ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
28 ივლისი, 2014


როცა დაბერავს ქარი

როცა დაბერავს ქარი,
როცა წამოვა წვიმა,
მინდა ვიცოცხლო მაშინ,
მინდა ვილოცო დიდხანს.

როცა ჭაღარა თმაში,
მომემატება ძალზედ,
მინდა ვიმღერო მაშინ,
მე სიყვარულის ქნარზე.

როცა დაბერავს ქარი,
ჟამი სიბერის სიო,
თუ მივაღწიე მაშინ,
მინდა რომ სიკვდილს ვძლიო...

ახალგაზრდობა გადის,
წუთიც წამია თითქოს,
სიყვარულს ვერვინ წაშლის,
სიცოცხლეც ამას ითხოვს.


როცა ჭაღარა თმაში,

მომემატება ძალზე,

მინდა ვილოცო მაშინ,

მე სინანულის ხმაზე...

,




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები