ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იკა-ბერო
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2008


შორს

სადღაც ზევით, სადღაც შორს, სადაც ყოველთვის თბილად თოვს,
სადღაც ზევით, სადღაც შორს, შენი თვალები მე მაკრთობს...

იძულებით ვაბოლებ სიგარეტს და არაფერი მახსოვს,
მორცხვად გიყურებ სველი თვალებით და სიახლოვეს გთხოვ,
მე ვდგავარ ზღვის ჰორიზონტთან, ალიონს უშენოდ ვთმობ,
მე გელი მორცხვი იებით, მომაკვდავ სიჩუმეს ვგმობ.

სადღაც ზევით, სადღაც შორს, თმაზე ფაქიზად გათოვს,
სადღაც ზევით, სადღაც შორს, ჩვენ ერთმანეთს ვართობთ...

მე მათრობენ შენი თვალები, მოკამკამენი მორცხვად,
მიღიმიან შენი ბაგენი და მიმღერიან ორხმად,
სიზმრებში ჩაგეხუტები, ნაიარევი ობლად,
ჩემი ოცნება შენზე ოცნებით იღვრება ოფლად.

სადღაც ზევით, სადღაც შორს, ოცნება არაფერს თმობს,
სადღაც ზევით, სადღაც შორს, შენი მზერა მე მათბობს...

მთვარე უნათებს ბილიკს წამსვლელებს სადღაც შორს,
ზღვისკენ მიქრიან უშნო ფიქრები, ზღვა მათრობს,
მზე რომ ამოვა, ზღვა რომ გათბება, გამათბობს,
შენ არ მოხვედი და არც მოხვალ არასდროს.

როგორც წესი სიმღერად მაქვს ეს :) მარა ტექსტიც ძალიან მომწონს :)

http://www.link.ge/file/174905/Shors.wma.html  ესეც აუდიო ვერსია :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები