სახლში ვბრუნდები.მშვენერი დღე მქონდა.არა სხვებისგან გამორჩეული, არაგანსაკუთრებული, ჩვეულებრივი, უბრალო და მშვენიერი .ნაწვიმარი,უკვე გადამშრალი და ნახევრადმზიანი. შემოდგომისფრად მიყურებდა თითოეული ფოთოლი, ჩემს ქუჩაზე ხეებს გამოზაფხულზე საგულდაგულოდ რომ გამოესხათ მწვანედ, მერე ააფერადა საშემოდგომოდ შავღვინისფრად, ახლა გასაფოთლად რომ გაემზადებინა. ნელი ნაბიჯით მივდივარ სახლისკენ. მშვენიერი დღით ვხარობ.ყველაფერი კარგადაა. ვღიღინებ კიდეც. ათას სისულელეზე ვფიქრობ. ხმამაღლა ვიცინი.ქუჩა ცარიელია.ჩემს თავისუფლებას ასე გამოვხატავ ყველაზე გულრწფელად_ხმამაღლა ვიცინი, მთელი ემოციით.ვხედავ,ლამაზი საშუალოზე დიდი ჭიქა დევს საფოსტო ყუთზე , ჭრელ ფოთლებში შეკარგული, დამალული ვიღაცისგან.თეთრი იყო, საახალწლო ორნამენტებით დატვირთული, ავიღე ნახევრად სავსეა.დავყნოსე , აყვაა საოცრად არომატული, გადავღვარე.მინდოდა გამესინჯა , მაგრამ ვერ გავბედე.რა იცი რას სჭირს პატრონს, ნუ ძველ პატრონს, ახალი მე ვარ . მთელი გზა ვფიქრობდი, როგორ გამოიყურებოდა ჭიქის ძველი მფლობელი. დავათალიერე. პომადის კვალს ვეძებდი.ვცდილობდი წარმომედგინა მისი სახე, ტუჩები თვალები, თითები.ვერ შევძელი. სახლში მივედი, ჟოლოს ჩაი მივირთვი, ჩემი ახალი ჭიქიდან. ჟღალი მომეჩვენა ის გოგო , ვინც ეს ჩემთის დამალა ფოთლებში, ყავით ნახევრადსავსე, საფოსტო ყუთის თავზე, ჟღალია უსათუოდ ის გოგო. უნდა ვნახო, როგორ სვავს ყავას, როგორ ვნახო? აბა მე რავიცი, შეუძებელია? არ ვიცი ნამდვილად , ალბათ. სამი დღის მერე იმავე ადგილას იმავე საფოსტო ყუთზე ისენაირად ზუსტად,როგორც სამი დღის წინ , ჭიქას მოვკარი თვალი, ჭიქა შედარებით დაბალი, მსხვილი,შავი ,პატარა თეთრი კონტურებით მოხაზული ძროხები ახატია, ძალიან საყვრელი ჭიქა. ძროხები დავდექი ჭიქას ვუყურებ, მეცინება, ისევ ყავაა შიგ, ნახევრადსავსე, ძროხებიანი ჭიქა , გემრიელ არომატიან ყავით. ისევ გადავღვარე,ისევ წავიღე. ეხლა შავი ჩაი დავლიე.ლიმონით და თაფლით. ვიცინი,ხმამაღლა ვიცინი.მეორე დილით,რაღაცის მოლოდინით,გავიარე იმავე ადგილას_არაფერი. მესამე დილა. სახლიდან გავედი.ჯერ არ გათენებულა წესიერად.ვუახლოვდები ჭიქების სამალავს. უცნაური შეგრძნება მაქვს.მეც არ ვიცი როგორი?! ვერ ვხსნი. ცა მოწმენდილია.მაინცდამაინც არ ცივა. დღეს მზიანი იქნება ქუჩები და ეზოები, მთელი პარიზი. სამალავთან,ქვის ხავსმოდბულ სკამზე, თმაგაშლილი გოგო ზის, ზურგით. დუტის კრემისფერი ქურთუკი აცვია,ლურჯი ჟინსის შარვალი,ნარინჯისფერი კედები.ჭრელი ზურგჩანდა ჰკიდია მხრებზე. ვუახლოვდები, გული მიჩქარდება. არ ვიცი რატომ ზის ჩემს სამალავთან. თავზე წამოვადექი, ის ზის და ყავას სვამს სრულიათ თეთრი ჭიქიდან.ძარღებში, რომელიც იმ წამს, სუროს ფესვებივით ამეხლართა, სისხლი გამეყინა. ჩემს წინაშეა ჭიქების პატრონი თეთრი ჭიქით.ვესალმები.მესალმება.ვუღიმი.მიღიმის.ზურგიჩანთას ვიხსნი.გვერდით ვუჯდები. გვეღიმება, უხერხული დუმილი. დამტვრეული ფრანგულით მეუბნება_დღეს მზიანი დღე იქნება.ასევე დამტვრეული ფრნაგულით ვპასუხობ_ მეც ასევ ვფიქრობ და მიხარია. _რას უსმენ? _აი მოუსმინე.ჩემს ყურსასმენს ვუკეთებ ყურზე. _მომწონს შენი მუსიკა. _მე შენი ჭიქები მომწონს. _გინდა ყავა? ჭიქას მაწვდის. ნორმალურად ლამაზია. ჟღალი,დაჭორფლილი,ცისფერი,მოწყლისფრო თვალებით.უმაკიაჟო,სადა, ფიქრიანი, თხელი თითებით, ჭრელი ბეჭდებით, ზოგი ხის,ზოგიც პლასტმასის. ჭიქა გამოვართვი.მოვსვი, უგემრიელესი ყავაა. თაფლის არომატი აქვს, თვალები გამიფართოვდა._თაფლითაა?_ხო მიყვარს თაფლიანი ყავა. _მეც ასე ვსვამ ყავას. დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, თითქმის მეორედი ჩვენი ცხოვრების.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა,რომ შემისწორეთ გაუაზრებლად მექანიკური შეცდომა!) მადლობა,რომ შემისწორეთ გაუაზრებლად მექანიკური შეცდომა!)
1. ძალიან არეულია, მაგრამ მაინც იყო აქაც ის, რაც მომწონს ხოლმე ამ ავტორის ნაწერებში.
დაუსრულებელსაც ჰგავს.
"სვავს ყავას"- ამის პატიება არ შემიძლია ! :) სვა-მ-ს , სვამმმმს! :)
ძალიან არეულია, მაგრამ მაინც იყო აქაც ის, რაც მომწონს ხოლმე ამ ავტორის ნაწერებში.
დაუსრულებელსაც ჰგავს.
"სვავს ყავას"- ამის პატიება არ შემიძლია ! :) სვა-მ-ს , სვამმმმს! :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|