 | ავტორი: მეწერებაა ჟანრი: პოეზია 14 დეკემბერი, 2014 |
ისე მაგიჟებს მოძრაობა,ხალხი,ვაგზალი, ასე მგონია ბროდვეია,თაიმსკვერია - თბილისი.მე ჩემს მყიფე ფიქრებს ვერსად ვაგზავნი, დაიმსხვრევიან! აღარც კი გახსოვს როგორი ვარ მაგრამ თუ ასე შეუხებლად გსურს დამივიწყონ შენმა თითებმა, უკანასკნელად გეხვეწები, გთხოვთ მადმუაზელ ne me quitte pas! გრძნობ? მეტისმეტად მივეკედლე სენტიმენტალიზმს, წლები კი ქარში ღრუბლებივით დაფრთხნენ,აიმღვრნენ და ვხვდები ახლა კალამია მძიმე მეტალი, რომელსაც შუბლთან მივიდებ და ვისვრი! გავიხვრეტ! .............................................................................................. ხშირად ვიხსენებ სიყმაწვილეს,სოფელს.ჰო კიდევ მესრის ღობეზე ბიჭუკელას ცარცით მინაწერს: "მე იმდენს ვფიქრობ,შემიძლია შეგეხო კიდეც" ოთარ ჭილაძე. დღეს მინდა ურცხვად დავიბრალო ყველა შედევრი და სიყვარული დაგიმარცვლო უცხო ფრაზებად, როგორ აგიხსნა? რომ საკუთარ თავში ვეტევი, ისე შემჭამეს მონატრების მეტასტაზებმა. .......................................................................... შენ ზაფრანისფერ ტყეში ცხოვრობ, შორის ღმერთების და ნისლი ფარავს შენი მთების ყვითელ კალთებსაც, სულელ მებადურს სულ მეგონა მოგიხელთებდი, ერთ მშვენიერ დღეს დაგიჭერდი ჩემო ქალთევზა! .......................................................................................... მაგრამ...აქ,ჩემთან სიგიჟეა,ხალხი,ვაგზალი... თბილისი თითქოს ბროდვეია,თაიმსკვერია, მე კი ჩემს მოხუც,ბებერ ფიქრებს ვერსად ვაგზავნი, მეშინია რომ მოკვდებიან... დაიმსხვრევიან...
მაპატიე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ხშირად ვიხსენებ სიყმაწვილეს,სოფელს.ჰო კიდევ მესრის ღობეზე ბიჭუკელას ცარცით მინაწერს: "მე იმდენს ვფიქრობ,შემიძლია შეგეხო კიდეც" ოთარ ჭილაძე. დღეს მინდა ურცხვად დავიბრალო ყველა შედევრი და სიყვარული დაგიმარცვლო უცხო ფრაზებად, როგორ აგიხსნა? რომ საკუთარ თავში ვეტევი, ისე შემჭამეს მონატრების მეტასტაზებმა. + + + ნამდვილად შესანიშნავია, ვერცერთ ნაკლს ვერ უპოვი ვერც აზრს, ვერც ფრაზას, ვერც სიტყვას, ვერც მუსიკალურბას და ვერც ემოციას. უდავოა ავტორის ნიჭიერება და სიმაღლეები.
ხშირად ვიხსენებ სიყმაწვილეს,სოფელს.ჰო კიდევ მესრის ღობეზე ბიჭუკელას ცარცით მინაწერს: "მე იმდენს ვფიქრობ,შემიძლია შეგეხო კიდეც" ოთარ ჭილაძე. დღეს მინდა ურცხვად დავიბრალო ყველა შედევრი და სიყვარული დაგიმარცვლო უცხო ფრაზებად, როგორ აგიხსნა? რომ საკუთარ თავში ვეტევი, ისე შემჭამეს მონატრების მეტასტაზებმა. + + + ნამდვილად შესანიშნავია, ვერცერთ ნაკლს ვერ უპოვი ვერც აზრს, ვერც ფრაზას, ვერც სიტყვას, ვერც მუსიკალურბას და ვერც ემოციას. უდავოა ავტორის ნიჭიერება და სიმაღლეები.
21. გენაცვალე არმენ! გულში ხარ გენაცვალე არმენ! გულში ხარ
20. გავედი და მერე შემთხვევით გარედან წავიკითხე და არ შემეძლო არ შემოვბრუნებულვიყავი და არ მეთქვა, რომ ძალიან, ძალიან კარგია! უცხო ჟღერადობა, სხვანაირი მუსიკა აქვს და ჰმ, რატომ არ ვიცოდი, როგორ გამომრჩა! ბავშვივით ვმჩატდები, კარგ ლექსს როცა ვკითხულობ ხოლმე! +5 და მოკითხვა გულითადი კაი ადამიანს! გავედი და მერე შემთხვევით გარედან წავიკითხე და არ შემეძლო არ შემოვბრუნებულვიყავი და არ მეთქვა, რომ ძალიან, ძალიან კარგია! უცხო ჟღერადობა, სხვანაირი მუსიკა აქვს და ჰმ, რატომ არ ვიცოდი, როგორ გამომრჩა! ბავშვივით ვმჩატდები, კარგ ლექსს როცა ვკითხულობ ხოლმე! +5 და მოკითხვა გულითადი კაი ადამიანს!
19. მახსოვდა და მომწონს. განსაკუთრებით 》》 "ნე მე კიტ პა" ........ მახსოვდა და მომწონს. განსაკუთრებით 》》 "ნე მე კიტ პა" ........
18. მომეწონა))) მომეწონა)))
15. აი ამას ქვია ლექსი თავისი გრძნობით, მუხტით, ტექნიკით და სრულყოფილებით.... 555 ბრავო... აი ამას ქვია ლექსი თავისი გრძნობით, მუხტით, ტექნიკით და სრულყოფილებით.... 555 ბრავო...
14. გიჟი ხარ სულხან!
იმენა გესმის და იცი რა ძმაო!
რა გითXრა აბა, ეს არაა ლექსი,ეს სულ სხვა პოეზიაა ძმაო! გიჟი ხარ სულხან!
იმენა გესმის და იცი რა ძმაო!
რა გითXრა აბა, ეს არაა ლექსი,ეს სულ სხვა პოეზიაა ძმაო!
11. კარგი ლექსი- შინაარსით, ფორმით, ემოციით...
კარგი ლექსი- შინაარსით, ფორმით, ემოციით...
10. ზალიან მომეწონა ზალიან მომეწონა
9. მადლობა ყველას მეგობრებო! :* მადლობა ყველას მეგობრებო! :*
7. ისე მაგიჟებს მოძრაობა,ხალხი,ვაგზალი, ასე მგონია ბროდვეია,თაიმსკვერია - თბილისი.მე ჩემს მყიფე ფიქრებს ვერსად ვაგზავნი, დაიმსხვრევიან!
ძალიან ნიჭიერი ბიჭი ხარ, სულხან!... გაიხარე! 55
ისე მაგიჟებს მოძრაობა,ხალხი,ვაგზალი, ასე მგონია ბროდვეია,თაიმსკვერია - თბილისი.მე ჩემს მყიფე ფიქრებს ვერსად ვაგზავნი, დაიმსხვრევიან!
ძალიან ნიჭიერი ბიჭი ხარ, სულხან!... გაიხარე! 55
5. მაგრად მომეწონა სულხან მაგარია!!! 5
მაგრად მომეწონა სულხან მაგარია!!! 5
4. აღარც კი გახსოვს როგორი ვარ მაგრამ თუ ასე შეუხებლად გსურს დამივიწყონ შენმა თითებმა, უკანასკნელად გეხვეწები, გთხოვთ მადმუაზელ né me quitte pas! რა კარგად დაგიწერია. მომეწონა ++ აღარც კი გახსოვს როგორი ვარ მაგრამ თუ ასე შეუხებლად გსურს დამივიწყონ შენმა თითებმა, უკანასკნელად გეხვეწები, გთხოვთ მადმუაზელ né me quitte pas! რა კარგად დაგიწერია. მომეწონა ++
3. რა კარგი იყო! რა კარგი იყო!
1. გრძნობ? მეტისმეტად მივეკედლე სენტიმენტალიზმს, წლები კი ქარში ღრუბლებივით დაფრთხნენ,აიმღვრნენ და ვხვდები ახლა კალამია მძიმე მეტალი, რომელსაც შუბლთან მივიდებ და ვისვრი! გავიხვრეტ!
ჰეჰ! კარგია! გრძნობ? მეტისმეტად მივეკედლე სენტიმენტალიზმს, წლები კი ქარში ღრუბლებივით დაფრთხნენ,აიმღვრნენ და ვხვდები ახლა კალამია მძიმე მეტალი, რომელსაც შუბლთან მივიდებ და ვისვრი! გავიხვრეტ!
ჰეჰ! კარგია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|