტბიდან სათლით ცივი წყალიო.
ასეთი იყო ჩემი ლექსის დასაწყისი, რომელმაც გაგრძელება ვერ ჰპოვა, ცოტა ნასვამიც ვიყავი, ცოტაც მეზარებოდა, თან ფუტბოლი გადიოდა და გავჩერდი : ))) ჩემი რა მიდის მაინც, ასლოკინებდა ბეჰე- მოტი ეშმაკი, ანცი, წელზე იდგამდა ფეხებს, ხმაურით, არც კი ებრა- ლებოდა იქვე მწოლი, ძილგატებილი ზებრა- უპს, მომიტევე ჯონათან, ნინა გორდაძის კომენტარმა გამახსენა რომ საბავშვო ლექსის დაწერის მცდელობა ერთხელ მქონდა, მაგრამ კრახით დასრულდა : ) ნინოს ამ ლექსმა ინსპირაცია მოახდინა ჩემზე : ))) ბეჰემოთი სლოკინა
ზებრამ რომ ვერ დაიძინა, განა ღამე მოყინა?! თურმე არ აძინებდა ბეჰემოთი სლოკინა.
_ბეჰე, ჩემო მეგობარო, შეუძახა მთქნარებით, _დამაძინო იქნებ ცოტა, მიიხურე კარ(ებ)ი.
_კარს მივხურავ, ნუ მიწყრები, თუ ხარ მეგობარიო, მომიტანო იქნებ ტბიდან სათლით ცივი წყალიო.
ასეთი იყო ჩემი ლექსის დასაწყისი, რომელმაც გაგრძელება ვერ ჰპოვა, ცოტა ნასვამიც ვიყავი, ცოტაც მეზარებოდა, თან ფუტბოლი გადიოდა და გავჩერდი : ))) ჩემი რა მიდის მაინც, ასლოკინებდა ბეჰე- მოტი ეშმაკი, ანცი, წელზე იდგამდა ფეხებს, ხმაურით, არც კი ებრა- ლებოდა იქვე მწოლი, ძილგატებილი ზებრა-
19. ბევრი კარგი მომენტით! ++ ყველაზე დიდშიგთავსიანი ორფრჩხილსშუა__ვერ მოვუხდინე "ღამის წერილს".
"ჩემი ცხოვრება გახუნებულ პეიზაჟებზე გადაჭიმული უფინიშო მარათონია" ესეც მომეწონა.:) ბევრი კარგი მომენტით! ++ ყველაზე დიდშიგთავსიანი ორფრჩხილსშუა__ვერ მოვუხდინე "ღამის წერილს".
"ჩემი ცხოვრება გახუნებულ პეიზაჟებზე გადაჭიმული უფინიშო მარათონია" ესეც მომეწონა.:)
18. რეალურად ყველა ლექსის ადრესატი ქართველი ქალია : ) უბრალოდ ნაწარმოებებში ეცვლებათ სახელები : ) ჰო, კიდევ ძალიან მიყვარს ეს მიმართვა ("მემ"-ს ვგულისხმობ) : ) საბავშვო ლექსის დაწერა არ მიცდია : )) ხო, ერთი კარგი ამბავი გამახსენდა, ეს ლექსი რომ დავწერე პირველად გიო გაბაიძეს წავუკითხე და ფისოებზე და თაგუნებამდე რომ მივედი, გიომ გამაჩერა და მკითხა, მერაბ იგავ-არაკების წერა რომ დაიწყო არ გიფიქრიაო : ))) რეალურად ყველა ლექსის ადრესატი ქართველი ქალია : ) უბრალოდ ნაწარმოებებში ეცვლებათ სახელები : ) ჰო, კიდევ ძალიან მიყვარს ეს მიმართვა ("მემ"-ს ვგულისხმობ) : ) საბავშვო ლექსის დაწერა არ მიცდია : )) ხო, ერთი კარგი ამბავი გამახსენდა, ეს ლექსი რომ დავწერე პირველად გიო გაბაიძეს წავუკითხე და ფისოებზე და თაგუნებამდე რომ მივედი, გიომ გამაჩერა და მკითხა, მერაბ იგავ-არაკების წერა რომ დაიწყო არ გიფიქრიაო : )))
17. აქ ლოდინია ლოდინისვე ალტერნატივა ... ++ აქ ლოდინია ლოდინისვე ალტერნატივა ... ++
16. "ის დრო -ფისო" "თაგუნა-არგუნა"
საბავშვო ლექსების წერა არ გიცდიათ არასდროს? :)
კარგი ლექსია ეს ვერგაგზავნილი წერილ-თვითმფრინავი.
ქართველ ქალებზე ვერ წერთ, ხო? :)
"ის დრო -ფისო" "თაგუნა-არგუნა"
საბავშვო ლექსების წერა არ გიცდიათ არასდროს? :)
კარგი ლექსია ეს ვერგაგზავნილი წერილ-თვითმფრინავი.
ქართველ ქალებზე ვერ წერთ, ხო? :)
15. გმადლობთ მეგობრებო. ძალიან დაღლილი ვარ, თორემ დიდი სიამოვნებით გესაუბრებოდით კონვენციური ლექსის ჩარჩოებზე და თეთრი ლექსის შიდარითმიანობის ამბებზე, მიუხედავად იმისა რომ მსგავსი არაფერი მსმენია ცხოვრებაში. ხო, კიდევ თქვენი მისამართით თუ კარგი არ დამცდენია არც ცუდი დამცდენია ქალბატონო ნემეზიდა ნემე, ლექსის არმოწონება სულაც არ ნიშნავს იმას რომ ავტორისადმი უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს. გმადლობთ ყურადღებისთვის. გმადლობთ მეგობრებო. ძალიან დაღლილი ვარ, თორემ დიდი სიამოვნებით გესაუბრებოდით კონვენციური ლექსის ჩარჩოებზე და თეთრი ლექსის შიდარითმიანობის ამბებზე, მიუხედავად იმისა რომ მსგავსი არაფერი მსმენია ცხოვრებაში. ხო, კიდევ თქვენი მისამართით თუ კარგი არ დამცდენია არც ცუდი დამცდენია ქალბატონო ნემეზიდა ნემე, ლექსის არმოწონება სულაც არ ნიშნავს იმას რომ ავტორისადმი უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს. გმადლობთ ყურადღებისთვის.
14. რამდენიმე ადგილს ამოვიღებდი,რადგან ლექს მხოლოდ ამძიმებს. ეს უბრალოდ ჩემი აზრია :)) რამდენიმე ადგილი კი ძალიან ძალიან მომეწონა... წარმატებები რამდენიმე ადგილს ამოვიღებდი,რადგან ლექს მხოლოდ ამძიმებს. ეს უბრალოდ ჩემი აზრია :)) რამდენიმე ადგილი კი ძალიან ძალიან მომეწონა... წარმატებები
13. მშვენიერია ^_^ მშვენიერია ^_^
12. კარგია. ვფიქრობ ავტორმა უკეთ იცის ამ ლექსის სუსტი და ძლიერ ადგილები :) პოეზიას ++ წარმატებები. კარგია. ვფიქრობ ავტორმა უკეთ იცის ამ ლექსის სუსტი და ძლიერ ადგილები :) პოეზიას ++ წარმატებები.
11. ძალიან მომეწონა...5 მელოდიურ ფილოსოფიური ლექსია...სულამდე მომწვდა და მეც დამიტოვა იქ ციებ-ცხელება...:)
"მემ ერთი სიტყვით სულ მარტო ვარ, იმდენად მარტო ვეჭვობ რომ მალე საკუთარი ჩრდილიც დამტოვებს," ძალიან მომეწონა...5 მელოდიურ ფილოსოფიური ლექსია...სულამდე მომწვდა და მეც დამიტოვა იქ ციებ-ცხელება...:)
"მემ ერთი სიტყვით სულ მარტო ვარ, იმდენად მარტო ვეჭვობ რომ მალე საკუთარი ჩრდილიც დამტოვებს,"
10. მემ ერთი სიტყვით სულ მარტო ვარ, იმდენად მარტო ვეჭვობ რომ მალე საკუთარი ჩრდილიც დამტოვებს, დავხეტიალობ აბზაც-აბზაც, უმისამართოდ..." +++ ვაო ! მაგარია მემ ერთი სიტყვით სულ მარტო ვარ, იმდენად მარტო ვეჭვობ რომ მალე საკუთარი ჩრდილიც დამტოვებს, დავხეტიალობ აბზაც-აბზაც, უმისამართოდ..." +++ ვაო ! მაგარია
9. ხმელი ხის მორწყვას მოვანდომე იმაზე მეტი დრო ვიდრე სხვებმა აშენებას ცათამბჯენების)
:)
ხმელი ხის მორწყვას მოვანდომე იმაზე მეტი დრო ვიდრე სხვებმა აშენებას ცათამბჯენების)
:)
8. კონვენციის ჩარჩოებში ნამდვილად ვერ ჯდება,მერაბ და...თეთრ ლექსსაც სჭირდება შიდარითმები ალაგ-ალაგ...ჰო,იყოს თავისუფალი ლექსი...ან რაც გინდა დაარქვი,შენი ნება...რაც მთავარია მელოდიურია და ცუდი არ არის. (მიუხედავად იმისა,რომ ჩემი მისამართით კარგი სიტყვა არასდროს გამოგიმეტებია,ობიექტურობის გრძნობა არასოდეს,არავისთან მღალატობს...არც ფარისეველი ვარ_აბა რად მჭირდება! მარგია რამეში თუ რა! ) კონვენციის ჩარჩოებში ნამდვილად ვერ ჯდება,მერაბ და...თეთრ ლექსსაც სჭირდება შიდარითმები ალაგ-ალაგ...ჰო,იყოს თავისუფალი ლექსი...ან რაც გინდა დაარქვი,შენი ნება...რაც მთავარია მელოდიურია და ცუდი არ არის. (მიუხედავად იმისა,რომ ჩემი მისამართით კარგი სიტყვა არასდროს გამოგიმეტებია,ობიექტურობის გრძნობა არასოდეს,არავისთან მღალატობს...არც ფარისეველი ვარ_აბა რად მჭირდება! მარგია რამეში თუ რა! )
7. "მემ ერთი სიტყვით სულ მარტო ვარ, იმდენად მარტო ვეჭვობ რომ მალე საკუთარი ჩრდილიც დამტოვებს, დავხეტიალობ აბზაც-აბზაც, უმისამართოდ..."
მეგონა ჩემზე იწერებოდა ეს სტრიქონები...
ძალიან კარგია, მერაბ!
"მემ ერთი სიტყვით სულ მარტო ვარ, იმდენად მარტო ვეჭვობ რომ მალე საკუთარი ჩრდილიც დამტოვებს, დავხეტიალობ აბზაც-აბზაც, უმისამართოდ..."
მეგონა ჩემზე იწერებოდა ეს სტრიქონები...
ძალიან კარგია, მერაბ!
6. გამარჯობათ მეგობრებო, გმადლობთ კომენტარებისთვის. რაც შეეხება ლექსს, ის ნამდვილად არ არის თეთრი არც ფორმით, არც სტრუქტურულად და არც შინაარსობრივად. ლექსის სტროფები შედგება 6 სტრიქონისგან სადაც ცუდად თუ შიგადაშიგ ძალიან ცუდად ერთმანეთს ერითმება პირველი-მესამე, მეოთხე-მეექვსე სტრიქონები. მაგალითისთვის: ციება-მცირდება, ვადა-გარდა, ფისო-ის დრო, არგუნა-თაგუნა და ა.შ. გმადლობთ ყურადღებისთვის. გამარჯობათ მეგობრებო, გმადლობთ კომენტარებისთვის. რაც შეეხება ლექსს, ის ნამდვილად არ არის თეთრი არც ფორმით, არც სტრუქტურულად და არც შინაარსობრივად. ლექსის სტროფები შედგება 6 სტრიქონისგან სადაც ცუდად თუ შიგადაშიგ ძალიან ცუდად ერთმანეთს ერითმება პირველი-მესამე, მეოთხე-მეექვსე სტრიქონები. მაგალითისთვის: ციება-მცირდება, ვადა-გარდა, ფისო-ის დრო, არგუნა-თაგუნა და ა.შ. გმადლობთ ყურადღებისთვის.
5. ძალიან კარგია! ძალიან კარგია!
4. მელოდიურობა მიყვარს! 5 მელოდიურობა მიყვარს! 5
3. დასაწყისშივე მეუფლება შეგრძნება, განცდა, რომ ეს წერილიც თვითმფრინავის ფორმას მიიღებს, ყველა თქვენდამი ვერმოწერილ წერილთა მსგავსად...
ამან გამაღიმა:) ასეთი წერილები ადრესატს აუცილებლად უნდა მიწერო...
ლექსიც მომწონს და შენი გულწრფელობაც.მოგიკითხე მერაბო (ფრჩხილებში იმ სიტყვას ვწერ:DDD) დასაწყისშივე მეუფლება შეგრძნება, განცდა, რომ ეს წერილიც თვითმფრინავის ფორმას მიიღებს, ყველა თქვენდამი ვერმოწერილ წერილთა მსგავსად...
ამან გამაღიმა:) ასეთი წერილები ადრესატს აუცილებლად უნდა მიწერო...
ლექსიც მომწონს და შენი გულწრფელობაც.მოგიკითხე მერაბო (ფრჩხილებში იმ სიტყვას ვწერ:DDD)
2. ავტორი: მერაბ ჯიხაძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
რახანია ასეთი კარგი რამ აღარ წამიკითხავს! ავტორი: მერაბ ჯიხაძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
რახანია ასეთი კარგი რამ აღარ წამიკითხავს!
1. ისეთი რიტმულია და ისე კარგად იკითხება,რომც არ გინდოდეს,ძალად წაგაკითხებს თავს.თეთრ ლექსს თუ დაწერ,ასეთი უნდა იყოს,ნამდვილად პოეზიაა ეს,ფორმითაც და შინაარსითაც. ბევრი ადგილი მომეწონა შინაარსობრივადაც,აბსურდის ჭეშმარიტების ძიებაშიც დაემთხვა ჩვენი აზრები,თუმცა ჩემი აზრით ჭეშმარიტება მაინც რეალობაში უნდა ვეძებოთ.... წარმატებებს გისურვებ,სულიერ სიმშვიდესაც. მომეწონა ნამდვილად . + + ისეთი რიტმულია და ისე კარგად იკითხება,რომც არ გინდოდეს,ძალად წაგაკითხებს თავს.თეთრ ლექსს თუ დაწერ,ასეთი უნდა იყოს,ნამდვილად პოეზიაა ეს,ფორმითაც და შინაარსითაც. ბევრი ადგილი მომეწონა შინაარსობრივადაც,აბსურდის ჭეშმარიტების ძიებაშიც დაემთხვა ჩვენი აზრები,თუმცა ჩემი აზრით ჭეშმარიტება მაინც რეალობაში უნდა ვეძებოთ.... წარმატებებს გისურვებ,სულიერ სიმშვიდესაც. მომეწონა ნამდვილად . + +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|