A. 4:07 პატარა, შუშის ნამსხვრევებით ამოევსოთ ანგელოზებს თვალები და გზები, რომლებიც ჩვენ გვირჩევენ, რა უმნიშვნელოდ მოწყდნენ უგემოვნოდ გამოთლილ ქუჩებს. მსოფლიოს აღარცერთ რუკაზე არ ჩანს ეს ქალაქი, აღარც ამ მოკლე ბინების სახურავები, რომლებმაც ცეცხლისფერ ალში დატოვეს ფეხები და გაეკიდნენ მიმართულებებს სხვა პოლუსებისკენ. დღეს აქ სიჩუმეა, მხოლოდ რამოდენიმე ადამიანს თუ შეამჩნევ მოწყენილს, შუქნიშნებთან რომ ჩერდებიან და კითხულობენ მასზე ამინდებს. ხვალ სამშაბათი იქნება, ალბათ ზეგაც იგივე დღე განმეორდება: თუ ამ ყველაფერს მნიშვნელობას არ მივანიჭებთ.
B. 4:01 ჩვეულებრივი კაფე, ცარიელი მაგიდები სურვილებზე მეტი. თავიდანვე არ მითვქამს რომ მწერალი ვარ, მაგრამ, ანნა, ასე მივმართე და მის მხრებზე დაყრილ თმის ბოლოებს დავაკვირდი. თითქოს ჩამონგრეულ ხიდებს შორის ვიდექი, ბეტონის ფრთებით მინდოდა ფრენა მაშინ, როდესაც საათის უკუღმა ტრიალს, ვერც აგვისტოს ცხელი ჰაერი ახშობდა. ამიტომ კიდევ გავუმეორე: ანნა, და ახლა უკვე ჩემსკენ მობრუნებულს, შოპენის უკანასკნელი ნოქტური შევთავაზე, მოპირდაპირე ქუჩის ვიწრო ოთახში. (თითქოს უნდოდა ეთქვა, რომ სხვაა) ოჰ, ანნა, თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ! ნება მომეცით გიამბოთ ხვალინდელ დღეზე, ის აუცილებლად იქნება სამშაბათი, და საძინებლიდან აბაზანამდე, მჯერა: ვერ მოვწყვეტ თვალს თქვენს შიშველ სხეულს. ჰაერში, უცნაური სუნის თანხლებით, საძაგელი ხმაური გაისმა.
C. 4:01 ღრუბლებივით ალაგ-ალაგ მოედო კვამლი ოთახს, დაახლოვებით უკვე სამი დღეა ყოველი წუთის ბოლოს ვუკიდებ სიგარეტს; აღარც ეს ყვავილები მართობს მოპირდაპირე სახლში და ძლიერი წვიმის დროს, უნამუსოდ როგორ ჰკიდებს ახალგაზრდა ქალი თოკებზე სარეცხს. აღარც ეს წიგნები მხიბლავს თაროზე განლაგებული, საზიზღრად რომ დამღალეს საკუთარი თავის ძიებაში, ყველაფერი ალბათ სამშაბათის ბრალია, ოღონდ არც ეს ვიცი რატომ. თითქოს კუბოა დღეს ქალაქი, თანაბრად რომ დაიტია ამ ცხელი აგვისტოს ყველა რიცხვები და ადამიანებს, ნელ-ნელა იპარავს ჰაერი, სადაც უცნაური სუნის თანხლებით, საძაგელი ხმაური გაისმა. ვფიქრობ: დღეს სამშაბათია, ახალ ცხოვრებას დავიწყებ.
D. 4:01 ცხელა, და რა უსამართლობაა, როდესაც მოხუცებს ვუთმობთ ადგილებს. დაახლოვებით კიდევ ოთხი გაჩერება, მხოლოდ ახლა დაიწყო მეორე. წარმოდგენა არ მაქვს, ამ დროს რატომ უნდა იყოს ყველა ადგილი დაკავებული და თან სულ მოხუცები იჯდნენ. აი იმ ქალს, ჩემს უკან რომ ზის და უკვე ორი გაჩერეებაა ხურდებს ითვლის სათვალიდან, მგონია არასდროს წაუკითხავს ბიბლია, თორემ რაა ასე მშვიდად რომ უყურებს ჩემს სიკვდილს. ვფიქრობ: დღეს სამშაბათია და საერთოდ არ უნდა მიკვირდეს, თუ ვინმესთვის შენი არსებობა ისეთივე უმნიშვნელოა, როგორც ცამეტი წლის ასაკში პირველი სიყვარული. ცხელა და ჰაერში, უცნაური სუნის თანხლებით, საძაგელი ხმაური გაისმა, რასაც ავტობუსში სიჩუმე და პატარა, სასიამოვნო ბავშვის სიტყვები მოჰყვა: დე, ნახე, მგონი გვბომბავენ!
A. 4:07 დღეს აქ სიჩუმეა, მხოლოდ რამოდენიმე ადამიანს თუ შეამჩნევ მოწყენილს, შუქნიშნებთან რომ ჩერდებიან და კითხულობენ მასზე ამინდებს. ხვალ სამშაბათი იქნება, ალბათ ზეგაც იგივე დღე განმეორდება: თუ ამ ყველაფერს მნიშვნელობას არ მივანიჭებთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ჩემნაერი გადაღრძუებული და თვალებამოღამებული ბებერისთვის, ნამეტანი გრძელია : ) ჩემნაერი გადაღრძუებული და თვალებამოღამებული ბებერისთვის, ნამეტანი გრძელია : )
17. ცხელა, და რა უსამართლობაა, როდესაც მოხუცებს ვუთმობთ ადგილებს. დაახლოვებით კიდევ ოთხი გაჩერება, მხოლოდ ახლა დაიწყო მეორე. წარმოდგენა არ მაქვს, ამ დროს რატომ უნდა იყოს ყველა ადგილი დაკავებული და თან სულ მოხუცები იჯდნენ. აი იმ ქალს, ჩემს უკან რომ ზის და უკვე ორი გაჩერეებაა ხურდებს ითვლის სათვალიდან, მგონია არასდროს წაუკითხავს ბიბლია, თორემ რაა ასე მშვიდად რომ უყურებს ჩემს სიკვდილს. ვფიქრობ: დღეს სამშაბათია და საერთოდ არ უნდა მიკვირდეს, თუ ვინმესთვის შენი არსებობა ისეთივე უმნიშვნელოა, როგორც ცამეტი წლის ასაკში პირველი სიყვარული.
ბეტონის ფრთები :) ცხელა, და რა უსამართლობაა, როდესაც მოხუცებს ვუთმობთ ადგილებს. დაახლოვებით კიდევ ოთხი გაჩერება, მხოლოდ ახლა დაიწყო მეორე. წარმოდგენა არ მაქვს, ამ დროს რატომ უნდა იყოს ყველა ადგილი დაკავებული და თან სულ მოხუცები იჯდნენ. აი იმ ქალს, ჩემს უკან რომ ზის და უკვე ორი გაჩერეებაა ხურდებს ითვლის სათვალიდან, მგონია არასდროს წაუკითხავს ბიბლია, თორემ რაა ასე მშვიდად რომ უყურებს ჩემს სიკვდილს. ვფიქრობ: დღეს სამშაბათია და საერთოდ არ უნდა მიკვირდეს, თუ ვინმესთვის შენი არსებობა ისეთივე უმნიშვნელოა, როგორც ცამეტი წლის ასაკში პირველი სიყვარული.
ბეტონის ფრთები :)
16. ხვალ სამშაბათი იქნება, ალბათ ზეგაც იგივე დღე განმეორდება: თუ ამ ყველაფერს მნიშვნელობას არ მივანიჭებთ.
მომწონს.
ოღონდ, ეს დაახლო-ვ-ებით არა :) ხვალ სამშაბათი იქნება, ალბათ ზეგაც იგივე დღე განმეორდება: თუ ამ ყველაფერს მნიშვნელობას არ მივანიჭებთ.
მომწონს.
ოღონდ, ეს დაახლო-ვ-ებით არა :)
15. უკაცრავად, მაგრამ ეს ლექსია თუ მოთხრობა? უკაცრავად, მაგრამ ეს ლექსია თუ მოთხრობა?
14. და კიდევ: "თუ ამ ყველაფერს მნიშვნელობას არ მივანიჭებთ"... აი ეს... ჩემი ფავორიტი და კიდევ: "თუ ამ ყველაფერს მნიშვნელობას არ მივანიჭებთ"... აი ეს... ჩემი ფავორიტი
13. ადრეც ვთქვი ამ ლექსზე და ახლაც ვიტყვი, მიყვარს შენი იუმორი და კიდევ ექსპრესიონისტული ელემენტები: ქალაქი, რომელიც არ ჩანს, ქუჩები, რომლებიც დაცარიელდა, ადამიანები, რომლებიც სიჩუმეს არღვევენ საკუთარი მოწყენილობით... ვივსები... ადრეც ვთქვი ამ ლექსზე და ახლაც ვიტყვი, მიყვარს შენი იუმორი და კიდევ ექსპრესიონისტული ელემენტები: ქალაქი, რომელიც არ ჩანს, ქუჩები, რომლებიც დაცარიელდა, ადამიანები, რომლებიც სიჩუმეს არღვევენ საკუთარი მოწყენილობით... ვივსები...
12. ოჰ! რა ღრმა და უფსკერო ხარ შენ ( ვიღაცა ხარ - მე კი ვიცი მაგრამ ამათმა არ იციან ) და ვწუხვარ რომ ჩაგძირეს გენიოსებმა! :( < ( ღრმა მწუხარება ) ოჰ! რა ღრმა და უფსკერო ხარ შენ ( ვიღაცა ხარ - მე კი ვიცი მაგრამ ამათმა არ იციან ) და ვწუხვარ რომ ჩაგძირეს გენიოსებმა! :( < ( ღრმა მწუხარება )
11. ლალალალალააააა გიპოვეეე :D ლალალალალააააა გიპოვეეე :D
10. ყველაფერი ალბათ სამშაბათის ბრალია,ზოგი ადგილი მომეწონა,მთლიანობაში არა,უკეთესად შეგიძლია შენ გატყობ! ყველაფერი ალბათ სამშაბათის ბრალია,ზოგი ადგილი მომეწონა,მთლიანობაში არა,უკეთესად შეგიძლია შენ გატყობ!
9. წერის მანერა zeher gut :) წერის მანერა zeher gut :)
7. ფრიად საინტერესოააააა :) ფრიად საინტერესოააააა :)
6. არაფერს : ) არაფერს : )
5. ''ნწ ნწ : ) თაბაგარო თაბაგარო, შენც როგორ გაგხვიეს'' _ ეს რას ნიშნავს?!:D ``ნწ ნწ : ) თაბაგარო თაბაგარო, შენც როგორ გაგხვიეს`` _ ეს რას ნიშნავს?!:D
4. ლექსად ვერ აღვიქვამ ასეთებს, ისე საინტერესოდ წერთ;;) ლექსად ვერ აღვიქვამ ასეთებს, ისე საინტერესოდ წერთ;;)
1. თუ ამ ყველაფერს მნიშვნელობას არ მივანიჭებთ. ხო:) თუ ამ ყველაფერს მნიშვნელობას არ მივანიჭებთ. ხო:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|