ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2008


ისე, უბრალოდ

                                                 
ვერ ვლექსობ, ზოგჯერ, როცა უფრო მტკივა სათქმელი,
და მერე, ისევ, ვუშარდები ტვინის ხვეულებს,
მაინც შენ მოგწერ, ვიდრე სრულად არ გავთავდები,
თუნდაც ერთ სტროფად რომ შემოვრჩეთ ათასწლეულებს.

და მერე, ისევ, დაკარგულის დასაბრუნებლად,
როგორც შუქურას, გაანათებ ღამ-ღამ ოთახებს.
მე კი კვლავ შევძლებ, შეშლილივით, განუკურნებლად
შენთვის ვსუნთქავდე, შენთვის ვწერდე, შენთვის ვბოდავდე.

ახლა ისეთი დღეებია, შეშლილსაც შეშლის,
ობი დაედო ნაფეხურებს  ჩემს სავალ გზაზე,
ახლა სიმშვიდეს და სიგიჟეს დავეძებ შენში...
და ეს ფრაზებიც, არეული, ლექსს დავამსგავსეთ.

ალბათ, ასეთი იყო ბედი ყველა პოეტის,
ლექსებითაც კი, დასარული არ გვიძებნია.
და თუ ოდესმე მივდიოდით, სიტყვებს ვტოვებდით,
პოეტისათვის სიცოცხლესაც სხვა მიზეზი აქვს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები