ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ს12345
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2014


ვარსკვლავებს აგროვებდი



ახლა ალბათ გძინავს და
ზეცაზე კრეფ ვარსკვლავებს,
გული როგორ გმინავს და
სული როგორ მაწვალებს,
ისე მინდა გავიგო,
მერამდენე მოწყვიტე,
ან შენი შემხედვარე,
როგორ არ ჩამოცვივდნენ..
მალე, კიდეც ინათებს
შენს თვალისფრად აისი,
ორიანებს ჩამოჰკრავს
კალენდარი მაისის...
წეღან ალბათ გეძინა,
აგროვებდი ვარსკვლავებს,
ნეტავ გამაბედინა,
შემოგხვევდი მკლავებს და
მერე, თუნდაც გულიდან
სისხლის ჩანჩქერს ედინა,
ვარსკვლავებს აგროვებდი
წეღან, როცა გეძინა…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები