ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრეა_
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2014


"მინიმები"

მე შენ მენატრები,
როგორც შემოდგომის ფოთოლცვენისას
ტოტიდან ყველაზე გვიან ჩამოვარდნილ ფოთოლს - ხე,
რომელმაც მიწაზე ვარდნის შემდეგ იცის,
რომ მასთან შეხება და დაბრუნება შეუძლებელია...
გაზაფხულამდე...
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

... და ეს უშენობა მხოლოდ სპეკტაკლია,
მე კი დასრულებას ველი უიმედოდ...
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

ბევრჯერ გვქონია შემთხვევა,
ხელები ჩაგვიკიდია და ერთმანეთი
ისე გვიგვრძნია,
თითქოს სხეული ბუმბული ყოფილიყოს,
რომელსაც თითებითაც კი დაჭმუჭნი...

ოღონდ ამ ხელებს ერთი ისტორია აქვთ.
ეს დედამიწაზე არ მომხდარა.
ეს მოხდა ჩემში.
მე ბევრს ვოცნებობ...
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

ყოველ ღამე ვჯდები ფანჯარასთან
და ვუყურებ შენ თვალებს,
ვუყურებ ღამეს,
რომელიც შენი თვალების მსგავსად იდუმალია,
მაგრამ მთელ სამყაროს იტევს...

როგორ მიყვარს ხოლმე მთვარე, რომ ანათებს,
მაშინ მახსენდება შენი თვალების ჭრილიდან
ვარსკვლავებივით ნათელი,
ლამაზი გამოხედვა...

თუმცა ეს მზერა სამუდამოდ ჩემში დარჩება...
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

მე შენ დაგელოდები ისე, როგორც
შემოდგომის ფოთოლცვენისას
მიტოვებული ხე,
რომელიც სიცივეს და აუტანელ მარტოობას
უძლებს მხოლოდ იმ იმედით, რომ
გაზაფხული ოდესმე დადგება მის ცხოვრებაში...

ოდესმე დასრულდება ეს მოლოდინი,
შენით თუ არა - სიკვდილით მაინც...

(ანდრეა მოსეშვილი)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები