ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2008


ჰორიზონტსმიღმა

ცაზე მიგიშენებ ოდას,
სხვადასხვაფერებად მოვრთავ,
ყველა კიბესა და ოთახს,
ყველა ოცნებას თუ ბოდვას.

და შენც მიმასპინძლებ ალბათ,
დაგვიანებებით დაღლილს,
დარჩება წარსულის დამღად,
ჩვენი მარტოობის სახლი.

გვექნება ის, რაც არ გვქონდა,
დაღმა ვეშვებოდით როცა,
აღარც ტკივილი და ცოდვა,
არც გამოხედვები მორცხვად.

ღიმი მეპარება ახლაც,
უშენო დღეების ჩრდილში,
ფიქრით გაფრენილი სადღაც,
ჰორიზონტსმიღმა რომ გიცდი.

ვარსკვლავებად გითვლი კოცნას,
ლექსებს ჩაგჩურჩულებ, ჰოდა,
ცისკარი იქცევა ლოცვად,
ცაზე მიგიშენებ ოდას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები