ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნ.ფხოველი
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2014


shopping

2 მეგობრობა და 1კგ სიყვარული ჩამიწყეთ,
საზიზღარი მამაშვილობა არ გაქვთ?
ან ქვეყნის ზიზღი
ან მეზობლის ქალის ხელისხლება?
ადამიანების დაჩაგვრაც შემიფუთეთ.
წინაპრები?
ეგ არ ვიცი რა არის,
მაგრამ კარგ ვიდზეა,
ჩამიწყეთ 3 ან 4
თუ დამევასა მერე კიდე ვიყიდი,
ქართული ენის დამახინჯება საწებლად არ გაქვთ?
ხოო ხოოო კაცისკვლა არ დაგავიწყდეთ,
არც ტყუილები,
ღვთის შიში არ გექნებათ ალბათ
ვერსად ვიშოვე,
ბარემ საკუთარი დედის ლანძღვაც ჩაალაგეთ,
დღეს ბევრი ფული მაქვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები