ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2014


ბორდოში

შეღამდა და მეც ბოდლერივით,
ბორდოს ბორდელებში ვბოდიალობ...
ჭირსაც წაუღია ყოველივე,
თუნდ ეს წისქვილები მოწითალო,
ყალბი თანაგრძნობა მეძავების,
სუნი-იაფფასიან სუნამოსი:
ყველა შეხებაზე ვიძაბები,
როგორც გარეწარი, უნამუსო,
როგორც არამზადა, ვიგინდარა,
კაცი-მრუშობისგან კმაყოფილი
და ეს გალიებიც-უქანდარო,
ჩემი საუკუნო სამყოფელი.
ყელში მეჩხირება მუშტისხელა
ცრემლი-უღმერთობის ოდენობის...
ზეცამ ვერ მოირგო ცისარტყელა,
ახლა კვირა არის როდინობის,
ისევ ღამდება და ბოდლერივით,
ბორდოს ბორდელებში ვბოდიალობ...
ჭირსაც წაუღის ყოველივე,
ღვინოც, წისქვილებიც-მოწითალო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები