ვუძღვნი მეგობრებს! ( მინდა , რომ თქვენს სულებში სულ თბილოდეს :)
მოულოდნელად გადაწყდა, რომ რეპორტაჟის მოსამზადებლად ხევსურეთში უნდა წავსულიყავი,არქიტექტორებისა და რესტავრატორების ჯგუფს რომელთაც ციხე-სოფელი უნდა აღედგინათ, გამთენიისას მივყვებოდი. ზღვიდან წინა საღამოს ჩამოსულს არც კი გამხსენებია, რომ მეორე დილით მეგობრებს უნდა შევხვედროდი ტრადიციულ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებადა ანუ უნდა გაგვერკვია ვინ უკეთ გაირუჯა. ბოლო წლებია ვლიდერობ. ინტერესიც დავკარგე და თან ახლა უკვე სხვა საზრუნავი მაქვს. პირველად მივდივარ მთაში , საველე პირობებში მომიწევს ცხოვრება, მოვაკლდები ყველანაირ კომფორტს და მგონი ამიტომაც მეშინია მთის…, იქ მცხოვრებთა სიმკაცრეც მაფიქრებს , მოკლედ ტრადიციებმა შემაშინა, (არასდროს არ ვიცავ , პროტესტის გრძნობა მიჩნდება და ამიტომ, თუმცა პატივს ვცემ ,აი როგორც შემიძლია ისე.) ისე უნდა მოვიქცე რომ უნებლიედ მასპინძლებს არ ვაწყენინო. მშობლები მეუბნებიან ,რომ მთის ხალხი იმდენად აფასებს თავისუფლებას, რომ სხვას აღარ ზღუდავენ, სტუმარს კი მითუმეტესო. ,ამიტომ პატივი უნდა ვცე მათ და იქაურ ადათ-წესებსაც. ყველაფრის ნახვა უნდა მოვასწრო, მანმადე კი მუცოს ისტორიას ვეცნობი. .როცა ჩავალ ჩემი მუცო უნდა აღმოვაჩინო მუცო პირიქითა ხესურეთის ერთ-ერთი ცისე –სოფელია,ოცდაათამდე ციხე სახლით, ოთხი საბრძოლო კოშკითა აკლდამებით. მიუდგომლობის გამო , მუცომ ისევე , როგორც პირიქითა ხევსურეთის სხვა კომპლექსებმა , თითქმის თავდაპირველი სახით მოაღწია ჩვენმდე. ორი საუკუნეა , მუცო , პრაქტიკულად დაცლილია მოსახლეობისგან. დარჩენილი რომანტიკული ნაშთები, ამჟამად კატასტროფის პირასაა მისული. სპეციალისტების ბოლო ექსპედიცია მუცოში 1988 წელს მოეწყო. ამ დროს მოხდა მუცოს ქვედა უბნის 18 ციხე-სახლის აზომვა. განვლილი დროის მანძილზე აქედან ბევრი დაინგრა . მუცო რამდენიმე ზამთარს თუ გაუძლებს….,.,.
ეს გზა ხევსურეთში მიგიყვანს..
გზა ხევსურეთისკენ ძალიან რთული აღმოჩნდა, თუმცა მოლოდინი იმისა, რომ წინ ბევრი საინტერესო სანახაობა გველოდა , შიშსა და დაღლილობას სძლევდა.. ჯერ იყო შატილი , არაჩვეულებრივი კოპლექსი, შემდეგ კი მუცო….,, ამბობენ ,მუცოზე წერა არ შეიძლება , მუცო უნდა ნახოო და ასეცაა, მის არღსაწერად სიტყვები აღარ მყოფნის,.. აქ (1880მ. სიმაღლე) ყველაზე ახლოს ხარ მზესთან , მთის წვერზე მდგარი ხარბად ისუნთქავ გამჭვირვალე ჰაერს .,. ცაში გამოკიდებული , კარგავ შიშის გრძნობას , არადა , საცალფეხო , ციცაბო ბილიკებს შეცდომები არ უყვარს , არ გაპატიებს... ბილიკებს ბოლო აღარ უჩანს . აქ ყველეფერი სხვანაირია , ბუნებაც და ადამიანიც . ცაში გამოკიდებულ სახიფათო ბილიკებს ფერად-ფერადი ყვავილები ამშვენებს , აქ არ არსებობს სიმაღლის შიში, აქ შეიძლება შეგაშინოს ბილიკის სივიწროვემ, ამ ფობიას, მუცო-ფობია დავარქვი (რაკი მუცოში მივდივარ) მაგრამ მალევე ვხვდები ,რომ აქაური სილამაზე შიშზე ძლიერია, ყველაფერს გავიწყებს. წინ ნისლის და მზის ბილიკებია გასავლელი , გავცდით შატილს ,პირველი კოშკი გმოჩნდა . აქედან იწყება მუცო.... გგონია რომ ეს მთებიღა დარჩა და მიხვედი, მაგრამ უსასრულოა მთები, ისევე როგორც მუცოსთან შეხვედრის მოლოდინი. როცა ნისლს მზის სხივები გაფანტავს და ხასხასა , ალაგ-ალაგ დათოვლილ (აგვისტომდე შემორჩენილ თოვლს ვარდისფერი დაკრავს) , მაგრამ მაინც მწვანე მდელოებს დაინახავ , მიხვდები – აქედან იწყება სამშობლო... ცივილიზაციას მოწყვეტილი უფრო ახლოს ხარ ბუნებასთან . მთას თავისი კანონები აქვს და უნდა დაემორჩილო, რაც არ უნდა მკაცრი მოგეჩვენოს , თუმცა აქ მაინც ისეთი ლაღი ხარ, როგორც არსად და ისეთი ბუნებრივი , როგორც არასდროს.
ბანაკი მუცო
მუცოში ჩასულებს უკვე გველოდნენ ...კარვებიც მზად იყო .მთაში სიარული იმანაც შეძლო , ვისაც თბილისშიც ეზარება ფეხით ხეტიალი. აქაური ურთიერთობები სულ სხვანაირს გხდის , ყველა და ყველაფერი გიყვარს.. ნეტარებას განიცდი ბუნებასთან სიახლოვით და მყუდროებას არც მობილური ტელეფონის წკრიალი გირღვევს (მობილური ტელეფონი არ იჭერს) და ვერც ტელევიზორის ხმა (ტელევიზორის ყურება მხოლოდ შატილში შეგიძლიათ, მუცოში შუქიც არა აქვთ) აქ არც შუქი შეგაწუხებთ და არც მანქანის გამონაბოლქვი. მწვანე მდელოზე , მდინარის პირას გაშლილი კარვები უზარმაზარი მთების ალყაშია მოქცეული და მზესთან ისე ახლოს ხარ, რომ სულში მისი სითბო გეღვრება... ყველაფერი ის, რაც ჩვენ გვაკვირვებდა , კომფორტს მოკლებულ ადგილობრივებს უკვე მობეზრდათ. მუცოში სულ სამი კომლი ცხოვრობს : შეთეკაურები , დაიაურები და ჭინჭარაულები, მათგან ერთი ოჯახი შემოდგომით გადასახლდება კახეთში. მუცო იცლება , ხევსურები ხევსურეთს სტოვებენ...
დღიურის წერას ვიწყებ მეხსიერებინად ეს ემოციები რომ არ წამეშალოს ,მგონია რომ ასე არ გახუნდება ის შეგრძნებები რომელიც თბილისამდე უნდა ჩავიტანო. უამრავ ფოტოს ვიღებ და თან ყველა ემოციას წერით ვიმახსოვრებ.
ალუდას არ ვუჯერებ და იმ ციხე –სიმაგრეზე მივცოცავ, რომელიც ყველაზე საშიშ, ციცაბო კლდეზეა დაკიდებული.. ნერვიულობს და რომ არ შევნიშნო ჯერ მიბრაზდება ჯიუტი ხარო, მერე კი მთხოვს , რომ ჩამოვიდე , საინტერესო ადგილას წაგიყვანო…,.
როგორც იქნა მივედით. Aაკლდამებთან მიყვება ლეგენდას :რომ შავი ჭირის დროს აქ დასნეულებული ადამიანებიAთავისით მოდიოდნენ , სხვებისთვის რომ არ გადაედოთ დაავადება და აქ ელოდნენ სიკვდილსო. ჩემი წინაპრების ძვლების დანახვა ,მთრგუნავს და ცუდ ხასიათზე ვდგები.. ალუდა თავის ძმადნაფიცს ეძახის ,უუნაგირო ცხენებზე ვსხდებით და მეზობელ სოფელში გადავდივართ.. მდინარის პირას ვჩერდებით.. ცხენები წყალს სვამენ. , მე ჩემს გარუჯულ კანზე ვფიქრობ, მხრებს ვისველებ და თან გული მწყდება, ზღვის და მთის “ზაგარი” ერთმანეში რომ აირია არც ისე კარგი ფერის ვარ, ალბათ მხრებზეც მალე ამძვრება კანი, მივხვდი ,რომ სისულელეზე ჩავფიქრდი, შემრცხვა და გადავწყვიტე რომ აქაური ცხოვრებით მეცხოვრა, ქალაქში ფიქრებითაც კი აღარ ვბრუნდები , ერთი კვირა მაინც . უკვე ხევსური ქალი ვარ..ხევსურული წინდებით, მაგრამ მაინც „ლევისის” მაისურით, ჯინსებითა და კანადის დროშიანი ბენდენით.
ყველაზე მეტად დაძინება მე მიჭირს , მიწაზე კარავში ე.წ “სპალნიკებში “ გადაბრუნება შეუძლებელია, ახლა ვხვდები დათვებს რატომ აქვთ, ერთი მხარე დაბეჟილი. Bბანაკში უკვე შემირჩიეს მეტსახელი , გამოჩენილი მთვარეული ვარ.. ყველაზე გვიან მე მეძინება , თან ცოტა მეშინია მდინარის პირას ვცხოვრობთ და ესეც ისე ბობოქრობს, რომ… ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, რომელსაც კარვიდან ვხედავ ვეღარ მხიბლავს, წინ უკიდეგანო და შავ მთებს რომ ვხედავ ისევ მეშინია, მთვარეც რაგაცნაირია ირონიული და უდარდელად წამოწოლილი .ვბრაზდები და ვერ ვარკვევ რატომ , ვის ვუბრაზდები საკუთარ თავს , რომელიც შიშში გამოვიჭირე თუ აქაურ ბუნებას. მერე აღარც მახსოვს რას ვფიქრობდი ,.მგონი ჩამეძინა მზე კარგა ხნის ამოსულია. მგონი ჩამოსული უკეთესად აღწერს იმ სიმაღლეს სადაც ვიმყოფები.
ჟერ ვერ მივხვდი სად ვარ, ძლივს გამოვფხიზლდი. სასწრაფოდ უნდა მოვწესრიგდეთ , ვისაუზმოთ და დავხედოთ , როგორ მიდის აღდგენითი სამუშაოები, რომელზეც იმედებს ამყარებენ ადგილობრივები…. ბეჭებ გაბზარულ მუცოს ქალაქელები შველიან.. აზომვებისა და რესტავრაციის არაფერი გამეგება, ამიტომ ვცდილობ ყურადღება არავის გავუფანტო და მიწის ვაშლების შეგროვებას ვიწყებ, ყვავილებია ასეთი.. მერე ვხვდები, რომ ჩემნაირ ადამიანსაც კი ერევა მთა და რომანტიკულ განწყობაზეც ვდგები; ამ, დროს იაგო მოდის და სალოცავზე მივყავართ. იმხელა აღმართია ასავლელი, ქვემოთ უფრო მეტი ადამიანი დარჩა. მორიდებით მითხრეს რომ, წმინდა ნიშებს არ უნდა მივუახლოვდე. ქალებისთვის აქ ფეხის დადგმა არ შეიძლებაო, არაა კარგის ნიშანი და წყევლის თუ არ გეშინია მიდიო.,.რამდენიმემ გააპროტესტა აბა ამ სიმაღლეზე ტყუილად ამოვბობღდითო და მივიდნენ, მე ვერ გავრისკე, თან შემეშინდა, მოკლედ, გადავიფიქრე.მოგვიანებით იქ მივედით სადაც ლუდს ხარშავდნენ. ქალები არც იქ დაიშვებოდნენ. დიდად არც დამწყვეტია გული, ლუდს მაინც ვერ ვსვამ და მონათხრობს ვჯერდები, ამბობენ ლუდით დღეგრძელობა ჩვეულებრივი ამბავიაო. თბილიში კი იმათ “ადღეგრძელებენ “ვინც არ უყვართ. ერთადერთი მიზანი მაქვს ბევრი ვნახო და მოვისმინო, გავიგო როგორ ცხოვრობენ ჩემი თაობის ახალგაზრდები. ესენი აქ ცივილიზაციას მოწყვეტილები არიან , ჩვენ კი თანამედროვე ტექნოლოგიებს და თითქოს სხვადასხვა დროის ადამიანები ერთ დროში მოვხვდით. აქ წინასაუკუნეების ტრადიციებს მკაცრად იცავენ..ჩვენგან ერთ-ერთი მოეწონა თურმე ადგილობრივ ხევსურ ყმაწვილს, ამიტომაც გაორმაგებული ძალით გვპატრონობდნენ, მასპინძელი ბიჭები, გვიცავენ.. -აქ მოტაცება ჩვეულებაა, იაგოს წამოსცდა და ჩვენც დავიძაბეთ. -მოეწონებათ ვინმე და აღარც უშვებენ , დაიტოვებენ ისე რომ არც არაფერს კითხავენო. ისე აქ ჭირივით ეზარებათ ქალები პაპიროსს რომ ეწევიანო. სხვათაშორის აღნიშნა ჩვენმა მცველმა. ექსპედიციის მწეველმა გოგონებმა შვენით ამოისუნთქეს და თავდაცვის მიზნით, ყოველიშემთხვევისთვის მაინც უმატეს მოწევას. მე კი მეშინოდა , მაგრამ მაინც ვერ შევძელი მოწევა. იაგოს და ალუდას იმედი მქონდა და მიპატრონეს კიდეც,. მუცოში ყველაზე ხანდაზმული ბებია ძილოა. მოზარდები კი შატილში არიან ,იქ სკოლაში სწავლობენ . ხევსური ტინეიჯერები არაფრით ჩამორჩებიან თბილისელებს , ცხენზე ჯირითიც უყვართ , სიმღერაც , თუმცა ამაზე მოგვიანებით..... ალუდა დაიაურმა თავის ბებია ძილოსთან მიგვიყვანა, თან გვახლდა ბოროტაც (კავკასიური ნაგაზი) 82 წლის მოხუცი პირდაპირ მეუბნება : რა მეკუთვნის , თუ რამეს მოგიყვებიო?” “მექრთამე” ბებია ძლივს დავიყოლიე საუბარზე. -“კანბეთქებ” (კანფეტები) თუ არ მამცემს არას ვიტყვი, მიმართავს შვილიშვილს , რა ქვეყანა მომხვიე? - უპასუხე თორემ თოფს დაგცემ, - ეხუმრება შვილიშვილი. ქრთამის სანაცვლოდ ბებო საუბარზე გვთანხმდება . -ძმაო ძმითა ხარ მაგარი , თორემ მტერ მოგერევაო”- ეს ანდაზა ყველაზე მეტად მომწონსო. - ახლანდელი ქალების რა არ მოგწონთ? - ჩემმა მზემ , არ მომწონს რომ ტიტვლები დადიან და ყველაფერი უჩანთ, ტრუსიკის იმედ დადიან ეგ რა ბედენაა? აქ ჩამოსულებს რა ეკრძალებათ? უნდა ჰქონდეთ შეგნება , სინდის- ნამუსი .აქ არ უნდა ჩაიცვან “შოლტიკი” (შორტი) -თქვენთან ქორწინების ტრადიცია შემორჩენილია, რა ასაკში თხოვდებიან ქალები? წესრიგით 20 წლის უნდა გათხოვდეს, თუ პატარა ჭკუა-გონი აქვს . 3-4 წელს დანიშნულები არიან , სამთხოვარს არაყს მიუტანენ მამის ოჯახში და მოილაპარაკებენ ,როდის გაატანენ ქალს ოჯახში. არყით , ლუდით და საჭმლით ხელდამშვენებულები მიდიან ქორწილში. ახლანდელ რძლებს დედამთილები არ უნდათ, ეგრეა, დედა! -ძილო ბებო, რას საქმიანობთ? -რასა და ბედშავადა ვარ, ვზივარ და ხან რასა ვღონობ და ხან რასა. როცა ახალგაზრდებსა გხედავთ , ვხარობ .ღმერთმა მშვიდად გავლიას , წაგიყვანას 100 წლამდე და ტკბილად დაგაბეროს.
თინეიჯერები , ძირითადად ნადირობით იქცევენ თავს; გოგონები წინდებს მაშინ ქსოვენ, როცა არ ეზარებათ, სამაგიეროდ არავის ეზარება კითხვა. თბილისიდან გამოგზავნილ ჟურნალ- გაზეთებს კითხულობენ, შემდეგ კი საინტერესო ინფორმაციებს უცვლიან ერთმანეთს. ალუდამ და იაგომ სახლში შეგვიპატიჟეს, პირველი რაც თვალში მომხვდა , კედელზე გაკრული დათო ხუჯაძისა და ლეონარდო დი კაპრიოს პლაკატები იყო . როცა მასპინძლებმა გაოცება შემატყვეს , გაეცინათ, სულ ხევსურეთში კი არა ვართ, თბილისშიც ხშირად ჩამოვდივართ და ჩვენც გვყავს ჩვენი ინტერესის ობიექტებიო.
მუცოში ჩვენი ყოფნის უკანასკნელი საღამოა,., სხვა საღამოებს სიხალისით არ ჩამორჩება, თუმცა მუცოსთან განშორება მაინც რთული აღმოჩნდა, აქ მოძალებულ სევდას ყველა თავისებურად ებრძვის: თამაშობები,, საინტერესო ისტორიები , ხევსურული სიმღერები, აი გელა დაიაურიც მოვიდა ,ისევ წაგვიკითხა ჩვენში უკვე პოპულარული საკუთარი ლექსი ბეჭებ გაბზარულ მუცოზე , მისი სხვა ლექსების შეყვარება დაზეპირებაც მოვასწარით. დღეს უკვე აღარ მიკვირს რომ ხევსურულ ბალადებს რუსულ ბალალაიკაზე დაამღერებს. . დილაა. Gგარიჟრაჟზე ვტოვებთ მხარეს, რომელიც ახდენილ ოცნებას ჰგავს და თუ ერთხელ შეიყვარე, ვეღარასდროს დაივიწყებ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. წეღან გარედან წავიკითხე,თბილი ნაწერია.. მომეწონა და წარმატებები2++ წეღან გარედან წავიკითხე,თბილი ნაწერია.. მომეწონა და წარმატებები2++
17. სურვილი გამიჩნდა მეც ვეწვიო მუცოს. :) სურვილი გამიჩნდა მეც ვეწვიო მუცოს. :)
15. ძალიან კარგი იყო, მალე დამთავრდა - ესაა ცუდი... კიდე შეიძლებოდა ეს დოკუმენტური მასალა, რაიმე მოგონილი სიუჟეტით გაგემდიდრებინა, გრიგოლ რობაქიძეს რომ აქვს "ენგადში~... ისე ის რომ საინტერესოდ იკითხება, ეს უკვე კარგის ნიშანია... წარმატებებს გისურვებთ ... ძალიან კარგი იყო, მალე დამთავრდა - ესაა ცუდი... კიდე შეიძლებოდა ეს დოკუმენტური მასალა, რაიმე მოგონილი სიუჟეტით გაგემდიდრებინა, გრიგოლ რობაქიძეს რომ აქვს "ენგადში~... ისე ის რომ საინტერესოდ იკითხება, ეს უკვე კარგის ნიშანია... წარმატებებს გისურვებთ ...
14. ...და მზესთან ისე ახლოს ხარ, რომ სულში მისი სითბო გეღვრება...
"გარიჟრაჟზე ვტოვებთ მხარეს, რომელიც ახდენილ ოცნებას ჰგავს და თუ ერთხელ შეიყვარე, ვეღარასდროს დაივიწყებ."
მომენატრა მუცო... კარგია და მადლობა,ევა შენ! ...და მზესთან ისე ახლოს ხარ, რომ სულში მისი სითბო გეღვრება...
"გარიჟრაჟზე ვტოვებთ მხარეს, რომელიც ახდენილ ოცნებას ჰგავს და თუ ერთხელ შეიყვარე, ვეღარასდროს დაივიწყებ."
მომენატრა მუცო... კარგია და მადლობა,ევა შენ!
13. მოვიცლი აუცილებლად, ეხლა გავრბივარ... მოვიცლი აუცილებლად, ეხლა გავრბივარ...
12. არც წამიკიტხავს მაგრამ მეგობრებზე თუა რიგო არ იქნება ;) არც წამიკიტხავს მაგრამ მეგობრებზე თუა რიგო არ იქნება ;)
11. ვნახე , ეს კომენტარი და ვერც წარმოიდგენ , როგორ გამიხარდა, მადლობა შენ:) ესეც შენი საჩუქარი უკვე ჩემი ნებით:)) ვნახე , ეს კომენტარი და ვერც წარმოიდგენ , როგორ გამიხარდა, მადლობა შენ:) ესეც შენი საჩუქარი უკვე ჩემი ნებით:))
10. სუზიი, ვერ გავიგე , შენ გირეკავ და მპასუხობენ სხვაგან მოხვდიო:( ერთხელ რომ დამირეკო არ გინდა? შე, პატარა აფერისტო!!! საყვედურები არ მიიღება:) სუზიი, ვერ გავიგე , შენ გირეკავ და მპასუხობენ სხვაგან მოხვდიო:( ერთხელ რომ დამირეკო არ გინდა? შე, პატარა აფერისტო!!! საყვედურები არ მიიღება:)
9. http://youtube.com/watch?v=_qNRqz351as ამას უყურე უსინდისოვ, არ უნდა მომიკითხო ხოო? http://youtube.com/watch?v=_qNRqz351as ამას უყურე უსინდისოვ, არ უნდა მომიკითხო ხოო?
8. უი დამთრგუნეს უნდა დამეწერა:) უი დამთრგუნეს უნდა დამეწერა:)
7. ვაი, ჩონჩხებმა ძალიან დამრთგუნეს:(და ვერ შევედი, არადა მშიშარაც არ მეთქმის... დიდი მადლობა თამარ, აქაც რომ არ დაგეზარათ წაკითხვა, მე ძალიან რომ მომენატრება ხოლმე მუცო, ვკითხულობ და იქ "ვბრუნდები", კი, ბევრი შეცდომა მაქვს, გავასწორებ, გმადლობთ:) ვაი, ჩონჩხებმა ძალიან დამრთგუნეს:(და ვერ შევედი, არადა მშიშარაც არ მეთქმის... დიდი მადლობა თამარ, აქაც რომ არ დაგეზარათ წაკითხვა, მე ძალიან რომ მომენატრება ხოლმე მუცო, ვკითხულობ და იქ "ვბრუნდები", კი, ბევრი შეცდომა მაქვს, გავასწორებ, გმადლობთ:)
5. ეს ლიტ.გეზე მქონდა წაკითხული... მაშინ მოგწერე, ანატორის აკლდამაში როგორ შევძვერი და როგორ ჩამომემსხვრა თავზე ერთი ჩონჩხი... ძალიან მომწონს. 5 ოღონდ, ძალიან ბევრი შეცდომაა გაპარული და გაასწორე! ეს ლიტ.გეზე მქონდა წაკითხული... მაშინ მოგწერე, ანატორის აკლდამაში როგორ შევძვერი და როგორ ჩამომემსხვრა თავზე ერთი ჩონჩხი... ძალიან მომწონს. 5 ოღონდ, ძალიან ბევრი შეცდომაა გაპარული და გაასწორე!
4. ჩეეეეეემი მზექალა!!!:* გოგო მომენატრე ძლიერად რაააა ხოდა ერთს რომ ბაკურს აკბეჩინებ მეორე ჩემთვის დაიტოვე=)) როდის გიხილო ადამიანო???? ჩეეეეეემი მზექალა!!!:* გოგო მომენატრე ძლიერად რაააა ხოდა ერთს რომ ბაკურს აკბეჩინებ მეორე ჩემთვის დაიტოვე=)) როდის გიხილო ადამიანო????
3. ბაკაკო მწვანე ვაშლი გინდა? ერთსაც გაკბეჩიებ და კიდევ ერთსაც:) გავიგე მაააშ!!! ვეცდები მარიამ , ვეცდებიიი:)) ბაკაკო მწვანე ვაშლი გინდა? ერთსაც გაკბეჩიებ და კიდევ ერთსაც:) გავიგე მაააშ!!! ვეცდები მარიამ , ვეცდებიიი:))
2. წერე ხშირად ესეთი რამეები, "თორემ თოფს დაგცემ"!!! წერე ხშირად ესეთი რამეები, "თორემ თოფს დაგცემ"!!!
1. ლიკა ,ეს შენ:) ყველაზე მეტად შენ გენატრება მზე, მარწყვზე და ალუჩაზე რომ არაფერი ვთქვა:) ლიკა ,ეს შენ:) ყველაზე მეტად შენ გენატრება მზე, მარწყვზე და ალუჩაზე რომ არაფერი ვთქვა:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|