ჩემი ფიქრები, უღრანი ტყის ანალოგია, სადაც ვერ აღწევს მზის სხივი და ვერ აღწევს სითბო. გული, რომელიც შემიჭამა რაღაც ფობიამ, სიკვდილის პირას მისულა და საშველად გიხმობს.
იმედი ფიქრში ამღვრეულა ღამის ნისლივით, და ვეღარ ვაგნებ, სულის კედლებს ხელის ცეცებით. ჩვენ ორივენი, ერთმანეთის აჩრდილს მივტირით, ვეძებთ სიყვარულს ერთმანეთის -და ნამცეცებით
ვკვებავთ იმედით მომავალს თუ... -უფრო ოცნებას, დარდი სიხარულს მოსდებია ტანზე ხვიარად, აზრი აღარ აქვს, ვიცი, მაგრამ გული გოდებს და უცდის იმ იმედს, ძალიან რომ დააგვიანა...
თუმცა!.. იმედი ჩამომჯდარა გულზე ნიყვივით, და მარჯვედ კემსავს ტკივილების ყველა იარას გულზე, რომელიც ცრემლის ტბაში ძლივსღა ტივტივებს, შეჰხარის იმედს, რომ უფრო არ დააგვიანა...
31.07.2014
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. გმადლობთ. განსაკუთრებით შენ ლევან, თუმცა არაფერში არ გეთანხმები და კავშირის გარდა, მაგრამ პასუხი რომც დაგიწერო, ალბათ ვეღარ ნახავ, თან მეზარება. გმადლობ. შემოიხედე ხოლმე გმადლობთ. განსაკუთრებით შენ ლევან, თუმცა არაფერში არ გეთანხმები და კავშირის გარდა, მაგრამ პასუხი რომც დაგიწერო, ალბათ ვეღარ ნახავ, თან მეზარება. გმადლობ. შემოიხედე ხოლმე
8. დოვენ დოვინ დოვლი დოვენ დოვინ დოვლი
7. გული, რომელიც შემიჭამა რაღაც ფობიამ, სიკვდილის პირას მისულა
თუ უკვე შეგიჭამა სიკვდილის პირას ვეღარ იქნება.
იმედი ფიქრში ამღვრეულა ღამის ნისლივით - ამღვრეული სრულიად უკონტექსტოა აქ, ამღვრეული სითხეში შეიძლება იყოს რამე, თან ზემოთ ფიქრებს უღრან ტყეს ადარებ , უღრან ტყეში ამღვრეული ნისლი ცუდი სახეა.
იმედი ფიქრში ამღვრეულა ღამის ნისლივით, და ვეღარ ვაგნებ, სულის კედლებს ხელის ცეცებით. - თუ იმედი ასეა გამჯდარი (ამღვრეული სწორედ ამას მეტყველებს) მაშIნ პირიქით უნდა გაგიადვილდეს სულის კედლებების გაგნება, იმედი ხელს არ უნდა უშლიდეს, ან "და" კავშირი სრულიად ზედმეტია მაშინ. ამასთან ზემოთ ამბობს სინათლე და სითბო ვეღარ აღწევსო და იმედი სიცივე და სიბნელეა, მაშინ ორგორღა აიმღვრა ამ ფიქრებში ანუ ტყეში. მოკლედ აღარ გავაგრძელებ საკმარისზე მეტი შეცდომა და გაუმართაობაა უკვე, ლექსი ასე მარტივად არ იწერება.
წარმატებები. გული, რომელიც შემიჭამა რაღაც ფობიამ, სიკვდილის პირას მისულა

წარმატებები.
6. ჩვენ ორივენი, ერთმანეთის აჩრდილს მივტირით, ვეძებთ სიყვარულს ერთმანეთის -და ნამცეცებით ++++ ჩვენ ორივენი, ერთმანეთის აჩრდილს მივტირით, ვეძებთ სიყვარულს ერთმანეთის -და ნამცეცებით ++++
4. სევდიანი..+++++++ სევდიანი..+++++++
3. ჩვენ ორივენი, ერთმანეთის აჩრდილს მივტირით, ვეძებთ სიყვარულს ერთმანეთის -და ნამცეცებით
ვკვებავთ იმედით მომავალს თუ... -უფრო ოცნებას, დარდი სიხარულს მოსდებია ტანზე ხვიარად,
ესგანსაკუთრებით მომეწონა და...
როდის წერ ამ ლექსებს შენ? :) ჩვენ ორივენი, ერთმანეთის აჩრდილს მივტირით, ვეძებთ სიყვარულს ერთმანეთის -და ნამცეცებით
ვკვებავთ იმედით მომავალს თუ... -უფრო ოცნებას, დარდი სიხარულს მოსდებია ტანზე ხვიარად,
ესგანსაკუთრებით მომეწონა და...
როდის წერ ამ ლექსებს შენ? :)
2. ძალიან მაგარია 5! ძალიან მაგარია 5!
1. ძალიან ტკივილიანი ლექსია;
იმედი ფიქრში ამღვრეულა ღამის ნისლივით, და ვეღარ ვაგნებ, სულის კედლებს ხელის ცეცებით. ჩვენ ორივენი, ერთმანეთის აჩრდილს მივტირით, ვეძებთ სიყვარულს ერთმანეთის -და ნამცეცებით_ეს სტროფი განსაკუთრებით მომეწონა; კარგია ++ წარმატებები
ძალიან ტკივილიანი ლექსია;
იმედი ფიქრში ამღვრეულა ღამის ნისლივით, და ვეღარ ვაგნებ, სულის კედლებს ხელის ცეცებით. ჩვენ ორივენი, ერთმანეთის აჩრდილს მივტირით, ვეძებთ სიყვარულს ერთმანეთის -და ნამცეცებით_ეს სტროფი განსაკუთრებით მომეწონა; კარგია ++ წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|