 | ავტორი: შენი ლუ ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 12 აგვისტო, 2014 |
"აი, ეს ხეა მამაჩემი. გაგიკვირდა? მუხას ელოდი? არა, ეს ხეა მამაჩემი, ეს ტანწვრილი და არც ისე ხანდაზმული," ზვიად რატიანი
ჰო, არასოდეს გვყოლია მუხა მამები ჰო, არასოდეს ვისვენებდით უდარდელად მათ ჩრდილქვეშ და მათ თხელ ფესვებს ვასაზრდოებდით ცრემლებით და მათ წვრილ ტოტებს ვაფარებდით ხელებს, რომ არ დაემტვრია წვიმას რომ არ წაერთმია ქარს.
იდგა, უსიტყვოდ იდგა მამაჩემი და მინდოდა მეკითხა, როგორ იტევდა ამ ვიწრო ტანში ავადმყოფობას. როგორ იტევდა წვრილ თითებში ამხელა სითბოს.
მე ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება წარმოვიდგინე, მაგრამ ვერ ვნახე მამაჩემის დაბერება.
იდგა მამაჩემი, უსიტყვოდ იდგა. ტანწვრილი, უფესვო და მის გულზე, რომ აღმოვცენდი და ჩემს გულში რომ დაინახა პატარა ფესვი, ცისკენ გაშალა ტოტები.
მე დავინახე, როგორ მოჭრეს საბრალო მამა, მე დავინახე, როგორ გადატყდა წელში. ის იწვა უხმოდ. იმის შემდეგ აღარ მინახავს.
გავიდა დრო და ვდგავარ ახლა თაკარა მზეში და ვხედავ, როგორ მოდიან ბავშვები, ტანწვრილი ბავშვები და ისვენებენ ჩემივე ჩრდილში..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. იდგა მამაჩემი, უსიტყვოდ იდგა. ტანწვრილი, უფესვო და მის გულზე, რომ აღმოვცენდი და ჩემს გულში რომ დაინახა პატარა ფესვი, ცისკენ გაშალა ტოტები.
.... ძალიან მომწონს... იდგა მამაჩემი, უსიტყვოდ იდგა. ტანწვრილი, უფესვო და მის გულზე, რომ აღმოვცენდი და ჩემს გულში რომ დაინახა პატარა ფესვი, ცისკენ გაშალა ტოტები.
.... ძალიან მომწონს...
14. მადლობა თქვენ.. მადლობა თქვენ..
12. ძალიან მომეწონა, ტკივილი, სევდა, მამა-შვილობა, სიყვარული, მომავალი,ყველაფერია ჩატეული ამ ძალიან ემოციურ ლექსში. ძალიან მომეწონა, ტკივილი, სევდა, მამა-შვილობა, სიყვარული, მომავალი,ყველაფერია ჩატეული ამ ძალიან ემოციურ ლექსში.
11. ლუუ . . . როგორი ღრმა ხარ, როგორი სევდიანი, როგორი სიყვარულით სავსე. . . <3
ლუუ . . . როგორი ღრმა ხარ, როგორი სევდიანი, როგორი სიყვარულით სავსე. . . <3
10. მადლობა დროისთვის.. განსკუთრებული მადლობა იმ 5-6 ადამიანს, რომლებიც სულ მკითხულობენ) მიხარია ეს, ვამჩნევ და ვაფასებ.. ეს მინდოდა მეთქვა : ) წარმატებები ყველას.. მადლობა დროისთვის.. განსკუთრებული მადლობა იმ 5-6 ადამიანს, რომლებიც სულ მკითხულობენ) მიხარია ეს, ვამჩნევ და ვაფასებ.. ეს მინდოდა მეთქვა : ) წარმატებები ყველას..
8. კარგი ლუ...:-* კარგი ლუ...:-*
7. იდგა მამაჩემი, უსიტყვოდ იდგა. ტანწვრილი, უფესვო და მის გულზე, რომ აღმოვცენდი და ჩემს გულში რომ დაინახა პატარა ფესვი, ცისკენ გაშალა ტოტები.
აი ეს ნაწილი ცალკე პოეზიასავითაა...
ლუ, ისევ შეუფასებლებში დამხვდი, მგონი არის ამაში რაღაც მიმალული "შეუფასებელი" ჰა, არა? :P გაკოცე :* იდგა მამაჩემი, უსიტყვოდ იდგა. ტანწვრილი, უფესვო და მის გულზე, რომ აღმოვცენდი და ჩემს გულში რომ დაინახა პატარა ფესვი, ცისკენ გაშალა ტოტები.
აი ეს ნაწილი ცალკე პოეზიასავითაა...
ლუ, ისევ შეუფასებლებში დამხვდი, მგონი არის ამაში რაღაც მიმალული "შეუფასებელი" ჰა, არა? :P გაკოცე :*
5. რატომ დევს ეს ლექსი აქ? რას ჰქვია არ ფასდება?
რატომ დევს ეს ლექსი აქ? რას ჰქვია არ ფასდება?
4. რამდენი ნიჭიერი ჰყავს ამ პორტალს, დაუფასებელი ნიჭიერები. აქაური მწერალ-მკითხველების მიერ დაუფასებელი...
ოქროს ნატეხო, - მაინც ხუთი ქულა. რამდენი ნიჭიერი ჰყავს ამ პორტალს, დაუფასებელი ნიჭიერები. აქაური მწერალ-მკითხველების მიერ დაუფასებელი...
ოქროს ნატეხო, - მაინც ხუთი ქულა.
1. ემოციურია... ემოციურია...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|