აქ, ჩემს ფანჯრებთან ისევ ყრია ლუდის ქილები და ყოველ დილით, რომელიღაც მთვრალი მხვდება და აკანკალებულ, გათოშილი ლურჯი ხელებით, მართმევს იმ დღისთვის, რაც მქონდა , რაც კი მებადა. აქ ჩემს ფანჯრებთან, ისევ ისე ხმება ხეები და ისევ ისე, ზამთრის პირას ხშირი დუმილი დგება და ცაზე ფრინველების ბოლო წრეები ქრებიან. მე კი ისევ მრჩება ერთი სურვილი, რომ ეს ზამთარი აღარასდროს მოვიდეს ისე, რომ დუმილს აქეთ, ამ ოთახში არ იყო შენ და როგორც ყოველთვის ყველას ფიქრს და სევდას რომ იტევ, არ მოითმინო ამ კედლებში შენ ჩემთან ერთად, რომ ჩვენს ფანჯრებთან სიყვარული ცოტაა უფრო, ვიდრე ბინაში, სადაც ჩვენ ვართ, სადაც თბილა და შენ შემოიყვან ჩვენს ფანჯრებთან ატუზულ ლოთ კაცს და გამაფრთხილებ ის ღმერთია. ასე წინასწარ, რომ მოვიდა და დაგვენახა, რათა იცოდეს, აქ, ამ ბინაში მცხოვრებლები ნეტავ ვინა ვართ?! რამეთუ მერე, რათა როცა, რათა ოდესღაც, როდესაც წავალთ ამ ბინიდან, მიწიდან წავალთ, რაც კი მე და შენ ღმერთისაგან ასე მოგვეცა, ან რა გავეცით, ან რა ვხარჯეთ, გვიყვარდა ან რა. ყველაფერი, ყველაფერი ხელის გულზე იქნება მაშინ და გადამარჩენ და ასეთი მე შენ მიყვარხარ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მიყვარს ასეთი პოეზია მე + მიყვარს ასეთი პოეზია მე +
1. დასახვეწია. ხელის შევლება უნდა და კარგი გამოვა. დასახვეწია. ხელის შევლება უნდა და კარგი გამოვა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|