ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ათინათი.თინა
ჟანრი: პოეზია
12 დეკემბერი, 2014


_ _ _

გულის კარი გამიღეო დროვ!
მთელი ღამე გულმოდინედ თოვს.
სად წაუვალთ ნამქერს ქარის შემდეგ,
არეულა ამინდები ჩემი.
მე ვინ მკითხავს რომელია კარგი?
თოვა, ქარი, წვიმა თუნდაც წყნარი,
ისევ თოვლი მირჩევნია ყველას,
თეთრია და ამ დროს არც ცა ელავს.
დრო რომ გავა, მერე ყინვა ქრება,
ყინვის ნაცვლად მწვანე მდელო ჩნდება,
ზამთრის შემდეგ გაზაფხული დგება,
მერე თეთრი წამში სადღაც ქრება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები