ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით ჯიმშიაშვილი
ჟანრი: პოეზია
7 ნოემბერი, 2014


გაწუხებს


საკუთარ თავთან ნაომარი მრავალი ფიქრით,
დატოვებ დღეებს, ღამეებთან დაღლილს თარეშით.
გაწუხებს ახლა, რა თქმა უნდა  და აღარ გიკვირს,
როგორიც გახსოვს, რომ ვერ ხედავ შენს თავს სარკეში.
ანუ იცვლება ყველაფერი, ყოველდღიურად,
საკუთარ წუხილს ვერავისთან ვეღარ ამბობდი.
ოცნებას კაცი არ მოუკლავს, ასეც კი უთქვამთ,
იტყუებიან ოცნებები _ ასე გამოდის.

შემოგინახა პოეზიამ სიტყვები ყველა,
სტრიქონი, სტროფი, მეტაფორა და სათაური.
შენივე თავის გაღვიძება დაგავიწყდება
და ვეღარ ამჩნევ ვერც იმას,  რომ ხარ აქაური.
ანუ, ეკუთვნი გასაკვირად ცოცხალთა სიას,
მომდევნო ლექსში შემოჩვეულ სათქმელს ინახავ.
გაწუხებს ის, რომ სადღაც ახლა ისვრიან ტყვიას
და იმეორებ არაერთგზის ნათქვამს
_ მიყვარხარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები