ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2015


რაღაც უცნაურად



არის ელფერი უკიდეგანო ცის
არას დაეძებ დღეს თუ იწვიმებს აქ.
აპრილს უპოვნი დღეებს არც ისე ცივს,
ამ კანს ჯერ კიდევ შენი სურნელი აქვს.
სუნთქვის სიხშირე შემოკედლებულ დღეს
სურავანდივით,ლოდინს ისედაც ხრავს;
სანამ სიცოცხლე დაუჯერებლად ჟღერს
სიკვდილს მივანდობ მაგ გულისპირა ხრამს.
ასე იქნება ვიდრე შეიცვლი ნირს.
ასთმანარევი ხველა ბრონქებში ფრენს;
ასე ჩვეულად მივექანები ძირს;
ასე უბრალოდ ვკარგავ მეობის ფერს.
შლის აპათია ყველა კოშმარის კვალს,
შლეგაწყვეტილი მზერის კედლებში ბუმს;
შრამაორთქლებულ სხეულს დაეძებს კვლავ
შარმი შეხვედრის.ოთახი ისევ დუმს...
ფიქრი აეჭრა ამ ქონდრისკაცა დევს,
,,ფარდააჭედილ ადგილს ჩამოვხსნი კარს,
ფრენა უსისხლო,წარმოსახვაში დევს;
ვერ გადარჩები,როდესაც სული ყარს''.




ახლა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები