ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათია
ჟანრი: პროზა
23 დეკემბერი, 2008


ნაბიჯები

  წუხელ ირონიულად კიოდა ქარი...
მივხვდი, რაღაცას აპირებდა, რაღაცას უქადდა მიწას... 
დილით კი სისპეტაკე ირგვლივ... თითქოს მიწა ასეთი უბიწო არასოდეს ყოფილა. მაგრამ... სადღაც მინდვრის სითეთრეზე ნაბიჯები, რომლებიც თითქოს განგებ რყვნიან მინდვრის უბიწობას.
ნაბიჯები...
უსასრულობისაკენ მიმავალნი... ახლა ვფიქრობ, იქნებ მეც ამ ნაბიჯებს, ამ კვალს გავუყვე, რათა დროისა და სივრცის, სამყაროს მიღმა ვიხეტიალო.
ქარის ცინიკანარევი კივილი ისევ... ახლა ის ამ ნაბიჯებს წაშლის, დაფარავს, მაგრამ მაინც მივეცემი უსასრულობას.
სითეთრე ირგვლივ და მინდორი... მინდორზე კი უკვე ვადაგასული ნაბიჯები, რომლებსაც მე მივუყვები...
                      თქვენ კი დამელოდეთ...
                                                მე დავბრუნდები უსასრულობიდან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები