როგორ ვიწვალეთ... ის მერე გზიდან მობრუნდა და ცდილობდა ჩემს გათბობას.ხელებს მისრესდა.მეძინა ნახევრად.უცბად გამოვფხიზლდი და მის ველოსიპედს მოვაჯექი,ფეხები ავწიე და შევეცადე წონასწორობა შემენარჩუნებია.ის იცინოდა.ხანდახან ქრებოდა და ხმა მესმოდა,როგორ აზიდებდა სამ ბოთლ თეთრ ბორდოს უკან.უაზროდ ბევრი დავლიეთდა მოვწიეთ.უამრავი თუთუნი გვქონდა.პარიზში ხალხი გაქრა.სულ გაქრა და ჩვენ ვიყავით მარტო.Odéon-Théâtre de l'Europe_სთან რომ ჩავიარეთდა Boulevard Saint-Germain_ზე სადაც Saint-Germain-des-Prés_ს გრანდიოზული კათედრალი დგას,ისეთი შეგრძნება მქონდა,არასოდეს გათენდებოდა და უარესად ჩამაცია.ამ ადგილას,სულ მცივა,ალბათ იმიტომ,რომ მეშინია გრანდიოზული ნაგებობებისა და მათში გამოკეტილი მისტიური ისტორიების.მთვარეს ვეძებდი ცაზე,რომ გამელანძღა.არაფრით მომხვდა თვალში.ჩემი კბილების რაწკუნი ნერვებს მიშლიდა.ის ველოთი მომყვებოდა,მე ვილანძღებოდი,ყველას ვადანაშაულებდი,რომ მციოდა და ბალიშზე ვოცნებობდი.თითქმის ყველა მატარებლისა და მეტროსადგურის ჩასასვლელი დაკეტილი იყო.ერთს ძლივს მივაგენით გახსნილს,მეტრო invalides __ს ,სადაც ძალიან დიდი ესკალატორია და გაჩერებული იყო ისიც,სამაგიეროდ ჩემთვის გამოდგა ველო_ბანად.ის იცინოდა.ქუდი გადამივარდა.შევეცადე ამეღო,ველოდან გადაუსვლელად და კედელს მივენარცხე,ვიგინებოდი.ის კიდევ მეტად იცინოდა,ისევ გაქრა ამოსაზიდებლად.გარეთ არ ამოსულა,იქვე კუთხეში.მერე,დილის ექვსის ათ წუთზე მეტრო გაიხსნა,მაგრამ მატარებელს ისევ ველოდეთ ერთი საათი.დაღლილი იყო სრულიად ქალაქი და არავის ედარდებოდა,რომ მციოდა და ჩემი ლოგინის სუნზე ვოცნებობდი.ეს ველოსიპედიც ისეთი სწრაფი იყო,ძლივს ვიჭერდი. მატარებელი დაიძრა.სამი გაჩერებით გავცდით ჩვენს სადგურს,ისე ჩაგვძინებია... ალბათ არ დამავიწყდება,როგორ ცდილობდა იგი,დავეცავი სიცივისგან,სადაც არავინ იყო ჩვენს,მიძინებულ გემებს,შუა ძილში წამოკივლებული თოლიებისა და უამრავი ცარიელი სკამის გარდა...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|