ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რუს ბრისენდენ
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2015


უჩვეულო სურათი

ჩემი ტკივილის, ვწერ თანაზიარ
ქალზე, რომელიც საერთოდ არ გგავს.
შენ არ გჭირდები, ამიტომ ვზივარ
და მარტოობის ვიზუთხავ ანბანს.
შენ ისევ ცდილობ გამიუცხოვო
და თავს მარიდებ უაზრო კდემით
და მე საკუთარ საფლავში ვცხოვრობ
და მე საკუთარ საფლავში ვკვდები.
ვგავარ ხალხისგან არ ნასწავლ იგავს
და მიტოვებულს ყველასგან სივრცეს.
მე სული, შენი სულისთვის მიდგას,
მე გული, შენი გულისთვის მიცემს
და მე ვნებდები სატირულ სიცილს,
ამ უჩვეულო სურათით თვალწინ:
მუხლშემართული დგახარ და იცდი,
ბოლოში, ყულფად გასკვნილი ბაწრის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები