გრძნობ? აღარ გცივა ამ ოთახში ახლა ადვილად. გარეთ თოვლია. გეგონება თეთრი ზეფირი. შენი ტუჩები - ეგზოტიკურ ხილის პასტილა და ყველა ნაკვთის მოძრაობას თხრობით, ზეპირად ვსწავლობთ და ვიცი გეგონები მაინც შეშლილი, როგორც მზე ტბორებს ნაწვიმარზე, ისე აგლოკავ. უადგილოა ახლა ყველა მძიმე, წერტილი მე რომ ვარ ახლა, აკითხავენ ამ დროს სალოცავს. ამ ოთახს ადრე არასოდეს, ასე უტიფრად, არ უხდებოდა არეული, ძველი საწოლი. ღამე ვნებების მაღაზია, სრული Duty Free. იქნებ ოდესმე უშენობამ გადამიყოლოს. რაში გჭირდება რას გვრძნობ ახლა, ამის რეკლამა. შენი სხეული დაკოცნილი სანტიმეტრებით. დრო იყო ჩემში ერთი გოჯიც, რომ არ გეკავა ახლა კი ისე გაიზარდე ვერც კი ეტევი. ჩვენ შეგვიძლია დავითვალოთ, როგორც ითვლიან, როდესაც უნდათ დაძინება ღრმად და მკვდარივით. ჩვენ კი ვითვალოთ, რომ ამ წუთებს, როგორც ნისლიან ზეცას არ მოვწყდეთ გზააბნეულ თვითმფრინავივით. გრძნობ? აღარ გცივა ამ ოთახში ახლა ადვილად. გარეთ თოვლია. გეგონება თეთრი ზეფირი. შენი ტუჩები - ეგზოტიკურ ხილის პასტილა და ყველა ნაკვთის მოძრაობა თხრობით, ზეპირად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ტყუპისცალს გულითადი მოკითხვა! :) ჰოდა რაკი მე და შენ ძმები ვართ, არ გეწყინება ჩემი კითხვა და მეტყვი, ამ სტრიქონებში რა ხდება, რა წერია: :) :)
უადგილოა ახლა ყველა მძიმე, წერტილი მე რომ ვარ ახლა, აკითხავენ ამ დროს სალოცავს.---ვერაფრით დავაკავშირე ერთმანეთთან. ,,ამის რეკლამა"-ც ვერ ჩაჯდა რაღაც, ჩემი აზრით. დანარჩენს სრულიად ობიექტური +4. ჯიგრული ლექსია, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რითმას მსხვერპლი შეწირე :) ტყუპისცალს გულითადი მოკითხვა! :) ჰოდა რაკი მე და შენ ძმები ვართ, არ გეწყინება ჩემი კითხვა და მეტყვი, ამ სტრიქონებში რა ხდება, რა წერია: :) :)
უადგილოა ახლა ყველა მძიმე, წერტილი მე რომ ვარ ახლა, აკითხავენ ამ დროს სალოცავს.---ვერაფრით დავაკავშირე ერთმანეთთან. ,,ამის რეკლამა"-ც ვერ ჩაჯდა რაღაც, ჩემი აზრით. დანარჩენს სრულიად ობიექტური +4. ჯიგრული ლექსია, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რითმას მსხვერპლი შეწირე :)
2. +5 ჩემგან... +5 ჩემგან...
1. მომწონს მომწონს ♥ მომწონს მომწონს ♥
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|