მორჩა. ჰო! ახლა უკვე ნამდვილად და ბოლოჯერ მორჩა. შენ ძილის წინა ფიქრიდანაც ისე წახვედი, როგორც მიდიან ჩაძირული გემის ბორტიდან. გადარჩენილი სიკვდილისგან, ბოლო მგზავრები. მორჩა და ისე გაგაცილე, მეც არ ველოდი. მე შენს ზურგს თვალი გავაყოლე ჰორიზონტს მიღმა და შემიძლია, რომ შეგპირდე ახლა, დღეიდან, აღარ იქნება აღარცერთი ჩვეული სიტყვა, რაც დაბრუნებას გაიძულებს, ანდა შენს სხეულს, უბიძგებს ტანით შეიგრძნოს და ისუნთქოს შიში, რომ იკარგება პრინციპი და ნებდები სიტყვებს და მაშინ, ალბათ, შენ უბრალოდ, სულ ჩუმად იტყვი, რომ მე ვფიქრობდი, შენ არასდროს არ წახვიდოდი ახლა კი ვფიქრობ, რომ საერთოდ არც კი მოსულხარ და ამ ამინდში როგორც მშრალი და ხმელი ტოტი, ისე კიდია დღეს წარსული დროში უსულოდ. მორჩა. ჰო! ახლა უკვე ნამდვილად და ბოლოჯერ მორჩა. შენ ძილის წინა ფიქრიდანაც ისე წახვედი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ძალიან,ძალიან კარგია ... ძალიან,ძალიან კარგია ...
15. მორჩა. ჰო! ახლა უკვე ნამდვილად და ბოლოჯერ მორჩა. შენ ძილის წინა ფიქრიდანაც ისე წახვედი.
ძალიან მომეწონა :) მორჩა. ჰო! ახლა უკვე ნამდვილად და ბოლოჯერ მორჩა. შენ ძილის წინა ფიქრიდანაც ისე წახვედი.
ძალიან მომეწონა :)
13. ცხოვრება ბრძოლაა! :)) ცხოვრება ბრძოლაა! :))
12. :) ჩვენ მოვიგებთ ომს ..... მე გადმოვცურავ ზღვას :) :) ჩვენ მოვიგებთ ომს ..... მე გადმოვცურავ ზღვას :)
11. ჩვენ გავიმარჯვებთ! :)) :* ჩვენ გავიმარჯვებთ! :)) :*
10. ურთულესია....ეს ლექსი შეიძლება პროტესტიცაა შეუძლებლის წინააღმდეგ, ანუ სტიმული :) რომ შესაძლებელი გახდეს რაღაცეები) ურთულესია....ეს ლექსი შეიძლება პროტესტიცაა შეუძლებლის წინააღმდეგ, ანუ სტიმული :) რომ შესაძლებელი გახდეს რაღაცეები)
9. ჰო... და რა რთულია როცა მთელი ძალით ცდილობ ფიქრებში სხვის შეშვებას და არაფერი გამოგდის. ჰო... და რა რთულია როცა მთელი ძალით ცდილობ ფიქრებში სხვის შეშვებას და არაფერი გამოგდის.
8. როცა მას პოულობ, ვინც ძილის წინა ფიქრის ჩათვლით ყველა ფიქრს იკავებს რაღაცეები თავისით ხდება :) წერტილების დასმაც... როცა მას პოულობ, ვინც ძილის წინა ფიქრის ჩათვლით ყველა ფიქრს იკავებს რაღაცეები თავისით ხდება :) წერტილების დასმაც...
7. მომწონს ეს ლექსი და ხშირად ვკითხულობ. ოღონდ სულ მიჩნდება შეკითხვა: როგორ მოახერხე, რომ ძილისწინა ფიქრიდანაც კი წავიდა? მოგიკითხე გიო. :) მომწონს ეს ლექსი და ხშირად ვკითხულობ. ოღონდ სულ მიჩნდება შეკითხვა: როგორ მოახერხე, რომ ძილისწინა ფიქრიდანაც კი წავიდა? მოგიკითხე გიო. :)
6. +. 16/12/14წ. ნექტარი. +. 16/12/14წ. ნექტარი.
5. რომ მე ვფიქრობდი, შენ არასდროს არ წახვიდოდი ახლა კი ვფიქრობ, რომ საერთოდ არც კი მოსულხარ..... რომ მე ვფიქრობდი, შენ არასდროს არ წახვიდოდი ახლა კი ვფიქრობ, რომ საერთოდ არც კი მოსულხარ.....
4. მთლად ჩემი ბრალი არაა, გემზე და მგზავრებზე სხვა რაღაცები რომ გამახსენდა =) მთლად ჩემი ბრალი არაა, გემზე და მგზავრებზე სხვა რაღაცები რომ გამახსენდა =)
1. ძილისწინა ფიქრიდანაც თუ წავიდა, მართლა მორჩენილა.
"და ამ ამინდში, როგორც მშრალი და ხმელი ტოტი, ისე კიდია დღეს წარსული დროში უსულოდ."- კარგად მიგნებული ფრაზაა, სიტუაციის და ემოციის ზუსტად გამომხატველი.
ძილისწინა ფიქრიდანაც თუ წავიდა, მართლა მორჩენილა.
"და ამ ამინდში, როგორც მშრალი და ხმელი ტოტი, ისე კიდია დღეს წარსული დროში უსულოდ."- კარგად მიგნებული ფრაზაა, სიტუაციის და ემოციის ზუსტად გამომხატველი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|