ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრეა_
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2015


3x3

ვარ იმ ბავშვივით,
რომელიც თასმას
არასდროს უკრავს ფეხსაცმელს
რახან
ჰგონია
ამით დაახრჩობს
და მას,
აღარ უყიდის არავინ
ახალს...

***
ჰო ასეც ხდება,
ზოგჯერ ისე ვარ,
ვლოცულობ ხოლმე ჩურჩულით,
მაგრამ
როდესაც უნდა გადავიწერო
პირჯვარი,
თითებს ჯიბეში ვმალავ.

***
მე თავს ვიმხნევებ ახლა იმით რომ
შენია რაც კი აქამდე ვწერე.

ჰო, ღმერთმა შეგქმნა ვფქირობ იმიტომ,
რომ შენში ღმერთი მეპოვნა მერე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები