ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერენა რომერსონ
ჟანრი: პროზა
19 თებერვალი, 2015


"მალეუსი" უჩვეულო ამბების დასაწყისი

                        Vir bonus et pius pater in optimo milakus

პადრე მილაკი საგანგებოდ თეთრ სამოსში გამოეწყო, მის პატარა სოფლის ეკლესიაში დღეს ვატიკანიდან ესტუმრებოდნენ შავოსნები და ამ აღსანიშნავი წამისთვის საგულდაგულოდ ივარცხნიდა ჭაღარაშერეულ თმას, მსახურ თაკას რომელსაც აგერ უკვე რამდენი წელია მღვდლის სამოსს ჰპირდებოდა სულ ჭურჭუტანებში აწმენდინა ღვთაებრივი ქანდაკებები.

თაკამ თავის პადრეს სამოსი დაურეცხა და გასაშრობად იმდენი უბერა სული, სანამ თვითონ არ გაეცალა საბარალოს უკანასკნელი ამოსუნთქვა, პადრემ დახედა გალურჯებულ თაკას და დასცინა- რა იქნა ჩემი სამოსი? ისევ სველია? ასეთი მოკლე სული გაქვს და მღვდლობა გინდა-ო ? -გაოცდა მილაკი. კაბა ასწია და დაიწყო სულის ბერვა - "ნახე თაკა, ჭეშმარიტ მღვდელს სული არასოდეს ელევა, დილამდე რომ ვუბერო მაინც შემრჩება იმდენი სული რომ ქვებსაც კი დავძრავ, ქარი უნდა მოგდიოდეს გულიდან, ქარი, ჩერჩეტი სიო კიარა!"

თაკა დაეცა მუხლებზე, ქვაფენილზე დაიწყო თავის ხეთქება, ერთხანს ასე სთხოვდა პატიებას მოძღვარს სულმოკლეობისთვის, მერე კაბა გამოართვა და განაგრძო სულის ბერვა,  მალე ისევ მზემ დაინდო საბრალო თაკა და შეაშრო ის ზემოაღნიშნული თეთრი მოსასხამი რომელშიც გამოეწყო პატივსაცემი მღვდელმთავარი.
ტაძრის ციტადელითან  ახლოს ლაგამოჩრილი ცხენები შეაყენეს  მსახურებმა, შემდეგ კი ჩამოქვეითებაში დაეხმარნენ ღვთისმსახურთ, თუმცა ისე ჩახლართულ ჩახვეულიყო ყოველივე, ძნელად შემიძლია განვსაზღვრო რომელს უფრო ეთქმოდა მსახურნი ღვთისა, მათ ვინც სასოებით ხვეტდნენ ტაძრის ეზოებს, თუ მათ განუწყვეტლივ გაუგებრად რომ ბუტბუტებდნენ სახარებას.

ასე იყო თუ ისე ვატიკანის ბერებს წოდებაც ჰქონდათ, ბევრი ფულიც და რჩეულ-რჩეული ცხენებიც ჰყავდათ, ათას ოქროდ რომ ფასობდნენ ბაზარზე ისეთები,  ამასთან მრევლის დიდება და პატივისცემაც არ ჰკლებიათ მათ უდიდებულესობებს.
ყრილობის არსი იმაში მდგომარეობდა რომ ვატიკანის ბერები დიდი ხანის განმავლობაში ეჭვობდნენ წყევლაზე რომელიც სანპოს მოედანზე ჩაბუდებულიყო, მას შემდეგ რაც იქ გრძნეული კარინა  მისცენ ცეცხლს...

ახლა იმ ადგილას სადაც საბრალო გოგონა აწამეს, შადრევანი ჩაეშენებინათ და ვინც კი ახლოს გაუვლიდა ამ შადრევანს მყისერ ბერდებოდა.
პადრე მილაკი რომელიც ასევე ცნობილი იყო როგორც კუდიანებთან მებრძოლ რაინდ-მღვლად შეძლებდა გაერკვეულიყო სანპოს მოედანზე დატრიალებულ ამბებში, ბერები იმედოვნებდნენ რომ იქ იმ წყეულ ადგილას ჩასახლებულ დემონს აუცილებლად დაამარცხებდა ღირსი მილაკი... ჰოდა ამ მიზეზის გამო იყო რომ ახლა უსხდნენ სუფრას და ნამარხულევს ინაზღაურებდნენ.
ამასობაში ობი და ჭირი ედებოდა სან პედროს მრევლს...
დარბაზი სადაც პადრე, თავის შავოსან მეგობრებთან ერთად ტრაპეზობდა, საუცხოოდ იყო მოხატული, საერთოდაც მისი ეკლესია, უფრო სასახლეს ჰგავდა ვიდრე უფლისა თუ წმინდანთა სავანეს.

სასახლე-მონასტერი ღატაკთა შიმშილისა და სიცივის ხარჯზე იქნა აგებული, თუმცა ასე სულაც არ გამოიყურებოდა, ვერავინ იფიქრებდა რომ ათასობითა და ათიათასობით ადამიანი, იმ წელს როცა ამ ტაძარს აშენებდნენ, შიმშილს მოეკლა, ანდა სიცივეს. ახლა რაც უნდა ითქვას მაინც ასე იყო, იძულებითი თუ ნებაყოფლობითი შემოწირულობებით აგებული, ეს უზარმაზარი კომპლექსი ამაყად გადმოჰყურებდა გაძვალტყავებულ ქოხებსა და სახლისნაირ ნაგებობებს, რომლებსაც არაფერი ჰქონდათ საერთო ჭერთან ან კედლებთან, პადრეს კი ყველაზე ცნობილი მხატვრებისა და მოქანდაკეების ნამუშევრები დაჰყურებდნენ, ეს კი მათ მიშტერებოდა საათობით, რა ექნა? უყვარდა მილაკს ხელოვნება და საერთოდ ყველაფერი მშვენიერი. ხალხი კი ისეთი უშნონი ჩანდნენ... თუმცა ერთი შეხედვით. ისიც ასე თუ ისე, ნელ-ნელა  ეჩვეოდა მათ, სხვა რა გზა ჰქონდა?

ბიბლიოთეკის გახნის აზრმაც სულზე მოუსწრო, თორე ქისა ოქროსგან იმაზე სწრაფად იცლებოდა ვიდრე შევსებას ასწრებდა, ჭკვიანმა პადრემ მადლობა ღმერთს და ყველა წმინდანს, თვლა კარგად იცოდა, სემინარიაში ხომ არითმეტიკას სახარებასავით სწავლობდა. საჭირო ფორმულებსა და მათემატიკურ კანონზომიერებებს იზეპირებდა, გამოცხადებასთან და მარკოზთან ერთად. ამრიგად ფასიანი ქაღალდებისა და ძვირფასი ლითონების თვლაში ვერც ვაჭარი მოატყუებდა და თქვენ წარმოიდგინეთ ვერც ებრაელი ვაჭარი, სხვა საფრთხე კი ამ მხრივ არ ემუქრებოდა. ერთი ორჯერ ბერძენმა გადამყიდველმა კი მოატყუა, მაგრამ მაშინ წირვაზე ეჩქარებოდა და უბრალოდ ყურადღება გაეფანტა, რადგან ქადაგებაზე წასაკითხ ტექსტს გონებაში ამზადებდა.

ბიბლიოთეკა მართლაც შესანიშნავი შემოსავლის წყარო აღმოჩნდა, იყო ისეტი წიგნებიც რომლებსაც არ მოჰქონდათ პადრესთვის განსაკუთრებული მოგება და ისინი ჭირივით ეზარებოდა მილაკს, არა მათი შემცველობის გამო იმდენად, რამდენადაც მათი საზოგადოებაში ნაკლებ მოთხოვნადობის გამო. ისე გამოვიდა რომ ამ წიგნებში რომლებიც მეზობელი სოფლის ბიბილიოთეკიდან შეისყიდა იმდენი მოგება ვერ ნახა, რამდენსაც თვითონ ელოდა.
სამაგიეროდ ორი რჩეული წიგნი ჰქონდა, რომელის გაქირავებითაც გაასუქა შეთხელებული ქისა, ინდური კამასუტრა და ბიბლია, ერთიც და მეორეც ქალაქის ბაზრობაზე ძალიან ძვირი ღირდა, ადგილობრივებს ერჩივნათ ექირავებინათ ბიბლია ვიდრე ეყიდათ, განსაკუთრებით გლეხებს, კამასუტრა კი არ იშოვებოდა ამიტომ ბიბლიაზე ძვირად ფასობდა, თუმცა ინტერესი და მოთხოვნა, მდიდრებშიც და ღარიბებშიც ერთნაირი იყო.

ბიბილიოთეკარმა, უშნო ქალმა ორი ახალგაზრდა ახლახან გაისტუმრა უარით, ყველა ეგზემპლარი უკვე დაეტაცათ, რაც დაუყონებლივ შეატყობინეს პადრე მილაკს, მან ტრაპეზი შეწყვიტა, უფალს მადლობა შესწირა და ქალაქისაკენ წასასვლელად ბარგის და ეტლის მომზადება ბრძანა, სავაჭრო საქონელს ხვალვე შეჰმატებდა თავის "საგანძურს" ამავდროულად სამპოს მოედანზე დატრიალებულ ამბებშიც გაერკვეოდა, ვინ თუ არა (წესით) მონა ღვთისა პადრე მილაკი შეძლებდა ყველა მანკიერზედ, ყველა ავსულზედ და ყველა უღირსზედ გამარჯვებას?
დიახ, დიახ... ხვალ პადრე კიდევ უფრო ცნობილი გახდებოდა ხალხისთვის, მდიდარი სამღვდელოებისთვის და წმინდა ცის ბინადართათვის.

გაგრძელება>>>

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები