ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუკა ლაშხი
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2014


* * *

არაჩვეულებრივად ვგრძნობ ომს.
წინააღმდეგი ვარ ჯოჯოხეთის,
რომელიც ადამიანებმა დაანთეს ბუხარში.
მსხლისა და ქლიავის ფასს ვერ ვარჩევ ხანდახან
და სამჯერ მეტს ვიხდი,
რადგან მათი ვიზუალი კრუასანს უფრო ჰგავს.
სკოლიდან სახლში გაქცეული ბაშვების სიხარულსაც ვგრძნობ.
მათი დახვედრის მოლოდინში დედებისასაც.
ცხელი წვნიანის გემოსაც.
მეორე ცვლიდან მოსული მამის წუწუნსაც.
ყველაზე მეტად ომს ვგრძნობ_
ახლად დაქორწინებული იმედგაცრუებულების.
მათი უსექსობის.
მათი უცხოობის.
მათი ერთმანეთს გვერდავლილი გემოვნების.
მიუღებელი ინტერესების.
უკანმოუხედავად გაქცევის სურვილის ომს.
ვგრძნობ,
როგორ არ უნდა არავის,
ასწიოს თავი და ჩამხედოს თვალებში.
იქ თავისი თავის აღმოჩენის შიშისგან თავის დასაღწევად.
მე მაინც მერევა მსხლის ფასი კრუასანისაში.
ციფრებისა და ადამიანების შიშიც მერევა.
რა კარგად ვგრძნობ ამ ომს.
შეშინებული ბავშვების ფიქრებს.
უმშობლობის დარდით გამოწვეულებისას.
უჭმელობით კუჭატკიებულებისას.
ცეცხლთან ახლოს ჯდომაზე მეოცნებეებისას.
საბანზე მეოცნებეებისას.
ერთმანეთის გადარჩენაზე მოდარდელეებისას.
ყველაზე მეტად ომი იგრძნობა სიცოცხლის დროს
_კაცთა გადასარჩენი ომი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები