ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2014


მეხვალიე

ვზივარ უჩვეულოდ მშვიდი და მეხვალიე,
მსურს, რომ დაგითვალო სუნთქვის აკორდები...
ტუჩი გიკანკალებს ცვრიან მაყვალივით,
ცოტაც მოითმინე და რომ გაკოტრდება
ძია  როკფელერი-მზე მის პანაშვიდებს
სამგზის გადაიხდის მამლის ყივილამდე...
მსურს, რომ გადაშენდეს, მერე გადაშინდდეს
ყველა მევახშე და მე კი გიკითხავდე
თვალწინ მევახშეთა ანდა ვახშამისთვის,
მსურს, რომ გიკითხავდე ლექსებს ვიიონის;
რადგან ბალადები ჩვენში აღარ ითქმის,
რადგან მივივიწყეთ ბწკარი მილიონი,
არ ვარ უჩვეულოდ მშვიდი და მეხვალიე,
მზეს რომ დაველოდო, თავად გავკოტრდები...
ტუჩები, რომ იტყვიან ცვრიანი მაყვალია,
მსურს, რომ დაგითვალო სუნთქვის აკორდები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები