ცაც კი არ არის დღეს უსასრულო, ნაპირი მაღალ მწვერვალებს აკრავს. მზე გდია ცაზე თითქმის უსულო და ქარი ურწევს ღრუბლების აკვანს. სამშობლოვ სუნთქვა იქ დავასრულო, სადაც შენ იწყებ შიშსა და კანკალს. სამშობლოვ უკვე ძვლამდე დასულო, მზადა ვარ მე შენს ტარიგად დამკლან და თუ რამეა დღეს უსასრულო, თუ კი რამ დაღრღნის საწუთროს ლაგამს, მსურს რომ შენ იყო სულო ქართულო, აფრიალებდე გორგასლის ალამს. მსურს რომ შენ იყო სისხლო რუსთველის, მიწავ ნაჩვევო ჭირსა და ვარამს. ვუბრუნდებოდეთ ტაოს და ართვინს, და ჭარ-ბელაქანს მოხუცს და ჭარმაგს. ნუთუ თქვენს გულში არაფერს არ ცვლის?! რომ საქართველო თავის თავს არ გავს. რომ დავემგვანეთ ცარიელ ბარძიმს, და მტერი ბოლო ყლუპებსაც გვპარავს. გამობმული გვყავს ფეხებთან ვერძი, და სამუდამო ძილის წინ ზღაპარს, ქარი გვიყვება და ვიღაც თერძი, თავის ჭკუაზე გვიმოკლებს საზღვარს. ცა იყოს თუნდაც ეშმაკის კერძი, მზეს გაუყრიდნენ შიგ გულში ლახვარს, მე ვიყო ოღონთ დღეს ოქროს თევზი, და საქართველო მიჭერდეს ზღვასთან.
ალეკო მიშელაშვილი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. თამარ ბუკია. - უღრმესი მადლობა ჩავასწორე. თამარ ბუკია. - უღრმესი მადლობა ჩავასწორე.
20. "რომ დავემგვანეთ ცარელა ბარძიმს,"... - ეს გაასწორე, გთხოვ ------>>>>>>
"რომ დავემგვანეთ ცარიელ ბარძიმს,"
იმიტომ, რომ არის სიტყვა ცარიელ-ი და არა ცარიელ-ა... და რიტმისთვის მთლად დაგიმახინჯებია სიტყვა: ც ა რ ე ლ ა ---->>>> ცარიელ... "რომ დავემგვანეთ ცარელა ბარძიმს,"... - ეს გაასწორე, გთხოვ ------>>>>>>
"რომ დავემგვანეთ ცარიელ ბარძიმს,"
იმიტომ, რომ არის სიტყვა ცარიელ-ი და არა ცარიელ-ა... და რიტმისთვის მთლად დაგიმახინჯებია სიტყვა: ც ა რ ე ლ ა ---->>>> ცარიელ...
19. სანზონელი.- შემოგევლე სანზონელი.- შემოგევლე
18. პატრიპტულ სულს +++ წარმატებები... პატრიპტულ სულს +++ წარმატებები...
17. ნინო დარბაისელი. მადლობა ნინო ნინო დარბაისელი. მადლობა ნინო
16. საყურადღებოა ,,ძვლამდე დასული". საყურადღებოა ,,ძვლამდე დასული".
15. jonatan livingstoni. - გახლავართ ჯონათანო , მადლობა <3 jonatan livingstoni. - გახლავართ ჯონათანო , მადლობა <3
14. ახლა მივხვდი, მგონი- ეს ის მონადირე ბიჭია ფბ-დან? :)
მუხტი აქვს ლექსს, შესრულებაც არაა ურიგო.
ახლა მივხვდი, მგონი- ეს ის მონადირე ბიჭია ფბ-დან? :)
მუხტი აქვს ლექსს, შესრულებაც არაა ურიგო.
13. შემოგევლე დღლოფინიჩ. შემოგევლე დღლოფინიჩ.
12. შენი ლექსები რაც წამიკითხავს მგოონი ყველაზე კაია ++ შენი ლექსები რაც წამიკითხავს მგოონი ყველაზე კაია ++
11. არტემიდა- გაიხარეთ. არტემიდა- გაიხარეთ.
9. ჩემს ძმობილს შემოვევლე. <3 ჩემს ძმობილს შემოვევლე. <3
8. ძალიან კარგია, ტექნიკურად გამართული ნაწერია. თქმით, შესრულებით, ემოციით, ყველაფრით კარგია, ძმა 555 მოგიკითხე ძალიან კარგია, ტექნიკურად გამართული ნაწერია. თქმით, შესრულებით, ემოციით, ყველაფრით კარგია, ძმა 555 მოგიკითხე
7. +. 01/11/14წ. ნექტარი. +. 01/11/14წ. ნექტარი.
6. სანდრე.- ნექტარი. მადლობა გაიხარეთ. სანდრე.- ნექტარი. მადლობა გაიხარეთ.
5. +. 01/11/14წ. ნექტარი. +. 01/11/14წ. ნექტარი.
4. წინა ჯობდა. წინა ჯობდა.
2. პატრიოტიზმს ჩემი+ პატრიოტიზმს ჩემი+
1. "მზადა ვარ მე შენს ტარიგად დამკლან"
სურვლი კარგი :)
ლექსის აბა რაგითხრა,კაი ქართველი ვაჟკაცებით გავსებულ სუფრაზე ერთი კარგი სადღეგრძელო იქნება :)
+1 "მზადა ვარ მე შენს ტარიგად დამკლან"
სურვლი კარგი :)
ლექსის აბა რაგითხრა,კაი ქართველი ვაჟკაცებით გავსებულ სუფრაზე ერთი კარგი სადღეგრძელო იქნება :)
+1
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|