 | ავტორი: ილუ ჟანრი: პროზა 17 სექტემბერი, 2015 |
-"ადრე, იმაზე, ვფიქრობდი უმისობა ჯობდა ჩემში თუ უჩემობა. როგორც კი, თვალებს გავახელ და გარესამყაროს ნაცვლად, მისი სამყაროს აღქმას ვიწყებ, ვხვდები რომ კოლბაში გამოკეტილ არსებად ვიქცევი... დრო რომ ფანტაზიის ნაწილი იყოს.... და ისევ.... მისი არარსებობის არსებობა ჩემში ისეთივე გამოუვალია, როგორც ცარიელ აკვარიუმში, სისხლისა და ჰაერის გარეშე დარჩენილი პირანიისა." ასე, უმიზეზოდ, ყოველ, მასზე ფიქრში გატარებული ღამის შემდეგ იწყებს დილას, მასზე, ფიქრით. მისი ყოველი წამი, კენკრის, მურაბას ჰგავს, სადაც ყოველი ბგერა მისით არის გაჟღენთილი. -"ვაგონში დგომა მიყვარს. არ აქვს მნიშვნელობა მატარებლის იქნება ეს ვაგონი, ხალხის, თუ, უბრალოდ ჩემი წარმოსახვის. ამ დროს, თავს ნაწილად ვგრძნობ, ხალხის ან საკუთარი თავის. პრობლემა ყოველთვის შეგრძნებებში მქონდა. ყოველთვის მიჭირდა საკუთარი თავის შეგრძნება, ადამიანებს კი ზედმეტად დიდი დოზით შევიგრძნობდი. ეს, ალბათ, იმის ბრალი იყო რომ ღრმად მსურდა მათი ჩემში არსებობა მეგრძნო. მრავალი წელია ვცდილობ ახალი არსებების არსებობით ჩავანაცვლო, ძველი, მაგრამ ჩემში კარგად დალექილი არსებები. ეს არ გამოდის. ჩემს ასაკში რთულია გავქარწყლო არსებობის თეორია მარადიულ გრძნობებზე. მე, არ შემიძლია, ალბათ ბევრი რამ, მაგრამ პიოველ რიგში კი, არ შემიძლია, იმ მეეზოვესავით მოვექცე გრძნობებსა და მოგონებებს, რომელიც ყოველ დილას, ჩემს თვალწინ ჰგვის მიწისქვეშა გადასასვლელს და თავისი სიძველითა და გამოცდილებით გამაგრებულ ცოცხს გამალებით იქნევს, იქნევს მანამ, სანამ ნაგვის ყველა დეტალი აქანდაზზე არ აღმოჩნდება." თითქმის ყოველდღე ვნახულობ ადრიანას. ის მუდამ მარტო ზის თავის ოთახში, პატარა, ფანჯარასთან და გამუდმებით ფიქრობს. ზოგჯერ იმდენს ფიქრობს, რომ მგონია გრძობები ავიწყდება.... ის არასდროს ლაპარაკობს თავის მეზობელ მოხუცებთან, არც მათზე არ ლაპარაკობს, თითქოს, მარტო იყოს ამ სამყაროში.
მახსოვს, ადრიანას ახალგაზრდობის სურათები. საუცხოო ქალი გახლდათ, შავი, თბილი და ცოტა შიშისმომგვრელი, პატარა ჭრილის თვალები, პატარა სწორხაზოვანი ცხვირი და ვარდისფერი, დანაოჭებული ტუჩები, დიდრონად ამშვენებდნენ, მის, ოდნავ სავსე სახესა და ხორბლისფერ ყვრიმალებს. ტანით არ იყო დიდი, თუმცა კოხტა და მკვრივი, თხელი სხეული ჰქონდა. წელზე გამოკვეთილი ხაზები და ფართო თეძოები, ისეთ ქალურს ხდიდა, რომ მისი ბავშვური სახე წამებში მაცდურ ქალს ემსგავსებოდა. ხშირად, მიფიქრია, ადრიანა მსახიობი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ფსიქოლოგი იქნებოდა. ყოველთვის ისე ლაპარაკობდა, თითქოს, შენს პრობლემებსა თუ გრძნობებს ერთი-ერთში გრძნობდა, მერე კი ისეთ რჩევას მოგცემდა, გზა აბნეულს მიზანი, თავისივე სამიზნით გაგიჩნდებოდა. იშვიათი განათლების ქალი გახლდათ.
"ვფიქრობ ჩანაწერებზე. ისინი მრავალი წელი ჩემს სასთუმალთან გორაკებს ქმნიდნენ. მუდამ მახსენდება თითოეული პერსონაჟი, ან უბრალოდ სახე, რომელზედაც კი ოდესმე დამიწერია. ის არ ყოფილა პირველი. პირველი ჩანაწერი მე მეკუთვნოდა, დანარჩენი, ყველა, მას. სხვა სახეებსაც მის ელფერს დავკრავდიხოლმე. ასე, უმიზეზოდ შემეძლო მოხეტიალე ქალში და ქარში ამომეცნო და დამეწერა. მე ადრიანა ვარ, მაგრამ მაშინ ჩემი სახელი მის გარეშე ვერ წარმომედგინა. შემოდგომა, ყოველთვის მახსენებს ახალგაზრდობას... იმ წლებს, როდესაც, ფოთლებთან ერთად დავრბოდი და სისხლი ისე მეხეთქებოდა კანზე, როგორც ფოთლები, შემოდგომის ქარში მიწას.... " ადრიანა, ბოლოს რომ ვნახე, ხალისიანი მომეჩვენა... თავის მეზობელს ესაუბრებოდა, უღიმოდა და ეუბნებოდა თუ როგორ ჰგავდა ის, მას... მე შორიდან მივესალმე და უკან გამოვბრუნდი. არ მინდოდა ხელი შემეშალა მისთვის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. 'შეიძლება მე ვერ გავიგე რაღა..მაგრამ დღიურის ჩანაწერები პროზა არ არის... საჭიროა მხატრული სახეები, მშრალად მიწოდებული, საკუთარი გრძნობები მკითხველს წარმოსახვის საშუალებას არ აძლევს, მით უფრო რომ არც კადრებია... `შეიძლება მე ვერ გავიგე რაღა..მაგრამ დღიურის ჩანაწერები პროზა არ არის... საჭიროა მხატრული სახეები, მშრალად მიწოდებული, საკუთარი გრძნობები მკითხველს წარმოსახვის საშუალებას არ აძლევს, მით უფრო რომ არც კადრებია...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|