ჩვენ, დაბადებისას ბავშვობა წაგვართვეს ბავშვობაში ყმაწვილობა, ყმაწვილობაში ახალგაზრდობა, ახალგაზრდობაში შუახანობა, შუახანობაში სიბერე, სიბერეში სიკვდილი, მშვიდი სიკვდილი... მაგრამ მაინც ვსახლდებით კომპაქტურად, ვაშენებთ ქალაქებს, მდინარეზე ვდებთ ხიდებს, შევცქერით ბეტონის ცათამბჯენებს, ჩაგვესმის თვითმფრინავების გრუხუნი, მიგვაქვს და მოგვაქვს, რაც წასაღები და მოსატანია. ვხვდებით ერთმანეთს, ვცვლით ღიმილებს, ხელსაც ვართმევთ და პირზეც ვკოცნით. ყოველდღიურად ვასწორებთ საათს, მაჯის საათს, დრო არ დავკარგოთ, ან დრო მოვიგოთ, ყველაფერი გათვლილია, აწონილ-დაწონილი. ვცხოვრობთ ისე, ფეხი არ გადაგვიბრუნდეს, თუ მაინც გადაგვიბრუნდა, ხტუნვა-ხტუნვით ვაგრძელებთ გზას, ასკინკილათი, რადგან ჩამოჯდომა დამარცხებას ნიშნავს, ტკივილის განცდა-სისუსტეს, მივდივართ ასე, ბოლომდე, სანამ უფსკრულის პირას არ აღმოვჩნდებით. უფსკრული ცილინდრის ფორმისაა, სიღრმე არ უჩანს, არ იზომება. ხალხი მის ირგვლივ წრიულადაა შემოჯარული, ერთმანეთს უყურებენ, პირველს ეძებენ თვალებით, ვინც დაუფიქრებლად გადაეშვება, ვინც ქვევიდან ამოძახებს, ყველაფერი რიგზეა, არ იფიქროთ, თქვენც გადმოხტითო. მაგრამ არც პირველი ჩანს და არც ბოლო. არც უკან დასაბრუნებელი ძალა შერჩენია ვინმეს, აქ მოსასვლელად ყველაფერი დახარჯეს, გამოლიეს. შემდეგ ერთი წამოიკვნესებს, ერთს მეორე აყვება, მეორეს მესამე, მესამეს სხვა და ასე გადაედება ყველას გოდებისა და ვაების მუხტი. ჩამოსხდებიან უფსკრულის პირას, გადახედავენ თავიანთ ცხოვრების გზას და სიკვდილს ინატრებენ, მშვიდ სიკვდილს, რომელიც სიბერეში წაართვეს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ლონდონელო :)) ლონდონელო :))
11. შენი სიღრმე. უბრალოება და სისუფთავე.
იშვიათად შემხვედრია სადმე.
შენი სიღრმე. უბრალოება და სისუფთავე.
იშვიათად შემხვედრია სადმე.
9. ვაიმე ვაიმე ეს დილით წავიკითხე და გულში ჩამწვდა, ახლაც წავიკითხე და ისევ იგივე.... უნიჭიერესი ხარ ! ვაიმე ვაიმე ეს დილით წავიკითხე და გულში ჩამწვდა, ახლაც წავიკითხე და ისევ იგივე.... უნიჭიერესი ხარ !
8. ვაჰ, უყურე შენ ამას რა ლექსებს წერს. საააღოლ ძმაკუშ ვაჰ, უყურე შენ ამას რა ლექსებს წერს. საააღოლ ძმაკუშ
7. მეც გაწელილი მეჩვენა ცოტა :) მეც გაწელილი მეჩვენა ცოტა :)
6. საინტერესოა ნამდვილად ,მარ ა ამდენი ლაპარაკი არ იყო მგონის საჭირო,დიდია და დამღლელი მეჩვენება ცოტა არიყოს, საინტერესოა ნამდვილად ,მარ ა ამდენი ლაპარაკი არ იყო მგონის საჭირო,დიდია და დამღლელი მეჩვენება ცოტა არიყოს,
5. მომეწონა ეს ნაწერი. ცოტა ადგილ-ადგილ დაამუშავებდა კაცი, მაგრამ ისედაც საინეტერესოა. მომეწონა ეს ნაწერი. ცოტა ადგილ-ადგილ დაამუშავებდა კაცი, მაგრამ ისედაც საინეტერესოა.
4. ბარო შენ. კაი რამეა ეს.
მე 3 კომენტარს თანხმობა.
ბარო შენ. კაი რამეა ეს.
მე 3 კომენტარს თანხმობა.
3. საინტერესოა.. დასახვეწი კია.. თუ შეძლებ ისე შეამოკლო უკეთესი გამოვიდეს უკრთესიიქნება საინტერესოა.. დასახვეწი კია.. თუ შეძლებ ისე შეამოკლო უკეთესი გამოვიდეს უკრთესიიქნება
2. საოცარი ვინმე ხარ შენ საოცარი ვინმე ხარ შენ
1. საინტერესოა.+++ საინტერესოა.+++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|