 | ავტორი: ბ.ზაქაიძე ჟანრი: პოეზია 2 ნოემბერი, 2014 |
გარეთ შემოდგომას უწევს პერიოდი, თანაც სურნელია წვიმის შესაფერი, ქალი ეკლესიის კარში შედიოდა, ქალმა ტაძრის თაღებს თავი შეაფარა.
ცრემლით ლოცულობდა ზეცის ანაფორა, თითქოს წესს უგებდა ხეთა დანაკლისებს, ქალი შედიოდა კარში ეკლესიის, ქალმა ტაძრის თაღებს თავი შეაფარა.
ისმის დარცხვენილი ქარის აღსარება, ფოთლებს მიმოფანტავს სადმე შორიახლოს, წვიმას გადაღება კიდევ არ ეღირსა, თითებს ალეწავდა ქარი შორეულ ხეს.
იყო სიცივე და იყო ფოთოლცვენა, ქალი პეიზაჟმა მეტად შეაცია, კარი შემოაღო ტაძრის მომლოცველმა, თითქოს იმალავდა თმაში ემოციას.
ცრემლით ლოცულობდა ზეცის ანაფორა, მაინც ვერ წაშალა წვიმამ მძიმე კვალი, ქალმა ტაძრის თაღებს თავი შეაფარა. ტაძრის თაღებს ქვევით იდგა ქვრივი ქალი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. უკეთესად შეგიძლია აშკარად...+++ უკეთესად შეგიძლია აშკარად...+++
3. ანაფორა - ლოცულობდა? ანაფორა - ლოცულობდა?
2. ჩანაფიქრი უფრო საინტერესოა ვიდრე შესრულება. ძირიტადი ფრაზების თამაშს არ ვგულისხმობ, ლექსიკურად ღარიბი ნაწერია. წარმატებები. ჩანაფიქრი უფრო საინტერესოა ვიდრე შესრულება. ძირიტადი ფრაზების თამაშს არ ვგულისხმობ, ლექსიკურად ღარიბი ნაწერია. წარმატებები.
1. :))))))))))) +++ :))))))))))) +++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|