ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იკა-ბერო
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2008


ადამიანი

ადრე, ზამთარში, თოვლი რომ ბარდნიდა,
ყინვა რომ ძვლებში ტოვებდა ბზარებს,
კაცი კვნესოდა, ცხოვრებით კვდებოდა,
სული კი უაზროდ ჰყვებოდა ქარებს.
იგი ხნიერი იყო, ჭაღარა თმა-წვერს
განვლილი წლების ასვამდა დაღებს,
ეხლა კი კვდებოდა, გული სკდებოდა
და მისტიროდა მოხუცი ამ წლებს.
ბოლო სიტყვებით, მართლაც რომ ბოლო,
ტკივილი, სინანული როზგავდა აზრებს,
ნაწვალევი ხმით, სულ-გულის ძახილით,
მოხუცი ამ სიტყვებს მაინც რომ აფრქვევს:
“ადამიანო, შენ ხარ მოკვდავი!
ვერვინ გაივლის გზას შენს გასავლელს,
ისუნთქე ისე, რომ არ ინანო, რომ
არ იგლეჯდე ტანჯვის საფარველს!
გიყვარდეს მოყვასი, ღმერთი გიყვარდეს თითოეულში,
ნუ ეძებ ამ სოფლად შენთვის სადარდელს,
ისიც იკმარე, რაც გარგუნა მაღალმა ღმერთმა,
ეცადე ჩამოშორდე შურის დარაბებს!
წამში გაივლის ათასი წელი,
აწყმოც ხომ შეიგრძნობს წარსულის ქარებს,
გამოიყენე ეს წლები სიკეთით,
ბოროტი ჯერ ხორცს, მერმე სულს ავნებს!
ადამიანო, შენ ხარ მოკვდავი!”
თოვლი ფარავდა გაყინულ ბზარებს...
უძრავი სხეული “ადამიანის” ,
მადას უღძრავდა დამშეულ სვავებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები