ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუკა ლაშხი
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2014


* * *

გახსოვს კომუნისტების დროს სურსათის მაღაზიაში,
გადაქექილ დახლებზე საანგარიშოები რომ იდო დიდი,
გვერდებჩამოტეხილი
და
როგორ ეხეთქებოდნენ ერთამანეთს შავ-თეთრი რგოლები.
დავიდოთ ახლა წინ.
ვიგულისხმოთ რომ გვიდევს და ვიანგარიშოთ მთელი ეს დრო.
შევაფასოთ
და
გავიყოთ ტოლ-ნაწილებად.
დავიწყოთ ჩემით.
მე ხომ პირველობით დაავადებული ვარ უკურნებელად.
რა მოგეცი_ყველაფერი!
რა წაგართვი_ყველაფერი!
რა დაგიმალე_ყველაფერი!
რა მოგთხოვე_ყველაფერი!
რა მაპატიე_ყველაფერი!
რა დაგითმე_არაფერი!
რა გაპატიე_არაფერი!
რა მიპასუხე_არაფერი!
რა დამრჩა_არაფერი!
როგორ დაგორავენ საანგარიშოზე ხის რგოლები.
თვლაში წელშიგაწყვეტილები.
მოდი,
ამ საანგარიშოს შენ გაჩუქებ
და
კომუნისტების მზესავით გადავდგები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები