ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუკა ლაშხი
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2014


* * *

თაფლი
ყავა
რძე_
გაცილებით მეტ პოეზიას ქმნის,
ვიდრე რითმა,
ვიდრე "უცნაური" პოეტი,
ზედმეტი დაბნეულობით,
გაბეცებული თვალებით,
ალკოჰოლის არომატით,
შარფით,
ჭრელი ქურთუკით,
ბერეტით,
გაცვეთილი მაღალყელიანი ფეხსაცმლით,
თუთუნით გაყვითლებული თითებითა
და
აურაცხელი პუბლიკით,
რომელთაც ერთი სიტყვაც კი არ ესმით,
"უცნაური"პოეტის ნაამბობისგან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები