ავტორი: ბ.ზაქაიძე ჟანრი: პოეზია 12 სექტემბერი, 2014
ძველი ხიდი
გული მაწუხებს, ამ ბოლო დროს „სხვაგვარად მიცემს“.
გვაშორებს ახლა შენობები და ძველი ხიდი, (სულ ყველას სძინავს ამ ქალაქში ალბათ ჩვენს გარდა) რომ შემხვედროდი, ასე ვფიქრობ, თვალებს დახრიდი, გვერდს ამივლიდი და ვიტყოდი – ანგელოზს გავდა.
ყოველი ღამე შენი მოცდა არის რეცეპტი, ვეღარ ვიცოცხლებ (ასე მითხრეს) ამის გარეშე, მოძებნა იცი, რა ძნელია?! მაგრამ გეძებდი, ყველგან გეძებდი აღარასდროს რომ არ გამეშვი.
ითოვა გუშინ, მშვიდად იდო თოვლი მინაზე ვხედავდი, როგორ თეთრდებოდა ფრთხილად ის ხედი, რომელსაც მეტად შეერია შენი სინაზე, რომელსაც ფიქრი აღარ დარჩა იმაზე მეტი –ძველი ხიდის ქვეშ (სადაც არ თოვს) როგორ ვისხდებით.
ბილიკებს ვტკეპნი, თავზე მათოვს, ქუჩა სველია, ჩვენი შეხვედრის ადგილთან ვარ შუქნიშნის ახლოს, დაგვიანება, ძველი ჩვევა, შენი სენია. მე ჰორიზონტის კართან გიცდი, რომ შემოაღო.
შენ არც კი იცი რა ძნელია გერქვას პოეტის, მაგრამ არ ფიქრობ ამაზე და არც კი განაღვლებს. ამ ბოლო დროსაც დაიჩემე – ქრები ყოველთვის როცა მჭირდები... ჩავიკეტე... კარი გააღე...
მწერალთაკავშირის პოეტები გამახსენა ამ ლექსმა, სქელიტრაკებით რო ზიან უმეტესობა და რაღაცეებს სირობენ და პოეზიას არქმევენ, აი აქ იყო პოეზია, და იმათ გავკარო. საღოლ ძმაოო მაგარი კაცი ხარ

+++5555