 | ავტორი: ო.გ. ჟანრი: პოეზია 31 დეკემბერი, 2014 |
მოდის ახალი წელი და მე სიცხიანი თვალებით, ვუყურებ ვიწრო ფანჯრიდან აგიჟმაჟებულ მაშხალებს, შუბლს უღრმავდება ნაოჭი, ღაწვებზე ამდის ალები, ძველებურად ვერც ეს დღე და უკვე ვეღარც შენ მახარებ.
წარსულში რჩება რაც იყო და თან მიჰყვება მრავალი გრძნობა-განცდები,ოცნება, ფიქრი და გულის ნადები, დაინამქრება ძველი გზა, გაჩნდება წინ სხვა სავალი, ია-ვარდებით ფენილი, ან უფრო,ეკალ-ბარდებით.
ღმერთო,ეს უიმედობა და ეს ქალური წუწუნი, შენ მაინც მიცნობ და იცი, რომ ჩემეული არ არის, მაგრამ მართლაღა ვერ ვხვდები, უკვე ვისი-რა ვირწმუნო და მაინც,წელო ახალო, მინდა მეც გითხრა: სალამი!
ოთო გელაშვილი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გილოცავ ოთარ! გილოცავ ოთარ!
1. მრავალს ოთარ ,ყველა სიკეთით!
მრავალს ოთარ ,ყველა სიკეთით!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|