 | ავტორი: ეკატერინე ჟანრი: პოეზია 19 დეკემბერი, 2008 |
მზისგან დანაწვიმ ცისფერ ბალახში წევხარ ცვრიანი და ნისლით სავსე, არ ვიცი ვინ ხარ, არ ვიცი რა ხარ და მაინც რაღაც უცხოთი მავსებ.
გონებას ნისლი ეხვევა ცისფრად, შეუცნობ სათქმელს ვერ ამბობს გული, სხეული თითქოს მჩატე და მთვრალი, თრთის შენი მზერის მზით გათანგული.
მე, მხეცი რჩეულ ნადირთა შორის, მკერდზე აჭრილი ვეფხვის ნატორით, გიცქერ აშლილი და მოპარული, ვით დამშეული ალიგატორი.
ზეცა მუქდება ჩემი მოწყენით, აცრემლებული მიძგერის გული, შემასვი შენი სიმწიფის მადლი, და მერე დამჭერ თუნდაც აუგით.
მზისგან დანაწვიმ ცისფერ ბალახში წევხარ და თმებში გიძვრება ქარი, მე ვარ ადამი შენ იყავ ევა, შენ ჩემი ცოლი, მე შენი ქმარი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. კარგიააააააააა!!!! კარგიააააააააა!!!!
9. მზისგან დანაწვიმ ცისფერ ბალახში წევხარ ცვრიანი და ნისლით სავსე,++ მზისგან დანაწვიმ ცისფერ ბალახში წევხარ ცვრიანი და ნისლით სავსე,++
8. ადამმა ამდენი არ იცოდა ვაშლის შეჭმამდე... :D ადამმა ამდენი არ იცოდა ვაშლის შეჭმამდე... :D
7. კარგი ლექსია, მაინც მგონია, რომ ეს ხედვა უფრო ქალურია, ვიდრე ადამის დანახული. ;) კარგი ლექსია, მაინც მგონია, რომ ეს ხედვა უფრო ქალურია, ვიდრე ადამის დანახული. ;)
4. ზეცა მუქდება ჩემი მოწყენით, ეკატერინე მაგარი ხარ :) ზეცა მუქდება ჩემი მოწყენით, ეკატერინე მაგარი ხარ :)
3. ძალიან ლამაზი ლექსები გაქვს...5 ძალიან ლამაზი ლექსები გაქვს...5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|