ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იკა-ბერო
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2008


ქალი

მე შენ არ გინცობ,
და ვერც გაგიცნობ!
ქალს ხომ ვერასდროს
ვერვინ გაიცნობს!
ქალი ვნებაა...
ქალი ლტოლვაა...
უკვდავ ოცნების
მძაფრი ქროლვაა...
ოცნების ზღვაში ფიქრების ნავი
უხმოდ მიაპობს სევდისფერ ტალღებს,
ოდეს მოშორდა მეწამულ ხმელეთს
უმალ დამშვიდდა; დრო ვერას ავნებს.
ნავი დაცურავს ქალის გარშემო,
მორცხვად უღიმის ზღაპრის ფერია,
სული სპეტაკი, სული მშფოთავი,
მისი თვალ-წარბი ნუშისფერია.
იგი სიზმრების უფრთო ზმანებად
ჩაესახება ყოველღამ გულსაც,
ნაზად, ფაქიზად, ტკბილის სურნელით,
აფორიაქებს ჭირვეულ სულსაც.
და რომც გაგიცნო მსწრაფლ გაქარწყლდება
მბორგავი სულის ზმანება ნაზი,
ზღვა ოცნებისა უმალ დაშრება
და აორთქლდება ფიქრების ნავი...
ქალი ვნებაა...
ქალი ლტოლვაა...
უკვდავ ოცნების
მძაფრი ქროლვაა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები