ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინი
ჟანრი: პოეზია
8 აგვისტო, 2015


ნაწყვეტები

                        * * *
ღამით, როცა ვწვები და ხელებს ლოგინიდან ვყრი
ჩემი მაჯები მოჰგავს სასწორს
და მთელი დღის ცოდვა-მადლი
ხან მარჯვნივ,
ხან კი მარცხნივ ისე მექაჩება,
ასე მეჩვენება ერთი დღეც და მაჯები დამაწყდება.
დილით კი ვდგები და ხელებს ვშლი..
ვაგროვებ ისევ ჩემს ცოდვა-მადლს და მთელი ღამე
აიწონა-დაიწონას ვთამაშობ..

                      * * *
როცა ზამთარი მოდის და ბუდეები ინგრევიან
უნდა გახვიდე ქუჩაში
და ხელის გულები ფიფქებს კი არა ბეღურებს მიუშვირო.
ზამთარი მოდის მეთქი გეუბნები
და ხელებს უღონოდ უშვებ დაბლა.
არ მახსოვს, როდის დაეტყოთ მათ უსიყვარულობა,
რომელებზეც ბეღურები აღარ არიან..


                      * * *
ყოველ ღამით, ღამურასავით თავდაყირა ვეკიდები
საკუთარ ნერვებზე
და სანამ სათითაოდ გაწყდებოდეს
და სანამ მიწაზე დავეცემოდე
თენდება..

ერთხელ, როცა სიცხიანი უხმოდ დავწექი ლოგინში
შუაღამისას გამომაღვიძა შუბლზე ხელის ფრთხილად შეხებამ
და როცა საკუთარი ხელი აღმოჩნდა
მარტოხელა ადამიანის უსუსურობაზე გამეცინა
კედელს, რომელზეც ჩემი ჩრდილი ეცემოდა
ზურგი ვაქციე.

ჩვენ გვჭირდება სულ მცირე ერთი ადამიანი,
რომელსაც ცხოვრების გაგრძელებას დავაბრალებთ...

   
          * * *
ისეც ხდება,
ვიღაც ძალიან მნიშვნელოვანს იპოვი
და შიშისგან საკუთარ თავში დაიმალები..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები