 | ავტორი: ეკატერინე ჟანრი: პოეზია 20 დეკემბერი, 2008 |
წამო, ავქანავდეთ ბონდის ხიდზე, წამოდი, გამახსენე ბავშვობა, წამო ვიწუწაოთ გუბეებში, ნაწვიმარს არ ვაცალოთ დაშრობა. დამღალა ბეწვის ხიდზე ყოფნამ და სიკვდილის ჟინით ცქერამ თვალებში, წამო, დამაბრუნე ბავშვობაში, მომწყურდა ანცობა და თარეში. მომინდა თუთის ხეზე გაწოლა და წვალება სისინა გველების, ტუჩზე დაწურული ალუბლები და შენი დათხუპნული ხელები. წამო, მივატოვოთ ყველაფერი, თორემ ავტირდები და წაგლეკავ, უცებ გაგიხსენებ ყველა წყენას და წყრომით მოგიფანტავ ნარ-ეკალს. მოდი, შემომძახე ადრიანად, ციცინათელებთან გავიპაროთ, ცეტი ოცნებების ბარგიანად გავქრეთ და არაფერი დავიბაროთ. წამო, ტყეში ისევ შემაშინე და თუ მკერდზე ძლიერ მოგეხუტო, სიცილს ნუ ატეხავ შენ მაშინვე, იქნებ ტრფობით სული შემეხუთოს. იქნებ დავაბრუნო ძველი კადრი და ცხოვრებაც ლამაზად გაგრძელდეს. იცი? გვიან მივხვდი რომ მიყვარდი, მას მერე ყოველდღე გწერ ანდერძებს. ყოველდღე ბეწვის ხიდზე ვქანაობ და შენი ოთახების ლანდი ვარ, ღამე ჩემთან ერთად გეწვევა და სახლიდან ჩემთან ერთად გადიხარ. წამო, დამაბრუნე ბავშვობაში, ნაწნავით მიმაკონე ასკილებს, მერე კოცონთან გვიპოვნიან დაღლილს და ძილთან ტკბილად ჩაფსკვნილებს. წამო ავქანავდეთ ბონდის ხიდზე, თვალებში დამიბრუნე ბავშვობა, წამოდი, არ აცალო ჩვენს სიყვარულს ნაწვიმარ გუბესავით დაშრობა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. გაიხარე,ეკუშ, :* შენ სულ არავის გავხარ :* გაიხარე,ეკუშ, :* შენ სულ არავის გავხარ :*
23. გულწრფელი და საყვარელი ლექსია გაიხარე შეეენ:) გულწრფელი და საყვარელი ლექსია გაიხარე შეეენ:)
22. ოჰოო, მგონი ძალიან საინტერესო აღმოჩენა გამომივიდა :) კარგი ხარ ძალიან! ;) ოჰოო, მგონი ძალიან საინტერესო აღმოჩენა გამომივიდა :) კარგი ხარ ძალიან! ;)
21. ჭირიმე შენი რა ნაღდი ხარ....................... ჭირიმე შენი რა ნაღდი ხარ.......................
20. მომეწონა ძალიან...
გამორჩენილებსაც წავიკითხავ მერე.... მომეწონა ძალიან...
გამორჩენილებსაც წავიკითხავ მერე....
19. თვალებში დამიბრუნე ბავშობა... კარგი ძალიან...მეც სულ მენატრება ბავშობა,ამაზე ტკბილი მოსაგონარი არაფერია მგონია...
5 თვალებში დამიბრუნე ბავშობა... კარგი ძალიან...მეც სულ მენატრება ბავშობა,ამაზე ტკბილი მოსაგონარი არაფერია მგონია...
5
18. ოსტატობა აკლია, მაგრამ ბავშვობის გემო მართლა აქვს :) 8 ოსტატობა აკლია, მაგრამ ბავშვობის გემო მართლა აქვს :) 8
17. არის ადგილები, კარგები, მთლიანობაში...4 არის ადგილები, კარგები, მთლიანობაში...4
16. მე მომეწონაააააააა მე მომეწონაააააააა
15. ასე ჯერ არავის დავუბრუნებივარ ბავშვობაში...
ძალიან, ძალიან მაგარი ლექსი... ბავშვობასავით სუფთა და კრიალა...
წამო ავქანავდეთ ბონდის ხიდზე, თვალებში დამიბრუნე ბავშვობა...
ასე ჯერ არავის დავუბრუნებივარ ბავშვობაში...
ძალიან, ძალიან მაგარი ლექსი... ბავშვობასავით სუფთა და კრიალა...
წამო ავქანავდეთ ბონდის ხიდზე, თვალებში დამიბრუნე ბავშვობა...
13. მაგარია, როგორც ყოველთვის :) მაგარია, როგორც ყოველთვის :)
12. არადა მე როგორ მომეწონაააა
ეს განწყობა ყველა ემოციას იტევს ჩემთვით ლაღი ბავშვობა მინდა ლექსია:) არადა მე როგორ მომეწონაააა
ეს განწყობა ყველა ემოციას იტევს ჩემთვით ლაღი ბავშვობა მინდა ლექსია:)
10. 9-ს ვეთანხმები 9-ს ვეთანხმები
9. არც კარგია და არც ცუდი :) არც კარგია და არც ცუდი :)
7. მომინდა თუთის ხეზე გაწოლა და წვალება სისინა გველების, ტუჩზე დაწურული ალუბლები და შენი დათხუპნული ხელები.
ხო გიჟმაჟი :-* მომინდა თუთის ხეზე გაწოლა და წვალება სისინა გველების, ტუჩზე დაწურული ალუბლები და შენი დათხუპნული ხელები.
ხო გიჟმაჟი :-*
6. ნუ რა ვიცი... არაუშავს.. 4 ნუ რა ვიცი... არაუშავს.. 4
4. ანცი მანცი ლექსია :))
მაგარიაააააა ძალიან :)
5 :) ანცი მანცი ლექსია :))
მაგარიაააააა ძალიან :)
5 :)
2. ოცნებასავით ლექსია :)
ოცნებასავით ლექსია :)
1. გიჟმაჟი ლექსები გაქვს :)
კარგი გოგო :-* გიჟმაჟი ლექსები გაქვს :)
კარგი გოგო :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|