ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იკა-ბერო
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2008


დრო

საათის ისრები….
ჩვენ გვჭირდება, ვისაც დრო გვჩაგრავს,
ჩვენ ვართ დროის მარიონეტები,
რასაც დრო მოგვცემს, ისევ წაიღებს...
ვის რაში ჭირდება უშნო მონეტები...
რბიან ისრები...
ქრება მონეტებიც...ნამათხოვრებიც…
ოფლით ნაშოვნი ბინძური სიმდიდრეც,
დროს ვერ იყიდი, ფასი არ ადევს...
“დრო ფულიაო”-არის სიგიჟე!!!
საუკუნეები, წლები, თვეები
ვტირით, ვიცინით...ვცოცხლობთ,
ვბერდებით...ვკვდებით, რა შეგვრჩა?
ცოდვილი სულისთვის ვმორცხვობთ!
და კვლავ მიქრიან...
ჩვენ ვერ ვაჩერებთ, ვერც ვაფერხებთ,
ჩვენ კი არა, მეფეებსაც არ ამეფებს,
გვაჩოქებს და გვამაღლებს ყველას,
თუ დააცლი კატასაც კი ააყეფებს.
უნდა ვიფხიზლოთ, გვეღვიძოს უნდა,
წამითაც არ მოვასვენოთ თვალები
და ავცუროთ დინების წინააღმდეგ,
აღარ დავუბრუნოთ საათს ვალები.
დავბერდებით და გარდავიცვლებით,
წუთისოფელში არავინ რჩება,
ზემოთ რომ ავალთ, მშვიდი სულებით,
განვლილი წლებიც მაშინ გაქრება..
დაილექება...
მაშინ გაქრება დროის ჯაშუში,
რომელიც მოცემულს უკან გვართმევდა,
ჩვენ დავეხსნებით მძიმე უღლიდან,
დროის მდევრების ალს რომ აფრქვევდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები