ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ.ჭ.
ჟანრი: პოეზია
29 ოქტომბერი, 2014


ისე... რაღაცნაირად...

გაღვიძებულ სიზარმაცეს,
კიდევ უფრო მიზარმაცებს,
ღამეს ტკბილად უნელდება
შოკოლადის სურნელება...
მომწონს თბილი "passenger"-ი
სადღაც, ცაში ავიჭერი...
ნაყინების ღრუბლებში ვარ,
ცხელ "Jacobs"-ის ნავში ვზივარ.
ვღიღინებ და არ მაქვს ძალა,
უცნაურად მომეძალა...
მემთქნარები ჩუმი ნებით,
შიგ გულში მეღუტუნები.
მელოდიამ ამიყოლა,
ჰარმონიით დამაბოლა.
წვიმს ნოტებით სახურავზე,
ჩემს თავს მოსწონს მაგ, შენს მხარზე.
როგორ მიყვარს სამი რამე:
შოკოლადი, შენ და ღამე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები